Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 08.02.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ მწვავედ გააკრიტიკა როკვარსკვლავ როჯერ უოტერსის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში

უკრაინამ გაკიცხა ლეგენდარული როკჯგუფის, Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, როჯერ უოტერსის კომენტარები, რომლითაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოვიდა 8 თებერვალს. ბრიტანელმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ იყო „არაპროვოცირებული“. 79 წლის უოტერსი გაეროში რუსეთის ელჩმა მიიწვია უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსასვლელად და უკრაინისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდებაზე სამსჯელოდ. ადრე უოტერსმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ომისადმი თავისი დამოკიდებულებით და განცხადებებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"იჩქერიას დამოუკიდებლობის პერსპექტივა აქვს" - გადამდგარი უკრაინელი გენერალი "კადიროველებსა" და ჩეჩნეთის მომავალზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, არაერთხელ დაიმუქრა კიევის დაპყრობით და ბირთვული იარაღის გამოყენებასაც უშვებდა.

Radiotavisupleba.ge 

რუსი სამხედროების დედები შვილების ნეშტებს ეძებენ

უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახები ჩივიან, რომ ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი ნათესავების ცხედრების ამოცნობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ახლობლების დაღუპვით გამოწვეულ ჭირისუფალთა მდგომარეობას.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი: რუსეთი დეზინფორმაციაში მსოფლიო ლიდერი იყო 2022 წელს

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის და ფაქტების მანიპულაციის შესახებ 2022 წლის პერიოდში. ანგარიშში მსოფლიოს მთავარ დეზინფორმატორად მიჩნეულია რუსეთი. უწყების თანახმად, უკრაინაში რუსეთის ომი გახდა საინფორმაციო იერიშების მთავარი თემა, ამასთან, 100-დან 60 შემთხვევაში მათი მიზანი იყო რუსეთის შეჭრის გამართლება. რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო იერიშების მეორე მიზანი იყო ევროკავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების დისკრედიტაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სად არის „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“ - ჩაკეტილი წრე სააკაშვილის გარშემო

„ქართულ ოცნებას“ მოსწონს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, არ შეიწყალოს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი; თუმცა მმართველი პარტია ამჩნევს იმასაც, რომ ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიცია ძველებურად კატეგორიული აღარ არის.

Radiotavisupleba.ge 

უარყოფს ბანკში შესვლას და დანაშაულში მონაწილეობას - რა ვიცით ბადრი ესებუას დაკავებაზე

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც სამართალდამცველებმა  2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს დააკავეს, ქუთაისის N2 იზოლატორშია მოთავსებული. მისი საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ თქვა, რომ ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. „თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”. რაც შეეხება მიმალვის მიზეზს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათი გაგრძელდა იმ ოჯახის წევრების გამოკითხვა, სადაც „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჩქოტუამ განაცხადა, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი მოწმის სახით გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა: „ესენი არიან მოწმეები. დაკითხეს და დღეს გაუშვეს. [დაკავება] ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. არც ბრალია წაყენებული”, - განაცხადა დავით ჩქოტუამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტში: "ჩვენი გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოვიდა. ლონდონი კიევს ომის პირველი დღეებიდან ეხმარებოდა, თქვა მან. „თქვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული, როგორი რეაქცია ჰქონოდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს, რომელსაც 2022 წლის თებერვალში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალაიზიური Boeing-ის 2014 წლის კატასტროფაზე გამოძიება: პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის ტერიტორიაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრას უარყოფს - ადვოკატი

ქუთაისის N2 დაკავების იზოლატორში ადვოკატი იოსებ ჯანაშია „საქართველოს ბანკის" საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას შეხვდა. როგორც ჯანაშიამ თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. „რაც შეეხება მის კონკრეტულ პოზიციას წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება იმ თემას, სად იყო ამ წლების განმავლობაში, ზოგადი პასუხი იყო ის, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს, ძალიან მაღალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა - მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი პირი, რომელიც დღეს იპოვეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. "სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე  სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა. "უნდა მივაკითხოთ სამსახურებთანაც, სახლებთანაც ყველა იმ ჯალათს, ვინც მიხეილ სააკაშვილის მოკვდინებაშია დამნაშავე, განსაკუთრებით, რატი ბრეგაძემ, რომელმაც წინმსწრებად დააანონსა ის განაჩენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იგორ მანგუშევი, რომელიც "უკრაინელის თავის ქალით" გამოვიდა სცენაზე, თავში ჭრილობისგან გარდაიცვალა

პოლიტტექნოლოგი და რუსეთის არმიის ოფიცერი იგორ მანგუშევი, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ შარშან ზაფხულში სცენაზე გამოვიდა, მისი თქმით, მოკლული უკრაინელი სამხედროს თავის ქალით, საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს ლუგანსკის ოლქში მძიმედ დაიჭრა თავში. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ შეატყობინა მისმა მეგობარმა, სამხედრო კორესპონდენტმა აკიმ აპაჩევმა. ავაჩევის თქმით, მან გუშინ მოინახულა მანგუშევი საავადმყოფოში. ის ატონიურ კომაში იმყოფებოდა და უკვე აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსები. მანგუშევი გაურკვეველ გარემოებებში დაჭრეს თავში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი: თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის „ქართული ოცნება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების" საქმიანობა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში? და თქვა, რომ „ის შევიდა იმით, რომ სწორი მიზნები ჰქონდა დასახული". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მივესალმები ომბუდსმენის განცხადებას, რომელშიც დაგმობილია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს დღევანდელი განცხადება მოუწონა. საქმე ეხება ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას, რომლის მიხედვით, "ბოლო პერიოდში ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების გავრცელება თუ ქმედებები". "ჩვენ ორი დღის წინ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერები ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ. ფაქტობრივად შეეცადნენ დაეწიოკებინათ მისი შვილები, ოჯახის წევრები, სამეზობლო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": პისტორიუსი ხელცარიელი არ ჩასულა უკრაინაში და მხოლოდ მაკეტი არ ჩაუტანია"

რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ბუკა პეტრიაშვილმა ყოველკვირეულ "რონდელის მსოფლიო რადარში" გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის კიევში ვიზიტზეც ილაპარაკა: "მარტში პირველი გერმანული Leopard 2A7-ები იქნება უკვე უკრაინაში... პისტორიუსი ხელცარიელი არ ჩასულა და მხოლოდ მაკეტი არ ჩაუტანია. მისი ვიზიტის დროს გახმიანდა გადაწყვეტილება 178 Leopard 1-ის გადაცემაზე".

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს

8 თებერვალს ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია. ინტერფაქსის ცნობით, ხანძარი დაახლოებით ერთ საათში ჩააქრეს. სააგენტოს თანახმად, მცირე ქარხანა ეკუთვნის კომპანია Resource LLC-ს. მედიას მოჰყავს საგანგებო ვითარებათა სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გამოიწვია „ტექნოლოგიურ პროცესში დაშვებულმა დარღვევებმა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ჩასვლის დღეს. სანქციები დაწესდა „პასუხად რუსეთის მიერ უკრაინის გამუდმებულ დაბომბვებზე, მათ შორის იმათ წინააღმდეგ, ვინც დაეხმარა პუტინს მისი პირადი სიმდიდრის მოპოვებაში, და კომპანიებს, რომლებიც სარგებელს ნახულობენ კრემლის ომის მანქანიდან“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. როგორც BBC იუწყება, სანქციების სიაში მოხვდა ექვსი კომპანია, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნიკასა და უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დაგეგმილი შოუს აფიშაზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების წევრის, ანასტასია გუბანოვას სახელი

საქართველოს ნაკრების წევრი, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში, რომელიც ЦСКА-ს [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება - რ.თ.] არენაზე გაიმართება. რუსულმა მედიამ ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ მანამ დაწერა, სანამ ფიგურისტის გვარი ფესტივალის აფიშაზე გამოჩნდებოდა. ჯერ კიდევ 7 თებერვალს გუბანოვა ფესტივალის მონაწილეებს შორის არ იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა კალანდაძე ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლაზე - "ის ცდილობდა გადაელახა ბარიერები"

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანა კალანდაძე კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის წლიურ გამოსვლაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საათისა და ოცი წუთის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი "ცდილობდა დაესახა სამომავლო გზა, რომელიც იქნებოდა ყველასთვის მისაღები - როგორც ამომრჩევლისთვის, ისე საკმაოდ დაყოფილი კონგრესისთვის".

Radiotavisupleba.ge 

სახლი, რომელშიც ბადრი ესებუა დააკავეს, ოჯახის ნათესავს ეკუთვნის

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, სახლი, რომელშიც მისი შვილი დააკავეს, ეკუთვნის ბადრის დედის ბიძას, ომიანე ჯიქიას. ტარიელ ესებუასთვის უცნობია, რატომ აირჩია ეს სახლი ბადრი ესებუამ. ტარიელ ესებუას თქმით, ამ სახლში უკანასკნელად 5 წლის წინაა ნამყოფი, შვილთან კონტაქტი კი არ ჰქონია ბანკზე თავდასხმის შემდეგ. "ჩემ ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი [ომიანე ჯიქიას სახლში], ისიც 5 წლის წინ - სატირალში. მე არასდროს არ ვყოფილვარ... არაფერი არ ვიცი". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"Free ესებუა" კამპანიას ველოდებით, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ კი - საერთაშორისო მხარდაჭერას - კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირონიით ეხმაურება "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას, დაკავებას და ამბობს, რომ "რადიკალური" ოპოზიციისგან "Free ესებუა" კამპანიას ელოდება. 2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დღეს, 8 თებერვალს, ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან "Free ესებუა" კამპანიას ველოდებით, აუცილებლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა რომ გამოაცხადებს შიმშილობას... Читать дальше...


Власти: Томск стоит в очереди на бэушные московские трамваи

«Spiked», Великобритания: Что в действительности означает для Запада ось Китай – Россия

Российский фильм получил Гран-при кинофестиваля в Лондоне

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Российский фильм получил Гран-при кинофестиваля в Лондоне

Власти: Томск стоит в очереди на бэушные московские трамваи

Сергунина: крупнейшей площадкой празднования Дня защиты детей станет ВДНХ

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Крупный пожар потушили на складе на востоке столицы

Подмосковное УФАС привлекло ООО «Центр Инвест» к ответственности

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Лето в урочище Кокоря

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *