Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 05.04.2023

Radiotavisupleba.ge 

„ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციები დაკისრებაზე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ის გასვარეს" ასეთი განცხადების დადებისას.  „მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში. ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მარტო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კავშირების გაუმჯობესების ნიშნად, ირანმა ელჩი დანიშნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ირანმა ელჩი დანიშნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რაც ნაწილია თეირანის მცდელობისა დაათბოს კავშირები სპარსეთის ყურის ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან.  სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ პოსტი დაიკავა რეზა ამერიმ - ამ დრომდე უცხოეთში მყოფი ირანელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამერი მანამდე მუშაობდა ელჩად ალჟირში, სუდანსა და ერიტრეაში.  ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური კავშირები რანგით დაეცა მას მერე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. ამ მოსამართლეებს, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ ე.წ. სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად.

Radiotavisupleba.ge 

ვდგავართ მთავრობისა და ხალხის გვერდით დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად - ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს: „მნიშვნელოვანი კორუფციის გამო, დღეს საქართველოს ხელისუფლების ოთხ, - როგორც ყოფილ, ისე მოქმედ, - წარმომადგენელს ავუკრძალე შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად“.   ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში არამართებულად დააკავეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მისთვის "ეჭვგარეშეა" ის, რომ რუსეთმა არამართებულად დააკავა The Wall Street Journal (WSJ)-ის ამერიკელი კორესპონდენტი, თუმცა ამის  ფორმალური დადგენილება პროცესს უნდა დაექვემდებაროს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.  ბლინკენი ამ განცხადებით 5 აპრილს გამოვიდა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე - მოსკოვში კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ახალი ელჩების მიღების ცერემონია გამოიყენა აშშ-ის ახალი ელჩის კრიტიკისთვის.  რუსეთში დაკავებული კორესპონდენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დაიჭირე და მოკალი" - რას გულისხმობს  ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ და რა ელის აშშ-ის ექსპრეზიდენტს 

თითის ანაბეჭდები აღებულია, ბრალი წაყენებულია - ბრალდება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, 76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 34 პუნქტს მოიცავს, საპატიმრო სასჯელს გულისხმობს და ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაყალბებას უკავშირდება.

Radiotavisupleba.ge 

„სჯობს მივცეთ ფული და დავივიწყოთ" - როგორ ექცევა რუსეთი ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს

მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობის ვადის შეცვლას ითვალისწინებს.

Radiotavisupleba.ge 

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის" - ხაბეიშვილი მოსამართლეებისთვის სანქციის დაწესებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის „მოგეხსენებათ, 4 მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიმიტრი სამხარაძე მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა: „აქ ომი არ იქნება!"

საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი და მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებას. მან ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უსამართლობა და ცინიზმი უწოდა.  „სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას

საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ გამოტანილი სანქციების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ქართველი ოფიციალური პირების სანქცირების საკითხი ვებსაიტზე განმარტა. ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება წესის საფუძველზე, ხშირად დასმული შეკითხვებს საელჩო ასე პასუხობს. Რა არის სანქცირებულ პირთა კორუფციის კონკრეტული მაგალითები? Სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გროსი კალინინგრადში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სასაუბროდ

გაეროს ატომური უწყების (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ 5 აპრილს რუსეთის ოფიციალურ პირებთან  მოლაპარაკება გამართა მოსკოვის მიერ კონტროლირებული, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის შესახებ.  "დღეს კალინინგრადში შევხვდი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს რუსეთის რამდენიმე სააგენტოდან. განვაგრძობ ძალისხმევას ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დასაცავად. ადგილზე ახლახან განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა დაადასტურა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის მწვავე საჭიროება - რაც ყველას ინტერესში შედის" - წერს გროსი ტვიტერით.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის წარმომადგენელი: რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტყეების გაჩანაგებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები "უკონტროლოდ, ბარბაროსულად", ინდუსტრიული მასშტაბით ჭრიან ხეებს უკრაინის ტყეებში, რასაც "აუცილებლად მოჰყვება კატასტროფული შედეგები გარემოსთვის". იმ ხეების დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის ძალები და მეწარმეები აჩანაგებენ ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და სხვა ოკუპირებული რეგიონების არეალებში, თავის დროზე დარგეს იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ძლიერი ქარი და წყლის ეროზია, და მოქალაქეებს დასვენების ადგილები ჰქონოდათ - თქვა მალიარმა 5 აპრილს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გავაგრძელებთ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას“ - ბლინკენი

შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ „გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას“. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ესენი არიან: ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; ირაკლი შენგელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში და EU-ში არც ბაბუაჩემს არ უვლია - სანქცირებული მოსამართლე მურუსიძე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქნცირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მას ტელეკომპანია "მთავარი არხი" ესაუბრა. "უჰ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება... არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ?! ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს... უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი განმარტავს ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში". ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქციებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხება არამხოლოდ ამ მოსამართლეებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. გთავაზობთ განცხადებას უცვლელი სახით: "დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ აძალებენ რუს სტუდენტებს ჩინური ენის სწავლას?

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა რუსეთის როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ვექტორი, ასევე განათლების სისტემაც. რუსეთს მოუწია ბოლონიის პროცესიდან გასვლა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, უთუოდ იქონიებს გავლენას უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხზე, სტრუქტურასა და ხელმისაწვდომობაზე. ამავე დროს, რუსეთის აღმოსავლეთისაკენ მასშტაბური მიბრუნების ფონზე უმაღლეს სასწავლებლებშიც გაძლიერდა ჩინური ენის სწავლების კომპონენტი. ეს ევროპული ენების ხარჯზე, რამაც სტუდენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლის ველზე დარჩენილი 7 ქართველი მებრძოლის ცხედარი და ერთი მებრძოლი, რომლის სიკვდილიც ვერ დასტურდება

ბოლო ხუთ დღეში, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი, რომლის დაღუპვის ცნობაც პირველ აპრილს გავრცელდა, ფრონტის ხაზიდან 4 აპრილს, გამთენიისას გამოასვენებს თანამებრძოლებმა. როგორც მისი ძმა, ლევან მაზანაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 29 წლის მებრძოლს საქართველოში, სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ. ბახმუტთან კიდევ ორი ქართველი მებრძოლის, ვახტანგ ბარაბაძისა და დავით ქუჩუკიანის დაღუპვის შესახებ ცნობა კი 4 აპრილს, გვიან ღამით გავრცელდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ბანკი, VTB-ი იუწყება, რომ სანქციების შედეგად დაკარგა 7.7 მილიარდი დოლარი

რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი, VTB-ი - რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოთიშეს SWIFT-ის გლობალური გადახდის სისტემას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - 5 აპრილს აცხადებს, რომ 2022 წელს დაკარგა 612.6 მილიარდი რუბლი, ანუ 7.7 მილიარდი ამერიკული დოლარი.  "2022 წელს VTB ჯგუფი სირთულეების და გამოწვევების წინაშე იყო. ... ჩვენ ვიყავით მაქსიმალური სანქციების პირველი სამიზნე, რასაც დიდი დანაკარგები მოჰყვა" - წერს ბანკის ფინანსური ხელმძღვანელი, დმიტრი პიანოვი გავრცელებულ განცხადებაში.

Radiotavisupleba.ge 

„ტყუილია თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო, შექმნილია საავტომობილო კოლაფსი" - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რიკოთის უღელტეხილის გადაკეტვის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ის პარტია „ლელოს" ადანაშაულებს ცრუ ბრალდებებში და აღნიშნავს, რომ „ფაქტების დამახინჯებით ცდილობს მდგომარეობის დრამატიზებას". როგორც დეპარტამენტი განმარტავს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან, არსებულ და არა ახალ აშენებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე, განვითარდა ახალი მეწყრული პროცესი. „ამ პროცესის ნიშნები პირველად გამოვლინდა წელს, თოვლის დნობის შემდეგ. მონიტორინგის შედეგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: ვარშავის როლი მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის რეკონსტრუქციის ძალისხმევისთვის

ვარშავაში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთს მიიჩნევს თავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასავლელ მოკავშირედ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, რუსეთთან ომის დამთავრების შემდეგ. ზელენსკი, რომელმაც შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, ეს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლონეთი უკრაინას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იტალიის ექსპრემიერი ბერლუსკონი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული

სილვიო ბერლუსკონი, რომელიც ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, მილანის საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს პოლიტიკურმა წყაროებმა გაავრცელეს.  86 წლის მილიარდერის და მედიამაგნატის ჯანმრთელობა ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. ის მორიგ ჯერზე გასულ კვირაში გაეწერა საავადმყოფოდან. ბერლუსკონის, რომელმაც ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე, სატელევიზიო არხებით დააგროვა, 2016 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, ჰქონდა პროსტატის სიმსივნეც. მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთ-ერთი სამინისტრო 3000-მდე თანამშრომლის კომპიუტერიდან დეტალურ მონაცემებს აგროვებდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი 10-ზე მეტი დაწესებულება აგროვებდნენ დეტალურ ინფორმაციას თანამშრომლების კომპიუტერებიდან. საბოლოოდ, ეს მონაცემები 30-მდე თანამშრომლისთვის ხდებოდა ხელმისაწვდომი. სამინისტროს შემოწმება ანონიმური შეტყობინებით მოითხოვეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ სამინისტროში ირღვეოდა 3000-მდე  დასაქმებულის უფლებები. ეს ინფორმაცია უწყების პრესსამსახურში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლოგერები ჰაოიანი და გელა „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს

რუსეთის ქალაქ ყაზანში „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს ბლოგერები ჰაოიანი და გელა. ამის შესახებ მათ თავიანთ ტელეგრამის არხზე დაწერეს. ბლოგერების დაკავების შესახებ იუწყებიან რუსული გამოცემები „Сота“ , „Baza“ და „ОВД-Инфо“. ჰაოიან სიუი ჩინელია, გელა გოგიშვილი - რუსეთში მცხოვრები ქართველი. ჰაოიანი რუსეთში რუსული ენის სასწავლებლად ჩავიდა და გელა გაიცნო, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამის შესახებ მათ უამბეს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, ტექსტი რადიო თავისუფლების გვერდზე ქართულადაც გამოქვეყნდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": ფინეთი ძალიან დიდი შენაძენია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ეხმაურება: "ფინეთს აქვს ძალიან მაგარი ეკონომიკა, დემოკრატიული სისტემა, თავდაცვის სისტემა, სამხედრო ინდუსტრია, შეიარაღებული ძალები და ძალიან დიდი მზაობა თავდაცვისუნარიანობის ერთობლივდ განსამტკიცებლად ნატოს ფარგლებშიც. მინდა შევუერთდე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომელმაც მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქმედებისთვის, რამაც განაპირობა ფინეთის ნატოში გაწევრიანება".


В ближайшие выходные по всей России пройдет более 2 тыс. семейных мероприятий

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

Виктория Голубева приняла участие в федеральном проекте «Школа гражданской активности»

Самолет Хабаровск — Москва совершил вынужденную посадку в Нижнем Новгороде



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Фото-ловец: в России представили инновационного бота для поиска своих снимков в потоке изображений

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Музыкальные новости

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Новости России

Новый сервис по передаче данных с «Госуслуг» появился в подмосковных МФЦ

Как вывести никотин из легких?

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

Спасатели вернули домой пропавшего пенсионера с деменцией в Егорьевске

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *