Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 29.04.2020

Radiotavisupleba.ge 

შვედური გამონაკლისი: კორონავირუსთან ბრძოლა კარანტინის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა რამდენიმე კვირა უმკაცრესი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს, შვედეთი პანდემიას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ბიზნესის სავალდებულო დახურვის გარეშე უმკლავდება.

Radiotavisupleba.ge 

როგორი იქნება ქართული ეკონომიკისთვის მომდევნო თვეები - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 აპრილს

რა გველის: კარგი, ცუდი თუ უფრო ცუდი ეკონომიკური მომავალი PMC კვლევითმა ცენტრმა ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც გათამაშებულია 3 - ოპტიმისტური, ნაკლებად პესიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარები საქართველოს ეკონომიკისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. კარგ შემთხვევაში, ანუ ოპტიმისტურ სცენარში, ეკონომიკური აქტივობები სრულიად შეჩერებულია 2,5 თვის განმავლობაში, ცუდ შემთხვევაში, ანუ ძალიან პესიმისტურ სცენარში კი - 6 თვით. პირველ შემთხვევაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს 4,3%-ით შემცირდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

""დარჩი სახლში" აღარ იმუშავებს, ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ. სიღარიბე უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა, ვიდრე კოვიდვირუსია“

„რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ით გამოწვეული სოციალური გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ნაბიჯები არ მიდის საჭიროების მქონე ადამიანების უდიდეს ნაწილამდე.

Radiotavisupleba.ge 

პირბადის სტერილიზაცია გჭირდება? -  გაეცანი ინსტრუქციას  

ახლა უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძვირფასი პირბადე დეფიციტშია და შესაბამისად ერთჯერადი მოხმარების ნივთი   მრავალჯერადი გახდა.  თუმცა  პირბადის მრავალჯერადი გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ რეკომენდაიცებისა და ინსტრუციების დაცვა კვლავ ძალაში რჩება. ხელმეორედ გამოყენებისას პირბადის არასწორად დამუშავების შემთხვევაში შეიძლება თავად ნიღაბი ვაქციოთ ვირუსის გავრცელების და დაინფიცირების წყაროდ.  ნიღაბი არც აფრთხობს და არც განიზიდავს ვირუსს, ის ფიზიკურად აჩერებს მას და შესაბამისად, იოლად შეიძლება სახლში დაბრუნებულება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ კიდევ ერთი სასამართლო საქმე აღძრა პოლონეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პოლონეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო საქმე აღძრა მოსამართლეთა დისციპლინარული რეჟიმის გამო. „სასამართლო სისტემის თაობაზე ახალი კანონი ძირს უთხრის პოლონელი მოსამართლეების სამართლებრივ დამოუკიდებლობას და შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატეს როლთან,“ ნათქვამია ევროპის კომისიის 29 აპრილის განცხადებაში. ზემოხსენებული კანონმდებლობა თებერვალში შევიდა ძალაში. ის შესაძლებელს ხდის მოსამართლეების დასჯას მთელი რიგი ქმედებებისთვის, მათ შორის სასამართლო რეფორმის კრიტიკისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართული მხარე „ფრონტერა"-სთან კონტრაქტს წყვეტს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს. სააგენტოს განცხადების თანახმად, დავის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიერ 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საიდან მოვიტანოთ ცნობა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად?

300-ლარიანი დახმარების მისაღებად არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მუშაობდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ყიფიანი სოციალური დახმარების პოლიტიკის არაეფექტიანობაზე

„რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ით გამოწვეული სოციალური გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ნაბიჯები არ მიდის საჭიროების მქონე ადამიანების უდიდეს ნაწილამდე.

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 180 მილიონ ევროს გამოუყოფს გრანტის სახით

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ 180 მილიონ ევროს გამოყოფს გრანტების სახით, რათა ევროკავშირის წევრობის პრეტენდენტებს დასავლეთ ბალკანეთში დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიასთან და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. 29 აპრილს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს მისცემს ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვიანას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთს. მთლიანობაში ბლოკმა მობილიზება უყო 3,3 მილიარდ ევროს ექვსი ქვეყნისთვის, ნათქვამია ევროპის კომისიის დოკუმენტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დავით აქიაშვილი (საერო სახელი კობა კობაიძე) სამართალდამცავებმა 27 აპრილს დააკავეს.

Radiotavisupleba.ge 

სოფელში მუშაობის ნაცვლად საშვების რიგში ქუთაისის მერიასთან 

29 აპრილს, როცა შეზღუდვის ორი დღით მოხსნის შემდეგ ქუთაისის შესასვლელები ისევ დაიკეტა, ქალაქის მერიასთან 200-ზე მეტი მოქალაქე მივიდა სპეციალური საშვის მისაღებად.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ასანიძე: „თუ წარმატებებზე ვფიქრობთ, ნაკრებმა ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს“

ძალოსნები რომელიმე სპორტულ ბაზაზე შესაშვებად და შეკრების მოსაწყობად საქართველოს მთავრობის ნებართვას ელოდებიან.

Radiotavisupleba.ge 

ნუ გვასწავლიან, რა მოგვწონდეს! - დამწყები კულინარის რჩევები დამწყებ კულინარებს 2

გასულ კვირას ბლოგისთვის ახალი რუბრიკა დავიწყე და დავწერე, თუ მსურველი იქნა, გავაგრძელებ მეთქი. ჰოდა, ტყუილი იყო ეგ. ისედაც ვაპირებდი გაგრძელებას, სულ რომ არავის მოსწონებოდა. დამიგროვდა სათქმელი და იმიტომ. თუმცა, ამჯერად რჩევებზე მეტად გულის მოოხება მინდა და თქვენი სახით თანამოაზრეს ვეძებ. თუმცა, ბოლოს რჩევას თუ, რა ვიცი, დასკვნასაც გაახლებთ. თუმცა, რატომ ბოლოში. ბოლომდე მაინც ცოტა თუ ჩადის ხოლმე. ახლავე გეტყვით. დასკვნა ასეთია: მართალია, კულინარიაში წესები, დიახაც, არსებობს და ამ წესების არსებობას თავისი მიზეზები აქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცოლის მიმართ ძალადობის და მუქარის მუხლით საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი ორი მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით) წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

BBC: პუტინის უფროსი ქალიშვილი რუსეთის მოსახლეობის გენეტიკური ანალიზის პროექტის კურატორი იქნება

ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარია ვორონცოვა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილია, კომპანია „როსნეფტთან“ ერთად იმუშავებს გენეტიკური კვლევის ცენტრის შესაქმნელად. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. „როსნეფტმა“ მარტში მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია გენეტიკური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ცენტრის შექმნის თაობაზე. როგორც სამი წყარო იტყობინება, მარია ვორონცოვა პროექტის კურატორი შეიძლება გახდეს. BBC-ის თანახმად, „როსნეფტი“ პროექტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედდის დაინფიცირების შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს

გორის სამხედრო ჰოსპიტლის განცხადების თანახმად, უმცროს მედდას გეგმური PCR-ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. „აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ  მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა”, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობილი ხდება, რომ სანიტარი 28 აპრილს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ისგან საქართველოში კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 178 შეადგინა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ მონაცემების თანახმად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უცვლელია და 517-ს შეადგენს, გარდაცვლილია 6 ადამიანი.

Radiotavisupleba.ge 

რა გველის: კარგი, ცუდი თუ უფრო ცუდი ეკონომიკური მომავალი

კარგ შემთხვევაში, ანუ ოპტიმისტური სცენარში ეკონომიკური აქტივობები სრულიად შეჩერებულია 2,5 თვის განმავლობაში, ცუდ შემთხვევაში, ანუ ძალიან პესიმისტურ სცენარში კი -  6 თვით. პირველ შემთხვევაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს 4,3%-ით შემცირდება, მეორე შემთხვევაში - 12,9 პროცენტით.

Radiotavisupleba.ge 

დავით არახამია: დიახ, ბატონი ზელენსკი მხარს უჭერს სააკაშვილის დანიშვნას

ბატონი ზელენსკი მხარს უჭერს სააკაშვილის დანიშვნას. ასეთი წინადადება მან [ზელენსკიმ] შესთავაზა, ამიტომ ვფიქრობ, რომ საინფორმაციო საშუალებებით უახლოეს ხანში თქვენ კარგ ახალ ამბავს მოისმენთ - აცხადებს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი რადიო თავისუფლებასთნ ინტერვიუში.

Radiotavisupleba.ge 

ვალდის დომბროვსკისი: მაკროფინანსური დახმარების მიზანია სამეზობლოს მიმართ სოლიდარობა რთულ პერიოდში

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა, რომელიც ევროკომისიაში ეკონომიკისთვის არის პასუხისმგებელი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა იმ პირობებზე, რომლებითაც ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნები - მათ შორის საქართველოც - შეღავათიან სესხებს მიიღებენ. ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებისთვის 3 მილიარდი ევროს მოცულობის საფინანსო პაკეტის გამოყოფის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება. მაკროფინანსური დახმარების პაკეტი გათვალისწინებულია ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარიამის საკერავი მანქანა

ბებიის საკერავი მანქანა ძალიან ძველი იყო, გრძელი მაქოთი და წარწერით  „ზინგერ“. ამ მანქანას ბებიის დაუკითხავად ვერავინ მიეკარებოდა. ვერც კერვის მცოდნე მამიდები.  მარიამ ცხოვრებაშვილი, რომელსაც დღეს ტყიბულში თავისი პატარა  სამკერვალო ატელიე და დიდი გეგმები აქვს,  მაშინ პატარა გოგო იყო და ახალციხეში ცხოვრობდა. სახლში, სადაც ყველამ იცოდა კერვა. სადაც არც ისე დალხენილად ცხოვრობდნენ. ან ვინც ცხოვრობდა 90-იანი წლების საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში უდარდელად. იმ უსინათლო და ცივ ზამთრებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Covid-19-ით გორის სამხედრო ჰოსპიტლის სანიტარი დაინფიცირდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის სანიტარს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს. ცნობილი ხდება, რომ სანიტარი 28 აპრილს სოფელ კარალეთში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. როგორც კარალეთში გორის მერის წარმომადგენელი, ჰამლეტ პეტუაშვილი ამბობს, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასა და რძალთან, რომლებსაც ეპიდემიოლოგების მიერ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. კარალეთსა და თერგვისში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ. გორის სამხედრო ჰოსპიტალს სანიტრის დაინფიცირების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 17:18 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში იყო, სადაც მიწისძვრის სიდიდემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.


Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Глава Люберец провел встречу с жителями в формате выездной администрации

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Новости России

Сергей Обухов «Красной линии»: Стратегия власти — глубинные антисоветизм и русофобия

45% самарцев выбирают профессию только после школы

Союзники и партнеры России. Будет ли новая жизнь у Моста Дружбы

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Весенний Петербург. Петропавловская крепость

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *