Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Апрель
2023

Новости за 23.04.2023

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მსჯელობს სანქციების დაწესებაზე სერბულენოვანი RT Balkan-ისთვის

ევროპის კავშირი მსჯელობს სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სერბულენოვანი ტელეარხის, Russia Today Balkan-ისთვის (RT Balkan). ამის შესახებ დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ევროპის კომისია კრემლის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო. წყაროების თქმით, დაგეგმილი სანქციების წინასწარ ნუსხაში ასევე შედის „აკრძალული მედიასაშუალებების, მათ შორის Russia Today Balkan-ის, სიის გაფართოება.“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ძალოსნობაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი უმძიმესი წონითი კატეგორიის - +109 კილოგრამის შეჯიბრებით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. მსოფლიოს უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ტალახაძემ პირველ მოძრაობაში - ატაცში 222 კილოგრამი მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ასევე ოქროს დაეუფლა აკვრაშიც, ორი ცდის შემდეგ დაფიქსირებული 252 კილოგრამით და ორჭიდის ჯამშიც - 474 კილოგრამით. ლაშა ტალახაძე ევროპის შვიდგზის, ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია.

Radiotavisupleba.ge 

სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაყვანილი იქნენ მეტად უსაფრთხო ადგილას, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიების ერთობლივი მუშაობით მოხერხდა  საქართველოს მოქალქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა  იმ ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი დაძაბულობაა მთიანი ყარაბაღის რეგიონში

23 აპრილს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს სამხედრო მომარაგების მიწოდებასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაჩენაში მთიანი ყარაბაღის მახლობლად. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანის მხარემ ჩაკეტა ხიდი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვარზე, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მდებარეობს, ე.წ. „ლაჩინის დერეფანში“. თავის მხრივ ბაქომ განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები განალაგა სომხეთის საზღვარზე, ლაჩინი-სტეფანაკერტის ტრასის მახლობლად. აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი თავს იკავებს ხერსონში დნეპრის გადალახვის შესახებ ცნობაზე კომენტარისგან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებისგან ცნობაზე, რომ უკრაინის ჯარებმა ხერსონის ოლქში გადაკვეთეს სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე დნეპრი და მის მარცხენა სანაპიროზე დაიკავეს პოზიციები. უკრაინის სამხრეთის ძალების პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ისეთი ბარიერის გადალახვა, როგორიცაა „ფართო და მძლავრი“ დნეპრი, „ძალზე რთული ამოცანაა“. „ამიტომ სამხედრო ოპერაციის პირობები მოითხოვს საინფორმაციო სიჩუმეს მანამდე, სანამ ეს საფრთხის შემცველი აღარ იქნება ჩვენი მეომრებისთვის,“ თქვა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"წამალი ბავშვებს!" - თბილისში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა იმართება

თბილისში იმართება აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების მარში. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტისკენ. „სოლიდარობა ბაშვებს! წამალი ბავშვებს! ჯანმრთელობა ბაშვებს!“ - სკანდირებენ მსვლელობისას. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას მოითხოვენ. "არ გავჩერდებით, მარში გადაიქცევა უფრო დიდ მსვლელობად. ჩვენი გაჩერება არ შეიძლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი მიწისძვრების მსხველთა ხსოვნას

23 აპრილს, მუსლიმების წმინდა თვე რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრების მსხვერპლთა ხსოვნას. მიწისძვრით დანგრეული ქალაქის, კარამანმარასის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე მოსახლეობამ ყვავილები დარგო სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ნათესავების საფლავებზე. ბავშვების საფლავები სათამაშოებითა და ტკბილეულით მორთეს. 6 თებერვალს სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის რეგიონებს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დაატყდა თავს. საერთო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი გუდკოვი: „რეპრესიები კიდევ უფრო სასტიკი გახდება“

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის, დმიტრი გუდკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი და ყველა, ვინც ე.წ. სპეცოპერაციას გეგმავდა, იმედოვნებდა, რომ წარმატებას მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწევდა, „დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი 7-10 დღეში,  ბლიცკრიგით დამთავრდებოდა, რომ ზელენსკი სადღაც გაფრინდებოდა, თვითონ კი დაამყარებდნენ კონტროლს და  გამართავდნენ გამარჯვების აღლუმს კიევში, მაგრამ ყველაფერი სულ სხვა სცენარით წარიმართა“. „ვერაფრით გაცდნენ ბახმუტს, უკვე დაიკარგა ქალაქები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

G7 გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს უკრაინის მარცვლეულზე შეთანხმება

მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნები, რომლებიც „დიდ შვიდეულში“ შედიან, გამოვიდნენ მოწოდებით, მოხდეს „გაგრძელება, სრული რეალიზაცია და გაფართოება“ შეთანხმებისა, რომელიც შავი ზღვის პორტების მეშვეობით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებთ. ამის შესახებ ლაპარაკია „დიდი შვიდეულის“ წევრთა სოფლის მეურნეობის მინისტრების კომუნიკეში. შეთანხმებას, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს, შარშან ივლისში სტამბოლში მოეწერა ხელი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით. ის ითვალისწინებს უკრაინიდან 27 მილიონზე მეტი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორელმა ევროკავშირის საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ მოუწოდა

ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებს მოუწოდა, დაიწყონ ტაივანის სრუტეში პატრულირება. "ტაივანი ჩვენი ეკონომიკური, კომერციული და ტექნოლოგიური საზრუნავია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალებს, დაიწყოს ტაივანის სრუტის პატრულირება და წარმოაჩინოს ნაოსნობის თავისუფლებისადმი ევროპის ერთგულება ამ სრულიად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე", - წერს ბორელი კომენტარში, რომელიც ფრანგულმა გაზეთმა Journal du Dimanche-მა გამოაქვეყნა 23 აპრილს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა, რათა ბოლო მოეღოს 14 თვის განმავლობაში მიმდინარე ინტერვენციას. კიევი ამავე დროს ითხოვს მეტ ამუნიციას. აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ინტენსიური ბრძოლები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ამჟამად „ყველაზე გააფთრებული“ ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რაიონის ქალაქების, ბახმუტისა და მარიინკისთვის. როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, წუხელ ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში რუსეთის ხუთი რაკეტა ჩამოვარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია II-ის ექიმი: დამაკმაყოფილებელია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია სააკაშვილზე: „გული წაუვიდა და გაშავდა“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ძალიან სუსტად არის.“ მისივე თქმით, 22 აპრილს ყოფილი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდს მასთან ერთად შეესწრო ექთანიც. „გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ძალიან სუსტად არის. სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ წაიქცეს. გარდა ამისა, სიტყვები ავიწყდება, მაგას კი არა მე მავიწყდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოწმე გავხდი. მე რომ მკითხოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ექთანიც იქ იყო, ყველანი ერთად ვიყავით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუდანიდან მოხერხდა ამერიკელი დიპლომატების გაყვანა

"ამერიკელმა სამხედროებმა ხართუმიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახების ევაკუაცია მოახდინეს", -  განაცხადა სუდანის შეიარაღებული დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ (RSF), რომლის თქმითაც, ევაკუაციისთვის ექვსი თვითმფრინავი იქნა გამოყენებული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს ხარტუმიდან. აშშ-ს კომენტარი არ გაუკეთებია. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიგით მეორე ევაკუაცია გასულ კვირას სუდანის დედაქალაქ ხართუმში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის შემდეგ. 22 აპრილს 150-ზე მეტი მოქალაქე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ - ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფელ დაჩის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ბელარუსი მთავარეპისკოპოსი, რომელიც აკრიტიკებდა ლუკაშენკას

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არტემი (კიშჩენკო) 22 აპრილს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე. 2020 წელს იერარქი ეკლესიის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო (ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის საეგზარქოსოს გროდნოს ეპარქიას), რომელმაც ხმამაღლა გააკრიტიკა ალიაქსანდრ ლუკაშენკა საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო. 2020 წლის აგვისტოში ქადაგებაში არტემიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში „უკანონობა ხდებოდა“. „ჩვენი ხალხი მხეცად გადაიქცა და საკუთარ ძმებს ტანჯავს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: სარდლობა ცდილობს დაარწმუნოს პუტინი თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაში

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით განაგრძობენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევების გასაძლიერებლად, ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW ) მორიგ მოხსენებაში. კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენტურობაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს ლოიალობას, რაც ხელს უშლის როგორც შოიგუს, ასევე გერასიმოვს ფოკუსირდნენ ეფექტიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის უნივერსიტეტი 74 მლნ რუბლს დახარჯავს სტუდენტების სამხედრო მომზადებაზე

გროზნოში მდებარე ჩეჩნეთის ახმატ კადიროვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 74 მილიონი რუბლის (908 ათასი აშშ დოლარი) აღჭურვილობას შეისყიდის უნივერსიტეტის სამხედრო სასწავლო ცენტრისთვის. კერძოდ, საუბარია ცეცხლსასროლ იარაღზე, ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილ საშუალებებსა და ჯავშანტექნიკის სიმულატორზე. ამ ინფორმაციას გამოცემა Kavkaz.Realii ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა რამდენიმე სასწავლო კაბინეტი უნდა აღჭურვოს. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა რაკეტები ესროლა ხარკოვსა და მის შემოგარენს

თვითმხილველების თანახმად, 22 აპრილს ღამით მინიმუმ ხუთი რაკეტა ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო დანიშნულების შენობა. რუსეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა უკრაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებს რაკეტებითა და დრონებით. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეგუბოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ ერთი რაკეტა სახლს მოხვდა ხარკოვის სამხრეთით მდებარე სოფელ კოტლიარიში. Читать дальше...


Спортсмен из Солнечногорска вышел в финал первенства ЦФО по пляжному волейболу

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

журналист поставил рекламу надеюсь на пониманию администраторов да контрамарку заслужил может

Лучших директоров парков Подмосковья наградят 1 июня

Наталья Сергунина: Серия голосований «Вот это Москва!» собрала уже более 700 тысяч мнений горожан

Все площадки фестиваля «Рыбная неделя» оформили в морской тематике

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Лето в урочище Кокоря

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *