Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 23.02.2023

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ნულოვანი წელი

2014 წელს, ყირიმის ანექსიიდან სულ რამდენიმე თვეში, WIN/GALLUP-მა ჩაატარა გამოკითხვა 64 ქვეყანაში. გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ მზად იყო ებრძოლა თავისი ქვეყნისათვის, ხოლო 27%-მა - არა. ყველაზე მაღალი დადებითი პასუხი დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (83%) და ყველაზე დაბალი - დასავლეთ ევროპაში (25%). „თუ ევროპის დემილიტარიზაცია - როდესაც საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება სამხედრო ძალას და მასთან დაკავშირებულ რისკებს - გახლდათ ნამდვილი კურთხევა მე-20 საუკუნეში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მილოშევიჩსა და პინოჩეტსაც არ ეგონათ, რომ სასამართლოს წინ წარდგებოდნენ“

ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი გააჩაღა, რუსეთის ჯარის ჩადენილი 80 ათასამდე სამხედრო დანაშაული აღირიცხა. ამ რიცხვს უკრაინის გენპროკურატურა ასახელებს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო ორბელიანების სასახლეში გამოიფინა

ვიზუალური არტისტის, ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო, Noli Me Tangere/„არ შემეხო", ორბელიანების სასახლეში რამდენიმე საათით გამოიფინა. ნამუშევარი დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაცის განცხადებით, ექსპოზიციის დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებს (23 თებერვლის, 21:00 საათიდან, 24 თებერვლის 03:00 საათამდე). უკრაინის დროშის ფერებში განათდა ორბელიანების სასახლე. უკრაინაში რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადება

23 თებერვალს ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ხოშტარიამ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ამავე დღის ცნობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმის შესახებ, სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში. როგორც განცხადების ავტორი აღნიშნავს, მცხეთის ჯვრის დიდ ტაძართან დაკავშირებული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს-ევროკავშირის საბჭო

ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,-ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ. იგი არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებს და საკაცობრიო ღირებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარმა დონბასში რვა მიმართულებით წამოიწყო შეტევა, თუმცა უშედეგოდ-უკრაინის სარდლობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ჯარებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონბასის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად. "ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებით, მტერმა წამოიწყო შეტევა კამენკაში, ვოდიანეში, მარიინკაში, პობედასა და ნოვო მიხაილოვსკიში, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით, მტერმა ჩაატარა რამდენიმე წარუმატებელი შეტევითი მოქმედება სტელმახოვკის, ბელოგოროვკის, სერებრიანსკის სატყეო მეურნეობისა და ფედოროვკას რაიონებში", -... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეფერხებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე „ადმინისტრაციული შეჯახების" გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც პრესცენტრში თქვეს, ამჟამად გზა სატვირთო მანქანებისგან თავისუფალია, თუმცა მოძრაობის სრულად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტოავარიაში ორი სატვირთო მანქანა მოჰყვა.  მოძრაობას აფერხებს ძლიერი თოვაც. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მაშინვე გააფრთხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში თბილისიდან მხოლოდ ოპოზიცია ჩავიდა - ომისა და დაძაბულობის ერთი წელი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღიად თქვეს უარი კიევში მიწვევაზე, რუსეთის ომის წლისთავისთვის. წლევანდელი უარი შარშანდელზე მტკიცეა. ერთი წლის წინ, ყოყმანისა და კამათის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია უკრაინაში მაინც ჩავიდა- ომის ფონზე,  ეს იყო პირველად და ჯერჯერობით - უკანასკნელად.

Radiotavisupleba.ge 

უცხოელი ინვესტორები რუსეთიდან მილიარდებს ვერ გაიტანენ

რუსეთში უცხოელი ინვესტორების ანგარიშებში მილიარდობით დოლარია, რომელსაც კომპანიები სანქციების გამო ქვეყნიდან ვერ გაიტანენ. ამის შესახებ წერს სააგენტო "ბლუმბერგი", რომლის თანახმად, საუბარია აქციებით მიღებულ დივიდენდებსა და პროცენტიან ობლიგაციებზე, რომელთა გაყიდვა უცხოურმა კომპანიებმა ვერ მოასწრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. ეს თანხა ინახება არარეზიდენტებისათვის განკუთვნილ რუბლის სპეციალურ საბანკო ანგარიშებზე, რომელიც ცნობილია როგორც ტიპი "C". ამ ანგარიშებიდან შეუძლებელია თანხების გატანა, შესაძლებელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში მკურნალობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რჩება და მკურნალობის კურსს გადის. გაგლოევს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ ცხინვალელ ჟურნალისტებს აცნობა. „იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, პრეზიდენტმა გადაწყვიტა თვითიზოლაციაში დარჩეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბოსიკოვამ.

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. კომპანიამ დაახლოებით ერთი საათის წინ განაცხადა ორი მეტროსადგურის დროებით შეფერხების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად, ეუთოს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა, დატოვეს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

ხუთშაბათს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი 19-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა დატოვეს პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც სესიაზე გამოჩნდნენ რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. როდესაც ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი, შეხვედრაზე სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, შეკრებილთა დიდი ნაწილი ადგა და დარბაზი დატოვა, ნაწილს ხელში ეჭირა უკრაინის დროშები. პროტესტის ნიშნად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. „ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით", - აღნიშნავს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძის თქმით, „რადიკალური ისლამიზმის” მუსლიმებთან დაკავშირება საუკუნოვანი თანაცხოვრების შეურაცხყოფაა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მდინარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებთან თანაცხოვრების შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის" მუსლიმებთან დაკავშირება.  „ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში განმარტებულია, რით არის განპირობებული მისი ნაბიჯი.  „რა ხდება დღეს? მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აქ ვითხოვდით ატრაქციონებს" - ბათუმში დასასვენებელი სივრცის გასხვისებას აპროტესტებენ

ბათუმში, თამარის დასახლებაში ათეულობით ოჯახი იმ სივრცის გასხვისებას აპროტესტებს, რომელსაც დასასვენებლად იყენებენ. ეს არის საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებლობის ყოფილი ქარხნისა და იქვე მდებარე რეკრეაციული სივრცე - მოსახლეობა ითხოვს, რომ ტერიტორიის ნაწილზე კვავ დარჩეს სტადიონი, რომელსაც გამოიყენებენ. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბეს" მფლობელმა შეიძინა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებს. "აქ ვითხოვთ სტადიონს, საბავშვო ატრაქციონს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ვერ შეაჩერა თაღლითობის მუხლით დაწყებულმა გამოძიებამ რვასულიანი ოჯახის გამოსახლება?

აღსრულების პოლიციის თანამშრომლები არდაზიანის 2 ნომერში 23 თებერვალს, დილიდან გამოჩნდნენ. რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ოჯახის ორი ხანდაზმული წევრი, აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ გამოასახლა.

Radiotavisupleba.ge 

მურმანსკის სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

მურმანსკში, 23 თებერვლის ღამეს, უცნობები შეეცადნენ ცეცხლი წაეკიდათ სამხედრო კომისარიატის შენობისთვის. ამის შესახებ გამოცემა "სევერპოსტი" საკუთარ ანონიმურ წყაროების დაყრდნობით იუწყება. მოგვიანებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების რეგიონულ სამსახურშიც დაადასტურეს. შეტყობინება სახანძრო სამსახურში დაახლოებით 04:45 საათზე მიიღეს. უცნობებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ფანჯრიდან შეაგდეს. შედეგად დაიწვა მხოლოდ ფანჯრის ჩარჩო, რომლის ფართობი დაახლოებით ნახევარი კვადრატული მეტრია. უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არსებობს ქვების ჩამოცვენის რეალური საშიშროება" - ჯვრის მონასტერი საფრთხის წინაშეა

მცხეთაში მე-6 საუკუნეში აშენებული "ჯვრის მონასტერი" საფრთხის წინაშეა. სწორედ ამის გამო კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს საინჟინრო მომსახურების შეძენის უფლების მიღებას შესყიდვების სააგენტოსგან. "არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახელმწიფო იმიჯს და დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა - ღარიბაშვილი

თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ერდოანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. „საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვრჩებით ქართულ თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის”, -  წერს ირაკლი ღარიბაშვილი. თურქული მედიის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ვაიმე შვილო...” - ომში წასული იუნკრის დედის დღიური

მინიატურული წიგნაკი ტყავის ყდით, მეტალის ოქროსფერი ორნამენტებით და გაყვითლებული ფურცლებით, ერთდროულად ერთი ქალის ოჯახური ქრონიკაცაა და საქართველოს გასაბჭოების პირველი დღეების არტეფაქტიც. საუკუნის წინ გაკეთებული მოკლე ჩანაწერები ჰყვება ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელმაც 1921 წელს ერთდროულად ქმარი და ორი შვილი გაგზავნა ორ სხვადასხვა ფრონტზე ბოლშევიკებთან საბრძოლველად. ამ წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, წიგნაკის პატრონმა, სოფიო ქობულაშვილმა 19 წლის შვილი. ოსიკო, იგივე იოსებ ჯანდიერი, რომელსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაკაიძე: მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფისთვის

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე განცხადებით გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება „უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" კანონპროექტს.  „ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს. ამ განცხადებით „ქართული ოცნება"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ბატალიონ „აზოვის“ მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში

გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვაო ქალაქ მარიუპოლს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კენიის ხელისუფლებამ დაუშვა საქართველოში ბაობაბების ექსპორტი

კენიის ხელისუფლებამ  საქართველოში 8 ბაობაბის ექპორტის ნებართვა გასცა, ამის შესახებ კენიური გამოცემა Nation-ი წერს. გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ლიცენციის მოქმედება შეაჩერა, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა. კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა,  მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის  ნებართვა ეწინააღმდეგება მთავრობის პროგრამას, კენიაში მომდევნოს 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ დაასახელა რუსეთთან ომში უკვე მიღწეული 10 ძირითადი გამარჯვება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ერთი დღით ადრე დაასახელა10 ძირითადი გამარჯვება, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა ამ ერთი წლის განმავლობაში.  2022 წლის თებერვალ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებით დაცვა. რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ოკუპანტებისთვის გაწეული მასობრივი წინააღმდეგობა. 2022 წლის მარტსა და აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალების განდევნა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან. 2022... Читать дальше...


МЧС: с 12 до 22 часов 30 мая в Москве пройдет дождь с грозами

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Shot: актриса Анастасия Заворотнюк заранее переписала имущество на детей и маму



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Музыкальные новости

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Заявление Союза армян России

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Новости России

Глава Солнечногорска вручил паспорта 7 юным жителям округа

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Экология в России и мире

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

ONYX отправляется в Большой тур по России

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Коллекция купальников Love Republic

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *