Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 30.04.2020

Radiotavisupleba.ge 

ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა - პროტესტი თბილისის მერიასთან

პოლიციამ აღკვეთა სუიციდის მცდელობა თბილისის მერიასთან. „ტვ პირველი" ავრცელებს კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა. „მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“, - ამბობს ტრანსგენდერი ქალი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მან დამწვრობა მიიღო და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ტრანსგენდერ თემს, რომელიც ისედაც მივიწყებული ჰყავს სახელმწიფოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეცსამსახურები: ახალი კორონავირუსი „არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“

აშშ-ის სპეცსამსახურები უარყოფენ შეთქმულების თეორიას და აცხადებენ, რომ, მათი დასკვნით, ახალი კორონავირუსი „არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“. მაგრამ ისინი კვლავაც შეისწავლიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი თანაშემწეების მიერ გამოთქმულ იდეას, რომ პანდემია შესაძლოა ჩინეთის ლაბორატორიაში მომხდარი შეცდომის შედეგი იყოს. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა. უკანასკნელ დღეებში ტრამპის ადმინისტრაციამ გაამწვავა ჩინეთის მიართ რიტორიკა და პეკინს ბრალი დასდო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თუ პირს აჯარიმებ აკრძალული ქმედების გამო, აკრძალული წესებითა და კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფო კანონდამრღვევზე უკეთესი არაფრით გამოდის"

საგანგებო მდგომარეობისას საქართველოში ამოქმედდა არაერთი ახალი საკანონმდებლო ნორმა და შეზღუდვა, რომელთა დარღვევაც პირველ ჯერზე 3000 ლარის ჯარიმით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე იქცა განსჯის საგნად.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა უკუაგდო ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ის დამარცხდეს არჩევნებში

ჩინეთის მთავრობამ უკუაგდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი დაინტერესებულია იმაში, რომ ხელი შეუშალოს მის ხელახლა არჩევას ნოემბერში. ტრამპმა 29 აპრილს როიტერსთან ინტერვიუში თქვა, რომ „ჩინეთი ყოველ ღონეს იხმარს, რათა მე ამ რბოლაში დავმარცხდე“. ტრამპმა ახსენა ჩინეთის უკმაყოფილება ვაჭრობისა და სხვა სფეროებით, რომლებშიც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაძლიერდა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში. მან ასევე თქვა, რომ ჩინეთისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუკი მისი სავარაუდო მეტოქე, დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდება პრეზიდენტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული ანტიტერორისტული აქტივობა კორონავირუსის ფონზე

რუსეთის ხელისუფლება მკაცრად სჯის მათ, ვინც გაბედავს და საჯაროდ შეეცდება მსჯელობას რუსეთში გახშირებული ტერაქტების სოცილურ-პოლიტიკურ მიზეზებსა თუ სუბიექტურ მოტივებზე.

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: აქვს თუ არა საჰაერო მიმოსვლას მომავალი

ავიაკომპანიებს კორონავირუსის კრიზისმა მძლავრი დარტყმა მიაყენა. ხალხმა ფრენა შეწყვიტა და ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს COVID-19 დაუდგინდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო ბელოუსოვის კანდიდატურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ინფექციის მიუხედავად მიშუსტინი აქტიურად იქნება მუშაობაში ჩართული ხალხის და ეროვნული ეკონომიკის დასახმარებლად. მიშუსტინი იანვარში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ის საკვანძო როლს თამაშობდა რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამ დიდ ქალაქში 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას გააცნო პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომელთა კონტიგენტი 7000 მოქალაქეზე ნაკლებია. საწყისი კრიტერიუმი, რომელიც კონტიგენტის რაოდენობა განისაზღვრა ოპტიმალური დაწესებულებისთვის, 13 000 მოქალაქე იყო, თუმცა COVID -19-ის გავრცელების გამო რაოდენობა შემცირდა.  „COVID-ის პირობებში დაწესებულებებისთვის რთული იყო მარკეტინგის წარმოება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა მოითხოვა დახმარება უმუშევრობისთვის

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრობისთვის განკუთვნილი დახმარება, მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი დაიხურა კორონავირუსის პანდემიის გამო. შრომის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ კვირაში 3,84-მა დასაქმებულმა პირველად შეიტანა განაცხადი უმუშევრობის დახმარებისთვის. მანამდე, უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში, ეს 26 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა. ამჟამად ყოველი მეექვსე ამერიკელი უმუშევარია. ეკონომისტების პროგნოზით, უმუშევრობამ 20%-ს შეიძლება მიაღწიოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ისგან საქართველოში კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 184 შეადგინა. სამთავრობო  ვებგვერდის StopCov.ge -ის მონაცემებით, 30 აპრილის 18:30 საათისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 539 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 6 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია - 5256 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Radiotavisupleba.ge 

იარაღმა შეიძლება დავარდნის დროს გაისროლოს - ადვოკატის თქმით, ცინარიძეს უსაფუძვლოდ შეეფარდა პატიმრობა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოლზე არ უძალადია და იარაღი შემთხვევით გაუვარდა. მისი თქმით, ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც არ უნდა შეფარდებოდა. "რატო არავინ არ ინტერესდება, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა დაპატიმრების საფუძველი. მე გირჩევდით ამ კუთხეზე გაგეგმახვილებინათ ყურადღება იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ან ჩვენ ან ჩვენი ძმა ან ჩვენი და შეიძლება ანალოგიურად საფუძვლების არარსებობით აღმოჩნდეს ციხეში", - ამბობს ხვისტანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით არახამია: მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა, განაცხადა უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ. „მისი კანდიდატურისთვის ხმები საკმარისია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხანგრძლივ კონსულტაციებს ატარებდა პრეზიდენტთან და მათ გამონახეს სხვა ფორმატი, რომელშიც ისინი იმუშავებენ, ახალი თანამდებობა. რა თანამდებობა - ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პრეზიდენტის ინიციატივაა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააპელაციო განმარტავს, რომ "ანას ბაღთან" მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება არ გამოუტანია

თბილისის სააპელაციო სასამართლო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან თავისი გადაწყვეტილებით  “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის  გაგრძელების ნებართვა გასცა. სასამართლოს თანახმად, სახეზეა გადაწყვეტილების არასწორი სამართლებრივი და ფაქტობრივი ინტერპრეტაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის იმ განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთში ერთ დღემდე ამცირებენ საპირველმაისო უქმეებისთვის დაწესებულ სამდღიან კომენდანტის საათს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ერთ დღემდე შეამცირა საპირველმაისო უქმეებისთვის დაწესებული სამდღიანი კომენდანტის საათი. ქვეყანაში გრძელდება საპროესტო გამოსვლები, რომლების მონაწილეები მოითხოვენ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი ზომების გაუქმებას. თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა კომენდანტის საათის შემოღებას 30 აპრილის საღამოდან 4 მაისის დილამდე, რათა შეეზღუდა ხალხმრავლობა. სერბები ტრადიციულად დიდი პიკნიკებით აღნიშნავენ 1 მაისს. გასულ თვეში სერბეთმა დრაკონული ზომები დააწესა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარის კორონა - პაციენტის გზა, პალატა #439 და სტიგმა, რომელსაც ვერ გადაურჩა   

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად სამი შემთხვევა აქამდე არ გამოვლენილა. დაინფიცირებული მოქალაქეები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უფროსი მედდის კონტაქტები არიან.

Radiotavisupleba.ge 

რუის-ურბნისის ეპარქია: ბრალდებული იღუმენი დავით კობახიძე მონასტრის რიგითი წევრია

რუსისა და ურბნისის ეპარქია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული სასულიერო პირი მონასტრის არა წინამძღვარი, არამედ რიგითი წევრია. ეპარქია აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. "იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)", - ვკითხულობთ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თელავის აგრარული ბაზარი ისევ გაიხსნა

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას ობიექტის გახსნის უფლება მისცეს. ბაზარში შემსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ და პირბადით და ხელთათმანით უშვებენ. ამ საშუალებების გამოყენებით მუშაობენ მოვაჭრეებიც. ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სრულად იცავენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 27 აპრილიდან, ე.წ. ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპზე, აგრარულ ბაზრებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წმინდა ადგილები ჯერჯერობით არ გაიხსნება

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო რელიგიური წმინდა ადგილები დაკეტილი დარჩება, რაც, როგორც ვარაუდობენ, დარტყმა იქნება მკაცრი კურსის მომხრე გავლენიანი რელიგიური მოღვაწეებისთვის, რომლებიც მოითხოვენ, რომ ეს ობიექტები გაიხსნას. „სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდებით, რომ მომლოცველები პრობლემებს არ წააწყდებიან რელიგიურ ადგილებზე, ჩვენს თავს ვერ მივცემთ ამ ცენტრების ხალხისთვის გახსნის უფლებას,“ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საედ ნამაკიმ 30 აპრილს. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის აგრარული ბაზარი გახსნისთვის ემზადება

1-ელი მაისიდან შესაძლოა ახალციხის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლოს. ბაზარი ამ დრომდე თავად ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაიხურა. მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებია, რომელთა დაცვასაც, ბაზრის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხმარებელი ვერ ახერხებს. დახურვიდან დღემდე სავაჭრო ცენტრში ჩატარდა დეზინფექცია, დახლები განთავსდა ერთმეტრიანი დისტანციით, ასევე დახურულ სივრცეში ჩატარდა შიდასარემონტო სამუშაოები, ეზო დაიხაზა და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილი გამოიყო. აღდგომამდე ბაზრის გახსნის მოთხოვნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 1 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი - 3.2060​ ლარი (30 აპრილი - 3.2032); 1 ევრო - 3.4878 ლარი (30 აპრილი - 3.4748); 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0094 ლარი (1მაისი - 3.9768); 100 რუსული რუბლი - 4.3783 ლარი (1 მაისი - 4.3469); 1 თურქული ლირა - 0.4590 ლარი (1 მაისი - 0.4586) 10 უკრაინული გრივნა - 1.1901​ ​ლარი (1 მაისი - 1.1872). 30 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. საქმეზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძის თქმით, მე-15 დადგენილებით დაფინანსება არა სამედიცინო, არამედ ესთეტიკის ცენტრებს უწყდებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ  მთავრობა მიჰყვება დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას იმ ამბულატორიებისა და პოლიკლინიკებისთვის, რომელთაც 13 ათასზე ნაკლები კონტინგენტი ჰყავთ. კითხვაზე, შევა თუ არა დადგენილება ძალაში კოვიდ-19-ის კრიზისის ფონზეც, მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს, 30 აპრილს 18 საათზე შეიკრიბება პირველადი ჯანდაცვის საბჭო და დაბებში მდებარე ისეთ ობიექტებზე იმსჯელებს, რომელთა... Читать дальше...


На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Новый японско-китайский внедорожник уже в России



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Фото-ловец: в России представили инновационного бота для поиска своих снимков в потоке изображений

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Росгвардия обеспечила правопорядок футбольного матча РПЛ в Самаре

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Детали исторического декора от нижегородской «Школы реставрации» стали частью инсталляции художницы Веры Ширдиной в Москве

Фото-ловец: в России представили инновационного бота для поиска своих снимков в потоке изображений

45% самарцев выбирают профессию только после школы

Безбилетница напала на контролера в Москве

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Рождественское утро...

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *