Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 04.05.2023

Radiotavisupleba.ge 

კარლო ალვინო: "კვარასთვის მოედანი ტილოა, ბურთი კი ფუნჯი"

“მარადონა ოლიმპოზე დავტოვოთ, ზეცაში და კვარას ვუსურვოთ, რომ დედამიწაზე, ადამიანებში იყოს საუკეთესო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კარლო ალვინო, ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტი, ტელე და რადიოწამყვანი.

Radiotavisupleba.ge 

ადამ მიხნიკი: „უკრაინა იმპერიულ რუსეთს გაანადგურებს. მგონი, უკვე მოუღო ბოლო“

ადამ მიხნიკი პოლონელი ინტელექტუალი, ისტორიკოსი და დისიდენტია. ის საკუთარ თავს „ანტისაბჭოთა რუსოფილს“ უწოდებს და გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რიგაში ის უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარის ტექსტში შენარჩუნებულია დარბაზში დასმული შეკითხვები.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ კუკავა ეკონომიკურ გუნდზე - "არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან სჭირდება ამ ქვეყნის განვითარებას"

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მკვლევრებმა მოამზადეს "30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს..." - ეს ნაშრომი არ არის მნიშვნელოვანი კითხვების უბრალო ჩამონათვალი, არამედ მათ ახლავს ავტორების განმარტებები, წყაროების, სტატისტიკის, გრაფიკების თანხლებით.  კვლევის თანაავტორი მიხეილ კუკავა რადიო თავისუფლების ეთერში ქვეყნის ეკონომიკის მდგომაროებას "ეიფორიულ სტაგნაციად" აფასებს და აგრეთვე ხსნის ცალკეულ საკითხს, რომელიც ნაშრომშია შესული: "გაცილებით მარტივია ამ პრობლემების გადაჭრის ამოცანა, ვიდრე შორიდან ჩანს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში CPAC-ზე გამოსვლისთვის

ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო მიმდინარე კვირაში უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). CPAC, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან, ბუდაპეშტში ტარდება უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით. ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტები" ერქმევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ „ფეისბუკის" პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ. „ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. მოქმედ პარლამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

დედაქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა იყო. მოკლულია ერთი კაცი. ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაჭრილი ადამიანების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული.

Radiotavisupleba.ge 

ევროპულმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებელი ზომები

დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დახმარების ორი ზომის შესახებ, რომლებიც შეეხება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით მოლდოვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს მათი როვნული უსაფრთხოება, ხელი შეეწყოს სტაბილურობასა და მდგრადობას ორივე ქვეყნის თავდაცვის სექტორში. „ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობათა მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

5 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის ლონდონში დაესწრება მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიას.  საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიწვეულია ცერემონიაზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალ კონსორტის სახელით, უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება. გასული წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როცა მთავრობა ხალხს ატყუებს - ფეისბუკით, ინსტაგრამით და ტიკტოკით

ფეისბუკის მფლობელმა „მეტამ“ წაშალა 120-მდე ქართული ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომლებიც სხვებზე ზემოქმედების მიზნით იტყუებოდნენ თავიანთი ვინაობის და საქმიანობის შესახებ და საკუთარი მესიჯების რეკლამაში ათიათასობით დოლარს ხარჯავდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომში უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე 400 მილიარდ დოლარად შეაფასა ომში უკრაინის ზარალი. ზელენსკის თქმით, ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. ამასთან, საქმე ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს. ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვ. უკრაინულ გამოცემა UNIAN-ს მოჰყავს კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა სასაცილო უწოდა „კრემლზე დრონებით თავდასხმაში“ აშშ-ის მონაწილეობის ბრალდებას

თეთრმა სახლმა "სასაცილო" უწოდა მოსკოვის ბრალდებებს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ვაშინგტონის მონაწილეობის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. "შეერთებულ შტატებს ამასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ არც კი ვიცით, ზუსტად რა მოხდა იქ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, სულ ეს არის," განაცხადა კირბიმ. მანამდე კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უნდა დაიხვრიტონ" - ვინ არიან რუსი დივერსანტები, რომლებიც პუტინს ამწარებენ?

რუსეთში აზიანებენ რკინიგზას და წვავენ სამხედრო კომისარიატებს. დივერსიების ნაწილზე პასუხისმგებლობა აიღო “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფმა”. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გზით უპირისპირდებიან პუტინის ომს უკრაინაში.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: "ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ნატოს არ შევუერთდებით"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „რეალისტურად“ აფასებს ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდერ დე კროსთან და მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამ ომის დროს ნატოს ნაწილი არ გავხდებით“, - განაცხადა მან. ”მაგრამ ჩვენ გვინდა, ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ნატოში ვიქნებით,” - დასძინა მან. ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“აგენტების კანონზე” უარესი - შეიძლება ამჯერად პროტესტი აიკრძალოს?

პარლამენტმა შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს განხილვა საკანონმდებლო ინიციატივის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ქუჩაში გამოსვლის თავისუფლება და ხელისუფლებას საშუალება მისცეს დამნაშავედ აქციოს ყველანაირი საპროტესტო აქციის მონაწილე, მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი დემონსტრანტის გამოკლებით.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის" კლინიკურ დირექტორს ტყუილში ადანაშაულებს

„ვივამედის" კლინიკურ დირექტორს განცხადებით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ის აცხადებს, მისი დაცემის ფაქტის გადასამოწმებლად საჭიროა 3 მაისის ჩანაწერების ამოღება. „ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კულტურის სამინისტრო ბაკურ ბაკურაძის კომპანიას უკვეთს 26 მაისის კონცერტის გამართვას

თითქმის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს კულტურის სამინისტრო 26 მაისს გასამართი კონცერტის სადადგმო ნაწილში. ამ მომსახურებას სამინისტრო უკვეთს კომპანია "არტ ლაბორატორიას", რომლის ერთადერთი მფლობელი და დირექტორია ბაკურ ბაკურაძე. იგი იყო 2021 წელს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კონცერტის რეჟისორი. "სატენდერო პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინებით და ასევე, ვინაიდან ღონისძიების მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, შეუძლებელია 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება ფაქტიურ ვადაში"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო პლაკატების გამო 8 ახალგაზრდა დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 4 მაისს, საინიციატივო ჯგუფის, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი პიცუნდა") აქტივისტები სოხუმში საპროტესტო პლაკატების გამოფენის გამო დააკავეს. ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, აქტივისტები დილით სოხუმის პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც ახსნა-განმარტების დასაწერად დაიბარეს. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ აქტივისტები გაათავისუფლეს. „ნუჟნაია გაზეტას“ თანახმად, მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ემუქრებათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის 20-ზე მეტმა ქალაქმა გააუქმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმები

გამარჯვების დღის პატივსაცემი აღლუმები წელს რუსეთის 21 ქალაქში გაუქმდა, თუმცა შარშან ისინი ჩატარდა. უსაფრთხოების მიზეზების გამო სარატოვმა, ორიოლმა, კალუგამ, რიაზანმა, ლიპეცკმა, იელეცმა, გუსევმა და ტიუმენმა უარი თქვეს ღონისძიებაზე. ფსკოვისა და ველიკიე ლუკის ხელისუფლებებმა აღლუმების გაუქმება ახსნეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებზე ზრუნვით. რეგიონის ხელმძღვანელის, მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, უკრაინაში შეჭრის მონაწილეები ამ ქალაქებში რეაბილიტაციისთვის ჩადიან და შესაძლოა ფეიერვერკი „აბსოლუტურად სხვანაირად“ აღიქვან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. დეპუტატებმა ამის შესახებ თავად უთხრეს ჟურნალისტებს. "მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს. ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა…" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან. პოლიტიკურ ჯგუფად დასარეგისტრირებლად აუცილებელია პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი ჰააგაში ვიზიტისას: "ყველას გვსურს აქ სხვა ვლადიმირის ნახვა"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ნიდერლანდში ვიზიტის დროს ეწვია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც ახლახან, უკრაინის ომის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, გამოსცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი. ”ჩვენ ყველას გვსურს სხვა ვლადიმირის ნახვა აქ, ჰააგაში”, - იხუმრა ზელენსკიმ, რომელიც ჰააგაში გამოვიდა სიტყვით „უკრაინისთვის არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სასჯელს იმსახურებს თავისი „დანაშაულებრივი ქმედებისთვის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დრონებით თავდასხმაში კრემლი აშშ-საც ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი და სხვა დეპარტამენტები კრემლზე უკრაინული დრონების თავდასხმას იძიებენ, სწორედ მათზეა დამოკიდებული სამუშაოს ვადები. მისი თქმით, მომხდარზე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. ამასთან, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, სასაცილოდ ჟღერს უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მათ არ უკავშირდებათ კრემლზე დრონებით თავდასხმა. პესკოვის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში შეთქმულების თეორია გაავრცელა. კიდევ რა თქვა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. იქ ამტკიცებდა, რომ მტრული ძალები საქართველოში “ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ” და, რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას “უმცირესობის ძალადობისგან”.

Radiotavisupleba.ge 

გერმანელი დეპუტატი ამბობს, რომ გვარამიასთან და სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს

თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ამბობს, რომ არ მისცეს უფლება, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მოენახულებინა. როგორც მან ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, მიზეზად დასახელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები. გერმანელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. "როგორც ევროპარლამენტი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგი ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში ფეიკი უწოდეს რუსეთში უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების დაკავებას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში „მორიგი მტრული დეზინფორმაცია“ უწოდეს რუსეთის განცხადებას უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების დაკავების შესახებ. სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრი იუსოვის თქმით, „კრემლის ახალგამომცხვარი ფეიკები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის რეჟიმს ეშინია უკრაინის და მისი სპეცსამსახურების, კერძოდ, დაზვერვის“. იუსოვის განცხადებით, ეს შიში გამართლებულია, რადგან ომის ყველა დანაშაულისთვის პასუხს აგებენ და ყველაზე უსაფრთხო გზა იქნება, თუკი უკრაინულ მართლმსაჯულებას ნებაყოფლობით ჩაბარდებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ კაცი ნათესავის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა - ქალი გარდაიცვალა

10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 41 წლის კაცს, რომელმაც ნათესავს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაკავებულს 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. "ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. Читать дальше...


Repsol стремится продать свою долю участия в портфеле ВИЭ в США

Линии освещения восстановили на дорогах еще в 8 округах Подмосковья

25 тыс человек посетили парк им Николая Островского в Ступине за минувшую неделю

Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Прием заявок на конкурс хоровых дирижеров имени Свешникова стартует 1 июня

Трансляции концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек

ГИБДД переименовали обратно в ГАИ

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Музыкальные новости

Путин: РФ придает большое значение союзническому взаимодействию с Азербайджаном

"Спартак" и "Оренбург" сыграли вничью в заключительном матче РПЛ

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек

Новости России

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне

Сотрудники Орехово-Зуевского лесничества провели экскурсию для любителей природы

Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц

Кинологи псковского управления ФСИН успешно выступили на чемпионате в Московской области 

Экология в России и мире

Что я увидела в экспедиции Малая Вишера — Мста — Окуловка? Часть 2: Особняк Курженковых и станция I класса

Chanel, коллекция Resort 2025

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисист Хачанов отреагировал на возможное отстранение от Олимпиады

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *