Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 11.05.2023

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩენი ჟურნალისტი ჰყვება, როგორ უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე

6 მაისს, საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოფრენილ ჩეჩენ ჟურნალისტს, ჟალავდი გერიევს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს - ქუთაისის აეროპორტში მიზეზი არ აუხსნიათ. ჟურნალისტი, რომელიც 2016 წელს, ჩეჩენმა ძალოვანებმა გაიტაცეს და აწამეს, შემდეგ კი სამი წლით, გამოგონილი ბრალდებით ციხეში ჩასვეს, ამბობს, რომ საქართველო ახლა ბევრად უფრო ჰგავს რუსეთს, ვიდრე 2019 წელს, როცა უკანასკნელად იყო თბილისში.  - ჟალავდი, ეს საქართველოში შენი პირველი შემოსვლა არ ყოფილა. როგორ გხვდებოდნენ ადრე და როგორ დაგხვდნენ ახლა? ადრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენსიონერ ქალს პუტინის მშობლების საფლავზე დატოვებული ბარათისთვის პირობითი პატიმრობა შეეფარდა

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ადგილობრივ მკვიდრს ირინა ციბანოვას ორი წლით პირობითი პატიმორბა მიუსაჯა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავზე ბარათის დატოვების გამო. ის დამნაშავედ ცნეს პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე სასაფლაოების შეურაცხყოფის გამო. ციბანოვას ასევე ორწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს. ბარათში, რომელიც პეტერბურგის 60 წლის მკვიდრმა პუტინის მშობლების საფლავზე დატოვა, ეწერა, რომ მათ "გაზარდეს ურჩხული და მკვლელი", რომლის სიკვდილზეც მთელი მსოფლიო ლოცულობს. „მანიაკის"მშობლებო წაიყვანეთ იგი თქვენთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის დაფინანსების შესახებ პეტიცია

პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც მოითხოვენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოსგან მედიკამენტის დაფინანსებას, 11 მაისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა. პეტიციის ინიციატორია ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვას ​აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „მადლობას გეუბნებით პირადად ჩემი, ჩვენი კოლეგების სახელით, რომ თქვენ ისევ ოჯახში ხართ და ღამეს ქუჩაში არ ათევთ. ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვიყავით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ეს საქართველოს, როგორც შეუმდგარი ქვეყნის პორტრეტია”- პროფესორი დონალდ რეიფილდი

“[მთავრობაში] დამფრთხალი თაგვებივით არიან, იმ თაგვივით, რომელიც მონუსხული მისჩერებია, როგორ კლავს კატა სხვა თაგვს.”- ეუბნება რადიო თავისუფლებას ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი, დონალდ რეიფილდი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრისას და დასძენს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს შეიძლება “რკინის მარწუხად” ექცეს. 81 წლის ბრიტანელი ისტორიკოსი და რუსული და ქართული ლიტერატურათმცოდნე (ინგლისურად თარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე”, ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიკაელ ზოლიანი - "თუკი საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, სომხეთი რუსეთს თავს ვეღარასდროს დააღწევს"

ახლო წარსულში სომხეთის პარლამენტის წევრი, დღეს კი პოლიტიკის ანალიტიკოსი - მიკაელ ზოლიანი, რომელიც კვლავაც ნიკოლ ფაშინიანის გულშემატკივრად რჩება, ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის აუცილებელ ფაქტორებზე, სომხეთის ხელისუფლების მთავარ დილემებზე, შესაძლო "კოშმარულ" სცენარსა და საქართველოს როლზე.

Radiotavisupleba.ge 

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს-პოლონეთის წარმომადგენლობა ევროკავშირში

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს, - იტყობინება ტვიტერით ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი . პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდებმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ – 80, აშშ – 76.   უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებლებზე.  დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გელა ვასაძე: „რუსეთი, რომელმაც დაკარგა აზერბაიჯანი და კარგავს სომხეთს, ცდილობს გავლენა სამხრეთ კავკასიაზე განავრცოს“

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ იფრინონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს ურჩევდნენ საქართველოში ჩასვლისგან თავი შეეკავებინათ. რატომ გააუქმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რატომ აღადგინა ფრენები, „ნასტაიაშჩაია ვრემია“  პოლიტოლოგ გელა ვასაძეს ესაუბრა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ! დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს, მამაკაცთა შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ფინალით დაგვირგვინდა. სულ შეჯიბრებაში 58 ძიუდოისტი ჩაება და ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალის გზაზე ოთხ-ოთხი მეტოქე დაამარცხეს. ქართული დაპირისპირების ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა, მაისურაძის მიერ შესრულებული ვაზარით. ლაშა ბექაური მსოფლიოს ტატამიზე ოლიმპიური ჩემპიონის რანგში გავიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

9 ადამიანი დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ტროიცკის დაბომბვის შედეგად

11 მაისის შუადღისას რუსეთის ჯარებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ „სმერჩიდან“ ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის რაიონის ქალაქი ტროიცკის, რის შედეგადაც რვა ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ გაავრცელა ცნობა "რუსებმა გამოიყენეს ტორნადოები, დაარტყეს საცხოვრებელ სექტორს, ნაწილობრივ გაანადგურეს 3 სახლი და დაჭრეს ადგილობრივი მოსახლეობა. ყველა დაჭრილმა მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში რჩება"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა მუჰარემ ინჯემ განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც თურქეთში 14 მაისს იმართება. თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, მან ამის მიზეზად საარჩევნო კამპანიის დროს მის წინააღმდეგ მიმართული მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნება დაასახელა. პოლიტიკოსის თქმით, 45 დღის განმავლობაში თურქულ მედიაში მისი სახელი შემბღალავი ყალბი ფოტოები გავრცელდა, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტების გამოძიებისგან თავი შეიკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: თქვეს ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენაო... ასეთები ვართ, ასეთი საქართველო გვინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ დატოვა "ქართულმა ოცნებამ" "ევროპელი სოციალისტების პარტია". ამის შესახებ მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. "ჩემი მონაწილეობა ორჯერ დაგმეს, განცხადებები მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე - თქვეს, რომ ანტი-ელგებეტე რაღაც ფრაზები გამოიყენაო... უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა. ასეთ ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ აღარ ვიყოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი PES-ის დატოვებაზე: ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა... ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ

„ქართული ოცნების" მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) დატოვების გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, პირველი ბზარი გაჩნდა, მაშინ, როდესაც „ევროპელი სოციალისტების პარტიის" წევრთა ნაწილმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.  „რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ, ეს პოლიტიკური გაერთიანება, „ევროპელი სოციალისტების“ გაერთიანება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გუშინდელი ნაბიჯით პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს - სააკაშვილი ფრენების აღდგენაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გუშინდელი ნაბიჯით თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. ამით, იგი ეხმაურება კრემლის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე. განცხადება ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. "პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო უწყება „ეშმაკთან გარიგებას“ უწოდებს საქართველოსთან მიმართებით პუტინის გადაწყვეტილებას

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს ფრენები საქართველოში და გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთგვარი მადლიერებაა მოსკოვისგან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს და შეანელა სვლა ევროკავშირისკენ. "ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, გააუქმოს რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა, მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი პოლიტიკურ კომპენსაციად, უკრაინაზე თავდასხმის შედეგად რუსეთისადმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ შეხვდნენ 2006 წელს დეპორტირებული ქართველები პუტინის „საჩუქრებს“

„ჩემმა მეუღლემ ჩამიგდო ლინკი, გავოგნდი, ვერ დავიჯერე“, - მეუბნება ტატო ნორაკიძე რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 10 მაისის ორი განკარგულებით საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა და ცალმხრივად დაწესებული ვიზებიც გააუქმა. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს გადაწყვეტილება ტატოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ემოციური აღმოჩნდა იმის გამოც, რომ ის ერთ-ერთია იმ 4000-ზე მეტი ქართველიდან, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე, ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის დროს გამოაძევეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: ფრენები ვაჭრობის ნაწილია... EU-სგან ომის დროს $270 მილიარდი შეუვიდა რუსეთს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზოდ ჩასვლის შესაძლებლობის გაჩენას. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ეს შეზღუდვები მოხსნა. "რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდნენ. როცა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის გახდა ცნობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ინფორმაცია მოგვიანებით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა. კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება. ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ბენ უოლესმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს დიასპორის მიმართ კომპლექსურ სტრატეგიას

საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებშიც მიესალმებიან რუსეთთან პირდაპირ ავიარეისებსა და რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვის მოხსნას. სალომე ზურაბიშვილი წუხს, რომ ემიგრანტებისთვის გართულებულია მოქალაქეობის მინიჭება. როგორც ის აღნიშნავს, პროცედურას ხელოვნური ბარიერები ექმნება. „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო-რუსეთს შორის ფრენის უფლების მისაღებად ჯერ არ შესულა ავიაკომპანიების მოთხოვნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში

ამ დრომდე არ არის შესული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის უფლების მიღებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აღნიშნულ უწყებაში მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, [16:00 საათის მონაცემებით] მოთხოვნა არ არის შესული არც ქართული, არც რუსული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ავიაკომპანიების მხრიდან. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი მწყემსი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ტერაშვილი საქონელს მწყემსავდა, ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და ტერაშვილი მას დაედევნა, რა დროსაც იგი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს. დღეს, 11 მაისს, გამართული სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს. დარბაზიდან ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა 47 წლის კაცის ადვოკატი. მისი თქმით, არ არსებობდა 13 წლის ბავშვის მამის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება; კიდევ ერთი დაკავებულის - მეზობლის, 28 წლის კაცის, ადვოკატის მოთხოვნა იყო, მოსამართლეს ბრალდებულისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბახმუტის მახლობლად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, მაგრამ უცნობია დაღუპული მებრძოლის სახელი და მისი დაღუპვის გარემოებები. წინასწარი ინფორმაციით, ის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მოქმედ უცხოურ ლეგიონში მსახურობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. გასული წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომში უკვე დაიღუპა 44 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებელი უარყოფს, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არაჯეროვნად გააშუქა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკმაყოფილებას, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა, ადრესატმა წერილობით უპასუხა. მაუწყებელი უარყოფს, რომ ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიება არაჯეროვნად გაშუქდა. განცხადებაში ვკითხულობთ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის დღეები შუქდებოდა ინტენსიურად და ამომწურავად. 7 მაისს გამართული კონცერტი კი „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში მთლიანად გადაიცა". საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა?

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ არავის სჯერა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის აკრძალვის გაუქმება, ვლადიმერ პუტინის მხრიდან ზრუნვას გამოხატავს. მან მედიისთვის ამ საკითხზე მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქეა შეშფოთებული ქვეყანაში რუსეთის ათასობით მოქალაქის ჩამოსვლის გამო. "ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"შემაშფოთებელი ტყუილებია" - დეგნანი IRI-ზე "ქართული ოცნების" განცხადებებს პასუხობს

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, "შემაშფოთებელი ტყუილებია" მმართველი პარტიისა და "მასთან აფილირებული მედიასაშუალებების" მიერ "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტზე (IRI)" გავრცელებული ინფორმაცია.  მედიასთან კომენტარისას კელი დეგნანმა IRI-ის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია უკვე 20 წელია, მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში.  "მინდა გამოვეხმაურო იმ შემაშფოთებელ ტყუილებს, რაც საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტზე ვრცელდება, მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ. Читать дальше...


Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Музыкальные новости

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Новости России

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Коллекция купальников Love Republic

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *