Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 03.04.2020

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის მოქალაქეებს ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ შინიდან გასვლა

აზერბაიჯანის მოქალაქეებს შინიდან გასვლა შეეძლებათ მას შემდეგ, რაც გააგზავნიან ტექსტური შეტყობინებას, რომელშიც ჩაწერენ პირად ნომერს და მიზეზს, თუ რატომ გადიან გარეთ. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევა 5 აპრილს, და რომელის მიზანია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გაკონტროლება. 5 აპრილიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებმა თავიანთი პირადი ნომრის და გასვლის მიზეზის შესაბამისი რიცხვის შემცველი ტექსტური შეტყობინება უნდა გააგზავნონ ნომერზე, 8103, განაცხადა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2021 წელს აღარ გაიმართება

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის სპორტული კალენდრიდან სეზონის მთავარი შეჯიბრება ამოიღო და 2022 წლისთვის გადაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალ წელს, ზაფხულში უნდა გამართულიყო, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში, მაგრამ ორგანიზატორები და ფედერაციის ხელმძღვანელები თარიღის შეცვლაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორედ 2021 წლის ზაფხულისთვის გადადო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადატანილი ოლიმპიადა მსოფლიოს კიდევ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი

28-ს მიაღწია საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ. პირველი შემთქვევა ქვეყანაში 26 თებერვალდ დადასტურდა.  3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 155 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის, 27 გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ტელეანძა აშშ-ის დროშის ფერებში გაანათეს

მხარდაჭერის ნიშნად თბილისის ტელეანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში გაანათეს. თბილისის მერიის განცხადებით, „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის“. რამდენიმე დღის წინ, საქართველომ ასეთივე სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა. 3 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალადობა, უუფლებობა, ჩაგვრა – მთავარი ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშიდან

რეკომენდაციები, რომლებიც არ გაიზიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად გაცემული დავალებები, რომლებიც არ შესრულდა, და გასულ წელს დარღვეული უფლებები - სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მთავარი თემებია.

Radiotavisupleba.ge 

ძალადობა, უუფლებობა, ჩაგვრა – მთავარი თემები ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშიდან

რეკომენდაციები, რომლებიც არ გაიზიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად გაცემული დავალებები, რომლებიც არ შესრულდა, და გასულ წელს დარღვეული უფლებები - სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მთავარი თემებია.

Radiotavisupleba.ge 

დეპარტამენტის უფროსის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული ექიმი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის თქმით, თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. ექიმი აზუსტებს, რომ მისი ქმარი არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი. ამირან გოგიტიძე ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ლაპარაკობს. „ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მიდი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია”, - აღნიშნა მან. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საარჩევნო უწყებებმა ყოველგვარი არჩევნები გადადეს 21 ივნისის შემდეგი პერიოდისთვის

რუსეთის საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს ყველა ტიპის არჩევნები, ადგილობრივი და საყოველთაო, 21 ივნისის შემდეგი პერიოდისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არჩევნები ჩატარდება 21 ივნისის შემდეგ. ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პარფიმოვამ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გადავწყვიტეთ, გადავდოთ ყოველგვარი კენჭისყრა, რეფერენდუმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი ოფიციალურ ციფრებსა და რეალობაში

ციფრები თავზარდამცემია. 3 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

Radiotavisupleba.ge 

როჰანი: აშშ-ის სანქციებმა ხელი ვერ შეუშალა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა ხელი ვერ შეუშალეს ირანის შესაძლებლობას, შებრძოლებოდა ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი აფეთქებას. „ჩვენ პრობლემები არ შეგვქმნია, რადგან ერთად ვიყავით, გვაქვს კარგი მენეჯმენტი, კვალიფიცირებული და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და ეს ყველაფერი ერთად“, განაცხადა როჰანიმ კაბინეტის სხდომაზე 2 აპრილს. ირანის პრეზიდენტის თქმით, ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მონაცემებით, ირანს არ ექნება უცხოური ვალუტის მხრივ პრობლემა (ირანული) წლის ბოლომდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალელმა ექიმმა სამსახურში მორიგეობაზე უარი თქვა

„მოგახსენებთ, რომ მე უარს ვამბობ გამოვიდე სამორიგეოდ, რადგან COVID-19 -ის გამო შექმნილი კარანტინის დროს არ არსებობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები, სათვალები, თავდაცვითი კომბინეზონები“- ეს განცხადება ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, ვლადისლავ ვალიევმა, ამავე საავადმყოფოს დირექტორის, კოკოევის, სახელზე დაწერა. განცხადების ასლი, რომელსაც კანცელარიის ბეჭედიც აზის,რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ გამოუგზავნა. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ექიმ ვალიევის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“არ ვთვლი, რომ რაღაც გმირული გავაკეთე“ - ინტერვიუ მედდასთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა პირველია ქვეყანაში მედპერსონალს შორის, რომელსაც კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო.

Radiotavisupleba.ge 

 StopCoV-ფონდში 23 მილიონამდე ლარი ჩარიცხეს

1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა, - იტყობინება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. სულ 3 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV-ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული. StopCoV-ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „StopCoV-ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანატოლი ბიბილოვი ექიმს, განცხადების გამო, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა

„გაცნობებთ, რომ 01:04.2020-ში მორიგეობაზე უარი ვთქვი, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო არ მქონდა იდივიდუალური აღჭურვილობა (პირბადე, ხელთათმანი, სათვალე და დამცავი კომბინეზონი), - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი ექიმის ამ განცხადებას, ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ექიმის ეს ახსნა-განმარტება ადგილზე სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი ინტერესი მოჰყვა. ექიმის განცხადება სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა გაიზიარა.

Radiotavisupleba.ge 

მაისის ბაშო ორი კვირის დაგვიანებით გაიმართება

პროფესიული სუმოს ასოციაციამ 2020 წლის სეზონის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს ჩატარების თარიღი შეცვალა. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეჯიბრება ტოკიოს „კოკუგიკანში“ წინასწარ დაგეგმილზე ორი კვირით გვიან - 24 მაისს დაიწყება და 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებენ თუ არა მომავალ ბაშოზე მაყურებლებს. მარტის ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელ დარბაზში გაიმართა. ნაცუ ბაშოზე, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, დოჰიოზე ლევან გორგაძეც გავა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ასეთ დროს მნიშვნელოვანია ერთიანობა. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის მიმართულებას, რელიგიას... ყველა შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე!"

უკვე 6 წელია ქეთი ბურდულაძე იერუსალიმში, „ჰადასის სამედიცინო ცენტრში“ მუშაობს ექიმად. ის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტი. COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან გამკლავების პროცესში უშუალოდ ისრაელშია ჩართული, თუმცა ყურადღებით აკვირდება სხვა ქვეყნებში და უპირველესად, საქართველოში არსებულ ვითარებას.

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხვიჩა კიკილაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს. კანონის თანახმად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლე 24 ნოემბრამდე უნდა აერჩია. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა რამდენიმე დღის წინ,  31 მარტს იყო დანიშნული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შეიძლება გველოდეს საგანგებო მდგომარეობის შემდეგ?

კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების საერთაშორისო მოდელირებები აჩვენებს, რომ გავრცელების შეფერხების საუკეთესო გზა სოციალური დისტანცირებაა. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია შეამსუბუქის ჯანდაცვის სექტორის დატვირთვა და შედეგად, შესაძლებელი გახადოს უფრო მეტი ადამიანის ეფექტურად მკურნალობა. მაგალითად, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ცნობილი კვლევის მიხედვით,  შემდეგ ოთხ ზომას ყველაზე მეტი გავლენა აქვს გავრცელების შეფერხებაზე: მთელი მოსახლეობის სოციალურ დისტანცირებას (ოჯახის გარეთ ფიზიკური კონტაქტების 75 %-ით შემცირებას)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში განთავსებული საველე ჰოსპიტალი აიღეს

მარნეულში განთავსებული საველე ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აშალა. მანამდე იქ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღარ არსებოდა ჰოსპიტლის საჭიროება. „გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას აფრთხილებენ, რომ რუსეთს პანდემიასთან ბრძოლისას სანქციებისგან თავის დაღწევა სურს

ევროპის კავშირის პარლამენტის წევრების ერთმა ჯგუფმა წერილი მისწერა ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და გააფრთხილა ისინი, რომ რუსეთი, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ცდილობს თავის მიერ გაწეული დახმარება გამოიყენოს ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის დასაღწევად. წერილი, რომელიც რადიო თავისუფლებამ იხილა, დათარიღებულია 3 აპრილით. ის გაეგზავნა ევროკომისიას და ევროპის კავშირის საბჭოს, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ჯოზეფ ბორელს. მასში ავტორები ხაზს უსვამენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იონათამიშვილი ეხმაურება 20 ივნისის შეფასებას სახალხო დამცველის ანგარიშში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შეაფასა 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში. „ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“, - თქვა იონათამიშვილმა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშის შესახებ აქტიური დისკუსია გაიმართება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი და მისი თანამშრომლები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კუთვნილი ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ამ სოლიდარული აქტით შეიტანონ წვლილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში: „ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ქართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაღმაიძე: სასულიერო პირმა იჩქარა, როცა თქვა, რომ 9-დან დილის 6-მდე იქნებოდა წირვა

საპატრიარქოს პრესმდივანი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სააღდგომო წირვის ჩატარებაზე საუბრისას იჩქარა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი და ელოდებიან დღესასწაულის მოახლოებას. "ეს განცხადება გააკეთა ერთმა სასულიერო პირმა - 9 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში - მან იჩქარა, არ დაელოდა საპატრიარქოს", - თქვა ჯაღმაიძემ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ამ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.


Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

Донецк: специалисты ФКЦ МГППУ – участники мероприятия по поддержке населения в период боевых действий

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Музыкальные новости

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала

Песков: Война с Россией нанесет урон собственным интересам стран НАТО

Протоиерей из Москвы рассказал о чуде на СВО и перепутал китайца с якутом

Дептранс Москвы: на Мартеновской улице из-за тушения пожара перекрыли движение

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

На закате.

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *