Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 19.02.2023

Radiotavisupleba.ge 

კადიროვმა კერძო სამხედრო კომპანიის შექმნის გეგმებზე ილაპარაკა და პრიგოჟინს "ძმა" უწოდა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ აპირებს, „კონკურენცია გაუწიოს“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელ ევგენი პრიგოჟინს და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია ჩამოაყალიბოს. პრიგოჟინის მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების მორიგი კრიტიკული გამონათქვამების ფონზე, კვირას ტელეგრამში გამოქვეყნებულ პოსტში კადიროვმა დაწერა, რომ „ვაგნერმა“, რომლის მეომრები უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობენ, „დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა სამხედრო თვალსაზრისით“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ და რუსეთმა ბირთვულ შანტაჟში დასდეს ერთმანეთს ბრალი

პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოახლოებული ვიზიტის ფონზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინ შედგება, რუსეთში მასშტაბური ბირთვული წვრთნა გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსვე დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობაშია ლაპარაკი. რუსეთის მხარეს ჯერჯერობით არ განუცხადებია წვრთნის თაობაზე. ცნობაში ნათქვამია, რომ რუსეთში ჩატარდა ცენტრალური საბრძოლო მართვის სისტემა „მონოლიტის“ შემოწმება, თავად სისტემა კი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს. სამინისტრო ასევე აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე სამადაშვილი: „გვქონდა საუბარი საქართველოს გამოწვევებზე“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ინტერესს წარმოადგენს, დაეხმაროს საქართველოს, რათა ქვეყანამ „მორიგ ჯერზე არ დაკარგოს შანსი, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“. როგორც სამადაშვილმა სენატორთან გამართული მიღების შემდეგ განაცხადა, ჯინ შაჰინი დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. ის არის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი რუსეთის საჰაერო იერიშებზე: ტერორისტული სახელმწიფო ყოველი თავდასხმისთვის აგებს პასუხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ „რუსეთის ყოველ კონკრეტულ თავდასხმას... ჩვენი სახელმწიფოს ყოველ კუთხეზე იურიდიული შედეგები ექნება ტერორისტული სახელმწიფოსთვის“. უკრაინის სამხედროების თანახმად, რუსეთი აგრძელებს საიერიშო ოპერაციებს ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. წუხანდელ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა „ჩვენი პარტნიორებისგან მიიღო ძლიერი სიგნალები და კონკრეტული თანხმობა იმის თაობაზე, რომ რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორისთვის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება“

აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი აპროტესტებს დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთში სავარაუდო შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.    „რესპუბლიკის სტატუსის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატიები „რუსეთთან რამდენიმე სახელმწიფოს შესაძლო გაერთიანების შესახებ“.   აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა მიუნხენის კონფერენცია, მსოფლიოს ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურეს

კვირას დასრულდა მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც 17-19 თებერვალს მიმდინარეობდა. წელს კონფერენციის მთავარი თემა იყო უკრაინა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კონფერენციაზე ისაუბრა პროცედურის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინისთვის ამუნიციის შესყიდვას გეგმავს. ამ გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოყოფენ თანხას, რომელიც ამუნიციის მწარმოებელ კომპანიებს წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს. მსგავსი პროგრამა COVID-19-ს პანდემიის დროსაც შეიქმნა ვაქცინების წარმოებისთვის ხელის შესაწყობად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორელმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა ნაკლები ტაში უკრან ზელენსკის და მეტი ჭურვი მიაწოდონ მას

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინაზე ისაუბრა. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს და, რაც მთავარია, დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ბორელმა თქვა, რომ ამ საკითხს მიეძღვნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 6-7 მარტს გაიმართება. ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად კრიტიკულ ვითარებაში იმყოფება ჭურვებითა და საბრძოლო ტექნიკით მომარაგების თვალსაზრისით და განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ წულაძე: „სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია“

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუარესება გამოიხატება წონის კლებითა და სხვა პარამეტრებით. „დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანდათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიაში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა სავარაუდოდ ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა წუხელ სირიის დედაქალაქ დამასკზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ამის შესახებ იტყობინებიან სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA და სირიის თავდაცვის სამინისტრო. სირიის მხარე აცხადებს, რომ იერიში ისრაელის არმიამ განახორციელა გოლანის მაღლობებიდან. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რაკეტების უდიდესი ნაწილი ჩამოაგდეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ჭურვი ჩამოვარდა დამასკის ცენტრალურ რაიონში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიგა ბოკერია ღარიბაშვილზე: “ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები”

ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე იყო მორიგი მავნებლობა. „ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი” - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის თქმითაც, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიიტანს მთავარ გზავნილს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო მორალურად და რატომ სჭირდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“შეცდომაა ამ ომს შეხედო, თითქოს შორს ხდება და შენ არ გეხება” - ინტერვიუ ძმებ კლიჩკოებთან

“ჩვენ დღეს მხოლოდ ჩვენს სახლებს, ოჯახებს, შვილებს კი არ ვიცავთ - გიცავთ ყველა თქვენგანს” - ეუბნება კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რადიო თავისუფლებას. მისი ძმა, ვოლოდიმირი, რუსეთთან დაპირისპირებას კრივს ადარებს, ორივე თანხმდება, რომ რუსეთი წესების გარეშე იბრძვის, მაგრამ მაინც მუშაობს სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი: “მხოლოდ მაშინ იზრდები, როცა მოწინააღმდეგე ძლიერია, შენ კი სუსტი. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ვამარცხებთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, იმიტომ რომ ვიზრდებით ამ ბრძოლებში და გვაძლიერებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორი შაჰინი: "საქართველოს წინ  მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიის წინსვლის შესაძლებლობა აქვს"

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა წევრმა, ჯინ შაჰინმა და სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ, დიკ დურბინმა გაავრცელეს  განცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის  შემდეგ ისინი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან  საქართველოსა და რუმინეთს.   ჯინ შაჰინი, რომელიც უკვე იმყოფება თბილისში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხს

ჩინეთი რუსეთს არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს, ასევე განიხილავს მისთვის იარაღის მიწოდების საკითხს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ბლინკენის თქმით, მან გააფრთხილა ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს უცხოეთის საკითხების კომისიის თავმჯდომარე ვან ი, რომ თუ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ამას პეკინისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება. ორი პოლიტიკოსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას შეხვდა ერთმანეთს. ეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია: "რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, მაინც იტყვიან, თამაშობსო?!"

„რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს?! გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიის მსვლელობისას თქვა, რომ „რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“ გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ხელისუფლება ესაუბრა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ მოლაპარაკება გამართა ბიზნესმენ ილონ მასკთან უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სისტემის გამოყენების შესახებ, - წერს Reuters. NBC News-თან ინტერვიუში კითხვაზე, სთხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, არ შეეზღუდა უკრაინელი სამხედროებისათვის Starlink-ის შესაძლებლობების გამოყენება, ბლინკენმა უპასუხა: „არ შემიძლია გაგიზიაროთ არცერთი საუბრის შინაარსი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ბიურო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების საკითხს

20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბუირო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების სახითხს. კანონპროექტი, რომელიც ინცირებულია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის („ხალხის ძალა“) მიერ, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარი კასპაროვი: „ყირიმი - პუტინის მითოლოგიის საფუძველი - უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მიხაილ ხოდორკოვსკი, გარი კასპაროვი, ჟანა ნემცოვა და "მემორიალის" წარმომადგენელი ირინა შჩერბაკოვა. დისკუსია დაეთმო კრემლის ოპოზიციის ხედვას რუსეთის მომავლის შესახებ. გარი კასპაროვის აზრით, რუსულ საზოგადოებაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილების დაწყების აუცილებელი პირობა ომში უკრაინის გამარჯვებაა. მისი აზრით, რუსმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი აგებს, ამგვარი გაგების საფუძვლად კი იქცევა ანექსირებული ყირიმის დაბრუნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: კადიროვის და პრიგოჟინის გზები გაიყო

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, როგორც ჩანს, უარყო კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის შეთავაზება, შეუერთდეს განახლებულ საინფორმაციო კამპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. „კადიროვი ეჭვობს, რომ ეს კამპანია დაეხმარება პრიგოჟინს აღიდგინოს ბოლო დროს შემცირებული გავლენა“, - წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიური ანგარიში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ ცვლის ოთხივე სამხედრო ოლქის სარდალს. სიახლის კომნტირებისას კადიროვმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: „დრო გვაჩვენებს, სად იქნება რეგიონი და ევროპა, უკრაინის ომის შემდეგ“

მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, „ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ეს ომით არ მიიღწევა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იური შევჩუკი: "სამშობლო, დაბრუნდი შინ!"

როკ ჯგუფ „დდტ“-ს (ДДТ) ლიდერმა იური შევჩუკმა ჩაწერა ახალი ვიდეო კლიპი "სამშობლო, დაბრუნდი შინ". სიმღერაში მომღერალი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი და საკუთარ საქმეებს მიხედოს. შევჩუკმა კლიპი გადაიღო  პროდიუსერ და კომპოზიტორ დმიტრი ემელიანოვთან თანამშრომლობით. როკმომღერალმა ლექსი „სამშობლო, დაბრუნდი შინ“ დაწერა 2022 წლის ზაფხულში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში. შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით კი როკერმა სწორედ ამ ლექსზე დაწერა სიმღერა. "ნუ გადახვალ ჭკუიდან - ეს არ არის შენი ომი", - მოუწოდებს შევჩუკი მსმენელს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Politico: ევროპაში ნატოს მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ აუცილებელია F-16-ების მიწოდება უკრაინისათვის

როგორც გამოცემა Politico წერს, ნატოს ევროპის მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, დაეხმარება თუ არა უკრაინას ცაზე დომინირებასა და შეტევითი ოპერაციების გაძლიერებაში F-16 გამანადგურებლები, უპილოტო თვითმფრინავები და შორი მანძილის რაკეტები. F-16-ების შესაძლო მიწოდების საკითხს ინტენსიურად განიხილავენ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, თუმცა ჯერ კვლავ დომინირებს მოსაზრება, რომ ავიაგამანადგურებლების  მიწოდების დაწყება ნაადრევია და რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტანკებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკრონის თქმით, ის მხარს უჭერს ომში უკრაინის გამარჯვებას, მაგრამ არ სურს, რომ რუსეთი „გაისრისოს“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ომში უკრაინის გამარჯვებას, მაგრამ არ სურს, რომ რუსეთი „გაისრისოს“. ფრანგი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლიდანაც AFP-ს მოჰყავს ციტატები, მაკრონმა თქვა: „მსურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მსურს, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი პოზიციის დაცვა“. ამასთან, მან განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად ვერცერთი ქვეყანა ვერ მოიპოვებს დიდ უპირატესობას. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ომის გზით არ დასრულდება“, თქვა მაკრონმა. Читать дальше...


Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Музыкальные новости

Концерт студии "Жерминаль"

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ONYX отправляется в Большой тур по России

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

Жулан.

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Муруджинские озера

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *