Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 05.04.2020

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევები საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 აპრილს

ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში დადასტურებული შემთხვევა - 174 გარდაცვლილი - 2 გამოჯანმრთელებული - 36 კარანტინში - 5010 სტაციონარში - 350 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი; "ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი და მათგან 4-ში მივიღეთ დადებითი პასუხი. წყარო არის სხვადასხვა - ერთის არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, სამის არის ეროვნული ბანკი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომენდანტის საათის დარღვევისთვის სერბეთში კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი დასაჯეს

სერბ ფეხბურთელს, ალექსანდარ პრიიოვიჩს ბელგრადის სასამართლომ სამი თვით შინ ყოფნა შინაპატიმრობა მიუსაჯა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო. პრიიოვიჩი, საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ ალ ითიჰადის თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩის შემდეგ მეორე სერბი ფეხბურთელია, რომელიც არღვევს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ კომენდანტის საათს. ​ მადრიდის რეალის მოთამაშე იოვიჩი კარანტინის დარღვევის გამო დააკავეს. იოვიჩს ბრალად დასდეს ასევე 28-დღიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციფრული დისტანცია

როგორ უნდა გვეცხოვრა, ან როგორ უნდა ვიცხოვროთ ურთიერთობის გარეშე? როგორ ვიცვლებოდით მაშინ, როდესაც ურთიერთობის ფორმა იცვლებოდა? იძულებითი დისტანცია და ურთიერთობის ვნება - რა იყო გუშინ და რა გველის ხვალ?

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპი: „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. ამის ფონზე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რათა კონტინენტს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალი კორონავირუსის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან. ეს განცხადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დასნეულებულთა რიცხვმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1,25 მილიონს გადააჭარბა და 68 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

174-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა.  ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განცხადა,  დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი;  "დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი და მათგან 4-ში მივიღეთ დადებითი პასუხი. წყარო არის სხვადასხვა - ერთის არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, სამის არის ეროვნული ბანკი. მათთან მძიმე მდგომარეობა არ არის", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.  https://stopcov.ge/-ის თანახმად, 22 საათისთვის საქართვველოში Covid-19-ით  გარდაცვილთა რიცხვი ორია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: პოლიტიკის დოკუმენტი დასაქმებულთა დასაცავად 

ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით ანა დიაკონიძემ და ვაკო ნაცვლიშვილმა შექმნეს პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რჩევებს საქართველოს მთავრობისთვის პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარი გათვლით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მსოფლიოში, საუკეთესო შემთხვევაში 5,3 მილიონი, ხოლო უარეს შემთხვევაში, 24,7 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება. დასაქმების მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის შედეგად გამოწვეული სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საია: საგანგებო მდგომარეობა ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 2 აპრილს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს. კომენდანტის საათის დროს დაკავებული პირის მიმართ პოლიციელიების მოქმედებას ორგანიზაცია არასათანადო მოპყრობად აფასებს და თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.  ბათუმში 2 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 4 აპრილს დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება, პატიმრები რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

თბილისში მდებარე ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი შენობის მდგომარეობაა, რომელიც მოძველებულია. შესაბამისი ბრძანება, მატროსოვის ციხის გაუქმების და პატიმრების რუსთავში გადაყვანის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა.  "დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკლესია, ვირუსი და ლოგოსი

ეკლესიაში გამეფებული მომხვეჭელობა და ფუფუნებისკენ სწრაფვა, ობსკურანტიზმის და შეუმწყნარებლობის წახალისება, რომელიც ერთობ შორსაა ახალი აღთქმის სარწმუნოებისგან, თეოლოგიური და მორალური სიღატაკის სიმპტომებია, რომელიც მთელი სიმძაფრით პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა.

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ბზობისადმი მიძღვნილ მესას გაუძღვა თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო კვირის დასაწყისის აღსანიშნავი, ბზობისადმი მიძღვნილი მესა აღასრულა თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში, ვატიკანში. მესას არ ესწრებოდა მრევლი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ამ ცერემონიას ათიათასობით მორწმუნე კათოლიკე ესწრება ხოლმე, როცა მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა იწყება. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1,2 მილიონს მიაღწია. დაღუპულთა რიცხვი 65 ათასამდეა. ფრანცისკემ გასულ კვირაში თქვა, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანი აპირებს გაასაჩივროს დენიელ პერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის გამამართლებელი განაჩენი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისლამაბადის მთავრობა საჩივარს შეიტანს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუცვალა განაჩენი და ბრალდება ბრიტანეთში დაბადებულ ისლამისტს, რომელიც 2002 წელს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტის, დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაშია ბრალდებული. საგარეო საქმეთა მინისტრის, შაჰ მეჰმუდ ქურეშის თანახმად, მთავრობა უზენაეს სასამართლოში შეიტანს საჩივარს. ვაშინგტონმა შეშფოთება გამოხატა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რაც, „ბუნებრივია“, განაცხადა ქურეშიმ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში წირვა ეკლესიის ეზოში ჩატარდა, მრევლს პირბადეები დაურიგდა

ყოველკვირეული სადღესასწაულო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა, მრევლს დაურიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები, თუმცა ზიარება კვლავ ერთი კოვზით ჩატარდა. წირვაზე მისული მორწმუნეები იცავდნენ ორმეტრიან დისტანციას, დეზინფექცია უტარდებოდა ფულს, რომელსაც საეკლესიო ნივთების საყიდლად იყენებდნენ.  სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტოა-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს მარიამ მეგვიპტელის ხსენების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ ხანძარი ჩააქრო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მიმდებარე არეალში

უკრაინის საგანგებო ვითარებათა ორგანოები იტყობინებიან, რომ აღარ არის ცეცხლის ნიშნები დაუსახლებელ არეალში, რომელიც აკრავს ჩერნობილის ელექტროსადგურს. ხანძარი მეხანძრეთა მობილიზების შედეგად ჩააქრეს. საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის თანახმად, რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში იყო. ამის შესახებ სამსახურმა 5 აპრილს გაავრცელა ცნობა. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილებდა 130 მეხანძრე, სამი თვითმფრინავი და 21 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხანძარი მოდებული იყო ტერიტორიაზე, რომლის ფართობია 20 ჰექტარი. ის უშუალოდ აკრავს ტერიტორიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები სომხეთში მკურნალობს

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია. იგი 53 წლისაა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და COVID-19, ტვირთის გადაზიდვისას, სომხეთში დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდა პაციენტის ინფიცირება - საქართველოში თუ სომხეთში. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაინიშნა 3 რეისი პარიზიდან, რომიდან და თელავივიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სამი რეისის შესრულების დამტკიცების შესახებ. 18, 18 და 21 აპრილს რეისებს პარიზიდან, თელავივიდან და რომიდან "Georgian Airways" შეასრულებს.  ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კანონი კორონავირუსზე ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ პირველად რუს აქტივისტს შეეხო

რუსეთში დაიწყეს გამოძიება საქმისა, რომელიც პირველი ამგვარი კვლევაა იმ ახალი კანონის ფარგლებში, რომელიც ეხება კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. კანონს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი ორი დღის წინ, სანამ გამოძიება დაიწყებოდა. სანქტპეტერბურგელი აქტივისტი ანა შუშპანოვა 4 აპრილს წერს სოციალურ მედიაში თავის პირად გვერდზე, რომ ადგილობრივმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მისი ბინა დილით ადრე და წაიღეს მისი კომპიუტერი, ასევე ტელეფონი მას მერე, რაც მან გაავრცელა ინფორმაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი COVID-19-ის „ყველაზე რთული“ მომავალი კვირის თაობაზე გვაფრთხილებს, ევროკავშირი „ევროპისთვის მარშალის გეგმაზე“ ფიქრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი დაღუპული“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. ამის ფონზე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რათა კონტინენტს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალი კორონავირუსის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან. ეს განცხადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დასნეულებულთა რიცხვმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მამხილებელი კინგი" - მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას

კორონავირუსის გავრცელების შიშის საფარქვეშ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოავლინა შიშები მრავალფეროვანი და მულტიკულტურული საქართველოს წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ კარგად შეფუთული ნარატივი ინტეგრაციის შესახებ ვერ მუშაობს უმრავლესობის მხილების გარეშე.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია თანხმლები დაავადებებით, რომელიც დამამძიმებელ ფაქტორებად ითვლებოდა. გარდაცვლილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად იყო შეფასებული.  რატიანის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ინფექციონისტია, კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფორმაცია საკუთარი მეუღლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ თავად საჩხერის მერმა, ბენიამინე ფალავანდიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ინფექციონისტად და, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც აუღეს ანალიზები. ის ახლა კლინიკაში ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. საჩხერის მერის ინფორმაციით, ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

170-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, - ინფორმაცია ამის შესახებ ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გაავრცელა. 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი;  „ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაცაის მოგაწვდით“, - თქვა მარინა ეზუგბაიამ 5 აპრილის დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ახალ შემთხვევათაგან ერთი პაციენტი... Читать дальше...


Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

МЧС: Пожар на востоке Москвы ликвидирован

Пожар на складе на востоке Москвы полностью ликвидирован

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Как организовать работу в жару, напомнил Роспотребнадзор

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

С чем носить брюки палаццо: примеры образов

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Жулан.

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *