Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 11.08.2020

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  დღეს, 11 აგვისტოს, თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24კმ-ში სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) მომხდარი მიწისძვრის სიდიდე 3.4 (ML) მაგნიტუდს შეადგენდა.

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დროებით განაახლებს მაუწყებლობას „საშუალო ტალღებზე“

12 აგვისტოდან რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დროებით განაახლებს მაუწყებლობას საშუალო ტალღებზე, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შეფერხებოთ მუშაობენ ინტერნეტ-სერვერები. ბელარუსულ ენაზე მომზადებული პროგრამების მოსმენა, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე, შესაძლებელი იქნება 1386 კილოჰერც სიხშირეზე, მინსკის დროით 21:00-22:00 საათამდე და 23:00-იდან შუაღამემდე. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეფერხებით მუშაობენ ინტერნეტ-სერვისები. ამ პობლემებზე საუბრობენ ინტერნეტის მომხმარებლები და ჟურნალისტები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ელის ბელარუსს ქვეყნიდან ციხანოუსკაიას წასვლის შემდეგ?

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია „ცვლილებების იდეალური სიმბოლო იყო“. მაგრამ საპროტესტო მოძრაობის ბედი ახლა თავად პროტესტის მონაწილეთა ხელთაა. ოპოზიციის კანდიდატმა, რომელსაც მისი მხარდამჭერები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულად მიიჩნევენ, ბელარუსი დატოვა მაშინ, როცა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს. იზრდება ეჭვი, რომ მთავრობამ შესაძლოა დააშინა ციხანოუსკაია. თუმცა შეიძლება, რომ ეს სულაც არ ნიშნავდეს ბელარუსში საპროტესტო ტალღის დასასრულს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალი 5 პირს წაუყენეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 აგვისტოს

რა თქვა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე? გუშინ პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა განზრახ მკვლელობის მიმართულებით. საგამოძიებო უწყებამ თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს მდინარემდე ხუთმა ადამიანმა სდია, სცემა და წყალში გადააგდო. პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო იმ მოვლენების თანმიმდევრობა, რაც 19 ივნისის ღამეს არაგვის ხიდზე განვითარდა. ბრიფინგზე არ დაკონკრეტებულა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიება ამ დასკვნებამდე მივიდა. პროკურატურის ვერსიით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, „ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებში“

საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ ილაპარაკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. „ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ COVID დავამარცხეთ. არა, ბატონებო! ერთმა ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებში. ყაზბეგსა და მესტიაში, რომ გამოჩნდა კორონას შემთხვევები, კორონამ გადაინაცვლა დასასვენებლად მთებში", - ხუმრობით აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, - „დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში და ვხედავთ, მესტიაში, რაც გვაქვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააკანონა აზარტული თამაშები, რაც მანამდე არალეგალურად არსებობდა. კანონი განსაზღვრავს ბუკმეკერული საქმიანობისა და აზარტული თამაშების (კაზინოების) ორგანიზების წესებს, ითვალისწინებს იმ პირთა და ორგანიზაციათა რეესტრის შექმნას, ვისაც აქვს ამგვარი საქმიანობის უფლება. უკრაინის პრეზიდენტის საიტის ცნობით, აზარტული თამაშების უფლება აქვს მხოლოდ მათ, ვისაც შეუსრულდათ 21 წელი. თანაც ყოველ ჯერზე მათ უნდა გაიარონ იდენტიფიცერების პროცესი. უკრაინაში სათამაშო დაწესებულების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა.

Radiotavisupleba.ge 

ია კაცია "ხაჭაპურის ინდექსზე"

„როგორც ზოგადად თითქმის ყველაფერზე გაიზარდა ფასები, პანდემიამ ზეგავლენა მოახდინა „ხაჭაპურის ინდექსზეც“ და ის რეკორდულად გაიზარდა მარტის თვეში", - ამბობს ია კაცია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის რეჟიმმა „წითელი ხაზი“ გადალახა

11 აგვისტოს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის ავტორები „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“. მანამდე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარი, ოლივერ ვარჰელი, და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი ყაზბეგში იმყოფება

კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს ყაზბეგში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, დაისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს კონტაქტების ლოკალიზება. როგორც გამყრელიძემ თქვა, ჯგუფი NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგში არის წასული. საქართველოში კორონავირუსი დღეს, 11 აგვისტოს 14 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, 5 ყაზბეგში გამოვლინდა. ვირუსი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის განმავლობაში 4000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის (NCDC) გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 11 აგვისტოს  ტესტებისთვის ნიმუშების ამღები ბრიგადების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. გამყრელიძე ამბობს, რომ „სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების ამღებთა მობილიზება, აქ არიან და არსებობს მორიგეობის გრაფიკი და საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ნიმუშების აღება. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 900-მდე ნიმუშია აღებული, რომელიც სწორედ ახლა იგზავნება ზუგდიდსა და ქუთაისში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის 17 შემთხვევა და “უამრავი კონტაქტი” - რატომ ჩაიკეტა მესტია?

მესტიის მუნიციპალიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება საქართველოში, მეორე დღეა ჩაკეტილია. აკრძალულია დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. ამის მიზეზი გახდა კოვიდ-19-ის 17 შემთხვევა, რომელსაც სპეციალისტების “გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებად” აფასებენ.

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უამრავი ამერიკელი ფოსტით მისცემს ხმას

არჩევნების დროს ამერიკელების უმეტესობა პირადად აძლევს თავის ხმას მახლობენ საარჩევნო უბნებში. ეს ალბათ შეიცვლება ნოემბერის არჩევნებზე, როცა მილიონობით ადამიანი, როგორც მოსალოდნელია, ფოსტის მეშვეობით მისცემს ხმას - ბევრი მათგანი პირველად - კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ

ევროპარლამენტართა ჯგუფი „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მიზანმიმართული საქნციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“. „თავისუფლებისა და დემოკრატიული ცვლილებების მომხრე მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო ძალადობისა და უმკაცრესი ზომების გამოყენებით ბელარუსის რეჟიმმა გადალახა წითელი ხაზი. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო პროცესში, ათასობით ბელარუსის, მათ შორის უფლებადამცველების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში სიტყვით გამოვიდა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე. პრემიერმა გაიხსენა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული „შინდისის გმირები“. „დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს, 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას

საქართველოს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსე ვადით არჩევა მიულოცეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასაწარი შედეგებით, 9 აგვისტოს, ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დაახლოებით 80% მიიღო. „დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შემდგომშიც შევძლებთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას როგორც ორმხრივ საფუძველზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აღსრულების ბიურო ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებაზე: მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ გვაქვს

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტზე აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიურომ 10 აგვისტოს სააღსრულებლო წარმოება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყო და მას პარტიასთან და ზურაბ ჯაფარიძის პარტიულ საქმიანობასთან არავითარი შეხება არ აქვს: „სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა ზეწოლის შედეგად არის გაკეთებული

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი, მარია კოლესნიკოვა, ვარაუდობს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი თავის მომხრეებს მოუწოდებს აღარ გამოვიდნენ ქუჩებში, ჩაწერილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ზეწოლის ქვეშ. ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატი, თავის ადვოკატთან ერთად, იმყოფებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანის მიზნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მირიან ნიკოლაძის თანახმად, ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. როგორც მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრი სამართლებრივად სწორადაა მიცემული პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად განზრახ მკვლელობას: „საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ 5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე: პირველი ექსპერტიზით გამოვთიშეთ სიმაღლიდან ვარდნა, ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა და სხვა

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმის პირველი, შუალედური ექსპერტიზით გამოძიებას მიეცა შანსი, უფრო ვიწრო მიმართულებით, მიზანმიმართულად ემუშავა იმ ვერსიებზე, რა ვითარებაში იყო შესაძლებელი გიორგი შაქარაშვილის ამა თუ იმ დაზიანების მიღება. ექსპერტის თქმით, ექსპერტიზამ გამოძიებას შეუმსუბუქა ამა თუ იმ ვერსიაზე მუშაობის რესურსი და მიზნობრიობა: „კერძოდ, გამოვთიშეთ სიმაღლიდან ვარდნა, ამ მიმართულებით გამოძიება არ იმუშავებს; გამოვრიცხეთ ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვიატლანა ციხანოუსკაია მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ გამოსვლები

11 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი მოუწოდებს მომხრეებს, რომ შეწყვიტონ გამოსვლები და არ დაუპირისპირდნენ მილიციას. „ძვირფასო ბელარუსელო მოქალაქეებო, მე, სვიატლანა ციხანოუსკაია, მადლობას გიხდით სახელმწიფო მეთაურის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. მადლიერებითა და სითბოთი მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, რომელიც მხარს მიჭერდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირიდან 3 ბრალს არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც  საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი 5 პირს წაუყენა, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატებს და ჰკითხა, აღიარებენ თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია ისინი სახელმწიფო ბრალდების მხარემ დამნაშავეებად.  ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეონა თამაზაშვილი: გაუგებარია გომელაურის განცხადება 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ის განცხადება, რომელიც შეეხება საქმის გამოძიების პროცესში FBI-ის ჩართულობის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ საჭირო იქნება. „გაუგებარია გომელაურის ასეთი ტიპის განცხადება. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ბატონ ირაკლი შოთაძისგან მივიღეთ გარანტია იმისა, რომ უკვე დაგზავნილია წერილი FBI-ის ჩართულობაზე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ მიესალმა სლოვაკეთიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევებას ხანგოშვილის საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება სლოვაკეთის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევების გამო, რაც, სლოვაკური მედიის თანახმად, უკავშირდება 2019 წელს ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მომხდარ მკვლელობას ბერლინში. სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. გაძევებულთა ვინაობას არ აცხადებენ. სლოვაკეთის მედიის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა, პუტინის ქალიშვილმა აცრა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინამ, რომელიც რუსეთში შეიქმნა, მოხმარებისთვის რეგისტრაცია გაიარა და რომ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე გაიკეთა აცრა. პუტინმა ეს 11 აგვისტოს განაცხადა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ვაქცინამ დაამტკიცა თავისი „ეფექტიანობა“ და მას შეუძლია კორონავირუსის მიმართ მყარი იმუნიტეტის გამომუშავება. ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტ შესაძლო ვაქცინაზე მუშაობენ. მათგან მინიმუმ ოთხი იმყოფება მე-3 ფაზაში, ანუ ადამიანზე ტესტს გადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად... Читать дальше...


Что делать с долгами по кредитам в трудной жизненной ситуации?

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Лето удовольствий в Mango House Seychelles



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

7 самых известных московских призраков

Суд арестовал жителя Подмосковья, переехавшего возлюбленную на машине

В Серпухове приступил к работе новый врач аллерголог-иммунолог

Митинг ко Дню пограничника прошел в Мытищах

Музыкальные новости

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об инвестировании в отечественные цифровые технологии

Новости России

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Что делать с долгами по кредитам в трудной жизненной ситуации?

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Лето удовольствий в Mango House Seychelles

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Вечернее Подмосковье.

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Российские туристы назвали города, где лучше путешествовать в одиночестве







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *