Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2023

Новости за 17.04.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახები ირანს "საჩვენებელი სასამართლოსთვის" აკრიტიკებენ

ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ოჯახებს იმ პირებისა, რომლებიც დაიღუპნენ 2020 წელს, ირანის მიერ უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, აკრიტიკებს და "საჩვენებელ სასამართლოს" უწოდებს განაჩენს, რომელიც ირანის სასამართლომ დამნაშავეებად მიჩნეულ პირებს გამოუტანა.  უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, ნომრით PS752 ჩამოვარდა 2020 წლის 8 იანვარს, როცა კიევისკენ მიფრინავდა - რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი შეეწირა.  რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალური უარყოფის გავრცელების შემდეგ, ირანმა აღიარა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო

ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო, იმ წლების აღიარების ნიშნად, რომელთა განმავლობაშიც ის ქვეყნის კანცლერად მსახურობდა. პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 17 აპრილს მერკელს მიანიჭა ორდენი "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" და დიდი ჯვარი, ოთხი ვადით კანცლერობისას მისი მიღწევების გამო.  "16 წლის განმავლობაში თქვენ გერმანიას ემსახურეთ მიზანსწრაფულობით, სიბრძნით, ვნებით" - უთხრა შტაინმაიერმა მერკელს და მიწვეულ სტუმრებს თავის გამოსვლაში, რომელიც ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში წარმოთქვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2023-ში დიდია ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფრო დაახლოების შანსი

1. გადადგამენ თუ არა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? რა უნდა იცოდეთ: ევროკავშირისთვის 2023 საკვანძო მნიშვნელობის წელია გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც კავშირში მიიღეს, ხორვატია იყო (2013) და 2020 წელს დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად დაპატარავდა. უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი, რომ კავშირის 27 წევრს რომელიმე ახალი ქვეყანა შეემატება. მაგრამ ბრიუსელში მომწიფდა იმის რწმენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ აიკრძალა უკრაინული პროდუქცია - პოლონეთისგან ბევრი არ მოელოდა ამას

პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სურსათის იმპორტის აკრძალვა სლოვაკეთმაც გადაწყვიტა. თუმცა ყველაზე მეტად ბევრს ეს სწორედ პოლონეთისგან გაუკვირდა - რუსეთთან ომში უკრაინის ყველაზე მტკიცე ქომაგისგან და მოკავშირისგან.

Radiotavisupleba.ge 

დაპირისპირება "სისხლიან მაროდიორსა", "ბინძურ მატყუარას" შორის - რა ხდება სუდანში?

სუდანში ღია სამოქალაქო ომში გადაიზარდა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ლიდერებს, გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და გენერალ მოჰამედ ხადმან დაგალოს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ.

Radiotavisupleba.ge 

"სახელმწიფო შეგჭამს" - რუსეთში "ღალატის" განაჩენის ეპოქა დაიწყო

კრემლის მოწინააღმდეგე ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი ბრალდება „სახელმწიფო ღალატია“. მაგრამ კარა-მურზას საქმე გამონაკლისი არ არის. ღალატის განაჩენი რუსეთში წესი ხდება - სახელმწიფო წარმატებით ეძებს და პოულობს "მოღალატეებს" - ისევე, როგორც სტალინის ეპოქაში.

Radiotavisupleba.ge 

სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაამარტივოს ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან ენგურის ხიდის გავლით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში. ენგურგაღმა ბევრი ფიქრობს, რომ ასლან ბჟანიას ბრძანება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, ასვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კონკრეტული ჯგუფების ბიზნეს-ინტერესებს. დოკუმენტი, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 31 მარტს მოაწერა ხელი, შეიცავს ენგურის გამყოფ ხაზზე განბაჟებისთვის ნებადართული საქონლის ჩამონათვალს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია

რუსეთში აშშ-ის ელჩმა ციხეში მოინახულა ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა დაპატიმრებული. ელჩმა ლინ ტრეისიმ ტვიტერით დაწერა, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი 17 აპრილს მოინახულა ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების საპატიმროში. "ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევანთან შეგვიშვეს, 2 კვირის წინ მისი არამართებული დაკავების შემდეგ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის სიძილიერეს ინარჩუნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვდივართ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით" - წერს ტრეისი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

gulagu.net: "ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ჰყვება

პროექტმა gulagu.net გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი ორი ადამიანისა, რომლებიც თავს უწოდებენ ყოფილ მსჯავრდებულებს და შემდეგ უკრაინაში გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლებს - რის შედეგადაც ისინი შეწყალებულ იქნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ. ჩანაწერში პირები ირწმუნებიან, რომ იყვნენ ომის ბევრი დანაშაულის მოწმეები და თანამონაწილეები. აზამატ ულდაროვს და ალექსეი სავიჩევს gulagu.net მოიხსენიებს "ვაგნერის" ქვედანაყოფების ყოფილ მეთაურებად. ნათქვამია, რომ მათი შეწყალების ბრძანებებს ხელი მოეწერა გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელია ახალი ოფისის გახსნაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომელშიც უარყოფითად არის შეფასებული ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური ოფისის გახსნა, ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მელია ახალი ოფისის გახსნას ოპოზიციური აზრის კონსოლიდაციას უკავშირებს.  „გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვი ჩავიდა ბრაზილიაში, რომლის პრეზიდენტიც ითხოვს მუშაობას უკრაინის მიერ უარყოფილ სამშვიდობო წინადადებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა ბრაზილიაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან.  17 აპრილს ლავროვის ვიზიტის ფონია ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა დიპლომატიური მიდგომის მიმართ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად - მიდგომის, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი ეწინააღმდეგებიან. ლულამ, რომელიც გამოვიდა მოწოდებით ქვეყნების ჯგუფმა, მათ შორის ბრაზილიამ და ჩინეთმა შუამავლის როლი იკისრონ მშვიდობის დასამყარებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თებერვალში შემცირდა ევროკავშირის მიერ უკრაინელებისთვის გაცემული დროებითი თავშესაფრის ნებართვათა რაოდენობა

თებერვალში ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში შემცირდა უკრაინელებზე გაცემული დროებითი თავშესაფრის ნებართვათა რაოდენობა. 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 4 მილიონზე მეტი ნებართვა გასცეს უკრაინის მოქალაქეებზე - იუწყება ბლოკის სტატისტიკური ინსტიტუტი, Eurostat-ი. თუმცა უკრაინელთა შედინება ბლოკში თითქოს იკლებს, 26 სახელმწიფოდან 19-ში აღინიშნება გაცემულ ნებართვათა რაოდენობის შემცირება.

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლა ჩვენი სახლიდან ერთ კილომეტრშია - სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქე

მამუკა მარკოზაშვილი ერთ-ერთია იმ 30-მდე საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელიც სუდანის დედაქალაქში ევაკუაციის დაწყებას ელოდება. სხვა ქართველების მსგავსად ის ხართუმში სამსახურიდან მივლინებით არის ჩასული - ის ავიაკომპანია MyWay Airlines-ში მუშაობს. მარკოზაშვილთან ინტერნეტის პრობლემის გამო კომუნიკაცია მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იყო შესაძლებელი. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ არეულობა ქალაქში მოულოდნელად დაიწყო. "ჩვენი კომპანიიდან მივლინებაში 13 ადამინები ვართ, მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს კრემლის კრიტიკოს კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობის მისჯას

ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - მოსკოვში 25 წლით მიუსაჯეს პატიმრობა სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მისი გათავისუფლების მოწოდებები. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, რომელიც სავსე იყო ჟურნალისტებით, დიპლომატებით და კარა-მურზას მხარდამჭერებით, განაჩენი 17 აპრილს გამოიტანა - ერთ წელიწადში მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის გამოჩენილი პიანისტი აჰმად ჯამალი

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის გამოჩენილი პიანისტი აჰმად ჯამალი. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა The Washington Post-ს. კრიტიკოსები აჰმად ჯამალს 60 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მუსიკოსად. ჯამალმა, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1944 წელს დაიწყო, დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის მუსიკოსთა რამდენიმე თაობაზე და საერთოდ დიდი წვლილი შეიტანა ჯაზის განვითარებაში. აჰმად ჯამალი პიტსბურგში დაიბადა, ფორტეპიანოს დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. მისი მასწავლებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუდანში ჩარჩენილთა შორის საქართველოს 20-მდე მოქალაქე კომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია

სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის უმრავლესობა ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კილნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მათთან, ოჯახის წევრების მსგავსად, ხშირი კონტაქტი აქვთ. "არამარტო ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ მხარეები უახლოეს საათებში შეთანხმდებიან დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუდანში 30-მდე ქართველია, უსაფრთხოდ არიან - მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ახლა 30-მდე საქართველოს მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფრთხოდ არიან და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ. "კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი: უკანასკნელ დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქში 60-ზე მეტი იერიში მოიგერიეს

უკრაინის ძალებმა რუსეთის ჯარების იერიშების რამდენიმე ტალღა მოიგერიეს დონეცკის ოლქში, განაცხადეს 17 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. ამავე დროს რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო და საავიაციო იერიში განახორციელა დასახლებულ პუნქტებზე სამხრეთის ორ ოლქში. არის მსხვერპლი და ნგრევა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა S-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით 25 სარაკეტო დარტყმა და 42 საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქებზე - ზაპოროჟიესა და კომიშუვახაზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათ ოჯახებთან - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა საქართველოს საელჩო თურქეთში. განცხადებაში ისინი არ აკონკრეტებენ, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ახლა სუდანში. "საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - აცხადებენ უწყებაში. მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომ ქართველებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, სამინისტროში განმარტავენ, რომ რამდენიმესაათიანი დერეფანი მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის იყო განკუთვნილი.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისა და სხვა ბრალდებების გამო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ მის კრიტიკასთან არის კავშირში. სასამართლო პროცესისა და განაჩენის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება. კარა-მურზას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო დახურულ რეჟიმში, ვინაიდან მასალები გასაიდუმლოებულია. კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და დაუფარავად აკრიტიკებს სასამართლო პროცესს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელგოროდში ხანძრები გაჩნდა სავარაუდოდ დრონების შეტევის შედეგად

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში ხანძრები გაჩნდა ორ სამოქალაქო ობიექტზე. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. რა ობიექტებზეა ლაპარაკი, გლადკოვს არ დაუზუსტებია. ცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ მან დაწერა, რომ ხანძრები ჩააქრეს, მსხვერპლი არ არის. ადრე ტელეგრამში იტყობინებოდნენ აფეთქებებზე ბელგოროდში და გამოაქვეყნეს ხანძრების ვიდეოები. წინასწარი მონაცემებით, საქმე ეხება უპილოტო საფრენი აპარატების იერიშს. ზოგი წყარო წერს, რომ დარტყმა განხორციელდა თბოელექტროსადგურზე, სხვები იტყობინებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ხედავს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს მართლმადიდებლობა - ინტერვიუ

16 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომა აღნიშნა. რადიო თავისუფლება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორს, თეოლოგ ირაკლი ორჟონიას ესაუბრა, თემაზე: როგორ ხედავს ქრისტიანული სწავლება ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს? -საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას ცოდვით დაცემული ადამიანის გამოხსნის ფუნქცია ჰქონდა. მაგრამ რა იგულისხმება ამაში? -ყველა ადამიანი ცალკე ჰიპოსტაზი ვართ, მაგრამ ადამიანური ბუნება ერთი გვაქვს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დანილოვი: ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ჩინური იარაღის გამოყენებას

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის მიერ ჩინური წარმოების იარაღის გამოყენება არ შეუნიშნავთ. ამის შესახებ დანილოვმა ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა. „დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს. აქ რომ გამოჩნდნენ... გახსოვთ, როცა ირანული დრონები გამოჩნდა, ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. მეტიც, ნაწილებად დავშალეთ და ოფიციალურად მივმართეთ იმ ქვეყნებსაც, რომელთა წარმოების კომპონენტებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ, პაციენტმა ბოკერიას კლინიკის ინვენტარის დაწვა სცადა

თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში, წუხელ სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს. კლინიკის ერთ-ერთ პალატაში, სავარაუდოდ, პაციენტმა ინვენტარის დაწვა სცადა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, მან ცეცხლი წაუკიდა პალატაში საწოლსა და თეთრეულს. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა. "არაფერი არ იყო, დაკვამლიანება იყო და დამთავრდა ყველაფერი. ყველა და ყველაფერი კარგად არის. მეხუთე სართულზე იყო... შემთხვევით იყო", - უთხრეს კლინიკაში "TV პირველს". საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ნაღმზე აფეთქდა 750 მოქალაქე

ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმებთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხება. უკრაინიდან ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ნაღმზე აფეთქებული სამოქალაქო პირების შესახებ. ყველაზე მეტი დაშავებული ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდანაა. ეს ტერიტორიები მანამდე რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო კიდევ უფრო იზრდება მოქალაქეთა ნაღმზე აფეთქების ხიფათი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნაღმზე აფეთქების 750 შემთხვევა აღირიცხა, მათგან ყოველი მე-7 იყო ბავშვი. Читать дальше...


В селе Шаховское простятся с бойцов СВО

Масштабный сбой произошел в работе мессенджера Telegram

Суд в Москве арестовал замгубернатора Тюменской области Вахрина по делу о взятке

Сложно поверить, но Рокоссовского арестовали по доносу с обвинением в измене: Маршал даже представить не мог кто это сделал!



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Дегтярёв: на физкультуру и спорт в России оценочно тратится полтриллиона рублей

Две брянские спортсменки в составе сборной России выступят на Спортивных играх стран БРИКС

Подмосковные УК расчистили от захламления еще 2 тысячи холлов в домах

Тикнизян: «Я очень рад за «Локомотив»

Музыкальные новости

Орловские хоккеисты из «Ледового поколения» поборолись в Сочи за «Кубок Содружества»

Низкой ставки не будет, задумка ЦБ понятна без лишних слов. Экономист указал на большую опасность

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия

Новости России

Основатель компании «Столичные врачи» Куликов получил семь лет тюрьмы

Живу в Москве, но купил «Ниву» и не жалею: отзыв владельца

Юные музыканты из Долгопрудного выступят на выставке «Россия» на ВДНХ

Самолет смог вылететь из Бишкека в Москву из-за птиц

Экология в России и мире

Новые электрические щетки Revyline RL 085 Black доступны в филиале марки в Ставрополе

Производители кроссовок New Balance и Under Armour подали около 1000 исков к российским продавцам

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Какие украшения будут в моде летом 2024 – подборка стилиста «585*ЗОЛОТОЙ»

Спорт в России и мире

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции

Moscow.media

В этом году планируют заключить контракт на реконструкцию еще одного участка трассы Р-23 в Ленобласти

Роман Старовойт выразил готовность оказывать дальнейшую поддержку в строительстве Ленского моста в Якутии

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Керчи

Гора Бабырган







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *