Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 09.04.2020

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს ელიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 აპრილს

რას მოელიან საერთაშორისო ორგანიზაციები COVID-19-ის კრიზისის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ჯერ ისევ იზრდება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ ქვეყნებს სხვა სახის პრობლემები შეექმნებათ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა 2020 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ვარაუდობს. ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს 1929-1933 წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: სიკვდილიანობის მატებასთან ერთად შვედეთის პოლიტიკური ექსპერიმენტი მიმზიდველობას კარგავს

შეიძლება შვედეთს მოუწიოს გადახედოს კორონავირუსთან ბრძოლის აქამდე გატარებულ პოლიტიკას. ამ პანდემიის ჟამს მისი არჩეული გზა მისაბაძ მოდელად დიდად ვერ გამოდგება.

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძე: ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლების განმავლობაში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოში დამზადებული პირბადეების საკითხზე რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა. „ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა. აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც წაიკითხონ“, - წერს პაატა იმნაძე.საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე. საქართველოში წარმოებული პირბადის შესახებ არაერთი ადამიანი გამოთქვამს უარყოფით პოზიციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი ბლოკ-საგუშაგო ამოქმედდება 10 აპრილიდან ლენტეხსა და ცაგერში

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ბლოკ-საგუშაგოები მოეწყობა. ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონკრეტული ადგილები დაასახელა: ე.წ. გელავერის უღელტეხილი, მურის ციხეების მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ალპანა. ბლოკ-საგუშაგოები 10 აპრილს, 06:00 საათის შემდეგ ამოქმედდება. „პირველი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის ექიმები თერმოსკრინინგს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთში განუსაზღვრელი ვადით გრძელდება მკაცრი საკარანტინო ზომები

9 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით გრძელდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომები. უნგრეთში ოფიციალურად აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 980 დადასტურებული შემთხვევა და 66 გარდაცვალება, თუმცა მთავრობამ აღიარა, რომ რეალური რაოდენობა ალბათ ბევრად მეტია. ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებითაც აკრძალულია გადაადგილება გარდა სამსახურში, მაღაზიებსა და აფთიაქში სიარულისა, 11 აპრილს გასდიოდა ვადა. „შეზღუდვებს კვირაში ერთხელ გადავხედავთ,“ აღნიშნა ორბანმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარაში კორონავირუსი კარანტინში მყოფ დედა-შვილს დაუდასტურდა

„ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა და ორივე იმპორტირებულია“, - თქვა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, 40 წლამდე დედას და 10 წლამდე ბავშვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ 4 აპრილს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. „იმ დროს არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ. შესაბამისად, განთავსებულi იყვნენ საკარანტინო სივრცეში. 9 აპრილს მათ ტემერატურის მატება აღენიშნათ და ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. აუღეს ბიოლოგიური მასალა და PCR კვლევით დადასტურდა COVID -19. ამჟამად „მედ-ალფას“ კლინიკაში მკურნალობენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ და რამდენს დახარჯავს შენელებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის

კორონავირუსის პანდემიის სწრაფი გავრცელება მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს აიძულებს დარჩეს სახლში; გაჩერებულია უამრავი ფირმა, მაღაზია, სერვისი და კომპანია; შემცირებულია პროდუქციის წარმოება და მიწოდება, რის გამოც თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნდა კრიზისის წინაშე.

Radiotavisupleba.ge 

გარეთ ახალი კორონავირუსია, თქვენ კი ალერგიული ხართ? - ეს რჩევები თქვენთვისაა

გაზაფხული სეზონური ალერგიის პერიოდია, მცენარეების აყვავებასთან ერთად ალერგიულ ადამიანებს ეწყებათ ცემინება, ხველა, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შესაბამისად ხელიც ხშირად ხვდება სახეზე. შეიძლება თუ არა კორონავირუსი უფრო მეტ საფრთხეს ქმნიდეს მათთვის, ვინც ალერგიულია? - რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე პასუხობს. ალერგენების ჩამონათვალი   “ალერგია ორგანიზმის იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში გავრცელებული ისეთი ალერგენების მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეზუგბაია: ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება გახდეს საჭირო

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, მონასტრებში სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგის საკითხზე დასმულ შეკითხვას, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ასე უპასუხა: „ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება იყოს საჭირო. როგორც ლაპარაკია, ასეთი შეკრებები მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენენ. ასეთი სახის ტესტირების საჭიროებას აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თუ ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა, სახელმწიფო ვერ შეძლებს მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული რეგულაციით, ამ პროდუქტების გაძვირების შეჩერებას"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელიც ეხება COVID-19-ის ზეგავლენას საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე.

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: პანდემია და რელიგიის თავისუფლება

ბევრ ქვეყანაში ეკლესიები დახურულია და მსახურება არ ჩატარდება. ბევრი ეკლესია ონლაინ მსახურებას მართავს, რომის პაპი რომიდან განახორციელებს ინტერნეტ-სტრიმინგს. საერთაშორისო მედიაში იწერება იმ გავლენაზეც, რომელსაც კარანტინი ახდენს მორწმუნეებზე.

Radiotavisupleba.ge 

IMF: მსოფლიო „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა

კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს 1929-1933 წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს და საჭირო იქნება ფართო მასშტაბის ჩარევა ეკონომიკის კვლავ აღსადგენად, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 9 აპრილს. IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ „2020 წელს მკვეთრად გაუარესდება გლობალური ზრდა“: IMF-ის 180 წევრიდან 170-ში შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის კლება. „ფაქტობრივად, 'დიდი დეპრესიის' შემდეგ ყველაზე უარესი ეკონომიკური შედეგების მომსწრე ვართ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ინგრევა და შენდება გუდიაშვილის მოედანი

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია  რამდენიმეწლიანი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად ქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.  2018 წლის გაზაფხულზე ითქვა, რომ 50 მილიონის ღირებულების პროექტი  2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა და რეაბილიტაციის ფარგლებში 30-მდე შენობა სრულად აღდგებოდა.

Radiotavisupleba.ge 

ეზუგბაია: ახლად დადასტურებული ოთხივე შემთხვევა უცხოეთიდან არის შემოტანილი

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-დან 218-მდე გაიზარდა. როგორც ექიმი ამბობს, ყველა მათგანის დასნებოვნების წყარო ცნობილია:  „უცხოეთიდან არის შემოტანილი“. ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი არის ბათუმში, ხოლო ორი ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 34 ინფიცირებული იმყოფება. როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მათ შორის შვიდ პაციენტს აღენიშნება მძიმე პნევმონია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევაა

საქართველოში 9 აპრილის დილიდან -   214-დან 218-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3. სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 19:30 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408. საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

საქართველოს პრეოზდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ წელს პირველად ვერ მივა აღდგომის ღამით ეკლესიაში, ვინაიდან პრეზიდენტი უნდა იყოს კანონმორჩილი და სამაგალითო ამ თვალსაზრისით. ვიდეომიმარვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან ვნების კვირეულს რომელიმე ლოტურგიაზე. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია. ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, სხვა ვითარებაა ამ წელს. ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილი გაგვითენდა კარანტინის ვითარებაში

„დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო ის დღე ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. „ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან , მე არ მივსულვარ მემორიალთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Amnesty International-ი: ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ, მისი აზრით, ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შიშით იყო გამოწვეული. უკანასკნელ დღეებში ირანის, სულ მცირე, რვა ციხეში ათასობით პატიმარმა მოაწყო საპროტესტო ამბოხება ინფიცირების შიშის გამო. Amnesty International-მა, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, 9 აპრილს განაცხადა, რომ ამბოხებას სისხლიანი პასუხი მოჰყვა ციხის დაცვისა და უშიშროების ძალების მხრიდან. ორგანიზაციამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქეთევან ციხელაშვილმა ილაპარაკა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სხვადასხვა წყაროთი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში უკვე კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემია. როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულები ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება. ამასთან, როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვახტანგ გომელაური ეკლესიაზე საუბრის დროს: კანონს ესენი არ არღვევენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის დროს კანონს არც ეკლესია დაარღვევს და არც პოლიცია. მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობა ეკლესიასთან შეჯერდება. "კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო", - თქვა გომელაურმა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა არის დამზღვევი, გარანტი საჭიროებებისა, რომელიც ქვეყანას აქვს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ახალი კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის შეტანის გამო. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს თანხა ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად გაიღო: „ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარანტინში შესაძლო სექსუალური შევიწროებაზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებას კარანტინში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯარი კორონავირუსის წინააღმდეგ

პანდემიასთან ბრძოლაში დღეს ექიმებთან, პოლიციელებთან და მაშველებთან  ერთად, ფრონტის  წინა ხაზზე არიან სამხედროები. ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და სავალდებულო კარანტინის წესების შესრულებას  ჯარი აკონტროლებს

Radiotavisupleba.ge 

კარლ ჰარცელი: ევროპა დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტის  გამოყოფას საქართველოსთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას, რათა დაეხმაროს საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში. ”ვიდრე ევროპა თავად იბრძვის კოვიდ -19 პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში”, - ამბობს კარლ ჰარცელი.  ელჩის თანახმად... Читать дальше...


«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Представители «Лужников» назвали слухи о концерте Канье Уэста в Москве бредом

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

Член профсоюза педагогов Казаков: в колледжах наиболее популярны IT-профессии

Серия голосований «Вот это Москва!» собрала уже более 700 тысяч мнений горожан

Подмосковье приняло участие в научном медицинском форуме в Гомеле

Музыкальные новости

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»

Член профсоюза педагогов Казаков: в колледжах наиболее популярны IT-профессии

Кирьяков прокомментировал отставку Ганчаренко

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

Экология в России и мире

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Коллекция купальников Love Republic

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *