Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 16.05.2023

Radiotavisupleba.ge 

CNN-ი: უკრაინული Patriot-ი სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა

აშშ-ის ხელისუფლება აფასებს, თუ რა ზარალი შეიძლება მისდგომოდა ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას სამშაბათს ღამით კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ Patriot-ის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა. როგორც CNN-ი აღნიშნავს, უკრაინას ამჟამად Patriot-ის ორი სისტემა აქვს - ერთი შეერთებული შტატებიდან, მეორე კი მას გერმანიამ და ნიდერლანდმა გადასცეს. უცნობია, ამ სისტემებიდან რომელი შეიძლება დაზიანებულიყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებენ „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების სახელით გავრცელებულ ღია წერილში

„შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან!" - ამ სიტყვებით იწყება ავიაკომპანიის თანამშრომლების სახელით გავრცელებული განცხადება. „ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებს იწყებს, 16 მაისს პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან, სწორედ, ავიაკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს და გამოხატეს უარყოფითი პოზიცია რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების გამო. „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების ღია წერილში ნათქვამია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აგრესორთან ერთ მაგიდასთან ვეღარ ვისხდებით“ - მოლდოვა დსთ-დან გამოსვლას იწყებს

მოლდოვის ხელისუფლება იწყებს მოსკოვის ორბიტაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესს, რასაც წინ პროდასავლური ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა.

Radiotavisupleba.ge 

“როგორ აეჭვიანებენ პუტინი და „ქართული ოცნება“ სოხუმსა და ცხინვალს

16 მაისს, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის შესრულებამდე სამი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა („აზიმუტმა“) რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ქვეყნების სიიდან ამოიღო.

Radiotavisupleba.ge 

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - თბილისში აქცია მიმდინარეობს

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტის უკან შეკრებილმა პოლიტიკური პარტიების და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“. დაჩი ნატროშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა განაცხადა: „საქართველოს მოქალაქეები ვართ ღირსეული ადამიანები და ჩვენს თავმოყვარეობას არავის არ შევალახვინებთ". პარტია „დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ თქვა: „მანამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

AI: 2022-ში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბოლო ხუთ წელში

Amnesty International-ის ცნობით, 2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზია ირანი. იქ სიკვდილით დასჯის რაოდენობის ზრდამ გააქარწყლა ექვს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმებით გაჩენილი იმედები. სიკვდილით დასჯის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 16 მაისს გამოქვეყნდა, უფლებადამცველმა ჯგუფმა მიუთითა „შემაშფოთებელ“ ტენდენციაზე: მისი თქმით, მსოფლიოში ჩინეთის ფარგლებს გარეთ დადასტურებული სიკვდილით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა პეკინში საელჩოებს მოუწოდა, ჩამოხსნან უკრაინის მხარდაჭერის ნიშნები

ჩინეთმა სთხოვა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც პეკინში უდევთ ბინა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. Kyodo აღნიშნავს, რომ პეკინში ბევრმა საელჩომ გამოკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინება შეიცავდა მოწოდებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ქართულად გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

ოლეჰ ნიკოლენკო,  უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს „ტვიტერზე" გამოეხმაურა. მან ქართულად დაწერა, რომ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. „მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აგენტსტვო" იტყობინება კრემლის კრიტიკოსებს შორის მოწამვლის სიმპტომებზე

ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხმა ადამიანმა, ძირითადად უკვე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აღმოაჩინა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ან განიცადა უცნობი პირების მიერ მათ საცხოვრებლებში შეღწევის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ სამშაბათს წერს გამოცემა „აგენტსტვო“. იგი იუწყება, კერძოდ, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელზე, ნატალია არნოზე (ბუდაევა), რომელიც ძლიერ სისუსტეს გრძნობდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დღეებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საელჩოები. ისინი კიდევ ერთხელ მიესალმებიან  მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. საელჩოები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“არა ლობიოს სამართალს” - ლაშა ჩხარტიშვილმა საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

აქტივისტმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე საქართველოს წინააღმდეგ.

Radiotavisupleba.ge 

შრიოდერის მეუღლე რუსეთის საელჩოში 9 მაისის ზეიმის გამო გაათავისუფლეს

გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მეუღლე, სო იენ შრიოდერ-კიმი NRW.Global Business-იდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის და მისი მეუღლე 9 მაისს რუსეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრნენ გამარჯვების დღის პატივსაცემად, რომელიც რუსეთში აღინიშნება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 16 მაისს NRW.Global Business-მა, სადაც შრიოდერ-კიმი მუშაობდა, გამოაცხადა, რომ მასთან სამუშაო ურთიერთობას წყვეტს. „შრიოდერ-კიმი დაუყოვნებლივ თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სამუშაო ურთიერთობა NRW.Global... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დუმის დეპუტატი მოითხოვს „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართვას გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ „აფხაზეთისა“ და „სამხრთ ოსეთის“ სარეგისტაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ის პროკურატურას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კი მიმართვას შეუჩეროს ლიცენზია „აზიმუტს“ „გთხოვთ შეამოწმოთ "აზიმუტის" გადაწყვეტილების რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამერიკაში მცხოვრები რუსი მილიარდერი მარიუპოლში აწარმოებს მშენებლობას

კომპანია R-Stroy-ის უკან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში აწარმოებს მშენებლობას, დგას რუსი მილიარდერი ალექსეი რეპიკი. ეს გაარკვიეს Scanner Project-ის გამომძიებლებმა, რომლებიც არიან კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერის, ილია იაშინის მხარდამჭერები. რეპიკი ფარმაცევტული კომპანია R-Pharm-ის დამფუძნებელია. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ რეპიკი გამდიდრდა "მეგობრობისა და მეზობლობის წყალობით ჩინოვნიკებთან, რომლებიც გაბერილ ფასებში ყიდულობდნენ მისგან ონკოლოგიური დაავადებების წამლებს“. გამომძიებლებმა გაარკვიეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნოს, რათა სამართლიანობისთვის ბრძოლა სტრასბურგში გავაგრძელო - გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობის წლისთავზე რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს. გვარამია წერს, რომ მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს, რათა შემდეგ ბრძოლა ევროსასამართლოში გააგრძელოს. "ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ალბათ, ვიღაცა მფარველობს" - ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს და მის ცოლს თაღლითობაში ადანაშაულებენ

2023 წლის იანვარში ორი შვილის დედამ, ნონა ქადაგიშვილმა რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან თავისი 3-ოთახიანი ბინის გაყიდვის შესახებ ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს - სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირში "შეშფოთებას იწვევს" რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. "წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა... საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება [ფრენების აღდგენაზე] შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერგნეთთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი არჩილ ბასანიძე. ის დაკავებისას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არჩილ ბასანიძე საოკუპაციო ძალების მიერ 15 მაისს დაკავებული ლევან პეტრიაშვილის მეგობარია. მას შემდეგ, რაც ბასანიძემ მეგობრის დაკავების შესახებ შეიტყო, საოკუპაციო ღობეზე გადაძვრა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ელჩი ნიკა გვარამიას პატიმრობის წლისთავს ეხმაურება

დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ერთ წლისთავს ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. მან თავის პოსტში გამოყო "მრავალფეროვანი მედია", "თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო" და აღნიშნა, რომ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. "ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების დენონსაციას

სამშაბათს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ვებსაიტი ავრცელებს. CFE-ის ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 10 მაისს წარუდგინა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. „1990-იანი წლების დასაწყისიდან, ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ცვლილებების გავლენით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ნატოს გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ის დიდწილად მოძველდა და დაკარგა კავშირი რეალობასთან“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CIA-მ ტელეგრამის არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) შექმნა ტელეგრამის არხი და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, ინფორმაცია გაუზიარონ უწყებას. ამ ორწუთიანი ვიდეოს გმირები არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ დოკუმენტებზე. „თქვენი ინფორმაცია შეიძლება იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ“, - ნათქვამია CIA-ის ტელეგრამის არხზე. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ. 16 მაისს, დილით, ტელეგრამის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა, იუწყება RBK. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Georgian Airways-ი მოსკოვში პირდაპირ რეისებს 20 მაისიდან იწყებს და კვირაში 7-ჯერ იფრენს

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი 20 მაისიდან იწყებს. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ქართული ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ იფრენს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ისთვის დღეს, 16 მაისს, გასცა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პირობების შესრულების კუთხით პროგრესი არაა" - ორგანიზაციებმა 12 პუნქტის ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულების მონიტორინგის განახლებული ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა "შესრულებული", ორი - "მეტწილად შესრულებული", ოთხი - "ნაწილობრივ შესრულებული", ხოლო ხუთი ისევ "შესასრულებელია". ანგარიშის თანახმად, შესრულებულია პირობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებაზე, მეტწილად შესრულდა რეკომენდაციები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნიეს პუნქტები საარჩევნო და ინსტიტუციურ რეფორმებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადასტურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაკავება

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავება. ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია კიდევ ერთი პირი. პროკურატურის ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების გამოსავლენად. უკრაინულმა მედიასაშუალებებმა 15 მაისს, ღამით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კნიაზევი დაკავებულია 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის. უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პროფესორ ლევან ბერძენიშვილის მიმართ წარმოებულ სიძულვილის კამპანიაზე. პასუხის გაცემისას ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის დამამცირებელი ლექსიკა გამოიყენა და ეჭვი შეიტანა იმ ფაქტის ნამდვილობაში, რომ პროფესორის სახლთან გუშინ ნიღბიანი ადამიანები იმყოფებოდნენ. ლევან ბერძენიშვილმა თავის სახლთან უცხო პირების შეკრების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 მაისს, გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასეთი რამ რომ ყოფილიყო, იარსებებდა შესაბამისი კადრებიც. Читать дальше...


Певица Пелагея из Новосибирска проиграла суд по алиментам

В Туве бывшего замминистра строительства обвинили в получении крупной взятки

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Сотрудники Росгвардии проверяют готовность детских оздоровительных лагерей к работе в Подмосковье



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Нижний Новгород оказался в числе лучших городов для летнего отдыха на реках и озерах

заметка 6 лет там пахал три месяца заплатили тока

«ЭкоНива» тестирует электронные торги племенным скотом

Музыкальные новости

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Сергей Собянин. Главное за день

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Пассажир экстренно севшего в Нижнем Новгороде самолета скончался

"1400 рублей за один билет": ярославцы жалуются на дороговизну нового досуга

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Экология в России и мире

Глава Реутова проверил содержание территории города

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Девятый вал...

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *