Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 27.04.2020

Radiotavisupleba.ge 

COVID – 19-სგან საქართველოში კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 497-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 156, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 107. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 534. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 აპრილს

კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა - 496 გარდაცვლილი - 6 გამოჯანმრთელებული - 149 კარანტინში - 4932 სტაციონარში - 568 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. ახალ ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთი თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელია. თეთრიწყარო უკვე მეორე დღეა იმ მუნიციპალიტეტებს შეუერთდა, სადაც ვირუსის გავრცელების გამო მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით კი აკრძალვების ნაწილი გუშინ მოიხსნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ყველა ღონისძიება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ეკონომიკამ თვითგაჯანსაღება დაიწყოს და ბიზნესი არ ელოდებოდეს ციდან ჩამოცვენილ ფულს"

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებზე:

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი მწვავედ აკრიტიკებს კორონავირუსზე ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციას

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ჩინეთს და რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს ალიანსი კორონავირუსის პანდემიას.  "გვაქვს მოსკოვიდან და პეკინიდან მომდინარე რამდენიმე განცხადების მაგალითი, რომლებიც არასწორია, რომლებიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ნატოს მოკავშირეების ერთიანობას და რომლებიც ნატოს აბსოლუტურად არასწორად წარმოაჩენს" - განაცხადა სტოლტენბერგმა 27 აპრილს, ვიდეოჩართვით გამართულ მრგვალ მაგიდაზე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასა და სხვა მედიასაშუალებებთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღის მერს პოლიცია იცავს, მისი მოწამვლის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაციის გამო

პრაღის მერი ადასტურებს, რომ პოლიცია მას 24 საათის განმავლობაში იცავს, მას შემდეგ, რაც ჩეხეთში გამომავალმა ჟურნალმა დაწერა, რომ ის და პრაღის კიდევ ერთი ოფიციალური პირი სავარაუდოდ მოწამვლის რუსული გეგმის სამიზნეები არიან.  მერმა, ზდენეკ ჰრჟიბმა, რუსულ რადიოსადგურს, ეხო მოსკვის 27 აპრილს უთხრა, რომ ის პოლიციის საგანგებო დაცვის ქვეშ რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ამოცნობილ იქნა მისკენ მიმართული საფრთხე. მერს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მერის განცხადება მოჰყვა ჩეხეთის ყოველკვირეულ გამოცემა Respekt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არის თუ არა WHO ის, ვისაც უნდა მივმართოთ COVID-19-ის შესაჩერებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს მისი რეაქციის გამო კორონავირუსის პანდემიაზე, რომელსაც მსოფლიოში 190 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Radiotavisupleba.ge 

ზახაშვილის თქმით, ანტისხეულებზე ტესტი არ იძლევა მტკიცებულებას, გადატანილია თუ არა COVID-19

„ვირუსის გამოვლენისა და დადგენის ოქროს სტანდარტად რჩება თავად ვირუსის გამოვლენა“, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას, თუ არის საქართველოში ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი აქვს გადატანილი, თავად ამის შესახებ არ იცოდა, მაგრამ ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ მას ვირუსი ჰქონდა გადატანილი. როგორც ზახაშვილი ამბობს, საქართველოში არსებული პროტოკოლების, გაიდლაინების მიხედვით (მთელ მსოფლიოში ასე არის აღიარებული) თუ ვირუსი არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გია ჯანდიერი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებზე:

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა კვლავ ებრძვის ხანძარს ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის სიახლოვეს

უკრაინელი მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ხანძართან, რომელიც უკვე თითქმის ერთი თვეა გაჩენილია ჩერნობილის ამჟამად გაუქმებული ატომური სადგურის სიახლოვეს.  საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური 27 აპრილს იუწყება, რომ ბრიგადები აგრძელებენ მუშაობას ცეცხლის ჩასაქრობად ჩერნობილის ზონის სამ ტყეში. სამსახური დასძენს, რომ არეალში რადიაციის დონე არ სცდება დასაშვებ მონაცემს.  ხანძარი დაიწყო 3 აპრილს, დაუსახლებელი ზონის დასავლეთ ნაწილში და შემდეგ ახლოს მდებარე ტყეებს მოედო. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალისთვის სტალინირის დარქმევას სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა

„ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს“- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა.  ინფორამციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ციხელაშვილის თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა სიახლეები და შეზღუდვებია ქუთაისის ნაწილობრივ გახსნილ აგრარულ ბაზარში

„დაიცავით დისტანცია!“ - ასე აფრთხილებენ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლებს და მოვაჭრეებს სექციებში დამონტაჟებული მეგაფონებიდან.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აშშ-ს ადანაშაულებს არქტიკის რეგიონში დომინირების სურვილში

დანიაში რუსეთის ელჩმა 27 აპრილს აშშ დაადანაშაულა არქტიკის რეგიონში "კონფრონტაციის პოლიტიკის" გატარებაში, საიმისოდ, რომ იქ "დომინაცია მოიპოვოს".  ელჩი ვლადიმირ ბარბინი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში დანიის ყოველდღიურ გამოცემა Politiken-თან, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ 12,1 მილიონი დოლარით გაუწევს დახმარებას დანიის ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის ეკონომიკას. ამასთან, ვაშინგტონი აპირებს განაახლოს 1953 წელს დახურული საკონსულოს მუშაობა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო, კორონავირუსის 87,100-ზე მეტი შემთხვევით

კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბით რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო, როცა 27 აპრილს ოფიციალური მონაცემი გასცდა 87,100 შემთხვევას.  რუსეთში იუწყებიან ვირუსით ინფიცირების 6,198 ახალ შემთხვევაზე, რის შედეგადაც სრული მონაცემი 87,147-ს უტოლდება. ეს თითქმის 3,200 შემთხვევით ნაკლებია ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემზე, 83,912 შემთხვევაზე.  ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთში გამოჩნდა, მეზობელ რუსეთში ამ ეტაპისთვის 794 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

Radiotavisupleba.ge 

ზახაშვილი განმარტავს, რას ეფუძნება ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას: რა კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ სურათს, მონაცემთა დინამიკას და თანაფარდობას ეფუძნება შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები, ვადები? რა იყო თქვენი ცენტრის როლი ამ გეგმის შედგენაში? როგორც ზახაშვილი განმარტავს, შემსუბუქების ეტაპებსა და ვადებს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ისეთ მონაცემებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის მინისტრი: დაზვერვის მონაცემები არ ადასტურებს კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესებას

სეულში მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემები არ ადასტურებს ხმებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.  სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა, კიმ ენ ჩხოლმა 26 აპრილს სეულში დახურულ კარს მიღმა გამართულ ფორუმზე თქვა, სამხრეთ კორეას აქვს "საკმარისი სადაზვერვო მონაცემები საიმისოდ, რომ დარწმუნებით თქვას - არანაირი უჩვეულო მოვლენები არ შეინიშნება" ჩრდილოელ მეტოქესთან დაკავშირებითო. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა შინაარსის მონაცემებზეა საუბარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ სირიაზე ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ ირანის მომხრე მებრძოლები და სამოქალაქო პირები

ჯგუფი, რომელიც სირიის კონფლიქტს ადევნებს თვალს, იუწყება, რომ ირანის მომხრე ოთხი გასამხედროებული პირი და სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ სირიის დედაქალაქ დამასკის სამხრეთ შემოგარენზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას.  ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, ისრაელის მიერ 27 აპრილს, დილით ადრე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე იყო ირანის და მისი რეგიონული მოკავშირეების პოზიციები, და იერიშს ოთხი შეიარაღებული პირი ემსხვერპლა. ობსერვატორია და სირიის სახელმწიფო მედია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებული ზომების შემსუბუქების შესახებ.   „ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და ახლა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. არა, ბატონებო, კარგი ტერმინი დამკვიდრდა: უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ისე, რომ მისგან, რაც შეიძლება, მინიმალური ზიანი მივიღოთ“, - ამბობს გამყრელიძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთში ცხენების ეროვნული დღე აღნიშნეს

თურქმენეთში გაიმართა ცხენების ეროვნული დღე, ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ავტორიტარ პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუხამედოვს.  თურქმენეთი განაგრძობს მასობრივი ფესტივალების, სპორტული შეჯიბრებების და ცხენოსნობის ღონისძიებების ჩატარებას, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამ მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანაში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა არ არის აღრიცხული - თუმცა, ამ განცხადებას ეჭვით უყურებენ ხელისუფლების კრიტიკოსები და ჯანდაცვის ექსპერტები. სახელმწიფო მედიის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაპირების მიუხედავად, კახეთში ე.წ. საბითუმო ბაზარი არ გახსნილა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ე.წ. საბითუმო ბაზარი ამ დრომდე არ გახსნილა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მეწარმეებს, რომელთაც საადრეო ბოსტნეული მოჰყავთ, კვლავ პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

27 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად დოლართან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.  „როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით”, - აცხადებს ეროვნული ბანკი და დასძენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა და რუსეთმა განაპირობეს ბოლო ათწლეულში სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი გლობალური ზრდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გასულ წელს გლობალურად ყველაზე მეტად გაიზარდა სამხედრო ხარჯები, რაც დიდწილად განაპირობა ცივი ომის პერიოდის მეტოქეების, აშშ-სა და რუსეთის მონაცემებმა, ისევე, როგორც ჩინეთის, საუდის არაბეთის და ინდოეთის ხარჯებმა.  საერთაშორისო მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტი (SIPRI) 27 აპრილს აცხადებს, რომ სწორედ ამ ხუთ ქვეყანაზე მოდიოდა 62 პროცენტი იმ 1,92 ტრილიონი დოლარიდან, რომელიც 2019 წელს სამხედრო სფეროზე დაიხარჯა გლობალურად.  2018 წელთან შედარებით, სამხედრო ხარჯები 3,6... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა

„მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პროცესი დისტანციურად ჩატარდა. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალს ეწოდოს „ქალაქი სტალინირიც“ - ბრძანება ბიბილოვმა გამოსცა

სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალთან ერთად  „ქალაქ სტალინირის“ გამოყენების ბრძანებას მოაწერა ხელი,- იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რეს-ი. განკარგულება ბიბილოვმა „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ გამოსცა. განკარგულების თანახმად „სტალინირი “ ცხინვალის სიმბოლოდ უნდა დასახელდეს და გამოყენებული იქნეს ცხინვალთან ერთად სახელმწიფო და დედაქალაქის ღონისძიებებზე, ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის მიერ დაკავებული კ.კ. სავარაუდოდ, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია

პოლიციამ შიდა ქართლში დააკავა 1986 წელს, ქარელში დაბადებული კ.კ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას დღეს, 27 აპრილს ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: „გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეუძლია თუ არა კოვიდპაციენტს მოითხოვოს სახლში მკურნალობა?

19 წლის ლუკამ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 17 დღე გაატარა. ის ესპანეთში დაინფიცირდა. დაბალი ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, საიდანაც პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Памятники Расковой, Кирову и строителям железнодорожного моста в Саратове получили границы территории

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Квинтэссенция управления коммерческой недвижимостью: взгляд профессионалов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

ONYX отправляется в Большой тур по России

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Квинтэссенция управления коммерческой недвижимостью: взгляд профессионалов

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

В Москве устроивший массовую поножовщину стал фигурантом трех уголовных дел

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

На закате.

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Лето в урочище Кокоря

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *