Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 21.04.2020

Radiotavisupleba.ge 

"მინდა ისე გაკეთდეს ყველაფერი, რომ თანხები ჰაერში არ ვისროლოთ, არამედ იქ, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი, თვითუზრუნველყოფის პოტენციალი"

რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე და „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი არ თვლის, რომ სოფლად ადამიანების მომრავლება დარგს ან მთლიანად ეკონომიკას შეუწყობს ხელს, თუმცა, ძალიან დადებითად აფასებს ინტერესს დარგის მიმართ:

Radiotavisupleba.ge 

რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ პრეპარატ პლაქვენილზე

ქართველი ექიმები ამერიკიდან და საქართველოდან დაობენ იმაზე, რამდენად ეფექტურია ამ წამლის გამოყენება ვირუსთან საბრძოლველად, მსოფლიო მედია წერს მის გვერდით მოვლენებზე, ქვეყნდება კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი, იგივე პლაქვენილი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის.

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძე: ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. „ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი", - თქვა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აჭარის ტელევიზიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების განცხადებით, აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება. „თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ რუსეთში სამი პირის ექსტრადიცია მოახდინა

რუსეთის ფედერაციას საქართველომ გადასცა რუსეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე გადასცა. ვლადიკავკაზის პოლიცია ბრალდებულების გადაცემის ვიდეოს ავრცელებს. რადიო თავისუფლებისთვის საქართველოს იუსტიცის სამისნიტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიცია დღეს, 21 აპრილს შედგა. იუსტიციის სამინისტრო თითოეული პირის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. მაქსიმ ფატეევი რუსეთის მოქალაქე მაქსიმ ფატეევს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 27 ათას ადამიანს ჩაუტარებენ ანტისხეულებზე ტესტს

ჩეხეთის რესპუბლიკამ დაგეგმა,  27 ათას ადამიანს ჩაუტაროს ანეტისხეულებზე ტესტი, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვოს იმის თაობაზე, თუ რამდენი პირი იყო კორონავირუსის ინფექციასთან კონტაქტში. კვლევა, რომელიც ოთხშაბათს, 22 აპრილს დაიწყება და მოიცავს ყველა ასაკის ჯგუფებს, უფრო ფართოა, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩატარდა კვლევა ტარდება ოთხ რეგიონში, მათ შორის არის ყველა ტიპის,როგორც მეტად, ასევე ნაკლებად ინფიცირებული რეგიონები. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის ინფორმაციის და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ლადისლავ დუდეკმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყველა ოპერატორი დაკავებულია, სცადეთ მოგვიანებით - როგორ მუშაობს 144

ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად, 31 მარტიდან მთავრობამ მოქალაქეებს ამცნო, რომ იქმნებოდა ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში მათთვის საშვებს გასცემდა. მოგვიანებით, 17 აპრილიდან ქალაქში ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ნებართვა ამ შემთხვევაშიც ცხელი ხაზის - 144-ის საშუალებით უნდა მიეღოთ. "ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით", - ისმის 144-ზე დარეკვის დროს. ცხელ ხაზზე დაკავშირება მარტივი არაა - შესაძლოა, ათეულობით მცდელობამ ისე ჩაიაროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება რუსეთს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კავკასიაში ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების და მისი ახლობლების უსაფრთხოება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ჩეჩნეთში. ჩვენი რადიოს მოწოდება მოსკოვისადმი მოჰყვა ჩეჩნეთის, კრემლის მიერ დასმული მმართველის, მხრიდან რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ხელმძღვანელის, ასლან დუკაევისადმი გამოთქმული ღია მუქარას. რამზან კადიროვი დაუმუქრა დუკაევს რადიო თავისუფლების იმ სტატიის გარშემო, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფერმერების მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ?

ჟურნალისტები ბევრს წერენ იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კრიზისის მწვავე ფაზის შემდეგ არის აუცილებლად დასანერგი.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გაფრთხილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეიძლება მსოფლიოში შიმშილის დონე გაორმაგდეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, რიცხვი იმ ადამიანებისა მსოფლიოში, რომლებიც შიმშილობენ, შეიძლება თითქმის გაორმაგდეს და მეოთხედ მილიარდს გადააჭარბოს. ამის მიზეზად უწყება კორონავირუსის აფეთქების შედეგად ეკონომიკურ ჩავარდნას ასახელებს. გაფრთხილება მოჰყვა სასურსათო პროგრამის და მისი პარტნიორების მიერ მეოთხე წლიური გლობალური ანგარიშის გამოქვეყნებას 21 აპრილს. „COVID-19-ის შედეგად, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც მწვავე სასურსათო ნაკლებობის წინაშე არიან, 2020 წელს შეიძლება გაიზარდოს 265 მილიონამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეთერიდან მოხსნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი

საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული მისი პოსტი. თეონა თურმანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ვებგვერდის რედაქტორისთვის ხელმძღვანელის დანიშვნის გამო. „მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძე: გურული იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა

„ზურაბ გურული ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. თუ ის სხვა ქვეყანას ამ შემთხვევაში კარგად აშენებს, ჩვენ შორს ვართ ძალიან ქვეყნის მართლა კარგად აშენებისგან, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში მართლა კარგად აშენებს, მას ეს არ უნდა“, - თქვა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა არის „რეაგენტი“ და რატომ აბრკოლებს ის კორონავირუსის ფართომასშტაბიან ტესტს

COVID-19-თან დაკავშირებულმა კრიზისმა ნათლად დაგვანახვა, რამდენად დაუცველები ვართ რეაგენტების დეფიციტის პირობებში, რაც მოთხოვნილების სწრაფი ზრდით, ექსპორტზე აკრძალვითა და მარაგების გადანახვითაა გამოწვეული.

Radiotavisupleba.ge 

ვის უნიშნავენ​ პლაქვენილს​ - თენგიზ ცერცვაძის პასუხი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამორიცხულია კორონავირუსით ინფიცირების დროს ექიმმა უსიმპტომო პაციენტების სამკურნალოდ პლაქვენილი გამოიყენოს. ამ მედიკამენტის გამოყენების წესზე მან ბრიფინგზე ისაუბრა. „შეიძლება ვიღაცა ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება... მსუბუქი და საშუალო სიმპტომებიანს, შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, მისცეს, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. პლაქველინი რას შვება? - ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამსუბუქებს ვირუსის განდევნას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი: რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობა არ გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხს არ განიხილავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პასუხად, მან განმარტა, რომ ამ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს: „საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე: 1600 პაციენტზე მეტის შემთხვევაში მომსახურება სრულყოფილი ვერ იქნება

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო სისტემა მომსახურების იმ მოდელს, რასაც დღეს სთავაზობს კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს, შეინარჩუნებს ერთდროულად 1600 ინფიცირებულის მომსახურების პირობებში. „მომსახურების იმ სრულფასოვანი მოდელით, რასაც დღეს ჯანდაცვა აწვდის მოქალაქეს, ამგვარი მოვლისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს, ასე ვფიქრობ“, - აცხადებს თენგიზ ცერვაძე. მისი სიტყვებით, დღეს თუ 400 პაციენტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მომხრე ცხრა მებრძოლი მოკლეს

ირანის მომხრე ცხრა მებრძოლი იქნა მოკლული ისრაელის ავიაციის მიერ სირიის ცენტრში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს. ამის თაობაზე სირიის სამეთვალყურეო ცენტრი იტყობინება. ლონდონში მოქმედი ცენტრის თანახმად, გვიან, 21 აპრილს, იერიში მიიტანეს ირანის შეიარაღებული რაზმების სამხედრო პოზიციებზე პალმირას უდაბნოში, ჰომსის პროვინციაში. ისრაელის არმიამ კომენტარი თავდასხმის გარშემო არ გააკეთა. სირიის სახელმწიფო სააგენტო სანამ განაცხადა, რომ ქვეყნის ანტისარაკეტო დაცვის სისტემამ „წინააღმდეგობა გაუწია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას. მან გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან ერთად, გაგრძელდება შესაბამისი დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც დამატებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელების გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების კარნახით ახსნა. მის შეფასებით, არსებული ვითარება არ იძლევა ყურადღების მოდუნებისა და შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის საშუალებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძის პასუხი ზურაბ გურულის კრიტიკას: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ტყუის. კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის პრეპარატ პლაქვენილის დანიშვნასთან დაკავშირებით და გურულისთვის პასუხის გასაცემად, ცერცვაძემ ბრიფინგი გამართა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ამერიკაში დასაქმებულმა ქართველმა ექიმმა არგუმენტები ვერ მოუყვანა და უსუსური პასუხები გასცა.  „მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მას თითქოს ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ პლაქველინი, უსიმპტომოები იყვნენ და დაუნიშნეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი თავს იკავებს აღმოსავლეთის პარტნიორების სწრაფვის აღიარებისგან და შეშფოთებულია სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შედეგებით

ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან ერთ აზრზე იმის შესახებ, აღიარონ თუ არა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების სწრაფვა გაწევრიანებისკენ და შეშფოთებული არიან უკვე განხორციელებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების შედეგების გამო, რაც ჩანს დოკუმენტიდან, რომელმაც გამოჟონა და რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ხელთ. ამ დოკუმენტის გარშემო უნდა იმსჯელოს ევროპის კავშირის საბჭოს წევრმა 27-მა ქვეყანამ. დოკუმენტი პასუხია მარტში ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ კომუნიკეზე, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობას ეხებოდა, და რომელიც დამტკიცდება მომავალ დღეებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძის თქმით, ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებში არ არის

COVID-19-ის მართვის პროტოკოლი, რომელიც მოიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას, დეტალურად განმარტა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს. პროტოკოლის ერთობლიობა მოიცავს „112“-ს, ოჯახის ექიმს, „ცხელების ცენტრებს“, COVID-ცენტრებს და სხვ. როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ვისაც COVID-19-ის რაიმე სიმპტომი აქვს, ან აქვს რაღაც რისკის ქცევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ გეგმავს

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, 24 აპრილს გეგმავს. თარიღი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა. მისი თქმით, გეგმას ორი მიმართულება ექნება: სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების კუთხით. როგორც მან აღნიშნა, 24 აპრილს გაირკვევა, რა შეზღუდვებს მოხსნის მთავრობა ბიზნესოპერატორებისთვის. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 22 მაისამდე უნდა. ოპოზიცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზალკალიანი: საქართველო მიესალმება, თუ რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს საქართველოსთან ურთიერთობის, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საქართველო მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს:  „როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ ზოგადად მსოფლიოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდგომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე იქნება შეზღუდული

გადადგილების შეზღუდვა ორშაბათიდან მოიხსნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. Читать дальше...


Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Новости России

Площадь пожара на складе в Новогирееве увеличилась до 4000 квадратных метров

Электромобиль Xiaomi SU7 начали продавать в России

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об открытии в Магадане школ для ИТ-специалистов

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *