Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 25.02.2023

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა მილსადენ „დრუჟბის“ გავლით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა

რუსეთმა „დრუჟბის“ მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა, - ამის შესახებ ცნობა პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ობაიტეკმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ამისთვის სრულად იყო მომზადებული. "ნედლი ნავთობის მხოლოდ 10%-ი მოგვეწოდება რუსეთიდან, რასაც ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ", - წერს ობაიტეკი. კომპანია ნავთობს რუსულ „ტატნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებდა. ეს კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო . Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინას უსაფრთხოების გარანტად ნატოს იარაღის მიცემა შესთავაზეს - WSJ

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ნატო-ს შეიარაღებაზე ფართო წვდომა მიეცემა. მათი იდეის თანახმად, ამ დაპირებამ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა უბიძგოს. საკითხის განხილვა ივლისში ნატოს სამიტზე იგეგმება. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი" სამი ქვეყნის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. ანონიმური წყაროების თანახმად, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა შესთავაზა უკრაინასა და ნატოს შორის შეთანხმების გეგმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ელიტური ნაწილების ასამდე მებრძოლი დაიღუპა მოშჩუნთან ბრძოლაში-ჟურნალისტური გამოძიება

2022 წლის მარტის ბრძოლების დროს კიევის მახლობლად მდებარე სოფელ მოშჩუნში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს რუსეთის ელიტური დანაყოფების დაახლოებით ასი რუსი მედესანტე, საზღვაო ფეხოსანი და მზვერავი, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ უკრაინის დედაქალაქ კიევის აღება, - ნათქვამია რადიო თავისუფლების დოკუმენტურ ფილმში „განადგურება კიევის მახლობლად“. ღია მონაცემების, დოკუმენტური მასალების, ვიდეოებისა და ინტერვიუების საფუძველზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის დიმიტრი ჯულაის ფილმი დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი სარდალი ჩავიდა ბახმუტში, სადაც ბრძოლები ქალაქის განაპირას მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, ბახმუტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებს ეწვია. „რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ორიენტირებულია ბახმუტისა და მის შემოგარენზე. ბრძოლა მიმდინარეობს თავად ქალაქის გარშემო და მის შემოგარენში. ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ მოინახულა თავდაცვის ძალების ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც ქალაქს და მის მიდგომებს იცავს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მსჯელობენ

ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ზომები განიხილება. რადიო თავისუფლებას ხელში ჩაუვარდა 22 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მომზადებულ წინადადებას ასახავს და დასამტკიცებლად მიმართულია ევროკავშირის ევროპული საბჭოსადმი.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე. „ჩვენ კვლავინდებურებად ერთსულოვანი ვართ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ მივაყენოთ ზიანი რუსეთის მანქანას“, - წერს ბორელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ხერსონს. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი

შაბათს, 25 თებერვალს, რუსეთის არმიამ კვლავ გახსნა საარტილერიო ცეცხლი ქალაქ ხერსონის მიმართულებით, რის შედეგადაც რამდენიმე მაშველი დაიჭრა.  "საარტილერიო ცეცხლის შედეგად ხერსონის სამხარეო საავარიო-სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომელი დაიჭრა. ისინი ხერსონში, პოლტავის ქუჩაზე ფანჯრებზე ფიცრების აკვრით იყვნენ დაკავებული, როდესაც მტრის მხრიდან ახალი დარტყმა განხორციელდა", - ნათქვამია ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.   მაშველები, რომლებსაც ჭრილობები ჭურვის ნამსხვრევებისგან აქვთ მიღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აკია ბარბაქაძე: "არ შეიძლება მდუმარედ შევხვდეთ, რომ რუსული ძალა ასამარებს ჩვენს პერსპექტივას"

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი, სამხედრო ექსპერტი, აკია ბარბაქაძე „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის და საპროტესტო აქციას გეგმავს. მისი მოწოდების ადრესატები არიან, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „რომლებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეეხება ეს კანონი“. „ორშაბათს, 12 საათზე მე ვიქნები პარლამენტის შენობის წინ, იმ დამღუპველი კანონის გასაპროტესტებლად, რომლის მიღების განხილვასაც იწყებენ. ეს კანონი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვმა თავი ჩეჩნეთის გმირის ოქროს მედლით დაიჯილდოვა

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა. მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა. "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცავთ რესპუბლიკის უმაღლესი წოდების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალე დაიწყება უკრაინის არმიის ძალიან დიდი გადამწყვეტი კონტრშეტევა - ვანო ნადირაძე

„ცოტაც და მალე დაიწყება უკრაინული არმიის ძალიან დიდი და უკვე გადამწყვეტი მესამე დიდი კონტრშეტევა, რომელიც საბოლოოდ გადატეხავს წელში რაშისტების არმიის ბრძოლისუნარიანობას“, - წერს ფეისბუკში უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში მოქმედი ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე და შეტევის სავარაუდო მიზნად ორი დიდი ქალაქის სამხრეთით მელიტოპოლის და ჩრდილოეთით სტარაბელსკის გათავისუფლებას ასახელებს.    ქართველი ოფიცრის თანახმად, მძიმე მდგომარეობა შენარჩუნებულია ბახმუტის ჩრდილოეთით და თავად ქალაქში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შეუთავსებელია ევროკავშირისკენ სწრაფვასთან“ - ევროპელები "გავლენის აგენტებზე" პროექტს დამაზიანებლად მიიჩნევენ

ევროპელი დიპლომატები გმობენ „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც პარლამენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით მოხდა. შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ტვიტერზე წერს, რომ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან და ასევე, ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვასთან“.   გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის, განვითარებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ წელს „25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს"

საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩო ფეისბუკპოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წელს „25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა რუსეთის წითელი არმია, 1921 წლის 25 თებერვალსაც, სწორედ „საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით“ შემოიჭრა საქართველოში და „მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ" - ხელისუფლების წარმომადგენლები იუნკერთა მემორიალთან მივიდნენ

„1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება“, - წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რით იკვებებოდნენ ლიტერატურული გმირები - რუსთაველიდან დოჩანაშვილამდე

კერძის, სანოვაგის და სუფრის აღწერა ეპოქას და პერსონაჟებსაც აღწერს, ამიტომ მწერლები ხშირად წერენ ნადიმებზე, სადღესასწაულო თუ სადაგი დღეების რიტუალებზე, საჭმელზე, რომელიც მათ ლიტერატურულ გმირებს უყვართ. ქართულ ლიტერატურაში ნახსენები კერძები რადიო თავისუფლებამ მწერალ დიანა ანფიმიადთან ერთად გაიხსენა.

Radiotavisupleba.ge 

ანდრეი კოზირევი: ჩვენ უკან, სტალინის ეპოქისკენ მივექანებით

1990-1996 წლებში რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი კოზირევი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის დიპლომატია დღეს „მკვდარია“, როგორც სტალინის პერიოდში, რუსი დიპლომატები ამჟამადაც კრემლის აგრესიული პოლიტიკის მომსახურებით არიან დაკავებული.

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე: ხდება „სტიგმატიზება რუსულ კანონად“, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება. „მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელების 90% რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მომხრეა

უკრაინელების 90% დარწმუნებულია აუცილებლობაში, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიასაც დაარტყას. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, ამ იდეის მომხრეთა 38%-სთვის დარტყმა დასაშვებია მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე; ხოლო 39%, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა,  დასაშვებად თვლის შეტევას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზეც. გამოკითხულთა კიდევ 13% მომხრეა, რომ უკრაინის არმიამ შეუტიოს რუსეთის მთელ ტერიტორიას და, მათ შორის - მოსახლეობასაც, როგორც ამას რუსეთი აკეთებს უკრაინაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში სამშვიდობო წინადადება მოისმინა, მაგრამ შეთანხმების მიღწევის „ილუზია არ ჰქონიათ“

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წლისთავზე, დასავლელი ლიდერები და მაღალი დონის დიპლომატები მშვიდობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ, მაგრამ კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამას. რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა ყურადღების ცენტრში მოექცა შეხვედრის დროს, როდესაც ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე

ბრიუსელიდან დიპლომატებმა აცნობეს dpa-ს, რომ ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის გარშემო, რომელიც ვაჭრობის შეზღუდვას გულისხმობს. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთი არ იყო პაკეტის მომხრე, მაგრამ ვარშავა მოგვიანებით დათანხმდა სანქციებს იმ პირობით, რომ მომავალში ევროკავშირში ხელოვნური კაუჩუკის შეტანა სისტემატურად გაკონტროლდება. 24 თებერვალს შეთანხმებული სანქციები ძალაში შევა 25-ში, როცა ის ევროკავშირის სამსახურებრივ ორგანოში გამოქვეყნდება. ევროკომისიის თავმჯდომარემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას "სამართლიანი მშვიდობისკენ" მოწოდება გამოთქვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 24 თებერვალს, თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში "სამართლიანი მშვიდობისკენ" მოწოდება გამოთქვა , იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რუსეთმა და უკრაინამ ამისთვის უნდა აღადგინონ მოლაპარაკება, განაცხადა ერდოანმა. "პრეზიდენტმა ერდოანმა ხაზი გაუსვა სამართლიანი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და განადგურება", ნათქვამია მოკლე განცხადებაში. სააგენტო ანადოლუს თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ: რუსეთმა შეიძლება ირანს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს

რუსეთი განიხილავს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას ირანში სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ჩარჩოებში, რაც ითვალისწინებს თეირანის მიერ მოსკოვისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად, განაცხადა თეთრმა სახლმა 24 თებერვალს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს შეუძლია ირანთან უპრეცედენტო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის რაკეტების, ელექტრონიკისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ვფიქრობთ, რუსეთს შეეძლებოდა ირანისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება", განუცხადა... Читать дальше...


В ближайшее время Путин посетит Вьетнам

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье

Музыкальные новости

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

В России «немедленно» освободят заключенных одной категории

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *