Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 09.05.2023

Radiotavisupleba.ge 

მიწისქვეშა თბილისი - რა იმალება დედაქალაქის სიღრმეში

ბოლო წლებში თბილისში ქუჩის რემონტი ისე არ ჩაივლის, მიწაში არქეოლოგიური ნაშთები არ აღმოაჩინონ. კერამიკა, სამარხები, ადამიანის ძვლები... არქეოლოგები ამბობენ, რომ დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე ადამიანები მინიმუმ 6 ათასი წლის წინ დასახლდნენ, ამიტომ ქალაქის ქვეშ ბევრი საინტერესო რამ იმალება. დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ტერიტორია ფერადი ლენტებით არის შემოფარგლული. არქეოლოგები აგურის სარკოფაგებიდან ხის სასახლეების ნაშთებს იღებენ. ორმოს გარშემო ხალხია თავმოყრილი. ერთმანეთს ელაპარაკებიან, ცდილობენ გამოიცნონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეეხება საქონელს მესამე ქვეყნებიდან

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს, კიევში ვიზიტისას, გამოაცხადა იმ სანქციების მე-11 პაკეტის შესახებ, რომლებიც რუსეთს უწესდება უკრაინაში შეჭრის გამო. ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი პაკეტი სამი ელემენტისგან შედგება. სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება იმ აკრძალული საქონლის სიის გაფართოება, რომელიც რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. გარდა ამისა, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუშლის მესამე ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლაში. „თუ დავინახავთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამა ემუქრებოდა, არსად თქვა, თორემ მოგკლავო - მოზარდზე სექსუალური ძალადობის საქმე

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 47 წლის მამას და 28 წლის მეზობელს ბრალს სავარაუდოდ 10 მაისს წარუდგენენ. საქმის განხილვას ზუგდიდის რაიონული სასამართლო დაიწყებს.

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ

9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელისადმი მადლობის გადახდით დაიწყო. სწორედ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მოისმინეს მოქალაქეებმა ზურაბიშვილის გამოსვლამდე. პრეზიდენტის შეფასებით, შარლ მიშელი არის საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორთაგანი, რომელსაც მართლაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის ყველა ნაბიჯის გადადგმისას დაეხმაროს.  „დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი, ე.ი. პირველ რიგში საზოგადოების, ჩემი დახმარებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორის გროისი: „რუსები არ შეცვლილან - როგორიც იყვნენ, ისეითივე დარჩნენ“

ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ბორის გროისი სსრკ-დან 1980-იანი წლების დასაწყისში ემიგრირდა. საბჭოთა წარმოშობის ყველაზე ცნობილი დასავლელი ინტელექტუალი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და, რომელიც ავტორია ცნობილი წიგნისა Gesamtkunstwerk Stalin (1988), დიდხანს ინარჩუნებდა დიალოგს პოსტსაბჭოთა რუსეთთან. ბორის გროისი 2012 წელს მოსკოვში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკითხავდა ლექციებს და ღიად უჭერდა მხარს რუს პოლიტპატიმრებს. ფილოსოფოსი უპირობოდ გმობს უკრაინის წინააღმდეგ ომს და განიხილავს მას "ცივილიზაციური უკანდახევის" ფართო ჩარჩოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამარჯვების მოკრძალებული აღლუმი მოსკოვში, ევროპის დღე კიევში - ვის რა აკავშირებს 9 მაისთან

9 მაისის სამხედრო აღლუმის სცენარში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, უცვლელია რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა „დასავლეთის გლობალისტური ელიტის“ მისამართით, რომელსაც რუსეთის ლიდერი უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის მთავარ მიზეზად მიიჩნევს.

Radiotavisupleba.ge 

პუტინის 9 მაისი: ეული ტანკითა და "მძევლების" გარემოცვით

2023 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, გამარჯვების დღის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩაატარეს ერთადერთი, ისიც ძველი ტანკი - Т 34. მძიმე ტექნიკის გარეშე აღლუმი წითელ მოედანზე 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა და საბრძოლო ძლიერების დემონსტრირებას 10 წუთიც არ დასჭირდა.

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელი საქართველოს მოქალაქეებს: თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე მოისმინეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიდეო მიმართვა საქართველოს ხალხისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი.  „ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში, მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს ხალხმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიახვის ჭალებში გადაყრილი ვაშლი - რატომ ვერ ყიდიან მოსავალს ქართლელი ფერმერები?

72 წლის ტარიელ ცაბაძე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, რომლის ორ ოთახს სათავსოდ იყენებს, ყოველდღე შედის და ვაშლის გადარჩევას იწყებს.

Radiotavisupleba.ge 

ენმ-ის წალენჯიხის და ხობის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ და ამავე პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შიდაპარტიული არჩევნები დაასახელეს, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად უარს ამბობენ. ავთანდილ გაბელიას განცხადებით, დღეს, როცა ენმ-ის დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პარტიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

17 მაისს საპატრიარქო ქაშვეთის ტაძარიდან სამების ტაძრამდე მსვლელობას გეგმავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 17 მაისს შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან  სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე. მანამდე კი ქაშვეთის ტაძარში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს". 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. ​17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გამოაცხადა კიევისთვის 1,2 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ

პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მისი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და საარტილერიო ჭურვების საჭიროებების დაკმაყოფილებას. პაკეტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარამდეა. ის ხორციელდება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, რომლის მიზანია უკრაინის უსაფრთხოების მოთხოვნილებების უზრუნველყოფას გრძელვადიან პერსპექტივაში. USAI-ის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო საჭირო რესურსებს ყიდულობს მრეწველობისა და პარტნიორებისგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უნდა იცოდე, სანამ „გასახდომი ნემსის“ გაკეთებას გადაწყვეტ

სალომე* ექიმია. ე.წ. „გასახდომი ინექცია“ ორი წლის წინ, მეუღლემ ჩამოუტანა უცხოეთიდან. ინექციას სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად იკეთებდა. პრეპარატის მიღება მცირე დოზით დაიწყო. სამი კვირის განმავლობაში 4 კილო დაიკლო, თუმცა, როგორც კი დოზის მომატება გადაწყვიტა, შეუძლოდ გახდა, დაეწყო ჰიპოგლიკემიის ნიშნები და ნემსის კეთება მაშინვე შეწყვიტა. სამ კვირაში დაკლებული 4 კილო მალევე, რამდენიმე თვეში მოიმატა: „ამ ინექციას ასეთი ეფექტი აქვს - ნაყროვანების გრძნობას გიმძაფრებს. კუჭის დაცლის პროცესს ანელებს და შესაბამისად, არ გშივდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ აგრესორის დამარცხება შეგვიძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ძირითადად ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმატებებზე. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთ ეფექტიანობასა და გამძლეობას. „ყოველი წარმატება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი“, - თქვა ზელენსკიმ. ამასთან, მან ევროპელ პარტნიორებს კიევისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე იმრან ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე დააკავეს. ის იქ 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური, რადიო „მაშაალი“, იტყობინება. პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა აკბარ ნასირმა თქვა, რომ ხანი დააკავეს სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ პარაპლანით იფრენთ... ოღონდ წესების დაცვით

ცხრათვიანი აკრძალვის შემდეგ, პარაპლანით ფრენა, რომელსაც ახალი წესი დაარეგულირებს, დაახლოებით, თვე-ნახევარში უნდა განახლდეს. მანამდე კი, მფრინავებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა, შემოწმდეს მათი საფრენი აპარატები და ასაფრენი ადგილები. იზრდება როგორც პილოტების ვალდებულებები, ისე ფრენაზე კონტროლიც. რას გულისხმობს ახალი წესი? ვინ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო ფრენაზე? რა ელით წესის დამრღვევებს? ვინ გააკონტროლებს ფრენებს? ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში პარაგლაიდინგით დაინტერესებულებს შეიძლება ჰქონდეთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების შემდეგ ოპოზიციამ უწყების დისკრედიტაცია დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღეს, 9 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა "დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები" უწოდა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის კრიტიკას. "ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ, ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებაში და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფონ დერ ლაიენი: ევროპა ყველაფერს აკეთებს პუტინის სამხედრო მანქანის განადგურებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიევში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასზე სტუმარმა უკრაინას უწოდა „გული, რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“. მისი თქმით, უკრაინა დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ევროპული ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად, ისტორიის გაკვეთილების გადახედვისა და უკეთესი მომავლის გზის დასახვისთვის. მან გაიხსენა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროპის დღეს, რომელიც კონტინენტზე 9 მაისს აღინიშნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში მემორიალზე გვირგვინის მიტანის საშუალება არ მისცეს

უკრაინელმა და უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს, 9 მაისს არ მისცეს საშუალება, გვირგვინით შეემკო წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი პოლონეთის დედაქალაქში. პატარა სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. იქვე მოწყობილი იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიცავდა შეხსენებას ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ. ელჩს და მის თანმხლებ პირებს შემოეხვივნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში გამართულ აღლუმში წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლები ტექნიკა მონაწილეობდა

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში. გამოთვლები ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა ჩაატარა ტრანსლაციაზე დაყრდნობით. მისი მონაცემებით, მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს - როცა აღლუმი უკვე შემცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდებთან შედარებით - აღლუმში მონაწილეობა მიიღო 131-მა საბრძოლო მანქანამ. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაგლოევი: ოსი მეომრები რუს ძმებთან ერთად ნაციზმს დღეს უკრაინაში ებრძვიან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას გვაშორებს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე მომზადებული კანონპროექტი საქართველოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისგან აშორებს. "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში მან ასევე თქვა, რომ აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისკენაა მიმართული. "ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, აშკარაა, მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა

9 მაისის ღამეს ღაზის სექტორზე ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან რადიკალური ისლამური ჯიჰადის ჯგუფის სამი წევრი, მათი ცოლები და შვილები და ასევე რუსეთის მოქალაქეობის მქონე ექიმის ოჯახი. 9 მაისის დილით ისრაელის არმიამ გამოაცხადა ანტიტერორისტული ოპერაცია "ფარი და ისარი", ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოვ გალანტმა რეზერვისტების მობილიზებას დაუჭირა მხარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 14 წლამდე მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა. მან ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. "[ოჯახში] ვიკითხე, თუ ხუთი წელი ეს ხდებოდა, ეჭვის დონეზე რაღაცა ისეთი ქმედება მაინც როგორ ვერ ნახეს?! დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგეო, უცნაურად იქცეოდა ბავშვიო, წერილს წერდა და წავართვიო - თვითმკვლელობაზე წერდა. გამოტყდა მიზეზზე და თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრასნოდარში აღმოაჩინეს კომპანია "ვაგნერის" წევრთა, წარსულში არაერთხელ ნასამართლევთა საფლავები

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ახალი საფლავები აღმოჩნდა კრასნოდარის მხარეში, უსტ-ლაბინსკის სასაფლაოზე. ორი მათგანი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მიერ იყო დაქირავებული. მანამდე ისინი არაერთხელ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.  ახალი საფლავების ფოტოები გამოაქვეყნა ტელეგრამის არხ "კრასნოდარელი ტიტუშკების" ავტორმა, სამხედრო პენსიონერმა ვიტალი სატანოვსკიმ, რომელიც ასეთი სამარხების მონიტორინგს ახდენს. მისი თქმით, უსტ-ლაბინსკში, კერძოდ, დაკრძალული არიან ალექსანდრ კორნიენკო (1999 ... Читать дальше...


«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Грузовые автопарки переориентировались на новые бренды

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Самые высокооплачиваемые: ЛЭТИ вошел в ТОП-10 вузов по доходам IT-выпускников

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Победителем конкурса предпринимателей с инвалидностью «Инвастартап–2024» стал воронежский проект модульных домов

Музыкальные новости

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

ONYX отправляется в Большой тур по России

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новости России

ЛЭТИ продолжает развивать сотрудничество университетами Малайзии

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

В учреждениях УИС Дагестана обсудили вопросы организации и проведения антинаркотического месячника

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

На закате.

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *