Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 02.02.2023

Radiotavisupleba.ge 

კანადის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ქვეყანაში ათი ათასი უიღურის განსახლების შესახებ

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩინეთის რეგიონ სინიანიდან ათი ათასი უიღური ლტოლვილი მიიღოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. უიღურების კანადაში გადასახლება, რეზოლუციის თანახმად, რეკომენდებულია დაიწყოს 2024 წელს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "უიღურები და სინიანის სხვა მკვიდრი თურქულენოვანი თემების წარმომადგენლები, რომლებიც მესამე ქვეყნებში გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნების მიზნით ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ახალი გზა სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ” და “ტანგო ორისთვის” - რას და როგორ განიხილავენ აბაშიძე და კარასინი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან 1 თებერვალს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს.

Radiotavisupleba.ge 

მელია ხაბეიშვილზე: ვშიშობ, არ აღმოჩდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის" ეთერში მისმა წინამორბედმა ნიკა მელიამ. როგორც ის ამბობს, შიშობს, რომ ხაბეიშვილი არ აღმოჩნდეს არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში.  „მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ძლიერი ზეგავლენა საქართველოს მომავალზე“ - როგორ აღიქვამს "ოცნება" საერთაშორისო მესიჯებს სააკაშვილზე

2 თებერვალს, ევროპარლამენტში, საგანგებო დებატებისას  ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება. დებატებს რეზოლუციის დამტკიცება მოჰყვება.

Radiotavisupleba.ge 

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთის ტანკებზე პასუხი მოეპოვება

რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ „ლეოპარდებზე“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 თებერვალს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გახდა იძულებულია მოიგერიოს „კოლექტიური დასავლეთის აგრესია“. მან ასევე განაცხადა რაღაც ნაცისტური იდეოლოგიის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აძლიერებს არმიას და ემზადება შეტევისთვის - უკრაინის გენერალური შტაბი

რუსეთი აძლიერებს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ თავის ჯარებს და ემზადება შეტევისთვის, - ამის შესახებ ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესწავლის შემდეგ, 2 თებერვალს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა. "მტერი აგრძელებს აქტიურ დაზვერვას და გარკვეულ ადგილებში შეტევისთვის სამზადისს, იღებს ზომებს თავისი ჯარების გასაძლიერებლად. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. მტერი განიცდის მძიმე დანაკარგებს, განსაკუთრებით პირადი შემადგენლობის მხრივ. ფრონტის სხვა მიმართულებაზე ოკუპანტები თავს იცავენ"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაკლები შემოსავალი, მეტი გადასახადი, გაუმართავი აპლიკაცია - კიდევ რას და რატომ აპროტესტებენ "ბოლტის" მძღოლები

"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ 2023 წლამდე არსებული ტარიფების დაბრუნებისა და საკომისიოს შემცირებით მოთხოვნით. 5 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისში ისინი ამ წელს უკვე მესამედ შეიკრიბებიან.

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ მესაზღვრეებს შეხვდა

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლის, ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ წნელისში ჩავიდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ალან გაგლოევი იქ მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაგლოევს თან ახლდნენ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი და კგბ-ს ე.წ. სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიან ალიხანტი. ვალერიან ალიხანტიმ დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ საზღვრის ამ მონაკვეთზე ოპერატიული ვითარება მოახსენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის გუნდმა ევროპაში აღმოაჩინა იმ რუსი პოლიტიკოსების ვილები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს აქებენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელიც ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს.  მათ შორის არის რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში, ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა „არასასურველი პირის“ სტატუსის მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტენსიური თოვის გამო ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე შეზღუდვებია

ოკუპირებული ცხინვალის ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოუწოდებს სატვირთო მანქანების მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ. მეორე დღეა ინტენსიურად თოვს როკის გვირაბთან, სწორედ ამ ადგილას წესდება შეზღუდვა. „ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე თოვლია. მძიმე სატვირთო მანქანების მძღოლებმა უნდა გამოიყენონ ჯაჭვები, მათ გარეშე ვერ მოახერხებენ მოძრაობას“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას აპირებს

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქს ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან და სხვა ევროკომისრებთან ერთად ესტუმრა. სხვა ზომებს შორის, რომელთა დამტკიცებასაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში აპირებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა გადაწყვიტა, აღარ დაბრუნდეს ავსტრიაში რუსეთის აგენტებისგან მომდინარე საფრთხის გამო

საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა, რომელიც, კერძოდ, ცნობილია სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებით, გადაწყვიტა არ დაბრუნდეს ავსტრიაში, სადაც დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა. გროზევი შიშობს თავის უსაფრთხოებაზე და აცხადებს, რომ ვენაში ბევრი რუსი აგენტია. ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Falter-ი სტატიაში სათაურით: "ადამიანი, რომელზეც პუტინის დაქირავებული მკვლელები ნადირობენ“. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გროზევს სადაზვერვო სამსახურში მყოფმა მისმა წყაროებმა აცნობეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტანკების შემდეგ თვითმფრინავები: როგორ დაეხმარებოდა F-16-ები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ?

ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა, რომ გერმანია და აშშ თავიანთ ყველაზე ძლევამოსილ ტანკებს გაუგზავნიდნენ უკრაინას. თუმცა დასავლეთმა ერთიანობა შეინარჩუნა და პუტინის პროვოცირებაზე ღელვაც გვერდით გადადო. ახლა უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დასავლური სამხედრო თვითმფრინავები.

Radiotavisupleba.ge 

მაია სანდუ: სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომლებზეც მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. „მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის წამებით სიკვდილის პირას მიყვანა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო სამხარაძე - "ვილნიუსის სამიტისთვის ახლა გაცხოველებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს"

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე თვლის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში წინსვლას სჭირდება უკრაინის მსგავსი პროაქტიული მიდგომა, რომელიც ერთ შემთხვევაში გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე მიბმაში შეიძლება გამოიხატოს, მეორე მხრივ კი უკრაინის დინამიკაზე მიბმით, რასაც თავის მხრივ ახლავს სირთულე, ვინაიდან უკრაინასთან ორმხრივ ურთიერთობაში გაუარესებაა. ეს აისახა კიდეც GIP-ის "საქართველოს მმართველობის ინდექსში", რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

Radiotavisupleba.ge 

პუტინის ვიზიტის წინ ვოლგოგრადში სამართალდამცველები აქტივისტებს ემუქრებიან და ახშობენ ინტერნეტს

2 თებერვალს ვლადიმირ პუტინს ვოლგოგრადში ელოდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. ვოლგოგრადში პუტინის ჩასვლამდე ხელისუფლებამ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები მიიღო, რასაც მოსახლეობა "უპრეცედენტოს" უწოდებს. კერძოდ, პოლიციამ მიაკითხა ქალაქის აქტივისტებს და გააფრთხილა, რომ „არ დაუშვან წარსულის შეცდომები.“ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, შტაბის ყოფილმა კოორდინატორმა ევგენი კოჩეგინმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვამ ლავროვის განცხადებას უწოდა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი რიტორიკის ნაწილი

მოლდოვა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ვოდემ ლავროვის განცხადება შეაფასა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი, მუქარის შემცველი რიტორიკის ნაწილად. კიშინიოვი მოსკოვს შეახსენებს, რომ მოლდოვა მიდის ევროკავშირში გაწევრების გზით, რომელსაც მხარს უჭერენ ქვეყნის მოქალაქეები და მათ, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სურთ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისუფლებას - ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური შურისძიებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს "საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ს „ენკავედეს“ ყველაზე ცუდი ტრადიციებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს, უარს ეუბნება სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს". ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვმა თავისი 26 წლის ნათესავი მინისტრად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონის ქონებრივი და მიწათსარგებლობის საკითხების მინისტრად თავისი 26 წლის ნათესავი, ჰამზათ კადიროვი დანიშნა. მანამდე ამ პოსტზე ასევე კადიროვის ნათესავი დედის მხრიდან, ტურპალ-ალი იბრაგიმოვი მუშაობდა. „კავკაზ. რეალიის“ ცნობით, ჰამზათ კადიროვი 2021 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე შემდგომ იგი სწორედ ტურპალ-ალი იბრაგიმოვმა შეცვალა, თავად ჰამზათ კადიროვი კი სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საწარმო „ჩეჩენცემენტს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი "ემპათიის" კონსულტაციით მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებელ კალორიებს იღებს - "ვივამედის" დირექტორი

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" წარმომადგენლებს, "ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს". პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კვებასთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ პატიმარი ასრულებს ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციებს. "ჩვენი პირველი, მთავარია ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დებატები გვაქვს პოლიტპატიმარზე და არა კანდიდატის სტატუსზე - გრეგოროვა ხელისუფლებას

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ხელისუფლებას მოუწოდებს, ახსოვდეს ის ქულები, რასაც მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვებით დაკარგავს, რადგან კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, პოლიტპატიმარზე აქვთ დებატები. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად დიდია, რომ ყურადღების მიღმა ვერ ვტოვებთ. ის ყველაფერია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც ვახსენებთ პრობლემებსა და რეფორმებს - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვი: დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“. კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24“-ის და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთმა „სპეციფიკური“ და „არცთუ დემოკრატიული“ მეთოდებით მოლდოვას სათავეში ჩაუყენა პრეზიდენტი (რედ. მაია სანდუ), რომელიც თავად მიიწევს ნატოსკენ, რუმინეთის მოქალაქეობა აქვს, მზად არის რუმინეთს შეუერთდეს და „საერთოდ, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NDI: ფასების ზრდა პირველად დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, საქართველოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. კვლევის ჩასატარებლად მოსახლეობა 2022 წლის 3-20 დეკემბერს გამოჰკითხეს. "არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან... პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის გამო რუსეთმა დაკარგა თავისი როლი იარაღით ვაჭრობის ბაზარზე

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიში ეძღვნება რუსეთის შეიარაღების ექსპორტთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც უკრაინაში ომით არის გამოწვეული. ანგარიშის ავტორთა თანახმად, როგორც ჩანს, საერთაშორისო სანქციებმა ძირი გამოუთხარა რუსეთის როგორც იარაღით ვაჭრობაში სანდო ექსპორტიორის როლს. შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე რუსეთის როლი ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე მცირდებოდა. ახლა კი როცა საქმე ეხება არჩევანს, პარტნიორებს მიაწოდონ ახალი იარაღი თუ უკრაინაში განათავსონ ის, რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, მეორეს არჩევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, მისი სიცოცხლის და ქვეყნის ევროპული სახის შესანარჩუნებლად - აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტერას აუსტრევიჩუსი პლენარულ სესიაზე დებატებისას ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველო ძირეულად შეცვალა, ახლა კი "ციხეში იტანჯება".  "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროევროპულია, ერთ დროს მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია მიმდინარეობს ისეთი პოლიტიკური ბრძოლა, რაც უგულებელყოფს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი... Читать дальше...


Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

В Москве мужчина с ножом набросился на людей в продуктовом магазине

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

Музыкальные новости

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Новости России

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Муруджинские озера

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Весенний Петербург. Петропавловская крепость







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *