Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 03.05.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინას დამატებით თანხას გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის

აშშ-მა 3 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტს გამოუყოფს. 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ეს არის აშშ-ის სამხედრო დახმარების რიგით 37-ე პაკეტი უკრაინისთვის, აზუსტებს პენტაგონი თავის განცხადებაში. სხვათა შორის, ის შეიცავს დამატებით ჭურვებს HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, ასევე ნაღმმტყორცნების ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებს, Hydra-70-ის ტიპის საავიაციო რაკეტებს, მცირე იარაღს და საბრძოლო მასალას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ

ევროპის პარლამენტის წევრმა, ჩეხეთის „პირატთა“ პარტიის წარმომადგენელმა, მარკეტკა გრეგოროვამ თავის 18 კოლეგასთან ერთად ევროპის პარლამენტში წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოუწოდებენ შეიწყალოს საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია. გრეგოროვამ ტვიტერით გაავრცელა წერილი და დაურთო მოკლე ცნობა, რომ „პრესის თავისუფლების დღეს“ მან და მისმა კოლეგებმა, ევროპის პარლამენტში, გადაწყვიტეს ამგვარად „მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს საქართველოს ორი მოქალაქე

საქართველოს მოქალაქეები, ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. ცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.  „ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედეა ტურაშვილი - "რაც იმუშვებს და მოხდება საქართველოში, დიდი ალბათობით, განმეორდება სომხეთსა და აზერბაიჯანში"

ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფაქტორებსა და რისკებზე ლაპარაკობს. საინტერესოა, ის ბმა, რომელსაც ის ხედავს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს შორის: "საინტერესოა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად ურთიერთდამოკიდებულები და საერთო ინტერესების მატარებლები გავხდით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რუსეთის როლი რეგიონში დიდი ალბათობით შესუსტდება".

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს

ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფლებთან მუგუთთან და ჭორბოულთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს. საოკუპაციო ძალების განმარტებით, ეს ღობეები წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის შემთხვევებს აღმოფხვრიდა, თუმცა ადგილზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიჩნიეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეები, ხელისუფლებამ სოფლების სიღრმეში გადაიტანა და ამით საქართველოს მიწის ნაწილი დაუთმო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციამ ეს ფაქტი დე ფაქტო პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ხელშეკრულებები გააფორმა მეზობელ სირიაში სტუმრობის დროს

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ თანამშრომლობის შესახებ 15 ხელშეკრულება გააფორმა სირიაში ოფიციალური ვიზიტის დროს. ეს არის დამასკში ირანის სახელმწიფო მეთაურის პირველი ვიზიტი 2011 წლის შემდეგ, როცა სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 3 მაისს სირიაში ორდღიანი ვიზიტით ჩასულმა რაისიმ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადთან ერთად. ირანი ასადის ახლო მოკავშირეა და მის ძალებს სამხედრო დახმარებას უწევს მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც ასადის ჩამოგდება სურთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩამოვედი და ჩავბარდი - რატომ მიდიან ქართველი ჟურნალისტები ემიგრაციაში?

„გავაცნობიერე, რომ ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდა ყველა ჟურნალისტს, ვინც ხელისუფლების პროპაგანდით არ იყო დაკავებული და მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი“... „ჩემი კამერა მენატრება, კამერა, რომელიც ტელევიზიაში დავტოვე და შვილივით ვუვლიდი“... „ჟურნალისტიკაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად ვიმუშავე, თუმცა...“ „2021 წლის 5 ივლისის მოვლენები იყო ბოლო წერტილი, როცა ვთქვი, რომ ჩემი შვილი საქართველოში არ უნდა გაზრდილიყო“... 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. 2023 წელს, პროფესიულ დღეს, არაერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს „ფეისბუკზე" მის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ. ექსპრეზიდენტი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სიკვდილს გადაურჩა. „როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ხაფანგში? - როგორ იცვლის საქართველო მეგობრებს 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებული პოზიციების გამო, პოლიტიკის ანალიტიკოსები სულ უფრო და უფრო თავდაჯერებით მიუთითებენ მის ანტიდასავლურ შემობრუნებაზე.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: უკრაინა კრემლს თავს არ დასხმია

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ფინეთშია სტუმრად, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ", მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, - "ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“. "ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ,  ამას ტრიბუნალს ვუთმობთ," -  უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკიში პრესკონფერენციაზე. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Meta-მ წაშალა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების ქსელი

Meta-ს კვარტლური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან გამოავლინეს და წაშალეს არაავთენტური ანგარიშების ქსელი.  როგორც ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კავშირს. „ქსელი ფუნქციონირებდა 24 საათის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერი კონტენტის წარმოსაჩენად, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აპატურაი: წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჯეიმს აპატურაი, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა არ მიიღოს აშშ-ის სამხედრო წვრთნებში - "მცველი 23" - აპატურაიმ თქვა, რომ სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ ის მიესალმება მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში. "რაც აქამდე წავიკითხე, მთავრობა ამბობს, რომ ეს აშშ-სთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. იმის თქმა შემიძლია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო: ერთობლივად გადავწყვიტეთ, რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23-ში“(Defender 23), საქართველოს შეიარაღებული ძალების არმონაწილეობის საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. მასში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რესურსები მიმართონ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვის მიულოცა პრემიერმა?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქმის არასოდეს აძლევს ინტერვიუს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიასაშუალებების რედაქციებს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ჟურნალისტს, თუმცა იქვე დააზუსტა, თუ ვის გულისხმობდა „ყველაში“ - ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიასო. ამ განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მიისტრის კომპეტენციაში შედის იმის განსაზღვრა, თუ ვინ როგორი ჟურნალისტია და ვინ როგორ ემსახურება თავის პროფესიას. როგორც ჩანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენის თქმით, გორის სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახს სველი წერტილებიც კი არ აქვს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაათვალიერა გორის სოციალური საცხოვრისი, რომელშიც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობას არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები, არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, "რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ქსეროქსი“ 48%-ით მეტი ღირს - გაძვირებული პროდუქტების ათეული საქსტატის მიხედვით

ახალი ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ხუთეულში შედის ასლის გადაღება - „დაქსეროქსება“.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პარლამენტის სპიკერი მოითხოვს ისეთი იარაღის გამოყენებას, რომელიც „გაანადგურებს კიევის რეჟიმს“

რუსეთის პარლამენტის - სახელმწიფო დუმის - გავლენიანმა თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოითხოვა, გამოიყენონ „იარაღი, რომელიც შეძლებს შეაჩეროს და გაანადგუროს კიევის ტერორისტული რეჟიმი“ კრემლზე უკრაინის დრონის სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ. ვოლოდინი თავის განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა, წერს, რომ ამ სავარაუდო თავდასხმის შემდეგ რუსეთმა არ უნდა აწარმოოს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება. რუსეთმა ადრე გამოაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მიანიშნა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ თავისი პირობებით.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირში შეთანხმდნენ უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეიძენენ ამუნიციას რუსეთთან ომში უკრაინის დასახმარებლად. ევროკავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა, გამოაცხადა, რომ ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, „დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის თანხით ამუნიციის და რაკეტების ერთობლივი შეძენის მიზნით“.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა ამბობს, რომ კრემლზე შეტევაზე ინფორმაცია არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ამბობს, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ.ღამის შეტევის შესახებ. ამის თაობაზე ნიკიფოროვმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის შეტევების შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებისაზე შესატევად. ცალკე, გასაკვირია ტერორისტული სახელმწიფოს ფორმულირება. ტერორისტული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელგრადის სკოლაში მოსწავლემ რვა ბავშვი და მცველი დახოცა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საშუალო სკოლაში სროლისას დახოცილია რვა ბავშვი და მცველი, ხოლო რამდენიმე სხვა მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრილია, იტყობინება სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 მაისს. დანაშაულში ეჭვმიტანილია 14 წლის, მეშვიდეკლასელი მოსწავლე. ის სკოლის ტერიტორიაზე დააკავეს. თინეიჯერს, რომელსაც ბრალი ედება ცხრა პირის მკვლელობაში, დეტალური გეგმა ჰქონდა, ვინ უნდა მოეკლა, განაცხადა ბელგრადის პოლიციამ. ეჭვმიტანილს "თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა ერთი თვის წინ და შეადგინა იმ ბავშვების სია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე იყვნენ "მთავარი არხის", "ფორმულის", "TV პირველის", "პუბლიკის", "ნეტგაზეთის", "ტაბულის" და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები. "პრეზიდენტი თავის თამაშებშია გართული, მინდა, გარედან შეხედოს თავს - ძალიან სასაცილოდ და ტრაგიკულად გამოიყურება. მან ძალიან კარგად იცის, რამხელა დარტყმაა გვარამიას პატიმრობაში ყოფნა. მას არაფერს არ ვთხოვ, არც მოვითხოვ - პირველი დღიდან ვამბობ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლმა უკრაინა პუტინზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 3 მაისის ღამით „კიევის რეჟიმს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის მცდელობა ჰქონდა. „ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნას და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) დღეს, 3 მაისს, გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2023 წლის ინდექსი, რომელიც აფასებს ჟურნალისტიკის მდგომარეობას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველო პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება და 61.69 ქულით 77-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი - 2022 წელს 59.30-ქულით იგი 89-ე ადგილზე იყო. მაგრამ გააუარესა 2021 წლის შედეგი - 2021 წლის ინდექსით, საქართველო 71.36 ქულით გაცილებით უკეთეს, მე-60 ადგილს იკავებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე" - გერმანელი დეპუტატი "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ ინიციატივაზე

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა კრისტიან პეტრმა პარლამენტში ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. კრისტიან პეტრის შეფასებით, თუკი ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე, ვინაიდან ყველა ხელისუფლება და ქვეყანა იმის მიხედვით ფასდება, რამდენად იცავს ადამიანების, განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიაში აპირებს ჩასვლას. ზელენსკი ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და ამ ქვეყნის პრეზიდენტს, კარლ-ვალტერ შტაინმაიერს. 14 მაისს ის გერმანიის ქალაქ აახენში ჩავა, სადაც „კარლ დიდის პრემიას“ გადასცემენ. ზელენსკი 3 მაისს ჩავიდა ფინეთში, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად განიხილავს ომის მიმდინარეობასა და უკრაინისადმი მათ დახმარებას. უკრაინაში ომის გამო ზელენსკი ნაკლებს მოგზაურობს. ის... Читать дальше...


Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Новости России

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Экология в России и мире

Китайский аналог H&M может запустить до 500 магазинов в России

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *