Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 19.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ფოტო: 7-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა

7-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა.  თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ფართობზე ძველი ფილები ბუნებრივი ქვის ფილებით ჩანაცვლდა; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი.       ასევე, შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა; მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა;... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ემზადება დიპლომატიური დაპირისპირებისთვის გაეროში ირანისთვის სანქციების აღდგენის მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 19 აგვიტოს  განაცხადა, რომ აშშ „მალე“ შეეცდება აღდგეს ირანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სანქციები, რაც  ირანთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების აღსასრულს ნიშნავს, რასაც მოჰყვება გაეროს უშიშროების საბჭოს კრიზისი.    აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ 20 აგვიტოს პომპეო გაეროს ნიუ- იორკის შტაბბინაში უნდა მივიდეს, რათა ამცნოს უშიშროების საბჭოს, რომ სურს აამოქმედოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუციის შემადგენელი მექანიზმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა დათმობაზე წასვლას არ აპირებს?

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 19 აგვისტოს მკაცრად მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრისაგან აღარ დაუშვას აღარავითარი არეულობა ქვეყანაში და, განსაკუთრებით, მინსკში.

Radiotavisupleba.ge 

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ფინალური სერიის მესამე მატჩში გამოვლინდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა. „სტუდენტები“ ფინალში გაცილებით ტიტულოვან „თელასს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ სამრაუნდიან ბრძოლაში აჯობეს. ფინალური სერია ორ გამარჯვებამდე იყო. პირველი მატჩი „თსუ“-მ მოიგო - 2:1, მეორე - „თელასმა“ პენალტების სერიაში (5:3), გადამწყვეტი მატჩის ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა - 3:2 „თსუ“-ს სასარგებლოდ. მესამე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,, ლევან კობაიძე, დასახელდა.

Radiotavisupleba.ge 

ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება: გაგნიძემ მკითხა „როგორც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?“

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში არსებული გამოკითხვის ის ერთ-ერთი ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, იქცა საქმეში ბრალდებული 17 პირიდან, ხუთის ბრალის დამძიმების საბაბად და რის საფუძველზეც, გამოძიებამ მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა. 2 აგვისტოთი დათარიღებული ოქმი საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ეკუთვნის. ეს მისი გამოკითხვის მეხუთე ოქმია. პირველი ოთხი ჩვენება მან გამოძიებას 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის ოლქში, შესაძლოა, გიორგი ვაშაძის კონკურენტი წარადგინოს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილავენ ისნის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის კონკურენტის დასახელებას.  "ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი", - უთხრა პარტიის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია ფორმულას და დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.  გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია 6 კანდიდატს შორის, რომლებზეც ოპოზიციური პარტიები 19 ივნისს შეთანხმდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცენზურა ბავშვებზე ზრუნვის სახელით?

1 სექტემბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირებას.

Radiotavisupleba.ge 

"ასეთი კრიზისების დროს სწორი რიტორიკის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია და მას კონფლიქტის ტრანსფორმაციის შინაარსი და პოტენციალი გააჩნია"

კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 შემთხვევა აღირიცხა. ახალი 19 შემთხვევა 19 აგვისტოს გამოვლინდა. დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკით, 221-დან 80 პაციენტი გამოჯანრთელდა, არის 3 გარდაცვლილი.

Radiotavisupleba.ge 

სექტემბერში, სანაკრებო საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში, სანაკრებო შეხვედრებზე მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს იმსჯელა, საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა უეფას წევრი 55 ევროპული ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც. მაყურებლებზე შეზღუდვა შეეხება როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს. შესაბამისად, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამთა მიქელაძე ოკუპირებული აფხაზეთის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზე

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერებისკენ. განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლების ეთერში მიმართვის სულისკვეთებაზე ამბობს:

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტვ „ფორმულას“ დასჯას მოითხოვს კომედიური სკეტჩის გამო

საზოგადოებრივი მაუწყებელი კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, "სამაგალითოდ დაისაჯოს" ტელეკომპანია "ფორმულა", მის ეთერში გასული კომედიური სკეტჩის გამო. "კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში (თუნდაც "იუმორის" სახით შეფუთული) კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება", - წერია საჩივარში.  "ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატის ფინალი" - იუმორისტული გადაცემა "ფსკერის" ეს სკეტჩი "ფორმულას" ეთერში 11 აგვისტოს გავიდა. კომიკოსები აშარჟებენ ჯანდაცვის სამინისტროს, საპენსიო ფონდს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დემონსტრანტები წესიერებით გამოირჩევიან

ბელარუსში დემონსტრანტები ფეხზე იხდიან, როცა ქუჩაში მდგარ სკამებზე ადიან, ახარისხებენ და გააქვთ ნაგავი, არეგულირებენ ტრანსპორტის მოძრაობას, აწყობენ საზოგადოებრივ აფთიაქებს, ხსნიან ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების პუნქტებს. პრეზიდენტი ლუკაშენკა კი მათ ბანდიტებსა და ნარკომანებს უწოდებს.

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანიების ნაწილი ახალი „ბუნდოვანი“ რეგულაციების განმატებას ითხოვს

„მთავარი არხი“, „კავკასია“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ ითხოვენ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტონ ახალი „ბუნდოვანი“ რეგულაციები. სანამ დასმულ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაუწყებლები მოითხოვენ დაწესდეს მორატორიუმი და არჩევნების შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ მაუწყებლებს, კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე: „კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბილოვი ცხინვალში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების დევნას იწყებს

ცხინვალში სამძებრო ღონისძიებები ისევ ტარდება და ეძებენ იმ პირებს, ვინც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა 17 აგვისტოს ღამით მოხდა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - ვკითხულობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ სამინისტროს დაავალა აღკვეთონ უწესრიგობა და გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა აღკვეთონ უწესრიგობა ქვეყანაში და გაამკაცრონ სასაზღვრო კონტროლი, რათა არ დაუშვან, რომ შესაძლებელმა გავლენამ უცხოეთიდან არასტაბილურობა გამოიწვიოს ქვეყანაში, სადაც მე-11 დღეს საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სადავო არჩევნების შემდეგ. სააგენტო БЕЛТА იტყობინება, რომ ლუკაშენკამ 19 აგვისტოს განაცხადა: „მინსკში აღარ უნდა იყოს უწესრიგობა. ხალხი დაიღალა, ხალხი სიჩუმეს და სიმშვიდეს ითხოვს“.   „ვავალებ სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

ევროპის კავშირის ლიდერებმა გამართეს საგანგებო ვიდეოსამიტი, რომელზეც განიხილეს ვითარება ბელარუსში, სადაც უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელმაც დასძინა, რომ ბრიუსელი სულ მალე სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც კენჭისყრის გაყალბებასთან არის კავშირში და იმ პირებს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისთვის არჩევნების შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკატერინე ტიკარაძე დაკავებულ ვახტანგ ყიფიანზე: შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს ექიმებისა და პაციენტების უფლებებს. "გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთს დახმარება სჭირდება  -  რას აკეთებს საქართველო?

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19--ის შემთხვევები არ იკლებს - ბოლო სტატისტიკის თანახმად, რომელსაც სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, კორონავირუსით 202 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 78 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

ცემა შორტების ჩაცმის გამო და დაუსჯელი სავარაუდო მოძალადეები პანკისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია პანკისის ხეობაში ქუჩაში შორტებით გავლის გამო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე.

Radiotavisupleba.ge 

ეთნიკურ უმცირესობებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია უჭირთ

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, 17 წლამდე ბავშვებისთვის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას პრობლემები ექმნებათ, ამის მიზეზად პლატფორმა „სალამი“ ენობრივ ბარიერს ასახელებს. ელექტრონული რეგისტრაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. „სალამის“ ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის წევრები 300 ოჯახს დაეხმარდნენ რეგისტრაციაში, მაგრამ საუბარი 50 სოფელში მცხოვრებ, დაახლოებით 3 ათას ოჯახზეა, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ რეგისტრაციას ენის ბარიერის გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოსლო რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ნორვეგიელის დაკავების შემდეგ

ნორვეგია ქვეყნიდან აძევებს რუს დიპლომატს, რუსეთის საელჩოს სავაჭრო განყოფილების თანამშრომელს, რაც მოჰყვა ნორვეგიის მოქალაქის დაკავებას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვის ნიადაგზე. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს Reuters-ი. ნორვეგიის მაუწყებლის, NRK-ს თანახმად, რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც არ შეესაბამება დიპლომატიური მისიის თანამშრომლობის სტატუსს. სააგენტო "РИА Новости" იტყობინება, რომ ნორვეგიის და რუსეთის საელჩოებმა არ ისურვეს ამ შემთხვევის კომენტირება. ნორვეგიის მედიის თანახმად, დაკავებული წარმოშობით რუსეთიდანაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ და რუსეთი კვლავ ვერ შეთანხმდნენ New START-ის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გარშემო

აშშ-მა და რუსეთმა იარაღის კონტროლის გარშემო მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაასრულეს და კვლავ ვერ შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე, თუმცა ორივე მხარემ გამოავლინა მზადყოფნა, რომ New START-ის ვადა გაგრძელდეს გაისად, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. New START-ის მოქმედების ვადა, რომელიც დიდი სიშორის ბირთვული რაკეტების რაოდენობას ზღუდავს, იწურება თებერვალში, თუ ორივე მხარე არ ისურვებს ხუთი წლით მის გახანგრძლივებას. ეს ხელშეკრულება ბოლო დოკუმენტია მხარეებს შორის, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას შეეხება. აშშ-მა ჩინეთს მოუწოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯარიმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, თუ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება?

15 აგვისტოს გორის მერიის წინ აქცია-პერფორმანსის მოწყობისთვის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით მახნიაშვილს, 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიიჩნიეს, რომ მახნიაშვილმა მერიის წინ, ასფალტზე, რუსეთის დროშის დახატვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაარღვია, ქალაქის იერსახე დაამახინჯა და ამის გამო 500-ლარიანი ჯარიმის ოქმიც შეადგინა. ოქმის სამი ეგზემპლარიდან ერთი თავად დაიტოვეს, მეორე მახნიაშვილს გაუგზავნეს, მესამეს კი სასამართლოში შეიტანენ. გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება. მისი თქმით, ჯერჯერობით არ სურს, საქმე იქონიოს პეკინთან. თეთრი სახლს წარმომადგენელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ვაშინგტონი უარს არ ამბობს სავაჭრო მორიგებაზე, მაგრამ ახალი მოლაპარაკება ჩინეთთან ახლო მომავალში არაა დაგეგმილი. აშშ-მა ჩინეთთან იანვარში დადო დროებითი სავაჭრო ხელშეკრულება ორი წლით. დოკუმენტი გულისხმობს აშშ-დან ჩინეთში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის, ასევე სხვა ნაწარმის იმპორტის 200 მილიარდი დოლარით ზრდას ორი წლის მანძილზე... Читать дальше...


Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Для столичных школьников провели мастер-класс «Город и медиатворчество подростков. Открываем мир знаний вместе»

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В Улан-Удэ пройдет гала-концерт Союза композиторов Бурятии ко Дню России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Экспертный совет Фестиваля геобрендов «Земля открытий» определил лучшие фильмы в 19 номинациях

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Обгоревшие тела детей были обнаружены после пожара под Чеховом

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

Рождественское утро...

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

На закате.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *