Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 12.02.2023

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ელჩის ცნობით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის ძებნა გრძელდება

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ელჩის თქმით, რომელიც თუქრეთში, მიწისძვრის რეგიონში ჩავიდა, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. "დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CNN-ი: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა

CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33,181-ს მიაღწია. მაუწყებელს მოჰყავს თურქეთის საგანგებო ვითარებათა საკოორდინაციო ცენტრის, SAKOM მონაცემები, რომ თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 12 თებერვლისთვის 29,605-ია. ამავე ცნობით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 576-ს, მათ შორის 2 168 ადამიანი დაიღუპა რეგიონში, რომელსაც ოპოზიციური - მეამბოხეთა ძალები აკონტროლებენ. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების" თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუი და ნიკოს დენდიასი, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მიწისძვრის რეგიონში. ბერძენი მინისტრის ჩასვლა თურქეთში ე.წ. „მიწისძვრის დიპლომატიის“ ახალი რაუნდია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხშირად ცივი და ლამის მტრულია ხოლმე. 1999 წელს, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, როცა 18 ათასი ადამიანი დაიღუპა, ერთ თვეში, საბერძნეთშიც, ათენში იყო შედარებით სუსტი მიწისძვრა, რომელსაც 143 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანადის საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი და ჩამოაგდეს

კანადის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს უცნობი საჰაერო მოწყობილობა. ცილინდრული ფორმის აპარატი 12 კილომეტრის სიმაღლეზე შენიშნეს. პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გასცა ბრძანება ობიექტის განადგურების შესახებ, რადგან მას შეიძლებოდა ფრენაში ხელი შეეშალა სამგზავრო თვითმფრინავებისთვის. აპარატი ჩამოაგდო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-22-ის ტიპის გამანადგურებელმა, რომელიც ალასკაზე მდებარე, ერთობლივი, კანადა-აშშ-ის ბაზიდან აფრინდა. კანადის სამხედროები აგროვებენ აპარატის ნამსხვრევებს, რათა დაადგინონ, რა დანიშნულების ობიექტი ჩამოაგდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: 20 პოლიციის მანქანა გალერიის ეზოში, მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას, რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მართავენ. სალომე ზურაბიშვილი გალერეასთან მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები „სხვა ეპოქას ახსენებს“. „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს სამხედრო ბაზა ექნება სუდანში, წითელი ზღვის სანაპიროზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სუდანში ვიზიტისას ამ ქვეყნის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ წითელი ზღვის სანაპიროზე. Associated Press-ის წყარო იტყობინება, რომ შეთანხმების გარშემო არსებული პრობლემები მოგვარებულია. შეთანხმება ითვალისწინებს პორტ-სუდანში, უმსხვილეს სანავსადგურო ქალაქში, ბაზის შექმნას, სადაც განთავსდებიან 300 რუსი სამხედრო მეზღვაური და ოთხამდე ხომალდი, მათ შორის ერთი - ატომური ძრავით. რუსეთს და სუდანს შორის ეს შეთანხმება 25 წლით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ნატა ფერაძეს ცხვირი დაუზიანდა. ნატა ფერაძის თქმით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია: „ადგილი ფჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. პარკში მედო პულვილიზატორები, რომლითაც სახლში დაწერეს ბიჭებმა ეს წარწერა (პლაკატი რ.თ) და უბრალოდ წამოიღეს. ასე მეტაკნენ უცებ და ტუჩი მტკივა, ცხვირიდან სისხლი მომდის“, - ამბობს ნატა ფერაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ გალერეასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ეროვნულ გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ განხორციელებული „თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებლივი დავის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ“. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის მოქალაქემ მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გადარიცხა - უცხოური მედია

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის საელჩოში, პაკისტანის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა. ინფორმაციას CNN პაკისტანის პრემიერ-მინისტრ, შებაშ შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ეს ინფორმაცია „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კლინიკა "ვივა მედიდან", საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 11 თებერვალს, CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. როგორც პოდოლიაკი წერს, საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აფერხებს: "საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდაოა, რომ ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ნუთუ, ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაგნერი“ ბახმუტის მახლობელი სოფლის დაკავებას იტყობინება, რუსულ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მეომრებმა დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის მახლობლად, მის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი, კრასნა ჰორა. ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში, „ვაგნერის“, დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაწერა: „დღეს დასახლება კრასნა ჰორა აიღეს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მოიერიშე ძალებმა“.   გავრცელდა პოსტი, სადაც ჩანს კრასნა ჰორის შესასვლელში „ვაგნერის“ მეომრები. რადიო თავისუფლებას არ შეუძლია დაადასტუროს პრიგოჟინის მტკიცება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. სამინისტროს ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. თურქეთში საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოფენის კურატორი გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით

გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორი და ხელოვნებათმცოდნე, ქეთი შავგულიძე, განცხადებით ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და ამ ქმედების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ საქმის წარმოებას ქურდობის მუხლით. ქეთი შავგულიძე კატეგორიულად გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით და მოუწოდებს ყველას, „ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების“, გადაკვალიფიცირდეს მუხლი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავარიული შენობის მცხოვრებლებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს

12 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს გორში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობის მცხოვრებლებმა. ოჯახები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ მინიჭებული, ავარიულ შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან სხვა შენობებში განსახლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, შენობას როგორც საძირკველი, ისე კედლები და სახურავი დაზიანებული აქვს და მცირე მიწისძვრაც კი ნგრევას გამოიწვევს.  ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ამჟამად 80 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს.  დაზიანებული შენობა, სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კვიპროსი ახალ პრეზიდენტს ირჩევს

კვიპროსის რესპუბლიკაში 12 თებერვალს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ კანდიდატები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს პირველ ტურში. ფავორიტად მიიჩნევენ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს ქრისტოდულიდის, რომელიც პოლიტიკურად მემარჯვენე-ცენტრისტულ ბანაკს ეკუთვნის. გამოკითხვების თანახმად, მას ოდნავ ჩამორჩება ყოფილი დიპლომატი, ანდრეას მავროგიანისი. მას მემარცხენეთა ბანაკს მიაკუთვნებენ. ახლა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ კანდიდატურა აღარ წამოაყენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნეთანიაჰუ: ისრაელი გააძლიერებს კამპანიას პალესტინელ თავდამსხმელთა წინააღმდეგ

ისრაელი გეგმავს გააძლიეროს კამპანია აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინელთა თავდასხმების წინააღმდეგ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 12 თებერვალს. ნეთანიაჰუს ეს განცხადება მოჰყვა 10 თებერვლის ინციდენტს იერუსალიმის გარეუბანში, როცა სამი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის გაჩერებაზე ადამიანების ჯგუფში ავტომობილის შევარდნის შედეგად. მანქანას პალესტინელი მძღოლი მართავდა. „მინისტრთა კაბინეტი დღეს გამართავს შეხვედრას, რათა მოვამზადოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დილის რეგულარული ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და არსებობს ვარაუდი, რომ დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მათ არ ჰქონიათ უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი. ბრიტანელები უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ეყრდნობიან. „მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვას არ შეუძლია გადაამოწმოს უკრაინული მონაცემები, დიდი ალბათობით, ისინი სწორად ასახავენ ტრენდს“, - ნათქვამია ანგარიშში. დანაკარგების რაოდენობის ზრდის შესახებ იტყობინება ბიბისის კორესპონდენტი ოლგა ივშინაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყებიდან 461 ბავშვი დაიღუპა - გენერალური პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ 461 ბავშვი დაიღუპა, 922 - დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ლუგანსკისა და დნეპროპეტროვის ოლქებში. გენერალური პროკურატურის ეს მონაცემები არ არის საბოლოო და ის მოიცავს მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობას, რომელთა ვინაობების გადამოწმება და დადასტურება მოხერხდა. ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ამასთანავე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ მაშველებმა 8 წლის ბიჭი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 8 წლის ბიჭი. მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან 64 წლის ქალი ჰატაის პროვინციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გალერეის დირექტორი: სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ

ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია, სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერილ ფრაზას - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. სანდრო სულაბერიძის ამ გადაწყვეტილებას ის „ინფანტილურ მავნებლობას“ უწოდებს. როგორც მაცაცო გაბუნია სოციალურ ქსელში წერს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემართებიან: „უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს”, - წერს საქართველოს ელჩი „ფეისბუქზე“. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ მაშველებმა პატარა გოგო და 35 წლის კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი. ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: რუსეთი ვერ მოემზადა ეფექტური შეტევისთვის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური ანგარიშის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინელი სამხედროები და ბლოგერები, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეტევას დონეცკის ოლქში. ISW აღნიშნავს, რომ ომის ამ ეტაპზე, რუსული დანაყოფების აბსოლუტური უმრავლესობა არაბრძოლისუნარიანია და დიდი ალბათობით, მათი შემადგენლობა შეივსო მობილიზებულების ხარჯზე. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სახმედროებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

28 ათასს გადააჭარბა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შაბათს, გვიან ღამის მონაცემებით, 28 ათასს გადააჭარბა. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ თურქეთში, დაღუპულთა რიცხვმა 24 617-ს მიაღწია. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3556 ადამიანი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთში დაკარგულად ითვლება 32 071 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 80 ათასს აჭარბებს. Читать дальше...


«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Формула преодоления: три основные причины стресса и способы борьбы с ним

В два раза увеличился спрос самарцев на услуги для животных

Пожар на складе на востоке Москвы полностью ликвидирован

Русский спецназ в Иране оказался сильнее КСИР

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Новости России

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Экология в России и мире

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Муруджинские озера

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *