Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 23.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ავარია შატილის გზაზე: გარდაცვლილები და დაშავებულები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 აგვისტოს

რა ვიცით შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად შატილის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო ცნობებით გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.        მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი შეიკრიბა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართული ავიაცია

„ანარეკლებში" ქართული ავიაციის ისტორია - „მიმინოდან” დამოუკიდებლობამდე. ახალი აეროპორტები, საპატიო სტუმრები, კონკურენტები და რუსეთი, რომელსაც დამოუკიდებელი ავიატორები ვერა და ვერ ემიჯნებიან.

Radiotavisupleba.ge 

17-მდე გაიზარდა შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგად 17-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. მძიმედ არის დაშავებული სამი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და ეზოები დატბორა

უხვმა ნალექმა, რომელიც საღამოს 7 საათიდან დაიწყო, დატბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, თამარ მეფის, ფოთის, ავტომშენებლისა და აღმაშენებლის ქუჩები. დატბორილია ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ოცამდე ზარი შევიდა; წყალდიდობის ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა ავტომატით ხელში მივიდა დამოუკიდებლობის სასახლეში

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომლის წინააღმდეგაც 23 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქციები იმართება, დამოუკიდებლობის სასახლესთან ვერტმფენით ჩაიყვანეს. ვიდეოზე ჩანს, რომ ვერტმფრენიდან გადმოსული ლუკაშენკა, ავტომატით ხელში და დაცვით გარშემორტყმული შენობისკენ მიემართება. ვიდეო გაავრცელა ლუკაშენკასთან დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა „პირველი პული“. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის სასახლე, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთ სამუშაო ოფისად ითვლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვაში ციხანოუსკაიას შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგუნი 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდება ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მოლაპარაკების დროს განიხილავენ ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს. ამ საკითხზე, და ასევე ორმხრივ სამხედრო-დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ვრცელდება ინფორმაცია სტივენ ბიგუნის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით, რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: 12 ადამიანი ემსხვერპლა შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბროვსკში გაიმართა მსვლელობა ბელარუსის საპროტესტო აქციის სოლიდარობის ნიშნად

რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში 23 აგვისტოს რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ბელარუსის წარმომადგნელობასთან, რათა თავიანთი მხარადჭერა გამოეხატათ ბეალრუსში მიმდინარე საპროტესტო აქციისთვის. „ჟივიე ბელარუს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც ეცვათ თეთრი ტანსაცმელი და ხელთ ეპყრათ წითელი ყვავილები. ხაბაროვსკში 15 აგვისტოსაც გაიმართა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელზეც გამოსვლისას მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუს დემონსტრანტებს, რომლებიც საპრეზიდენტო სადავო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი კაცი დაიღუპა ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს

სამი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა და ორი სპეცრაზმელი დაიჭრა ინგუშეთის სუნჟის რაიონში 23 აგვისტოს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. ოპერაციის დროს დაიჭრა ფედერალური უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ცნობით, ყველა მოკლული ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ასაფეთქებელი მოწყობილობით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა „ფაშისტური“ უწოდა თეთრ-წითელ-თეთრ დროშას, რომელსაც ოპოზიცია იყენებს

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტარ ხრენინმა „ფაშისტური“ უწოდა საპროტესტო აქციებზე გამოტანილ თეთრ-წითელ-თეთრ დროშებს და დაიმუქრა, რომ არმია არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის მემორიალების წაბილწვას. „ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ, თუ როგორ იმართება ამ წმინდა ადგილებში აქციები იმ დროშის ქვეშ, რომლითაც ფაშისტები ორგანიზებას უწევდნენ ბელარუსების, რუსების, ებრაელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მასობრივ მკვლელობას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ! ამიტომ დღევანდელი დღიდან მათ დაცვას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. თამაზ ხომასურიძის თქმით, კითხვები შეეხებოდა მის მიერ, ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელსაც ის „თეთრ ისრად“ მოიხსენიებს, გეგმავს შაქარაშვილის ბიძისა და ოჯახის ინტერესების დამცველის, მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას. თამაზ ხომასურიძის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი იმყოფება ანტისამთავრობო მიტინგზე

ბელარუსის დედაქალაქში 23 აგვისტოს თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის გარდა, იუწყებიან დამოუკიდებელი არხები TUT.BY და NЕХТА. „მარში ახალი ბელარუსისთვის“, ასე ჰქვია მორიგ ხალხმრავალ მიტინგს, რომელიც 9 აგვისტოს პრეზიდენტობის არჩევნების ფალსიფიცირებული შედეგების გაუქმებისა და ახალი თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდება. აქციის დაწყებამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი აცხადებს, რომ უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს 25-წამიანი ინტერვალით ორი რაკეტა მოხვდა

ირანის სამგზავრო ავიაციის უწყება, უკრაინული ავიაკომპანია „მაუს“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი „შავი ყუთების“ ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რაკეტების მოხვედრით, რომელთა შორის შუალედი 25 წამს შეადგენდა. დოკუმენტის თანახმად, პირველი რაკეტის მოხვედრის შემდეგ უკრაინულ ლაინერში მყოფი მგზავრები ცოცხლები იყვნენ, რაზეც მფრინავების ხმების ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს. 25 წამში კი თვითმფრინავს მეორე რაკეტა მოხვდა. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტიქიურმა წვიმამ ბათუმი დატბორა, ქალაქის შესასვლელში საცობია

ბათუმში სტიქიურმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქალაქის ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქის შესასვლელში, მახინჯაურსა და ჩაქვში. ამის გამო ქალაქის შესასვლელში საცობი შეიქმნა. „ბათუმის წყლის“ პრესამსახურის უფროსის, გიორგი სირაძის თქმით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია "ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები: „ვებრძვით სტიქიას. ასეთი ძლიერი წვიმა და უხვი ნალექი უკანასკნელი ორი წელი არ მოსულა“, - ამბობს გიორგი სირაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისში მამა-შვილის ცემის გამო დაკავებულებიდან ერთი გაათავისუფლეს, 2 წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ, პანკისის ხეობაში, მამა-შვილის მოკლე შარვლების ტარების გამო ცემის საქმეზე, სამი დაკავებულიდან ორი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ერთი კი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, კახეთის პროკურატურა სამივე დაკავებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. წინასასამართლო პროცესი 24 სექტემბერს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილის, წელაურების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, საქმეზე რამდენიმე პირი ხელახლა გამოიკითხება

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თბილისის პროკურატურაში მათ მიიღეს თანხმობა, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე, რამდენიმე ადამიანი ხელახლა გამოიკითხება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისის პროკურატურის შენობა დატოვა. მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს: „დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”. თამარ ბაჩალიაშვილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში დაიწყო აქცია „ახალი ბელარუსის მარში“

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო მსვლელობა - „ახალი ბელარუსის მარში“, რომელიც მიმართულია განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და მილიციის სისასტიკის წინააღმდეგ. მინსკში მოქალაქეები უკვე იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც დაგეგმილია მიტინგის გამართვა. დემონსტრანტებს მიმართავენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა და სხვა ლიდერები. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, კოლონები უწყვეტად მიემართებიან მინსკის ცენტრისკენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოლიდარობის აქცია თბილისში - თავისუფლების გზა ბელარუსისკენ

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე, ცოცხალი ჯაჭვი გაება. სოლიდარობის ჯაჭვში ბელარუსის მოქალაქეები და ქართველი აქტივისტები ჩაებნენ. თბილისში გამართული აქცია არის შემადგენელი ნაწილი სოლიდარობის ჯაჭვისა, რომელიც 23 აგვისტოს, ლიეტუვის დედაქალაქიდან, ვილნიუსიდან, ბელარუსის საზღვრამდე გაიჭიმება და რომლის სახელწოდებაცაა - თავისუფლების გზა ბელარუსისკენ. ამ ჟესტით, ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ ბელარუსში განვითარებული მოვლენების მიმართ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი აქვს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა

უკრაინის ოპოზოციური პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, დაადასტურა მისმა პრესმდივანმა, მარინა სოროკამ. „დიახ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ტესტმა აჩვენა, რომ იულია ვლადიმიროვნას COVID-19 აქვს. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. 39 აქვს სიცხე. ებრძვის სენს“, - აცხადებს მარინა სოროკა.   პანდემიის განმავლობაში უკრაინაში სახიფათო ვირუსის 100 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სულ მცირე, 2000 პაციენტი გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პოლიცია გაძლიერებულად იცავს „შარიტეს“ კლინიკას, სადაც ნავალნი იმყოფება

გერმანიის პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს კლინიკა „შარიტეს“ მახლობლად ბერლინში, სადაც მეორე დღეა იმყოფება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი. კლინიკის მახლობლად მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და დაახლოებით 10 პოლიციელი ერთდროულად იცავს საავადმყოფოს პერიმეტრს. ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს ომსკიდან ჩარტერული რეისით ჩაიყვანეს ბერლინში, სადაც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. „შარიტეს“ საავადმყოფოში რადიო თავისუფლებას უთხრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ იგი საკუთარ თავს მიიჩნევს „ეროვნულ ლიდერად“

ლიეტუვაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ის თავს უკვე მიიჩნევს „ეროვნულ ლიდერად“, რომლის მთავარ ამოცანას შექმნილ ვითარებაში წარმოადგენს ქუჩებში გამოსული ადამიანების დახმარება და „ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ბელარუსში“. ბალტიის საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ დადგა „გარდატეხის მომენტი“ და ბელარუსი უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. „თუ ვინმე ფიქრობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ

თბილისის პროკურატურაში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი მივიდნენ. მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი საქმის დეტალებს უნდა გაეცნონ: „ვეცნობით საქმის დეტალებს და კითხვებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ვამყარებთ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ჩვენებებთან დაკავშირებით ველოდებით, რა ქმედებებს განახორციელებს გამოძიება”, - თქვა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე. ადვოკატის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, ყველა იმ ადამიანის ხელახლა გამოკითხვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: ბულვარში დადგმულ კარვებში, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმისა და ქობულეთის ბულვარებში დადგმულ კარვებში, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტესტირება დაიწყო შეკვეთილშიც. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ნებაყოფლობით აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია: „ქობულეთის ორივე წერტილში, სადაც შემთხვევები გვქონდა, სიტუაცია დასტაბილურდა. კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს და არსებული დადებითი შემთხვევის გარდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამბროლაურში განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წაუყენებენ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ ორ პირს, ბრალს 23 აგვისტოს წაუყენებენ. გამოძიებამ 19 წლის ახალგაზრდები 22 აგვისტოს დააკავა. მათ ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. გამოძიებით დადგენილია, რომ 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი შეიყვანეს

23 აგვისტოს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს. ცოლ-ქმარმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტრს 22 აგვისტოს, საღამოს მიმართა. ინფიცირებულები ლენტეხიდან არიან. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 14 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 ბავშვია. 23 აგვისტოს... Читать дальше...


Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

Гимназист из Лыткарина победил в конкурсе «Юный следователь»

Калужан приглашают принять участие во Всероссийском семейном фестивале сбережений и инвестиций



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

Музыкальные новости

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Спорт: развитие и повышение доступности для граждан

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Новости России

Почти 100 врачей и специалистов приняты в реутовскую больницу за этот год

Агент: Едваю очень нравится Москва, он позитивно отзывается о «Локомотиве»

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Давыдовская гимназия в Орехово-Зуеве отремонтирована на 50%

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Gucci, коллекция Resort 2025

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Спорт в России и мире

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Летнее нижегородское утро.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *