Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 25.04.2023

Radiotavisupleba.ge 

„ოცნების“ ევროტური - რას ჰპირდება ხელისუფლება და რას ჰპირდებიან ევროპელი პარტნიორები?

„ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე კვირაში ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. საერთაშორისო პარტნიორებმა მათ რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა შეახსენეს.

Radiotavisupleba.ge 

ლავროვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ჩიხშია შესული

რუსეთი აფასებს გაეროს ძალისხმევას მარცვლეულის შეთანხმების განსახორციელებლად, მაგრამ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტი ჩიხში იმყოფება. ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მინისტრის თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცდილობს, მოლაპარაკება აწარმოოს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები გამოაცხადეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. კერძოდ, „როსსელხოზბანკი“, ლავროვის თქმით, კვლავ გათიშულია SWIFT-იდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დემოკრატიული რეფორმებისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა - ნატოს გზავნილი თბილისს

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება და აცხადებს, რომ სანაცვლოდ დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებას იმედოვნებს. სტოლტენბერგი ასევე ელის, რომ „ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას.

Radiotavisupleba.ge 

ნავალნი ჰყვება, როგორ ნადგურდება მისი საკვები

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს, მისთვის განკუთვნილი საკვების განადგურებაზე ჰყვება. ნავალნის თქმით, მას კოლონიაში თვეში ხუთი ათასი რუბლის დახარჯვის უფლება მიეცა. ათასი რუბლით ის ყიდულობს ჰიგიენურ ნივთებს, დანარჩენით კი - საკვებს. გამოდის დღეში 129 რუბლი. "სასადილოში შეგიძლიათ შეიძინოთ ორი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე მოხარშული კარტოფილი. შაბათ-კვირას - მოხარშული ბრინჯი. წიწიბურასთვის უკვე აღარ არის საკმარისი. მაგრამ უკვე ესეც კი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი გლუხოვსკი: "არჩევანი გაკეთდა საჯდომის თბილად შენახვის სასარგებლოდ"

დმიტრი გლუხოვსკი ერთ-ერთია იმ სამი რუსი მწერლიდან, ვინც იწინასწარმეტყველა რუსეთის დღევანდელობა. ერთი, რა თქმა უნდა, სოროკინია „ოპრიჩნიკის დღით“ და დისტოპიებით (მათ შორის „ტელურიით“, რომელიც პროგნოზირებს რუსეთის დაშლას ცალკეულ სახელმწიფოებად, რუსეთის ჩინეთიზაციას და ა.შ.), ასევე ვიქტორ პელევინი, რომელიც წინასწარმეტყველებს ტექნოლოგიურ დისტოპიებს (ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში ააფეთქეს პროპუტინისტი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ფსევდონიმად იყენებდა პელევინის პერსონაჟის ვლადლენ ტატარსკის სახელს) და გლუხოვსკის წიგნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პარლამენტიდან კანცელარისკენ მსვლელობით მიემართებიან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცველს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციის მონაწილეებმა. მათ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ ტრანსპარანტები გაშალეს და სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის ერთი ზოლი დაიკავეს. „წამალი, ბავშვებს!" „სოლიდარობა, ბავშვებს!" „ჯანმრთელი მომავალი, ბავშვებს!" - ამ შეძახილებით დემონსტრანტები თავისუფლების მოედნის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ - სოხუმი გალის რაიონს რუსი ტურისტებისთვის ამზადებს

აფხაზეთის ხელმძღვანელობა გალის რაიონის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას გეგმავს. გასულ კვირას, 30 წლის განმავლობაში პირველად, გალში აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ და ადგილობრივებს რუსი ტურისტების მოზიდვას დაჰპირდნენ.

Radiotavisupleba.ge 

კობა ხაბაზი: ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას!

22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.

Radiotavisupleba.ge 

კაცს, რომელმაც პრემიერის მამის სახლის ღობეს სატვირთო ავტომობილი დააჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დედოფლისწყაროელ 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს. მას სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება. ნივთის დაზიანებას ან განადგურება და  საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ  23 აპრილს,  გიორგი გოჩიტაშვილმა დედოფლისწყაროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის საცხოვრებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა მაკუნა გოჩიაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტი მათ დაპირდა კომუნიკაციაში დახმარებას. „პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მასთან შესახვედრად მივედით, ის სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ - მას ჰქონდა ექიმებთან კომუნიკაცია, მცოდნე პირებთან კონსულტაციები გავლილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ტოვებს ICC-ს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა (ANC) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ დატოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). გასულ თვეში ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტორიას, რომელიც მასპინძლობს ორგანიზაცია BRICS-ის წლევანდელ სამიტს, პუტინი უნდა დაეკავებინა, როცა ის შეხვედრაზე ჩავიდოდა. „დიახ, მმართველი პარტია მივიდა იმ დასკვნამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან  ბრიუსელში გამართულ შეხვედარს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის რეფორმის და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობას.     „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა ვიდრე ოდესმე გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვიორსტკა": პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან ომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში. ამის შესახებ ლაპარაკია გამოცემა "ვიოსტკის" გამოძიებაში. ჟურნალისტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებს ესაუბრნენ. თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინასთან ომის მიზეზი პუტინისთვის დიდწილად იყო ერთგვარი პირადი უკმაყოფილება და შურისძიების სურვილი. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უკვე მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, წერს „ვიორსტკა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კაცი, რომელიც პარლამენტთან "მონა ლიზას" ყვიროდა, მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც 2 მარტს პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავა პოლიციამ, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 აპრილს, გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე ნიკა კვიტატიანი თავად ესაუბრა რადიო თავისუფლებას. იმ დღეს კვიტატიანი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილის ქუჩაზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ყვიროდა "მონა ლიზას". დაკავების მომენტი ასახულია ვიდეოკადრებშიც. "დამაკავეს, როცა ვსკანდირებდი "მონა ლიზას". ამ დროს დამაკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შშმ პირები და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

საქართველოს მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით მიმართავენ. ერთობლივ განცხადებაში საუბარია პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანის მნიშვნელობაზე. "ცხადია, ყველა მედიკამენტის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი მართვა და ყველას აქვს გვერდითი ეფექტები, რაც სათანადო მართვის პირობებში უნდა დარეგულირდეს - ეს არ გახდეს მედიკამენტის შემოტანაზე უარის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმებზე - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და მიესალმება მის გაწვევას. 25 აპრილს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დახურული შეხვედრის წინ, საერთო, მოკლე პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს: „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედი მაქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. როგორც საქართველოს მთავრობის პრესცენტრი იუწყება, განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 პირობის შესრულების პროცესი და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ დააკავა ყირიმელი თათარი აქტივისტი აბდურეშიტ ჯეპაროვი

რუსეთის სამართალდამცველებმა დააკავეს ყირიმელი თათარი აქტივისტი აბდურეშიტ ჯეპაროვი. მანამდე მისი ბინა გაჩხრიკეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „კრიმსკაია სოლიდარნოსტი“ იტყობინება. აქტივისტის ნათესავების სიტყვებით, სამართალდამცველები დილით ადრე მივიდნენ ბინაში, ყველას ჩამოართვეს ტელეფონები და არ მისცეს ადვოკატის გამოძახების საშუალება. „ჩხრეკა ნახევარი საათის წინ დასრულდა. ის წაიყვანეს. ადვოკატის გამოძახება ვერ მოვასწარით. ჩხრეკის დროს სახლში იყვნენ მისი ცოლი და 14 წლის ქალიშვილი“, - განაცხადა ჯეპაროვის ნათესავმა ქალმა.

Radiotavisupleba.ge 

აფხაზური ოპოზიცია „მინისტრთა კაბინეტის“ გადადგომას მოითხოვს

ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისგან, ასლან ბჟანიასგან, მოითხოვს, ორ კვირაში დაითხოვოს „მინისტრთა კაბინეტი“. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ავრცელებს. „თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და ხელს არ მოაწერს ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს გამოაცხადებენ“ , - თქვა ვეტერანთა ორგანიზაციის, „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დააყადაღეს ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის აქტივები, რომლებიც 27 მლნ დოლარზე მეტი ღირს

უკრაინაში დააყადაღეს ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის, მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს აქტივები ერთ მილიარდ გრივნამდე (27 მილიონ დოლარზე მეტი). ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU-მ) გამოაცხადა. საქმე ეხება ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ს. როგორც უწყება აცხადებს, მარჩენკო ამ აქციებს ფლობს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით. „აქტივების დაყადაღების შედეგად შეუძლებელი გახდება მათი გაყიდვა ან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IRI: მოსახლეობის მეოთხედი ხელისუფლების ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკის კურსს "პრორუსულად" მიიჩნევს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის კურსი "პრორუსულია", ხოლო 20%-ის აზრით, იგი უფრო "პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური". გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი უდიდეს პოლიტიკურ (87%) და ეკონომიკურ (76%) საფრთხედ რუსეთს ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გასული წლის მაჩვენებელთან (59%) შედარებით, შემცირებულია რუსეთთან შემდგომი დიალოგის მხარდამჭერთა რიცხვი - წელს იგი 53%-ია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკუნა გოჩიაშვილი - "რა სერვისებზეა საუბარი, საერთოდ ცოდნა არ ჰქონდათ!"

მაკუნა გოჩიაშვილი, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა მიმდინარე პროტესტის ფონზე, როცა მშობლები მთავრობისგან კონკრეტულ მედიკამენტს ითხოვენ, სახელმწიფოს მიერ სერვისების შეთავაზება არაადეკვატურად მიაჩნია: "დაპირება გაისმა, რომ დაგიფინანსებთ ცურვას, მასაჟებს - რაც აქამდეც გვეკუთვნოდა... პეტრე რომ გავაჩინე, ინფორმაციაც კი არ არსებობდა ქართულად რომ წამეკითხა. პედიატრებიც არ არსებობდნენ, ძლივს ვიპოვნე ერთი პედიატრი, რომელმაც ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა, ინგლისურ ენაზე, ჯერ გადათარგმნილიც არ ჰქონდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს. ბაიდენი ამჟამად 80 წლისაა და უკვე არის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. თუ მას 2024 წელსაც აირჩევენ პრეზიდენტად, საპრეზიდენტო ფიცს ის 82 წლის ასაკში დადებს, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს კი 86 წლის იქნება. ბაიდენი ფსონს დებს იმაზე, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიღწეული და ვაშინგტონში მუშაობის 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გადაწონის მის ასაკთან დაკავშირებულ შიშებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IRI: მოსახლეობის 89% EU-ში, 80% კი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 75% საქართველოს ევროინტეგრაციას "სრულად", ხოლო 14% "ნაწილობრივ" უჭერს მხარს. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება "მკვეთრად" ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, საკვლევ კითხვაზე, "რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - "ეკონომიკის გაძლიერება". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს - საქმე ე.წ. ქოლცენტრებს ეხება

ალბათიში დააკავეს საქართველოს 24 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი. ყახაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტთაღლითების ქოლცენტრში მუშაობდნენ. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ონლაინ ბრიფინგზე ისაუბრა ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ. დამატებით დეტალები არ გახმაურებულა. ყაზახური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об открытии в Магадане школ для ИТ-специалистов

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Музыкальные новости

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Новости России

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России

Экология в России и мире

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

На закате.

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *