Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 09.04.2023

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ნიურნბერგის ტრიბუნალის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი

103 წლისა გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი. ფერენცი 1920 წელს დაიბადა უნგრეთში. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა, უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა. მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში. 27 წლის ასაკში ის გახდა ნიურნბერგის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ - ლაზარე გრიგორიდისის მამა

რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლაზარე გრიგორიდისის მამამ ბექა გრიგორიდისმა და მოუწოდა მათ გვერდში დაუდგნენ შვილის გათავისუფლებისთვის. ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს,  მას 7-8 მარტს გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებიან. „ლაზარე მართალი კაცია, ამას ყველას წინაშე ვიძახი. უბრალოდ მითხარით დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის არმია სამდღიანი მანევრებზე ტაივანზე ზუსტი დარტყმის ვარიანტებს ამუშავებს

8 აპრილს დაწყებული - სამდღიანი, მანევრების დროს ჩინეთი ამუშავებს ტაივანში შესაძლო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმის ვარიანტებს. ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი - CCTV. გასულ კვირაში აშშ-ში ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინვენის ვიზიტის შემდეგ მანევრებს ჩინეთმა უწოდა ავტონომიური ტერიტორიის ხელისუფლების „მკაცრი გაფრთხილება.“ ჩინეთის არმია კუნძულის ალყის ოპერაციას ამუშავებს. 8 აპრილს ტაივანის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ კუნძულის გარშემო ცაში ჩინეთის 70 გამანადგურებელი დაფრინავდა. ამავე ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან ენმ-ის ორგანიზებული აქცია დასრულდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. აქცია, რომლის სლოგანი იყო - "ერთად ევროპაში", პარტიის ახალგაზრდული ფრთის გამოსვლებით დაიწყო და პოლიტიკოსების მიმართვებით გაგრძელდა. ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მათი 4 მთავარი მოთხოვნა გააცნო და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მიტინგზე ასევე კვლავ გაისმა ფრაზა "სოხუმი! ცხინვალი!", რომელმაც 7-9 მარტის აქციებისას ოკუპირებულ აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია.

Radiotavisupleba.ge 

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნო

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას მოთხოვნები ჩამოუთვალა და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ხაბეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს პირველი მოთხოვნა 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა. შემდეგი მოთხოვნაა აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა, ექსპრეზიდენტ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარგველაშვილი: ჩვენ მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად

თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა. მისი თქმით 1989 წლის 9 აპრილსა და დღევანდელ 9 აპრილს აერთიანებს ის, რომ მაშინაც და ახლაც საქართველოს მთავრობა არის მოსკოვიდან მართული. "მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანების ხხოვნას, 1989 წლის 9 აპრილს აქ რომ იდგნენ უიარაღოდ, გაერთიანებული სამშობლოს სიყვარულით ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაურა.. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან აქციაზე ისევ გაისმა ფრაზა "სოხუმი! ცხინვალი!"

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და აქციის წამყვანმა ირაკლი ფავლენიშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ისევ ახსენა ფრაზა "სოხუმი! სოხუმი! ცხინვალი! ცხინვალი!". 7-9 მარტის აქციებისას ეს ფრაზები ოკუპირებულ აფხაზეთში ომის მუქარად აღიქვეს. "წინა ჩემი გამოსვლისას მარტის თვეში აქცია რომ იყო, გალიდან იყო ძალიან ემოციური წერილი, რომელიც წავიკითხეთ. მერე ბუნებრივად ხალხში დავიწყეთ სკანდირება სოხუმის და ცხინვალის. გამოვიდნენ სეპარატისტული, იგივე რუსული რეჟიმის წარმომადგენლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან ენმ-ის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქცის სლოგანია - "ერთად ევროპაში". "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მეტროს სადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით უერთდებიან. აქციას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები საქართველოს რეგიონებიდან. აქციის მთავარი მოთხოვნებია ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაგნერი“ იარაღის შესყიდვას აპირებდა თურქეთისგან - პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვა

ამერიკელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს პენტაგონის და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის დეტალები, რომელიც ეხება უკრაინის და რუსეთის თავდაცვისუნარიანობას. ამ დოკუმენტებიდან ჩანს ასევე აშშ-ის სპეცსამსახურების მხრიდან ამ ქვეყნების თვალთვალის ხარისხი. აშშ-ის ორი გაზეთი: The New York Times-ი და Washington Post-ი აანალიზებენ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის დეტალებს. დოკუმენტებიდან სხვათა შორის, ჩანს, თებერვლის დასაწყისში, კერძო სამხედრო გაერთიანების“, ვაგნერის“ წარმომადგენელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალები არ ესწრებოდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატში 9 აპრილისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ ღონისძიებაზე მიწვევის მიუხედავად მისვლაზე უარი განაცხადა ზოგმა ქალმა. „ვწუხვარ რომ დღეს ვიღაცებმა არ მოისურვეს მოსვლა და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიკულად არა მიკერძოებულად არამედ ყველას იმისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა სააღდგომოდ რუსებს მიმართა და დაგმო ძალადობა ახლო აღმოსავლეთში

9 აპრილს დედამიწის ქრისტიანების დიდი ნაწილი აღნიშნავს აღდგომის დღეს. რომის პაპმა, ფრანცისკემ საზეიმო-სააღდგომო მესა გახსნა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომელიც უამრავი ყვავილით მორთეს და სადაც ათასობით ადამიანი, რომის მოქალაქეები და ქალაქის სტუმარი, შეიკრიბა. პაპმა თავის ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში რუსებს სთხოვა, მოძებნონ სიმართლე მათი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შესახებ და ასევე, ბოლო დღეების ძალადობის შემდეგ მიმართა ისრაელებს და პალესტინელებს, დიალოგი გამართონ. „დაეხმარე საყვარელ უკრაინელ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებასაც აინტერესებს ინფორმაცია, რომელსაც მოსამართლეების სანქცირება ეყრდნობა - ტურავა

არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ინფორმაცია და წყაროები, რომელსაც ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება ეყრდნობა, აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა. „იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ექნება, კომუნიკაცია ურთიერთობები სახელმწიფო დეპარტამენთან, ამერიკის მხარესთან და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. ისინი იტყვიან: ეს რა მტკიცებულებებზე რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება იყო და შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა სხვა რა - ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ წუხს,  იმის გამო, რომ დღეს უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის უალტერნატივობის დაცვა. „იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნსტივო მომავალი არის ევრობა.  აბა სხვა რა? -  ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია?  ჩვენ კარგად ვიცით რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იერუსალიმში წმინდა ადგილზე დაძაბულობა იზრდება სირიიდან სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი დაუშინეს სირიაში სამიზნეებს მას მერე, რაც ჩრდილო-აღმოსავლელი მეზობლის ტერიტორიიდან იშვიათი თავდასხმა მოხდა ისრაელის მიმართულებით. ამ დროს იერუსალიმში, ებრაელთა და მუსლიმთა შორის დაძაბულობა იზრდება წმინდა ადგილზე, სადაც ერთდროულად ტარდება რელიგიური რიტუალები. AP-ის თანახმად, ათასობით ებრაელი მლოცველი შეიკრიბა პასექის აღსანიშნავად იერუსალიმის დასავლეთ კედელთან, მათ უწმინდეს ადგილზე, სადაც ებრაელებს ლოცვა შეუძლიათ. დასავლეთი კედლის თავზე, "ტაძრის მთაზე" მდებარეობს ალ-აქსას მეჩეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

II მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს, გააერთიანოს ყველა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, „ვაკის პარკში“ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გადაგეკთდეს იმგვარად, რომ გააერთიანოს ყველა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. „თუ გვიჭრის გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში ვიყოთ გაერთიანებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და დაამატა: „უფრო ღირსეული იქნება, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 წლის გოგონა დაიღუპა

9 აპრილის ღამით ზაპოროჟიეზე რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის გოგონა დაიღუპა - იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის თანახმად, ორი რაკეტა მოხვდა კერძო საცხოვრებელ სახლს. როგორც საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო იტყობინება ტელეგრამის არხით, შენობის ნანგრევებიდან მოხერხდა ქალის - დედის, ამოყვანა, მაგრამ 50 წლის მამა და 11 წლის გოგონა დაიღუპნენ. ცნობით, ოჯახის კიდევ ერთი წევრი, უფროსი და, სტუმრად იყო თავდასხმის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ. სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე ქალების მნიშვნელოვან წვლილზე. ამის შემდეგ კი ჯილდოს შესახებ გამოაცხადა. „ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ეძღვნება ყველა ქალს - 9 აპრილის ქალებს, მათ ვინც, ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი: ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აღდგომას ულოცავს მათ, ვინც დღესასწაულს 9 აპრილს აღნიშნავენ.  „კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს - გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.  ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობა, ერთობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!“ წერია ზურაბიშვილის ფეისუბკზე გამოქვეყნებულ პოსტში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა“ - პრემიერი ღარიბაშვილი 9 აპრილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის 34-ე წლისთავს საკუთარ ფეისბუკზე განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ „დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა“. „ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის მედიის ცნობით, ირანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკება გამართეს ქვეყნებს შორს დაძაბულობის ფონზე

ირანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, განიხილეს „პრობლემები და გაუგებრობები“ ორ ქვეყანა შორის ორი სატელეფონო საუბრის დროს, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია 8 აპრილს. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის საუბრები შედგა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ბაქომ ოთხი ირანელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან „პროვოკაციული ქმედებისთვის“. მათი გაძევება მოხდა ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბაქომ კავშირები გააუმჯობესა თეირანის მოსისხლე მტერ ისრაელთან. გასულ კვირაში ბაქომ საელჩო გახსნა ისრაელში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Twitter-მა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს შეზღუდვები გაუუქმა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას ეკუთვნის, და რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა მილიარდერმა ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გააუქმა ადრე არსებული შეზღუდვები რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ანგარიშებზე. ამის შესახებ იტყობინება The Telegraph. გამოცემამ გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ Twitter-ზე ძიება კვლავ იძლევა ბმულებს, კერძოდ, კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშებზე. ისინი, ჩანს ასევე რეკომენდებული ანგარიშების სიებში. ... Читать дальше...


Полпредство Татарстана посетили коллеги из Алтая для изучения опыта работы

Мурашко: результаты доклинических испытаний вакцины от рака будут к концу года

Россиянин по ошибке получил зарплату в 1,7 млн рублей и отстоял ее в суде

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях

«Сумасшедшая бабка»: как звезда 90-х Татьяна Макарова проводит старость

Мурашко: результаты доклинических испытаний вакцины от рака будут к концу года

Двое взрослых и один ребенок погибли в ДТП с фурой в подмосковном Одинцово

Музыкальные новости

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация!

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»

Новости России

Двое взрослых и один ребенок погибли в ДТП с фурой в подмосковном Одинцово

Двое взрослых и ребенок погибли в ДТП с фурой в Одинцово

Мурашко: результаты доклинических испытаний вакцины от рака будут к концу года

Минстрой: Площадь аварийного жилья в РФ выросла более чем полтора раза

Экология в России и мире

«В девять лет я уже был очень любвеобильным». Актер Михаил Богдасаров вспомнил детство в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3  

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Производители кроссовок New Balance и Under Armour подали около 1000 исков к российским продавцам

Об отношении к русским в Азербайджане

Спорт в России и мире

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»

Moscow.media

В Москве арестовали бывшего замглавы Росприроднадзора по делу о мошенничестве

SURREAL NAMIBIA

Роман Старовойт выразил готовность оказывать дальнейшую поддержку в строительстве Ленского моста в Якутии

Хакеры начали «прикидываться» соискателями и подсовывать вредоносные ссылки







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *