Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 22.04.2023

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი ახალ სანქციებში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას

ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ახალი სანქციების საკითხებში გათვითცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ვარაუდობენ, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება. შეზღუდვები, როგორც ჩანს, შეეხება ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას. როგორც სააგენტო წერს, პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ევროკავშირისგან მოითხოვენ, მთლიანად აიკრძალოს რუსეთის გავლით ისეთი ტვირთების გადატანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონია ჩრდილოეთ კორეის სატელიტის ჩამოსაგდებად ემზადება

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაძუ ჰამადამ 22 აპრილს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს განკარგულება გასცა, მოემზადონ ჩრდილოეთ კორეის მზვერავი თანამგზავრის ჩამოსაგდებად, თუკი ის იაპონიის ტერიტორიაზე დაეცემა. ჰამადამ თავდაცვის ძალებს უბრძანა ჩაატარონ აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, ვინაიდან პოტენციურად მან შეიძლება „განკარგულება გასცეს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესახებ“. ამის თაობაზე ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს ჯარების განლაგებას ჩრდილოეთის პრეფექტურა ოკინავაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ბოლო 3 ღამე მათ შენობის წინ აღმართულ ღობესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით გაათენეს. ისინი გეგმავენ, დღევანდელ ღამესაც ქუჩაში დარჩნენ.  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრისგან ჯერ კიდევ ვერ მიიღეს პასუხი, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო მედიკამენტ "ვოსორიდიტს" მათი შვილებისთვის. მშობლები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვია კონფისკებულ რუსულ სასუქებს უსასყიდლოდ გადასცემს კენიას

რუსული წარმოების სასუქი, რომლის კონფისკაცია მოახდინა ლატვიამ ევროკავშირის სანქციების გამო, კენიაში იგზავნება გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. ამის თაობაზე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება 22 აპრილს. კონფლისკებული 200 ათასი ტონა სასუქის პირველმა პარტიამ 21 აპრილს დატოვა რიგის პორტი, მას კიდევ რამდენიმე პარტია მოჰყვება. ლატვიამ „გადაწყვიტა, გაეროს სასურსათო პროგრამის დახმარებით შეუწყოს ხელი იმ კომპანიების კუთვნილი მინერალური სასუქების უსასყიდლო გადაცემას, რომელთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა გერმანიის დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ გამოაცხადა

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გერმანიამ გადაწყვიტა, მასობრივად გააძევოს ქვეყნიდან რუსეთის დიპლომატები. ამის თაობაზე განცხადება 22 აპრილს გამოქვეყნდა უწყების ვებსაიტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა „სარკისებრი“ საპასუხო ზომებისა და რუსეთიდან გერმანიის დიპლომატების გაძევების, ასევე რუსეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა მაქსიმალური რიცხვის საგრძნობი შემცირების შესახებ. განცხადების თანახმად, გერმანიის ელჩს, გეზა ანდრეას ფონ გაირს რუსეთის საგარეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მნიშვნელოვანია, არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება - გაბუნია აქონდროპლაზიის მედიკამენტზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქონდროპლაზიის მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მეტი საერთაშორისო მტკიცებულება. მანვე გაიმეორა ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაყენებული პირობა, რომ თუ 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანა უზრუნველყოფს პრეპარატ "ვოსორიდიტს", საქართველო მზადაა, "უპირობოდ აიღოს ვალდებულება" და დაიწყოს მისი შემოტანის პროცედურები. "მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება, ექსპერტების მოსაზრებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მალევიჩი თავს უკრაინელად აღიქვამდა“

2023 წლის გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს მუზეუმებს რეკლასიფიკაციის საჭიროების შესახებ შეატყობინეს. ეს მუზეუმის კატალოგებსა და ეტიკეტების აღწერაში ცვლილებებს ნიშნავს. რეკლასიფიკაცია ერთბაშად რამდენიმე მხატვარსა და ნამუშევარს შეეხო.

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილმა დღეს გონება ორჯერ დაკარგა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მისმა შვილმა გონება ორჯერ დაკარგა, მის თვალწინ. გიული ალასანიამ მომხდარზე კლინიკა "ვივამედთან", ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ორჯერ დაკარგა გონება დღეს, შემოვიდნენ ბადრაგები, როგორც იქნა, ამ სიმაღლის ადამიანი ძლივს აიყვანეს, დავაწვინეთ. ამის შემდეგ ისევ განმეორდა, მე იქვე ვიდექი, ექთანი იდგა მეორე მხრიდან და ის მოვახერხე, რომ თავი დამეჭირა, იმიტომ რომ გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა აბსოლუტურად და დიდხანს იყო ასე უგონოდ", - ჰყვება გიული ალასანია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელგოროდში საავიაციო ბომბის აფეთქების ადგილას კიდევ ერთი ბომბი აღმოაჩინეს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. მისი თქმით, ფეთქებადსაშიში საგანი გამნაღმველებმა აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასაფეთქებელი ტექნიკის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ბომბი პოლიგონზე გააუვნებლონ. გლადკოვმა თქვა, რომ მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ 200 მეტრის რადიუსში მდებარე 17 მაღალსართულიანი სახლიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავს დაესხნენ

ორგანიზაცია "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი, არტურ მირზოიანი ამბობს, რომ 21 აპრილს სახლთან ახლოს 3 პირი თავს დაესხა. როგორც ის ჰყვება, სამივეს ნიღაბი ეკეთა და მათგან ერთ-ერთი ვიდეოს იღებდა. "წამაქციეს მიწაზე, მიზანმიმართულად თავში, ზურგისა და მუცლის არეში მირტყამდნენ, მაგინებდნენ. მეც თავი დავიცავი, შევძელი წამოდგომა, უკან დახევა ვცადე. ამ დროს ჩემი მაისური და ქურთუკი ხელში შერჩათ. როცა მიხვდნენ, რომ ვეღარ მიჭერდნენ, გაიქცნენ", - ამბობს მირზოიანი ვიდეომიმართვაში. იგი ძალადობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსეთთან დაკავშირებული ტოპონიმების აკრძალვის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული დასახლებების მინიჭებას. დოკუმენტი გამოქვეყნებულია ვერხოვნა რადის ვებსაიტზე. კანონის თანახმად, აკრძალულია გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი დასახელებების მინიჭება, რომლებიც „განადიდებს, უკვდავყოფს, პროპაგანდას უწევს ან სიმბოლურად აღნიშნავს“ რუსეთს. კერძოდ, აკრძალულია დასახელებების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ ძეგლებთან, ისტორიულ, კულტურულ ადგილებთან, თარიღებთან, მოვლენებთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველები სასმელი წყლის სტაბილურად მიწოდებას ითხოვენ

სასმელი წყლის სტაბილურად მოწოდება მოითხოვეს რუსთაველებმა საპროტესტო აქციაზე 22 აპრილს, რუსთავის მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. პროტესტი სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის მონაწილემ, აქტივისტმა გივი შანიძემ განაცხადა, რომ ისინი კომპანია "რუსთავის წყლისგან" 24-საათიან წყალმომარაგებას ითხოვენ "მოვითხოვთ, რომ კომპანიამ, როგორც ადრე დაგვპირდა, მდინარე ხრამზე არსებული სათავე ნაგებობის ნახვის უფლება მოგვცეს, რათა დავრწმუნდეთ იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაში", - თქვა გივი შანიძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ავტობუსში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 22 აპრილს მოხდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ დაშავებულს ღია ჭრილობა ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ იგი გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იტყობინება, რომ უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქს 20-ზე მეტჯერ ესროლეს

22 აპრილს უკრაინის არმიამ ცეცხლი გაუხსნა კურსკის ოლქს, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი. მისი სიტყვებით, დაფიქსირებულია, რომ უკრაინის მხრიდან მოფრინდა „20-ზე მეტი რაკეტა“. მსხვერპლი და ნგრევა არ არის, დაზიანებულია ელექტრომომარაგების ქსელი. ელექტროენერგიის გარეშე რჩება სამი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა. გუშინ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. ბრიანსკში დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არავინ დაშავებულა. კურსკში კი დრონმა იერიში მიიტანა მტვირთავ ტრაქტორზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქარელის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, რომლის გატაცება საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მაცხოვრებელი, რომლის გატაცება გუშინ საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ კაცი ქარელის კლინიკა "ალიანს მედიშია" გადაყვანილი. ჟურნალისტებთან საუბარში ჭვრინისის მაცხოვრებელი ჰყვება, რომ ის ქმართან ერთად საქონელს აძოვებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაესხნენ: "მცდელობა ჰქონდათ გატაცების, მაგრამ ჩვენ დავძლიეთ, გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოჯახის წევრები და მეგობრები პაქსაშვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფენ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებული მალხაზ პაქსაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო რვა წელია, მალხაზი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობს და სახელმწიფო ბრალდებას ისინი არ ეთანხმებიან. დაკავებულის დედამ, მზია ნაციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილი 2013-15 წლებში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და ბრალდება, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს რიგებში იყო გაერთიანებული, ტყუილია. "მე ვიცი რომ წლების წინ თურქეთში იყო და მუშაობდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეეფარდა, პროკურორის თქმით, საქმეშია არაერთი მტკიცებულება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმეშია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეოჩანაწერები. საქმეს "გრიფი" ადევს, შესაბამისად, 22 აპრილის სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა. "საქმის შინაარსობლივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შემიძლია დაგიდასტუროთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მალხაზ პაქსაშვილს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. პაქსაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა დღეს, 22 აპრილს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაზარაძე მთავრობას მიმართავს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფონდი შეიქმნას

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად შეიქმნას სპეციალური ფონდი. ხაზარაძე აცხადებს, რომ მზადაა, პირადად დააფინანსოს ფონდი და, რომ მისი პირველი შენატანი 100000 ლარი იქნება. "მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუსი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. მათივე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში პაქსაშვილი ე.წ. სამხედრო ემირების, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გავუძლებთ"- ღამისთევით ქუჩაში, შვილის წამლისთვის

ეს დედები კანცელარიასთან მესამე დღეა, რაც ბავშვებისთვის იშვიათ, ახალ წამალს ითხოვენ, რომელიც აქონდროპლაზიასთან ბრძოლაში დაეხმარება, და როგორც ამბობენ, მათ შვილებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს მნიშნვნელოვნად შეუმსუბუქებს. დრო ცოტა რჩებათ - Voxzogo მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე მოქმედებს

Radiotavisupleba.ge 

ალბანეთმა რუსებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

ალბანეთმა გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ იტყობინება რუსეთში ალბანეთის საელჩოს ვებგვერდი. მანამდე რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ ამ ქვეყანაში შესვლა 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე. ასეთნაირად, ალბანეთმა ტურიზმის სტიმულირება მოახდინა. ახლა, ქვეყანაში ჩასასვლელად საჭიროა ვიზის გაფორმება - იქ გამგზავრების მიზნის შესაბამისად. 2022 წლის სექტემბერში ევროპის კავშირმა შეაჩერა გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან. ამის შედეგად გაიზარდა ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ხელმძღვანელი "დარწმუნებულია", რომ უკრაინის ძალებს შესწევთ უნარი, დაიბრუნონ მეტი ტერიტორია

ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის "დარწმუნებულია", რომ უკრაინა მზად არის დაიბრუნოს მეტი ტერიტორიები. ეს მან თქვა კიევის მოკავშირეთა შეხვედრაზე გერმანიაში. "დარწმუნებული ვარ, ახლა ისინი შეძლებენ უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას", განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 21 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვედრის ფარგლებში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო "ყველა განსხვავებული შესაძლებლობების, სისტემების, მარაგების, აღრიცხვა, რომლებიც სჭირდებათ უკრაინელებს იმისთვის... Читать дальше...


Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Фото-ловец: в России представили инновационного бота для поиска своих снимков в потоке изображений

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Новости России

45% самарцев выбирают профессию только после школы

Объявлены победители ежегодного конкурса «Торговля России»

Они продавали Родину не имея чести. Кто готов признать правоту Пригожина и рассказать всю правду?

Безбилетница напала на контролера в Москве

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

На закате.

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *