Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 27.04.2023

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონიდან გაჟონილი ინფორმაციით, „ვაგნერი“ მოლდოვაში არეულობას გეგმავდა

2023 წლის თებერვალში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში არეულობას გეგმავდა. ეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს იმ საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

Radiotavisupleba.ge 

პუტინის განკარგულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია მოხდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტეს შეინარჩუნონ უკრაინის მოქალაქეობა, იქ ცხოვრება 2024 წლის 1 ივლისამდე შეუძლიათ. ამის შემდეგ, შესაძლოა განხორციელდეს მათი რუსეთში დეპორტაცია. პუტინის განკარგულების ცალკე პუნქტი ეხება იმ პირთა დეპორტაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორი შაჰინი: "საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ"

ავტორი: საბა გუჯაბიძე, "ამერიკის ხმა" დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“. „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს არ აქვს საკმარისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად - გაჟონილი ინფორმაცია

რუსეთის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, "როსგვარდიის", პერსონალის დეფიციტი ხელს შეუშლის რუსეთს სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - აღნიშნულია სოციალურ მედიაში გაჟონილ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა. 2023 წლის თებერვლის ბოლოს დათარიღებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ 2022 წლის აგვისტოში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მინიმუმ 27,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ევროკავშირის გზაზე - პოლონეთი გააქტიურების აუცილებლობას ხედავს

პოლონეთის მხარდაჭერა და მისი ძალისხმევა - დახმარებოდა საქართველოს ევროპისკენ სვლაში, არასოდეს აკვირვებდათ ექსპერტებს; თუმცა მათ სხვა რამ აფიქრებთ - არის კი თავად თბილისი მზად იმისთვის, რომ ისარგებლოს საერთაშორისო პარტნიორების შეთავაზებებით.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელი: „მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი იქნება“

საქართველოს ნაკრებმა ჰოკეიში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პირველად მოხვდა, მეორე ადგილი აიღო.

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი მონაწილეობს კონფერენციაში, რომელიც ლიბერალებს კოშმარის მოწყობას ჰპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. ღონისძიების ანონსში წერია, რომ  მთავარი ფოკუსი ლიბერალებისთვის კოშმარის მოწყობა იქნება და ამას ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანება უზრუნველყოფს.

Radiotavisupleba.ge 

სად დაიდგმება ვალერია ნოვოდვორსკაიას ძეგლი?

„გინდათ გაიგოთ, პუტინი ვინაა? ურჩხული, ბნელეთის მოციქული“, - ვალერია ნოვოდვორსკაიას ეს სიტყვები მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილში გაისმის. ფილმს „თეთრი პალტო“ ჰქვია. რეჟისორმა იგორ სადრეევმა ნებართვა მიიღო, ნოვოდვორსკაიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეესწავლა. გაესაუბრა დისიდენტის უახლოეს მეგობრებს: იგორ ცარკოვსა და კონსტანტინ ბოროვიჩს. რეჟისორი ჰყვება იმ ადამიანის ამბავს, რომელმაც ჯერ საბჭოთა კავშირს გამოუცხადა ბრძოლა, შემდეგ - რუსულ რეჟიმს. იუტუბზე ფილმი მილიონამდე ადამიანმა ნახა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოღანი მეორე დღეა დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს. თურქეთის ხელისუფლება პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებს უარყოფს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 26 და 27 აპრილს დაგეგმილი შეხვედრები და ღონისძიებები გააუქმა. თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ ამ ცნობებს "ჭორები" უწოდა და განაცხადა, რომ ერდოანი "ენერგიით სავსეა." სამშაბათს საღამოს ერდოანმა შეწყვიტა მონაწილეობა ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა კუჭის პრობლემების გამო. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტის ტვიტერზე გამოჩნდა შეტყობინება, სადაც მან მადლობა გადაუხადა გამოჯანმრთელების მსურველებს იმ "მცირე დისკომფორტის" გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიშკეკის სასამართლომ აკრძალა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის - „აზატიკ მედიას“ - საქმიანობა

ბიშკეკის ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კულტურის, ინფორმაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტროს მოთხოვნა, შეწყვიტოს „აზატიკ მედიის“, როგორც მასმედიის საქმიანობა. საუბარია რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურზე. გამოცემის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. კულტურის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა ამა წლის 23 იანვარს. უწყება მიიჩნევს, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი მომხდარი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვიდეომასალა არ არის აღებული და ვრცელდება სოციალურ ქსელებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ამხანაგები” რუსეთიდან, რომლებიც ქართველ დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ

სივრცე “ანტიზონა” თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს რუსმა აქტივისტებმა გახსნეს. ისინი აგროვებენ ფულს რუსი პოლიტპატიმრებისა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მარტის დასაწყისში კი გამოვიდნენ რუსთაველზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ. თუ ჭოროხის ქუჩაზე შავ ჭიშკარს შეაღებთ, იდილიურ მწვანე ეზოს დაინახავთ. “ანტიზონა” მარცხნივაა, ოთხსართულიან შენობაში. პირველ სართულზე ბარია. გამჭვირვალე მაცივარი ნახევრად ცარიელია, მასში მხოლოდ ლუდის ბოთლებია. ბარში 23 წლის რომა მუშაობს. არც ფოტოს გადაღება უნდა, არც საკუთარი გვარის თქმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს - მაშ როგორ გადასცემს ის წილს "ფორმულის" თანამშრომლებს?

დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულის” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხელ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ყოფილი ცოლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავად არის მსხვერპლი. იაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განმარტა, რომ კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს რენატა ბეგიაშვილმა კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და მის დახრჩობას ცდილობდა. როგორც გვაზავამ თქვა, შემთხვევის ადგილზე ნეიტრალური პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დეტალებზე საუბრობენ. „ვინმე ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - თბილისი ჭვრინისის ინციდენტის მონაწილეების დასჯას მოითხოვს

ერგნეთში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც წინ უძღოდა 27 აპრილს გამართულ შეხვედრას, იყო 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება. მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვმა ომში გაგზავნა სპეცრაზმი „ახმატ-1", რომელმაც 26 მებრძოლი დაკარგა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“. ქვედანაყოფის მცირე აღლუმისა და გამგზავრების კადრების ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. დანაყოფის რაოდენობა არ არის ცნობილი, ვიდეოზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 250-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფება. კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი წლებია, არ ყოფილა

თითქმის ბოლო 5 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით პირველად არის ასე მყარი. 2,5-ლარიან ნიშნულს დოლარი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს შემდეგ გადასცდა. 28 აპრილს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსია: 1 დოლარი - 2,4991 ლარი; 1 ევრო - 2,7605 ლარი. ბოლო 24 საათში ლარი დოლართან მიმართებით 0,28 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 0,56 თეთრით. ყველაზე დიდ კომერციულ ბანკებში ლარის კურსი ამ დროის [18:24 სთ] მონაცემებით ასეთია: "თიბისი ბანკი" დოლარი: ყიდვა - 2,452 ლარი; გაყიდვა - 2,542 ლარი; ევრო: ყიდვა - 2,684 ლარი; გაყიდვა - 2,814 ლარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული ბანკი ქართულ ლარში სავალუტო ოპერაციებს იწყებს

რუსული ბანკი Точка მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარშიც აწარმოებს. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში. იუწყებიან, რომ დოლარის, ევროსა და რუბლის გარდა, რომლის გადარიცხვაც შესაძლებელია ზოგ ქართულ ბანკში, შესაძლებელი გახდა  ლარში გადარიცხვები საქართველოს ყველა ბანკში. „გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ძაღლის მოკვლისთვის სასამართლომ კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კეშელავა მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თქვა, გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადვოკატმა სასამართლოს აცნობა, რომ მას ინფარქტი განუვითარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ცხოველთა უფლებადამცველები აღაშფოთა. „ეს ნიშნავს, რომ 3000 ლარად ყველას შეუძლია ქუჩაში მოკლას ძაღლი?!“ - ისმოდა კითხვა სხდომათა დარბაზში. კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობას შორის მასობრივი ჩხუბი სროლით დასრულდა, არიან დაზარალებულები

26 აპრილს ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონის სოფელ კურტათში მოხდა ჩხუბი დაახლოებით 50 ადამიანის მონაწილეობით. საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ჩხუბი იმდენად სასტიკი იყო, რომ მასში მონაწილე მინიმუმ 11-მა ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ტელეგრამის არხ Mash Gor-ის ინფორმაციით, დაზარალებულთაგან სამი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია, დანარჩენები- ინგუშეთიდან. ტელეკომპანია REN - ის ცნობით, ჩხუბის ორი მონაწილე, 1994 და 1999 წლებში დაბადებული მამაკაცები იმავე პრიგოროდნის რაიონის სოფელ კამბილევსკოედან არიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავდა. "მნიშვნელოვანია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მალხაზს მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5000 ლარი მიაკუთვნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში 102 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდადებული ნაცისტი გარდაიცვალა

გერმანიაში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდადებული, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი, 102 წლის იოზეფ შიუტცი. გასულ წელს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. თუმცა შიუტცმა განაჩენი გაასაჩივრა და ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია. სასამართლომ დაადგინა, რომ შიუტცი 1942-1945 წლებში იყო ნაცისტური საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. ბანაკში იმყოფებოდა დაახლოებით 200 000 პოლიტიკური პატიმარი, ებრაელები, გეები და ბოშები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს საზოგადოების ევროინტეგრაციის სურვილს. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ისაუბრა ბრიფინგზე, რომელიც ქართველ კოლეგასთან ერთად გამართა. "პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ბაბარიკა კოლონიაში თოთხმეტწლიან სასჯელს იხდის. მისი დიაგნოზი და მდგომარეობა უცნობია. ბაბარიკას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ იგი ნაცემი იყოს. "მეგობრებო, გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება", - ნათქვამია პოლიტიკოსის გუნდის ტელეგრამის არხზე. რადიო თავისუფლების ბელარუსულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი და პრემიერი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. მინისტრს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. "საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...


Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

В ближайшее время Путин посетит Вьетнам



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Музыкальные новости

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новости России

В России «немедленно» освободят заключенных одной категории

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Экология в России и мире

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *