Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 19.05.2023

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი: აშშ უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე სამიტზე აცნობა მსოფლიო ლიდერებს, რომ დაამტკიცებს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. ამის შესახებ Associated Press-სა და CNN-ის წყაროებმა განაცხადეს. სავარაუდოდ, მფრინავების მომზადება ევროპაში მოხდება და ის შესაძლოა უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გამოქვეყნებულა. The Guardian-ის ცნობით, ბაიდენი დაამტკიცებს მფრინავების მომზადებას როგორც F-16-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძე

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ კომპლექსში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა იმყოფება. სასტუმროს მენეჯერმა მაია პატარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად სასტუმროში რუსეთიდან არცერთი სტუმარი არ ჰყავთ. „ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს. არც ქორწილია დაგეგმილი. იმაზე საუბარი, რომ ჩვენი სასტუმრო ორი დღე დაკეტილი იქნება, ეს ნორმალურია. ყოველ შაბათ-კვირას სრულად დაჯავშნილია, შესაბამისად, სხვა სტუმრებს ვერ ვიღებთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

90 დღე 366-ის წინააღმდეგ - საქართველო-რუსეთის უვიზო მიმოსვლის მოკლე ისტორია

19 მაისს საქართველოს მოქალაქეები თბილისიდან მოსკოვში, ახლად აღდგენილი პირდაპირი რეისით, ვიზის გარეშე გაფრინდნენ, თუმცა მათ, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, ომში მყოფ აგრესორ ქვეყანაში დარჩენა უვიზოდ მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ.

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ დასრულდა აქცია - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობასთან.  „არა რუსულ მთავრობას“ სკანდირებენ აქციის მონაწილეები. დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“. აქციის მონაწილემ თამარ ჯაყელმა განაცხადა, რომ 20 მაისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბებიან.  რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია „აზიმუტის" პირველი თვითმფრინავი დაეშვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში მოკლული 19 წლის სტუდენტი დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლის შვილია

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. ისინი ცხინვალის 42 და 47 წლის მცხოვრებლები არიან. დე ფაქტო სამინისტრო მათ ვინაობას არ ასახელებს. სოციალურ ქსელებში ცხინვალის საზოგადოების ნაწილი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ხუთშაბათს ღამით, ოკუპირებულ ცხინვალში კიროვის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში 19 წლის ვიაჩესლავ ტიგიევის ცხედარი იპოვეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვალიკოს დაბრუნება "დიდ ავიაციაში"

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი, თავისი ეკიპაჟითა და 70-მდე რუს-ქართველი მგზავრით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 მაისს, 13.18 სთ-ზე დაეშვა. ცოტა ხნით ადრე, როცა საჰაერო ხომალდი კავკასიონის ქედს უახლოვდებოდა, მავანმა პირობითმა „სტюარდესა“ კაწიამ ან ლარისა ივანოვნამ, როგორც „მიმინოშია“, ალბათ ემოციურად გამოაცხადა დინამიკებში: „ძვირფასო მგზავრებო! ჩვენ მივფრინავთ კავკასიონის მთავარი ქედის თავზე. მარჯვნივ ყაზბეგია, მარცხნივ - იალბუზი. გისურვებთ სასიამოვნო ფრენას...“ არის რაღაც ღრმად სიმბოლური იმაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვი მოპარული ცხენით პიარს იკეთებს

რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩეხეთიდან ჩეჩნეთში ჩაიყვანეს მისი საყვარელი ცხენი ზაზუ, რომლის გაყიდვა ან გადაყვანა აკრძალული იყო 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერს ევროპული სანქციების დაუწესეს.

Radiotavisupleba.ge 

გომელაური: ერთი არ ისროდა „მოლოტოვის კოქტეილს", ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ

პარლამენტის რვა დეპუტატმა ისარგებლა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებით და პარლამენტში ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული,  შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს. შესაბამისად, გომალაურის მიმართ დეპუტატების შეკითხვა ეხებოდა 7-8 მარტს გამართული საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედებას; კერძოდ: „რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

G7-მა განცხადება გამოაქვეყნა უკრაინისა და რუსეთის შესახებ

იაპონიაში, ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინის, ასევე რუსეთის აგრესიის შესახებ. დოკუმენტი 11 პუნქტისგან შედგება. ის „თეთრი სახლის", საიტზე გამოქვეყნდა. „დიდი შვიდეული“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. რუსეთის ომს მონაწილეები უწოდებენ უკანონოს, არაპროვოცირებულს, დამპყრობლურს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაეროს ქარტია. G7-ის ქვეყნები მოითხოვენ რუსეთის ჯარის მთლიანად გასვლას უკრაინიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - აქცია პარლამენტთან

თბილისში პარლამენტის შენობის წინ იმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“. აქციის მონაწილები აპროსტებენ ერთი მხრივ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილეების შესაძლებლობა მისცა, მეორე მხრივ ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, რომლის შედეგადაც აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა. „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ მთავრობას“ სკანდირებენ აქციის მონაწელეები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში სიკვდილით დასაჯეს ანტისამთავრობო გამოსვლების კიდევ სამი მონაწილე

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების კიდევ სამი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით. ადამიანის უფლებების დამცავებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პროცესის კანონის დარღვევით მიმდინარეობდა, ხოლო აღიარებითი ჩვენება ძალის გამოყენებით მოხდა. სალეჰ მურჰაშემი, ვაჯიდ კაზემი და საიდ იაკუბი 19 მაისს, ისპაანის საპატიმროში დასაჯეს სიკვდილით. მათ ბრალად დაედოთ შარშან, 16 ნოემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა, როცა სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა მასობრივი პროტესტის ჩახშობის დროს. სასამართლოს განაჩენში არ წერია არაფერი მკვლელობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პარლამენტში მინისტრის მოწვევის საფუძველი გახდა 7-8 მარტის აქციებზე პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობა. დარბაზში ვითარება განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნასთან მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე. მის სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა. ვაშაძემ, როდესაც სიტყვა დაასრულა, მისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერია აუქმებს რუსულ „მეტროვაგონმაშთან“ დადებულ ხელშეკრულებას

თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა - ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.  განცხადებაშია ნათქვამია, რომ 2021 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც თბილისს მეტროპოლიტენის 40 ახალი ვაგონი უნდა შეესყიდა 50 მილიონ ევროდ, 2023 წლის 19 მაისიდან საქნცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.  რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაც "მეტროვაგონმაშის" სანქცირების შემდეგ მიიღო თბილისის მერიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აეროპორტთან დაკავებულების სასამართლო პროცესები მომდევნო კვირაში გაიმართება

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაკავებული 6 მოქალაქის სასამართლო პროცესები 22-25 მაისისთვის გადაიდო.  დაზუსტებით ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნატა ფერაძის პროცესი ორშაბათს, 22 მაისს, შედგება, 24-შია დანიშნული შუშანა მაცაბერიძის საქმის განხილვა, 25-ში კი გელა ხასიას პროცესი გაიმართება. რადიო თავისუფლება საქალაქო სასამართლოში ცდილობს დანარჩენი დაკავებულების პროცესების თარიღების დაზუსტებას. აქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე, ქარიმ აჰმად ხანზე. ამის შესახებ „მედიაზონა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წელს, მარტში, გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი. უკრაინელი ბავშვების უკრაინიდან უკანონოდ რუსეთში გაყვანის ბრალდებით, პუტინთან ერთად დაპატიმრების ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ახალგორში საშვების გაცემა ისევ ჭიანურდება, იქ, 20 მაისს, გზის გახსნას ელოდებიან

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, გადასაადგილებელი საშვის გაცემის პროცედურა მესამედ შეიცვალა. მას შემდეგ რაც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

განათლების მინისტრის განცხადებით, მუშავდება სასკოლო კვების შემოღების სხვადასხვა სცენარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესის ფარგლებში უსმენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მინისტრს სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვის საკითხზე ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მიმართა. როგორც ოპოზიციური ფრაქციის წერილშია ნათქვამი, „დღემდე აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხზე". „დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში რუსული კლინიკების ქსელის, "ჩაიკის", სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში გაიხსნა რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრი. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას კორესპონდენტის თანახმად, კლინიკა თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. „ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია. აქამდე „ჩაიკა“ მხოლოდ მოსკოვში ფართოვდებოდა. პორტალ Vademecum-ის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში "ჩაიკას" 7 სამედიცინო ცენტრი აქვს. კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ფოლკსვაგენმა“ რუსეთიდან სრულად გასვლა დაადასტურა

გერმანიის საავტომობილო კონცერნმა, „ფოლკსვაგენმა“, დაადასტურა, რომ სრულად დატოვა რუსეთი. ქალაქ ვოლფსბურგში დაფუძნებული კონცერნის ცენტრალური ოფისიდან გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა იყიდა ადგილობრივმა ინვესტორმა. „ფოლკსვაგენის“ ქარხანა შეისყიდა სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა, რომელმაც ასევე გადაიბარა რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც. არსებული ცნობით, შეთანხმება დაამტკიცა რუსეთის სამთავრობო უწყებამ. „ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესი გაჩერდა.

Radiotavisupleba.ge 

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებენ, უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობისთვის ემზადება

მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანმა ქვეყნებმა, „დიდმა შვიდეულმა“ (G-7), 19 მაისს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე სამიტზე გამოაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებენ. 19 მაისს უკრაინის უშიშროების უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად უნდა დაესწროს ჰიროსიმის სამიტს. „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები შეეხება „საწარმო აღჭურვილობის, ხელსაწყოების და სხვა ტექნოლოგიის ექსპორტს“. საქმე ეხება პროდუქტს, რომელსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარგია, მაგრამ პატარაა - რა თქვეს მოსკოვი-თბილისის რეისის პირველმა მგზავრებმა

მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის 70-მდე მგზავრს შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ასევე ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები. მათ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბრიდან დაიწყეს. რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედია დახვდა. მგზავრების ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა, თუმცა რამდენიმე ჟურნალისტებს გამოელაპარაკა. "კარგია, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა არაბული ლიგის სამიტზე დასასწრებად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 მაისს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩავიდა, სადაც დაესწრება არაბული ლიგის სამიტს. ამის შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის ტელეარხებმა გაავრცელეს. ზელენსკი ჯედაში საფრანგეთის მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით ჩაფრინდა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აპირებს კვირას „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტს დაესწროს იაპონიაში, ჰიროსიმაში. გავრცელდა ასევე ცნობა, რომ ზელენსკი სამიტწი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. არაბული ლიგის სამიტში მონაწილეობას იღებს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აეროპორტთან აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, დაკავებულია 6 ადამიანი - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა მათგანს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქტივისტი ნატა ფერაძე, პარტია "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, ექიმი გიორგი ახობაძე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ვერ ვხედავ სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს”- ინტერვიუ ზალუჟნის ამერიკელ მრჩეველთან

„მოდით, მოვიგოთ რა ეს ომი! დავამთავროთ ტანჯვა ორივე მხარეზე. დავაბრუნოთ უკრაინა 91 წლის საზღვრების ფარგლებში. დავასრულოთ ქაოსი. ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის უკრაინელებისთვის იმ შეიარაღების მიწოდება, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად, რითაც იმდენ რუსს დახოცავენ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთში „ეტკინოთ“, - ეუბნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - ვალერი ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი, დენიელ რაისი რადიო თავისუფლებას. ყოფილი სამხედრო (ერაყი, ავღანეთის ომები), სამხედრო ექსპერტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მისთვის მტერი.  კითხვაზე პასუხის ნაცვლად, კობახიძემ ჟურნალისტის კითხვა შეაფასა და მას  სპეკულაციური უწოდა. "ეს არის სპეკულაციური კითხვა, რომლის მიზანია ესკალაცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ესკალაცია და მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მას ასევე ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. "რა თქმა უნდა, ოკუპანტია", - თქვა მან. Читать дальше...


МЧС: с 12 до 22 часов 30 мая в Москве пройдет дождь с грозами

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Благоустройство Тарычевского пруда в Видном завершат в ноябре

Shot: актриса Анастасия Заворотнюк заранее переписала имущество на детей и маму



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Музыкальные новости

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Концерт студии "Жерминаль"

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Новости России

Глава Солнечногорска вручил паспорта 7 юным жителям округа

Shot: актриса Анастасия Заворотнюк заранее переписала имущество на детей и маму

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *