Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 06.02.2023

Radiotavisupleba.ge 

ენმ-მ ღარიბაშვილის სახლთან გააპროტესტა სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სახლთან გადაინაცვლეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაპროტესტეს.  „ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი. მშვიდი ცხოვრება, რომ ჰქონდათ და გადაადგილდებოდნენ, დასეირნობდნენ სხვადასხვა ადგილებზე, ასე ვერ ექნებათ", - თქვა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.  „ნაციონალური მოძრაობის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ჯარს აგზავნიან: ბულგარეთის სოციალური მედია მოიცვა ჭორებმა მობილიზაციის შესახებ

ბულგარელი ქალი გვიამბობს, რომ შვებას გრძნობს, რადგან მისივაჟი საზღვარგარეთაა და ვერ მისწვდება ის, რაც, როგორც დედა შიშობს, მოსალოდნელია სამშობლოში: შრომისუნარიანი კაცების არა მხოლოდ ჯარში გაწვევა, არამედ უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიან კონფლიქტში საომრად გაგზავნა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ შეისწავლის ჩამოგდებული "ჯაშუში ბურთის" ნაწილებს

აშშ მოიპოვებს ნაწილებს ჩინეთის ბურთისა, რომელიც ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს - ნაწილებს დაზვერვის სპეციალისტები შეისწავლიან, და მათი პეკინისთვის დაბრუნება არ იგეგმება, განაცხადა თეთრმა სახლმა 6 თებერვალს. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, ეს იყო მაღალტექნოლოგიური მზვერავი მოწყობილობა, რომლის ნაწილებიც, მისი ჩამოგდების შემდეგ, ოკეანის ზედაპირზე იქნა მოპოვებული. ამინდი არ იძლევა საშუალებას ნაწილები წყლის სიღრმეშიც მოიძებნოს. ბურთი 4 თებერვალს ჩამოაგდო აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილი: ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრა გამართეს. განხილვის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.  „ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, მაგრამ ჯერ არა

რუსეთთან ომის წლისთავზე, ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისთვის თანამდებობიდან მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ცნობილი არა უმაღლესი მთავარსარდლისგან, არამედ სოციალური მედიით ხდება.

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო საკვები უნდა მიიღოს.  „ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე - სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი ფეიბუკის გვერდზე გამოეხმაურა სასამარლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანამხადაც მას უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე. სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენად აფასებს. "მოსმენები საქართველოს სასამართლოში სრული ფარსი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჩვენი მტკიცებულებები ეფუძნებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების გულმოდგინე კვლევებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გათანაბრდება ქალების და კაცების საპენსიო ასაკი საქართველოში?  - ბუდუ შეყილაძე პარლამენტის წინააღმდეგ

63 წლის ბუდუ შეყილაძემ გადაწყვიტა, მამაკაცების საპენსიო ასაკის (65 წელი) ქალების საპენსიო ასაკამდე (60 წელი) ჩამოწევის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა. მისი აზრით, საპენსიო ასაკის ასეთი გაყოფა, კაცების მიმართ დისკრიმინაციულია, ხოლო სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის 1 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ - თანასწორობის უფლებას (მე-11 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო პროცესზე ბუდუ შეყილაძემ თქვა, რომ სახელმწიფო უთანასწოროდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.  „პარტიის ოფისში ველოდები ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. სწორედ იქ მივიღებთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აპროტესტებენ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას. ისმის შეძახილები: „მკვლელო!", „მკვლელო!" მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. „შემდეგი ნაბიჯი იქნება სტრასბურგის სასამართლო. არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს. ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლება ყოფილიყო. ამას პოლიტიკა ჰქვია?! ეს არის პოლიტიკა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა

გაურკვეველი დროით დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კავკასიის მაგისტრალზე მოძრაობა, 6 თებერვალს, მოსკოვის დროით 17:30 საათიდან შეწყდა. აკრძალვა ვრცელდება ყველა ტიპის ტრანსპორტზე. როგორც დე ფაქტო სამინისტროში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღება ამინდის გაუარესებასა და დიდთოვლობას უკავშირდება. „ამინდის პირობების გაუარესებისა და ძლიერი თოვის გამო, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე აკრძალულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა. "ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 2300 ადამიანია დაღუპული თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 2300-მდე გაიზარდა რიცხვი მსხვერპლისა, რომელიც მოჰყვა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მონაცემი კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო სამუშაოები ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად.  თურქეთი იუწყება სულ მცირე 1500 მსხვერპლზე, კიდევ 800-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე - აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.  უკრაინა და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საელჩოს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ აცნობეს

თურქეთში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ მათთან შევიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ო.ც.-ს, დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა. „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაქო ირანში საელჩოზე თავდასხმის დამატებით კადრებს აქვეყნებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში თავის საელჩოზე თავდასხმის ამსახველ დამატებით კადრებს აქვეყნებს და კვლავ აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რასაც ირანი კვლავ უარყოფს. 27 იანვარს, დილის საათებში, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს, ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თავდასხმას პოლიტიკური მოტივები არ ჰქონდა და ის საყოფაცხოვრებო საკითხს უკავშირდებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სექტემბერში პერევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია. ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WSJ: მოსკოვი და თეირანი ამუშავებენ რუსეთში ირანული დიზაინის დრონების საწარმოს გახსნის გეგმას

რუსეთი და ირანი ამუშავებენ გეგმას, რომლითაც რუსეთში უნდა გაიხსნას ირანული დიზაინის 6000-მდე იმ ტიპის დრონის მწარმოებელი ქარხანა,  რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში ომში იყენებს. ამის შესახებ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი. გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ მოსკოვს და თეირანს სურთ უფრო სწრაფი დრონების გამოშვება იმისთვის, რათა უფრო მეტად გაეწიოს წინააღმდეგობა უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ვაშინტონი გასულ თვეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლი: მოსკოვში ვიზიტისას IAEA-ის ხელმძღვანელი არ შეხვდება პუტინს

კრემლი 6 თებერვალს აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ვიზიტისას არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, გროსი შეხვედრებს გამართავს ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის, Rosatom-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. IAEA გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უსაფრთხოებაზე. სადგური რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიას, „საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, თანაპარტიელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის წევრის მანდატისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. „მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დეპუტატის უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ" - ჟურნალისტებს პარლამენტში შეზღუდვებს უწესებენ

დღეს, 6 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს გააცნო შინაარსი თავისი ახალი ბრძანებისა, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მედიის საქმიანობას არეგულირებს. „დღეს გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესს. ანუ - ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია, გვქონდა გარკვეული ხარვეზი, არ გვქონდა აკრედიტაციები, ამიტომ ყოველ ჯერზე იყო საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგია გამოდის 7.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი დახმარების გეგმით უკრაინისთვის

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 6 თებერვალს გამოვიდა წინადადებით, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გამოუყოფს 75 მილიარდამდე ნორვეგიულ კრონს, ანუ დაახლოებით 7.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხუთი წლის პერიოდში. "ვაპირებთ ამაზე ერთიანი შეთანხმების მიღწევას პარლამენტში", - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იონას გარ სტიორემ პრესკონფერენციაზე, ნორვეგიის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ნორვეგიას, რომელიც ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია, დიდი მოგება ერგო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ პერიოდში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.   თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით გადამზადებული 60 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით.   დღეს, 6 თებერვალს, თურქეთში გამთენიისას მომხდარი ძლიერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არახამია: მიმდინარე კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ იქნება ცვლილებები

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში თავდაცვის სამინისტროში არ განხორციელდება თანამშრომელთა ცვლილება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მან გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინა თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, შეცვლის. არახამიამ 6 თებერვალს განმარტა, რომ ეს ცვლილება მყისიერად არ მოხდება. "თავდაცვის სექტორში ამ კვირაში თანამშრომლების ცვლილება არ იქნება", - წერს იგი "ტელეგრამზე", დეტალების დაუკონკრეტებლად. არახამიას 5 თებერვლის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა მისთვის სასჯელის მოხდის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა. „როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპი მზადაა, მშვიდობისთვის შეხვდეს პუტინსა და ზელენსკის

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ომის დასრულების განხილვის მიზნით ღიაა შეხვედრისთვის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პაპმა ეს კვირას, 5 თებერვალს, უთხრა გამოცემა Corriere della Sera-ს. მანამდე ფრანცისკემ ბევრჯერ გამოთქვა მზაობა, იტვირთოს შუამავლის ფუნქცია მოლაპარაკებებში მოსკოვსა და კიევს შორის, ისევე როგორც - იმედი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის... Читать дальше...


Mash: в Москве полицейские и приставы остановили работу центра "Китай-город"

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

Квас против кефира: где есть окрошку в Москве этим летом

В Москве 1 июня стартует чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Спасатели вернули домой пропавшего пенсионера с деменцией в Егорьевске

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

В Москве 1 июня стартует чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Музыкальные новости

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

ONYX отправляется в Большой тур по России

Новости России

В Москве 1 июня стартует чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Эстония хочет поставить Россию на колени, пропажа пограничных буйков и как Нарва оказалась в Эстонии

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Рождественское утро...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *