Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 11.02.2023

Radiotavisupleba.ge 

გერმანელ მაშველთა ჯგუფებმა თურქეთში მოქმედებები შეაჩერეს უსაფრთხოების პრობლემების გამო

ორმა გერმანულმა ორგანიზაციამ, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს უწევენ დახმარებას, შაბათს შეაჩერა საქმიანობა. მათ მიზეზად დაასახელეს უსაფრთხოების პრობლემები და ცნობები ადამიანთა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისა და სროლის შესახებ. გერმანიის საერთაშორისო სამძებრო სამაშველო სამსახურმა (ISAR) და გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) განაცხადეს, რომ ისინი განაახლებენ მუშაობას, როგორც კი თურქეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტო (AFAD) ვითარებას შეაფასებს, როგორც უსაფრთხოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დადასტურდა თურქეთში მიწისძვრისას საქართველოს მეხუთე მოქალაქის დაღუპვა

ხუთამდე გაიზარდა, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქებში გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ-ს დაღუპვის შესახებ. დამატებით ინფორმაცია უცნობია. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 23 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთში 20 ათასზე მეტი, სირიაში 3 500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პენცენტრმა გაავრცელა განცხადება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო

საქართველოს პენცენტრი განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე 52 ადამიანი აწერს ხელს, გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. საქმე ეხება ეროვნულ გალერეაში მხატვრის საპროტესტო ნამუშევარს. „პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე  გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გენერალი „ჩიპ“ ჩაპმანი: „საბოლოოდ უკრაინას ATACMS-ებსაც მივცემთ და თვითმფრინავებსაც“

გენერალ-მაიორი კლაივ “ჩიპ” ჩაპმანი ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი სიზუსტით წინასწარმეტყველებდა რუსეთის მოსალოდნელ ტაქტიკას. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის აფასებს ომის ერთი წლის თავზე ფრონტის ხაზებზე შექმნილ ვითარებას

Radiotavisupleba.ge 

35 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა თურქეთსა და სომხეთს შორის სასაზღვრო პუნქტი

Reuters-ის ცნობით, 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა სასაზღვრო კარიბჭე მტრულად განწყობილ ორ ქვეყანას, თურქეთსა და სომხეთს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სამხრეთ თურქეთში დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდება. ამის შესახებ იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  თურქეთის საგანგებო წარმომადგენელმა სომხეთთან მოლაპარაკებაზე, სერდარ ქილიჩმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს როგორ კვეთენ სატვირთო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმიის გენშტაბი: რუსეთის არმიამ გასულ დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიას 106 რაკეტა ესროლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიას 106 რაკეტა გაისროლეს. უწყების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა 32 საზენიტო რაკეტა С-300 და ასევე, 74 საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტა. ამას გარდა, 10 თებერვალს განხორციელდა 59 საავიაციო დარტყმა, მათგან 28 - უპილოტო საფრენი მოწყობილობის, "შაჰედ-136"-ის გამოყენებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, 22 უპილოტო საფრენი მოწყობილობა იქნა ჩამოგდებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ბინადრობის ნებართვის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის

რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში. მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის შეჩერების შესახებ იმის საფუძველზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ორადურ-სურ-გლანში 1944 წელს ნაცისტური „ეს-ეს“-ის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე

97 წლისა გარდაიცვალა საფრანგეთში, ორადურ-სურ-გლანში 1944 წლის 10 ივნისს ნაცისტური „ეს-ეს“-ის სატანკო დივიზიის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე, რობერ ებრასი. ებრასის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის „ხსოვნის ეროვნულმა კავშირმა“ გარდაცვლილის ოჯახის და სოფლის მეთაურის სახელით. 1944 წლის 10 ივნისს „ეს-ეს“-ის ერთ-ერთმა სატანკო დივიზიამ, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში იყო განთავსებული, ფრანგი პარტიზანების წარმატებული ოპერაციების შემდეგ შურისძიების აქტის სახით გაანადგურა მთელი დასახლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა. სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდილის დროს მე მახსენებდეს“, - ისმის სიმღერის ტექსტში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს - ირანი ისლამური რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში თქვა, რომ საყოველთაო ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს. მან ეს განაცხადა 11 თებერვალს, როცა ათასობით ირანელმა მსვლელობა მოაწყო ირანის ქალაქებში, ხოლო სამხედროებმა თეირანში თავიანთი ტექნიკის დემონსტრირება გამართეს. ირანში ყოველწლიურად იმართება ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია. 1979 წლის ისლამურ რევოლუციად წოდებული მოვლენების შედეგად დაამხეს ფეჰლევების დინასტია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თავისუფლება სააკაშვილს" - შეკვეთილში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

ამ წუთებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს, შეძახილებით „მიშა! მიშა!“, „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“, და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება. დემონსტრანტებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და განაცხადა, რომ მათ დანებების უფლება არ აქვთ და ბრძოლა უნდა გააგრძელონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შეჩერების მცდელობაც კი არსად ჩანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოს მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი - ომი აარიდა თავიდან. „ეს მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე გაერომ მშვიდობის დამყარების პირობების შემცველი რეზოლუცია უნდა მიიღოს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთი წლისთავის გამო, გაეროს გენერალური ასამბლეა 24 თებერვალს მიიღებს რეზოლუციას, რომლის განხილვა უკვე მიმდინარეობს. AP-ის თანახმად, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინამ წარადგინა, უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პირობას და, ამასთან, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, არ აქვს ვეტოს უფლება ასამბლეის რეზოლუციისთვის კენჭისყრისას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები მოჩანს. გავრცელებული ვიდეოს ერთ ეპიზოდში ექსპრეზიდენტი პალატაში შედის, შემდეგ წონასწორობას კარგავს და საწოლთან ახლოს ეცემა, მეორე ეპიზოდში კი საწოლიდან ვარდება, ხოლო ექთნები მის დახმარებას ცდილობენ. ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება და CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბაკურიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის“

„ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. ღარიბაშვილი აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოლცს იმედი აქვს, რომ  Leopard-2-ის ტანკები მალე უკრაინაში გაიგზავნება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედს გამოთქვამს, რომ Leopard 2-ის ტიპის 80 ტანკი მარტის ბოლომდე მზად იქნება უკრაინაში გასაგზავნად. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა ამაში, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“. თუმცა გერმანიის კანცლერმა ისიც შენიშნა, რომ ამის განხორციელება „ადვილი არ იქნება“. მისივე თქმით, „ბერლინი ამ საკითხის წინ წაწევას ცდილობს, მოკავშირეებთან ერთად“. იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კანონდარღვევა არ ყოფილა“: ხელოვანები სანდრო სულაბერიძის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ

ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სთხოვენ, კვალიფიკაცია შეეცვალოს მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროს ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის საკითხის მოლაპარაკებით მოგვარებას. ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია: ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შუამდგომლობით, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს პოლონეთში იმკურნალოს. კლინიკა „ვივამედში“ მისულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება: „სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს, ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს“. კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით კი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოდოლიაკი კობახიძეს ურჩევს, ომზე კომენტარები არ გააკეთოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს. პოდოლიაკის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, რაც თავად საქართველოსთვის იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი: "რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში, ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პენტაგონში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ქველმოქმედებისთვის შეგროვილ თანხას დაემატა 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც. საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო.

Radiotavisupleba.ge 

დისნეის ფილმები და სერიალები რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება

მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება. ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით. ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქციის დისტრიბუცია და ლიცენზირება შეწყვიტა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა ენერგეტიკულ ობიექტებზე დნეპროპეტროვსკის რეგიონში

უკრაინული მედიის ცნობით, 11 თებერვალს, ღამით, რუსეთის მხარე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავს დაესხა 3 ენერგეტიკულ ობიექტს დნეპროპეტროვსკის რეგიონში. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ არის მნიშვნელოვანი ზიანი. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა: „დნეპროპეტროვსკის რაიონში ღამემ განგაშით და დრონების თავდასხმებით ჩაიარა, ისინი ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდნენ“. გამოცემა „უნიანის“ ცნობით კი, დრონებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის თხოვნას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე

სლოვაკეთში განიხილება უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება მას შემდეგ, რაც კიევმა სლოვაკეთის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. სააგენტო როიტერსის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს, ჯერჯერობით უარს აცხადებენ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების ან შორი შორი მანძილის სარაკეტო დისტანციური სისტემების მიწოდებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის უკრაინელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ამ კვირაში მან არაერთი მადლიერების სიტყვა უთხრა უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ყველას, ვინც დღეს მათ ქვეყანას ეხმარება. „ახლა კი მადლობის სიტყვები მინდა გითხრათ თქვენ, უკრაინელებო - განაცხადა ზელენსკიმ, - ჩემთვის ყოველთვის პატივია წარმოვადგენდე  უკრაინას. ვამაყობ ჩვენი ლამაზი და ძლიერი ხალხით. თქვენ ხედავთ, როგორ ესალმებიან უკრაინას. და არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ“. ზელენსკი აცხადებს, რომ ამაყობს უკრაინული გამბედაობით. Читать дальше...


Член профсоюза педагогов Казаков: в колледжах наиболее популярны IT-профессии

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

Минфин начал издалека тестировать повышение налога на недвижимость

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Минфин начал издалека тестировать повышение налога на недвижимость

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Террористы из «Крокуса» не смогут выплатить компенсации пострадавшим

Член профсоюза педагогов Казаков: в колледжах наиболее популярны IT-профессии

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Сергей Собянин. Главное за день

Новости России

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

МЧС: Пожар на востоке Москвы ликвидирован

Как на Арбате и Тверской: туристическому центру Астрахани добавят марафета

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

С чем носить брюки палаццо: примеры образов

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

На закате.

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *