Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 13.04.2023

Radiotavisupleba.ge 

FBI-მ პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების უდიდეს გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების 21 წლის თანამშრომელი, ჯეკ ტეიშეირი, აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მან პირადი მონაცემები მეგობრებს ჩათში გაუზიარა. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია Fox News-მა და New York Times-მა გაავრცელეს. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმაც დაადასტურა. გამოძიება მიუთითებს იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელიტოპოლში ერთ დღეში მეორედ მოხდა აფეთქება

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, აფეთქება ერთ დღეში მეორედ გაისმა. "მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებისა და სროლის ხმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა“, - ამის შესახებ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფმა ქალაქის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა. მანამდე ფიოდოროვმა 13 აპრილის შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ.  ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურის განცხადებით, „ქოლ-ცენტრების" საქმეზე სხვა ქვეყანაში ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინპლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად. პროკურატურა მიუთითებს, რომ ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“აგერ ამათი მინისტრი, ფეხით მოვიდა” - ევროპის შუაგულში გაფიცული ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

თითქმის ერთი თვეა გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს  გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას  ხელფასებს  სთხოვენ  და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ნუგზაროვიჩი და სხვები - აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკირები უნგრეთში

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოსკოვში ვიზიტი დროში დაემთხვა ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა (IIB) და მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ამ ბანკს უნგრეთში რუსეთი აკონტროლებს.

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა. მისი აზრით, ვიზიტმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც ის აშშ-ში გამგზავრებას აღარ აპირებს. „როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს

სტრასბურგში ვიზიტის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც ის აცხადებს, წერილობითი თანხმობა გასცა პრეზიდენტის ვიზიტზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.  „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში. მთავრობის ადმინისტრაცია ასახელებს თარიღებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტსა და მარინკაში- უკრაინის გენერალური შტაბი

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს 11 საჰაერო იერიში და 20-ზე მეტის რაკეტა ესროლეს უკრაინის პოზიციებსა და დასახლებებს დონეცკის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 13 აპრილს ღამის ცნობაშია ნათქვამი. შტაბის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ძალები არ ამბობენ უარს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გეგმებზე და განაგრძობენ შეტევითი მოქმედებების კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიევკისა და მარინკის მიმართულებებზე. "ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკის ასაღებად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შეცვალეს "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ

პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა და ინიციატორ "ქართულ ოცნებას" შენიშვნებით დაუბრუნა. 12 აპრილს პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

Radiotavisupleba.ge 

"რიკოთით არ წავალ" - რა ხდება უღელტეხილზე?

„სოფელში აღარ წავალ“, „რიკოთზე გამვლელი მე არა ვარ“, „ნეტა ხიდები გამძლეა?“, „ნახვამდის, დასავლეთ საქართველოვ!“ - მარტის თვიდან მოყოლებული, სოციალურ ქსელში უამრავ ასეთ გამოხმაურებას ნახავთ, რიკოთზე, ჯერ მთის ფერდის ჩამოშლის, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ, ქვათა ცვენისა და მეწყრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ საშიში არაფერია, გააქტიურებული მეწყრული პროცესი ხშირი წვიმების ბრალია და არა რიკოთზე მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურებას ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტის გადადების საკითხზე განცხადებას აქვეყნებს. ის ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გადადებას მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებს.  „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდის სასჯელს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამკურნალოდ გაათავისუფლოს. როგორც "მედუზა" წერს ნავალნის ასეთი მიმართვის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის არ იცნობს სააკაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს, ასევე "სუსტი წარმოდგენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე", მაგრამ გადაწყვიტა, გამოეხატა აზრი, „როგორც პიროვნებასა და ქრისტიანს." „საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ 13 აპრილს გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლებელს გახდის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მიიღონ კომპენსაცია თავიანთი მარაგებიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ან 2023 წლის 9 თებერვლიდან 23 მაისის განმავლობაში შეცვლილი შეკვეთების სანაცვლოდ. "დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ევროკავშირის ლიდერების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა - რიკარდ იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა. როგორც იოზვიაკი წერს, საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი არ მიმართავს ევროპის პარლამენტის პლენარულ სესიას სტრასბურგში, რომელიც მომავალ კვირას იყო დაგეგმილი. „ითქვა, რომ ის ქართულმა მხარემ გააუქმა", - აღნიშნა მან. რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი კონკრეტული ახსნის გარეშე გააუქმეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამილახვარმა დეგნანს მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა დიპლომატთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება. „გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

ნორვეგიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოსლოში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ისინი დასახელებულნი არიან დაზვერვის ოფიცრებად, რომლებიც ახორციელებდნენ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას. მათ ქვეყანა უნდა დატოვონ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნიკენ ჰუიტფელდმა გაძევებას უწოდა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლისა და შემცირების მიმართულებით." შეტყობინებაში მოსკოვი ოსლოსთვის ჯაშუშური საფრთხის მთავარ წყაროდ სახელდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინას აქვს სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო - უკრაინის ომბუდსმენი

მსოფლიოს რეაქცია სავარაუდოდ უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაზე, რაც ამ დღეებში მრავალ სოციალურ ქსელში გავრცელდა, არასაკმარისია,  აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი. დღეს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ვერ დაიცავს ვერც უკრაინა და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგან რუსეთი არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს. ამის შესახებ 13 აპრილს რადიო თავისუფლების პროექტს, "თავისუფლება.დილას", განუცხადა უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, დმიტრო ლუბინეცმა. სამშაბათს საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 18 აპრილს სტრასბურგში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. სწორედ ამ დღეს იგეგმებოდა მისი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე. ვიზიტის გადადების მიზეზები ადმინისტრაციას არ დაუსახელებია. ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ 18 აპრილს აპირებდა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მან გაიხსენა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოსულა.

Radiotavisupleba.ge 

ლარსზე გაჭედილები - მანქანების რუსეთში გადამყიდველები შველას ითხოვენ

მეოთხე დღე დაიწყო, რაც ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ასზე მეტი მძღოლი ღამეს მანქანაში ათევს. ისინი საზღვარს ვერ კვეთენ. რუსული მხარის ცნობით, გატეხილია მათი საბაჟოს მონაცემთა ბაზა და შეფერხებულია დოკუმენტების გაფორმება.

Radiotavisupleba.ge 

გვრიტიშვილის თქმით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი განაცხადა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე. მოსამართლემ კოლეგების ეს ნაბიჯი „სოლიდარობის ერთგვარ აქტად" შეაფასა. „მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყაროდ ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი სახელდება - WP

მრავალი წლის განმავლობაში პენტაგონის დოკუმენტების უდიდესი გაჟონვის წყარო აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი, რომელიც დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“. როგორც გამოცემა „ვოშინგტონ პოსტი“ წერს, იგი ამ ქაღალდებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები“. გამოცემამ მოახერხა დახურული ჩათის მონაწილეებთან დაკავშირება Discord მესენჯერში, სადაც გამოჩნდა საიდუმლო დოკუმენტები. ჩათი იმ გეიმერებს აერთიანებს, რომლებიც გატაცებულნი არიან იარაღით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ხუთი მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, სამს პატიმრობის ვადა შეუმცირდა, ორი კი გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. შეწყალებული პატიმრების ვინაობა ცნობილი არ არის.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის "ეფესბემ" უკრაინის მოქალაქე დაადანაშაულა ბლოგერ ტატარსკის მკვლელობის მომზადებაში

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ("ეფესბე") უკრაინის 35 წლის მოქალაქე იური დენისოვი დაასახელა, როგორც პროსახელისუფლებო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის (მაქსიმ ფომინი) მკვლელობის მცდელობის მონაწილე. ტატარსკი 2 აპრილს მოკლეს პეტერბურგის ცენტრში. რუსეთის სპეცსამსახურის განცხადების თანახმად, დენისოვი ტატარსკის უთვალთვალებდა და მან გაუგზავნა ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მკვლელობის ჩადენისთვის იყო გამოყენებული. "ეფესბეს" გამომძიებლების თქმით, 2023 წლის თებერვალში დენისოვი კიევიდან ლატვიის გავლით ჩავიდა მოსკოვის ოლქში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

15 წლის მოზარდის მკვლელობისთვის 17 წლის ბიჭს პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის საბავშვო სტადიონზე 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს პატიმრობა მიუსაჯეს. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 12 წლის გატარება მოუწევს პატიმრობაში. 2022 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, 15 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამ შემთხვევას წინ უძღოდა რამდენიმე არასრულწლოვანს შორის დაპირისპირება. მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ერეკლე ცანავა იმავე დღეს დააკავეს. „მოსამართლემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ "საზღვარს" გახსნის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ. გადაწყვეტილება დღეს, 13 აპრილს მიიღეს ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. პერევის და რაზდახანის(მოსაბრუნი) ე.წ. გამშვები პუნქტები 14 აპრილს, დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიკეტება. როგორც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ წერს... Читать дальше...


Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Суд оштрафовал предприятие «Интерфин» на 100 тысяч рублей

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россия порождает нужные миру смыслы

В Москве водитель сбил 17-летнего подростка на электросамокате

Сотрудники Орехово-Зуевского лесничества провели экскурсию для любителей природы

Стоматолог Сумцова: фрукты в рационе и отказ от чая помогут сохранить белизну зубов

Музыкальные новости

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Новости России

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Лето удовольствий в Mango House Seychelles

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

112: посла Зимбабве в России Мутинири экстренно госпитализировали в Москве

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Бузова и "Зенит"

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Двигатель города на Неве: как «Грузовичкоф» участвует в жизни Санкт-Петербурга

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *