Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 04.02.2023

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გეგმას სასამართლოს მიმართ ცვლილებების თაობაზე

4 თებერვალს ისრაელის ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ყოველკვირეულ აქციაში, რომლებითაც აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გეგმას სასამართლოს ცვლილების თაობაზე. ეს გეგმა, მთავრობის ოპონენტების თქმით, ისრაელის დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.  აქცია თელ-ავივში ორ ადგილას გაიმართა, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ დროშები და სკანდირებდნენ იუსტიციის მინისტრის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.  დემონსტრაცია მიყოლებით მეხუთეა ახალი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც დეკემბერში მოვიდა ხელისუფლებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ოკეანის თავზე ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი

4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში. ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდენტმა, ჯო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის გარეშეა 500 000 ოჯახი

მაღალი ძაბვის ქვესადგურზე მომხდარი "სერიოზული ავარიის" გამო უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთის ქალაქ ოდესაში ნახევარი მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენკო 4 თებერვალს. მარჩენკო ადასტურებს ცნობებს, რომ ავარია მოხდა ობიექტზე, რომელიც აქამდე რუსეთის მხრიდან თავდასხმების სამიზნე იყო.  "სერიოზული ავარია მოხდა ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე, რამაც ხანძარი გამოიწვია" - თქვა მარჩენკომ და დასძინა, რომ მოქმედებაშია გადაუდებელი ზომები. "ზიანი კომპლექსურია და ძალიან დიდი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანსლემის ჩემპიონი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - გრანსლემი წაუგებლად დაასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 31 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე დომინიკელი, იტალიელი, ყაზახი და სამხრეთკორეელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იპონით აჯობა ბრაზილიელ დანიელ კარნინს და ზედიზედ მეორედ გახდა ფრანგული სუპერტურნირის ჩემპიონი. 5 თებერვალს, პარიზის გრანსლემზე, საქართველოს სახელით იჭიდავებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ განიხილავს ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბუშტის ჩამოგდების გეგმას

ბაინდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩამოგდებას ჩინეთის დიდი ზომის ბუშტისა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, აწარმოებს დაზვერვას აშშ-ის არმიაზე. არსებული გეგმით, ბუშტი, შესაძლოა, ჩამოაგდონ მაშინ, როცა ის ატლანტის ოკეანის თავზე მოექცევა და მისი ნაწილების მოპოვება პოტენციურად შესაძლებელი იქნება - აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის ამ სიტყვებს, ანონიმურობის დაცვით, ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.  სააგენტოს წყაროთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ფორმულას" სამსახურიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა განცხადება გაავრცელეს

"ფორმულას" სამსახურიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა უპასუხეს ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. "ჩვენ, ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის გაფიცულმა ოპერატორებმა გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე პროცესის შესახებ, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არასდროს ჰქონია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ჭავჭავაძე - მარად ახალგაზრდა ლიდერი ეროვნული მოძრაობიდან

5 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 1989 წლის 21 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმ ავარიიდან ორიოდე თვის შემდეგ, რომელსაც მერაბ კოსტავა ემსხვერპლა. ზურაბ ჭავჭავაძე 1953 წლის 5 თებერვალს, თბილისში დაიბადა. ზურაბის მამა ნიკოლოზ ჭავჭავაძე ოცდაათი წელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ის მოაზროვნეთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომლებიც ქართულ ფილოსოფიურ აზრს მარქსიზმ-ლენინიზმისგან განცალკევებულად ხედავდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე WHO-ის ანგარიშმა უთანხმოება გამოიწვია აშშ-სა და რუსეთს შორის

4 თებერვალს აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოება გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშმა უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისე - ანგარიში მოსკოვმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, ვაშინგტონი კი გამოვიდა მისი სწრაფი განახლების მოწოდებით. WHO-ის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეისუსის ანგარიში წარმოადგინა ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ, რომლის წევრებს შორის რუსეთიც და აშშ-ის არიან. ანგარიში მოიცავს 2022 წლის პირველი ცხრა თვის მოვლენებს, და ვითარებას უკრაინაში - რომელშიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ იმუშავებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საკითხზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი 4 თებერვალს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ დააჩქაროს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება.  "პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მუშაობს იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბრიტანეთის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობა რაც შეიძლება მალე ჩავიდეს ფრონტის ხაზზე" - ვკითხულობთ სუნაკის ოფისის განცხადებაში.  "ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა გააღრმავონ უკრაინის დახმარება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

5 წელიწადში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი 13,7%-ით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით 2017 წლიდან 2022 წლამდე ახალშობილთა რაოდენობა წელიწადში შეუქცევადად მცირდებოდა და 5 წელიწადში თითქმის 14%-ით შემცირდა შობადობის მაჩვენებელი. ახალშობილთა რაოდენობა წლიდან წლამდე უფრო თვალშისაცემად იკლებს რეგიონებში. თბილისში კი, სადაც საშუალოდ 15 000 ბავშვი იბადება წელიწადში, წლების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ გალერეაში არტისტმა ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერა დატოვა

თბილისში, ეროვნულ გალერეაში, სადაც დღეს გაიხსნა ჯგუფური გამოფენა, რომელიც არტისტების სხვადასხვა დროს შექმნილ ავტოპორტრეტებს აერთიანებს, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" XIX საუკუნიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და მისი კურატორი ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძეა.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი რუხაძე - "როგორც მიშა სააკაშვილის სიცოცხლის წამზომი არის ჩართული, ისეა ჩართული ამ ქვეყნის როგორც სახელმწიფოს სიცოცხლის წამზომიც"

"ხედავენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომლებსაც ხელისუფლება მოწინააღმდეგეებად განიხილავს, ზუსტად იმას, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანზე - მიხეილ სააკაშვილს დასუსტებული სხეულით. ეს ბევრად მეტს ეუბნება დასავლელ მეგობრებს ქართული სახელმწიფოს შესახებ, ვიდრე ჩვენ" - ამბობს გიორგი რუხაძე, GSAC-ის დამფუძნებელი.

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი: პორტუგალია უკრაინას გაუგზავნის Leopard-ის ტიპის ტანკებს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გაუგზავნის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. კოშტამ დასძინა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას საიმისოდ, რომ მოიპოვოს ნაწილები, რომლებიც აუცილებელია პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლად.  "არ ვიცი რამდენი ტანკი [გაიგზავნება უკრაინაში], ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას.

Radiotavisupleba.ge 

არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა - წერს "ფორმულა" გათავისუფლებულ ოპერატორებზე

"ფორმულა" განცხადებით ეხმაურება ტელეკომპანიიდან 28 ოპერატორის გათავისუფლებისა და ორი ჟურნალისტის მიერ სამსახურის დატოვების ფაქტს და წერს, რომ არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე. "31 იანვარს, 25-მა ოპერატორმა მოითხოვა ხელფასის დაუყოვნებლივ 500 ლარით მატება. აქვე ვიტყვით, რომ სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში - 15 დღე. ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანმა "მკრეხელური შინაარსის" გამო დაბლოკა Wikipedia

პაკისტანმა 4 თებერვალს დაბლოკა საინტერნეტო ენციკლოპედია, Wikipedia, - მას მერე, რაც სახელისუფლო უწყებებმა ვებსაიტი ცენზურას დაუქვემდებარეს, "მკრეხელური შინაარის" განთავსების გამო, რაც წარმოადგენს მორიგ დარტყმას ინტერნეტის თავისუფლებაზე ამ მძლავრად კონსერვატიულ ქვეყანაში. მკრეხელობა მგრძნობიარე საკითხია პაკისტანში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, წარსულში აკრძალვები შეეხო სოციალური მედიის გიგანტებს, Facebook-სა და YouTube-ს, იმ შინაარსის განთავსების გამო, რომელიც ღვთის მგმობელად იქნა მიჩნეული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, უკრაინაში დააბრუნეს უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკების ცხედრები

4 თებერვალს რუსეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს პატიმრების გაცვლის მორიგი ოპერაციის შესახებ, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ 63 რუსი და 116 უკრაინელი პატიმარი. ამავდროულად, დაბრუნებულ იქნა გვამები ორი უცხოელი მოხალისისა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარულ სამუშაოს ასრულებდნენ. 63 რუსი სამხედროს დაბრუნების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით დაწერა. განცხადების თანახმად, გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან "მგრძობიარე კატეგორიას" - თუმცა სამინისტრო დეტალებს არ აკონკრეტებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს

ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები. "ვადასტურებ, რომ არხის ვიდეოოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. სამართლიანი პროტესტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ თურქეთს აფრთხილებს ექსპორტზე, რომელიც შესაძლოა აძლიერებდეს რუსეთის საომარ ძალისხმევას

აშშ-მა ბოლო დღეებში თურქეთი გააფრთხილა რუსეთში ქიმიური ნივთიერებების, მიკროჩიპებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის თაობაზე, რასაც მოსკოვი შესაძლოა იყენებდეს თავისი საომარი ძალისხმევისთვის უკრაინაში.  აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრაიან ნელსონი ხუთშაბათს და პარასკევს ეწვია თურქეთის ხელსუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს და მათ მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა ამგვარი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების აღკვეთის საქმეში.  ანკარაში და სტამბოლში ვიზიტისას, ნელსონმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში გაუქმდა განგაშის უმაღლესი ზომა, აღმოსავლეთში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები

4 თებერვალს უკრაინის მასშტაბით გაუქმებულ იქნა განგაშის უმაღლესი ზომა, ისე, რომ არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მხრიდან დაბომბვაზე. ქვეყნის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში კვლავ გრძელდება ინტენსიური ბრძოლა.  განგაში, რომელიც დილით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მესამე იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში. 3 თებერვალს არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.  იმ გაფრთხილების ფონზე, რომ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე მოსკოვი მასშტაბური შეტევებისთვის ემზადება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა" მართალია დასავლეთი უკრაინას "ლეოპარდის", "M1 აბრამსის" და "ჩელენჯერის" ტიპის ტანკებს დაჰპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას წარმატებული შეტევითი ოპერაციისთვის მეტი იარაღი ჭირდება. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, ისინი F16-ის ტიპის საბრძოლო მოიერიშეებს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინას ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარს ეუბნება, ოთხვარსკვლავიან თადარიგის გენერალს და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალს ევროპაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობიაშვილი მესამედ აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად - არჩევნებში სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“. ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა. ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

Radiotavisupleba.ge 

აუდიტი: პენიტენციური სამსახური ვერ აკონტროლებს მედიკამენტების მიღებისა და ხარჯვის ოპერაციებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მაშინ როდესაც მედიკამენტი უკვე გახარჯულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Freedom House-ი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეშფოთებულები ვართ"

გავლენიანი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეშფოთებას გამოხატავს მის შესახებ ბოლო პერიოდში მიღებული ინფორმაციის გამო. ორგანიზაცია სააკაშვილის შესახებ bbc-ის მიერ მომზადებულ მასალას აზიარებს და წერს, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სანამ ის პატიმრობაშია, საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი". ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ ექსპრეზიდენტისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დუმის დეპუტატი არ გამორიცხავს საქართველოს საზღვრებთან სიტუაციის გამწვავებას

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვრებთან შესაძლოა სიტუაცია გამწვავდეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება დანებდება იმ ზეწოლას, რაც მასზე არსებობს. მის განცხადებებს საქართველოს შესახებ რუსული გამოცემა ავრცელებს. ზატულინი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება... Читать дальше...


В Орле собирают советские монеты для изготовления памятных знаков

Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей

С июня запустят дополнительный авиарейс из Пензы в Москву

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Аналитика: аттракцион «Солнце Москвы» чаще посещают жители Костромской области и КНР

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Актриса Ирина Безрукова рассказала о театральном дебюте Заворотнюк

Психолог Макаренко объяснила, как эффективно бороться со стрессом

Российский фильм получил Гран-при кинофестиваля в Лондоне

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Коллекция купальников Love Republic

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Весенний Петербург. Петропавловская крепость







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *