Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Май
2023

Новости за 27.05.2023

Radiotavisupleba.ge 

როჯერ უოტერსი: ნაცისტური ფორმის მსგავსი კოსტუმი ბერლინის კონცერტზე ანტი-ფაშიზმს გამოხატავდა

ლეგენდარული როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა განაცხადა, რომ ფაშიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, როცა ბერლინში, კონცერტზე ნაცისტური სტილის კოსტიუმი ეცვა, რის გამოც გერმანიის პოლიციამ ბრიტანელი მუსიკოსის მიმართ გამოძიება დაიწყო. 79 წლის მუსიკოსმა თქვა, რომ ბერლინის „მერსედეს ბენცის“, არენაზე თავისი გამოსვლის ელემენტები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, "სრულიად ცხადად" იყო განცხადება ფაშიზმის, უსამართლობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ. 17 მაისის კონცერტის ფოტოებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს

საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“. ამის შესახებ კინოფესტივალის ჟიურიმ გამოაცხადა 27 მაისის საღამოს. ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის. ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო.

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული სფეროს მუშაკების გაძევებას

რუსეთი მომავალ თვეში დაიწყებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლების და გერმანული კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლების გაძევებას, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს, რომელიც საკმაოდ გართულდა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ეს ნაბიჯი და მოახლოებულ გაძევებას "ცალმხრივი, გაუმართლებელი და გაუგებარი გადაწყვეტილება" უწოდა.

Radiotavisupleba.ge 

ირანელმა მესაზღვრეებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, დაძაბულობა წყალთან დაკავშირებული უთანხმოებას მოწყვა

ირანელმა მეომრებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ირანის და ავღანეთის საზღვარზე - ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე წყლის უფლებებთან დაკავშირებით, იტყობინება ირანული და ავღანური მედია 27 მაისს. ოფიციალურ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს ბრიგადის გენერლის, ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილის, ქასემ რეზაის სიტყვები იმის შესახებ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის სასაზღვრო პუნქტზე "ძლიერი თავდასხმა" მოხდა თალიბანის მხრიდან, რასაც "გადამწყვეტი და მამაცი წინააღმდეგობა" გაუწიეს ირანელმა მესაზღვრეებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს. რუსეთი ახალ თავდასხმებს და საჰაერო იერიშს იწყებს

უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირების და ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიწყეს გადაადგილება თავიანთი ზოგიერთი პოზიციიდან ქალაქ ბახმუტსა და შემოგარენში, ომის ეპიცენტრში. ევგენი პრიგოჟინმა, „ვაგნერის“ მეთაურმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბახმუტზე იერიშს, 25 მაისს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები იწყებდნენ ქალაქიდან გასვლას და მათ რეგულარული რუსული ჯარები ჩაანაცვლებდნენ. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მისმა მებრძოლებმა დაიპყრეს ბახმუტი, თუმცა ამ მტკიცებას უარყოფდნენ კიევის ოფიციალური პირები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "მთავარი არხის" დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. მოქალაქეები და ტელეარხის თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის ორგანიზატორი "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობაა". აქცია მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს გეგმავს ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დრონებმა ნავთობსადენის შენობა დააზიანა

რუსეთის ფსკოვის რეგიონში ნავთობსადენის მინიმუმ, ერთი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა 27 მაისს, აფეთქების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ორი დრონის თავდასხმით, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა ტელეგრამის არხით, მაგრამ არაფერი უთქვამს დრონების წარმომავლობაზე. აფეთქება მოხდა სოფელ ლიტვინოვოს მახლობლად, ლატვიისა და ბელარუსის საზღვრებთან ახლოს. ვედერნიკოვმა თქვა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Baza-ს ტელეგრამის არხის ცნობით, „ტრანსნეფტის“ ნავთობის სატუმბ სადგურს ორი „თვითმკვლელი დრონი“ დაეცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკო: "უკრაინაში მტკიცე მშვიდობას მხოლოდ ნატო და ევროკავშირი უზრუნველყოფენ"

25-26 მაისს, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე, გამოჩენილმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობები. "მოვიგოთ ომი და არ წავაგოთ მშვიდობა" - მთავარი ფორმულაა უკრაინის მომავლისთვის, მიიჩნევს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. მას მიაჩნია, რომ დემოკრატიული განვითარება, რეფორმების გატარება, ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანდება. წინააღმდეგ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატო კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

ნატომ 27 მაისს მოუწოდა კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მას მერე, რაც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ერთი დღის წინ ძალით შეიჭრა მუნიციპალურ შენობებში იმისთვის, რომ მერები დაენიშნა ეთნიკური სერბებით დასახლებულ რაიონებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იტყობინება Reuters-ის სააგენტო. 26 მაისს კოსოვოს მთავრობის ამ ნაბიჯს მოჰყვა შეტაკებები კოსოვოს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რომლებმაც ეთნიკურად ალბანელი მერების დანიშვნის მიმართ პროტესტი გამოხატეს. სერბეთმა თავისი არმია სრულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილის თქმით, პუტინი ფრენებზე საუბრის დროს სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებში. ირაკლი ღარიბაშვილს დიასპორის ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კითხვები "TV პირველის" ჟურნალისტმა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე - რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სურვილზე ამახვილებდა ყურადღებას. "თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების გაცემა

რუსეთში 1 ივნისიდან განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების მიღებისთვის განცხადების შეტანა. ეს პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პორტალმა „გოსუსლუგი“ განცხადებების მიღება ბიოპასპორტების მსურველთაგან შეწყვიტა 2 თებერვალს. სახელმწიფო სიმბოლოების და ნიშნების ორგანიზაციის, „გოზნაკის“ თანახმად, განცხადებების მიღება შეწყდა, რადგან ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთის პასპორტებზე და შესაბამისად - მათთვის საჭირო მიკროსქემებზე. 2022 წელს რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წალკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს ატარებდა აზერბაიჯანული კომპანია - დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა - საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვედომოსტი“: რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს კანონპროექტს სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში მომზადდა კანონპროექტი სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „ვედომოსტი“. კანონპროექტის ავტორის, ვლადისლავ დავანკოვის (ფრაქცია „ახალი ხალხი“) წინადადებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ სქესის შეცვლა სამედიცინო პროცედურებით, თუ მათ ფსიქიკური დაავადების და ქცევითი დარღვევების დიაგნოზი დაუსვეს. „ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც არ იძლევა სქესის შეცვლის საშუალებას პირველ რიგში ადამიანის მოთხოვნით და მოვამზადეთ გადაწყვეტილება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო უწყების „სამშვიდობო“ პირობები: უკრაინამ ბრძოლა უნდა შეწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ჩამოთვალა უკრაინასთან ომის შეწყვეტის, სულ მცირე, ექვსი პირობა. ერთი მათგანი „საბრძოლო მოქმედების შეწყვეტაა“. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება ამის შესახებ რუსეთის სააგენტო „ТАСС“-ზე დაყრდნობით და წერს, რომ ინტერვიუ გალუზინთან 27 მაისს გამოქვეყნდება. გალუზინის სიტყვებით, წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტასთან ერთად, უკრაინამ უარი უნდა თქვას დასავლეთის ქვეყნებისგან შეიარაღების მიღებაზე. „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მტკიცე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი: პრეზიდენტი ასეთ მშვიდობიან პერიოდში გვაკრიტიკებს, ესეც დემოკრატიის მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და ამის მაგალითად ასახელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. პრემიერმა დიასპორის ფორუმზე საუბრის დროს ძირითადი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ევროინტეგრაციის პროეცესსა და მშვიდობას დაუთმო. "დღეს გვაქვს დემოკრატია. თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას, ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, დადასტურება"...... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის დეპუტატებს ეჭვი ეპარებათ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობისთვის უნგრეთის მზადყოფნაში

ევროკავშირის კანონმდებლობის მრავალჯერ დარღვევის გამო უნგრეთი ვერ იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე 2024 წელს, - ასეთი შეფასებაა გამოთქმული ევროპის პარლამენტის დეპუტატების რეზოლუციის პროექტში, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს, იტყობინება გამოცემა Euractiv-ი. პროექტს, რომელსაც გაეცნო გამოცემა, მხარი დაუჭირეს პარლამენტის მთავარმა პარტიებმა. უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა უწევს 2024 წლის ივლისიდან, ერთ თვეში ევროპაში არჩევნების შემდეგ. ქვეყანა, რომელიც ევროპულ საბჭოს თავმჯდომარეობს როტაციის საფუძველზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთმა განაახლა იერიში და საჰაერო დარტყმა მიაყენა ბახმუტს და ხარკოვს, მსხვერპლია დონეცკის ოლქში

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში არ წყდება ბრძოლები, რუსეთის არმია აგრძელებს განადგურებულ საჰაერო იერიშებს, იტყობინება 27 მაისს უკრაინის არმია. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ოლქში ერთ სოფელს ღამით, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა და დასძინა, რომ რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა მატერიალური ზარალი, მაგრამ მსხვერპლი არ არის. უკრაინის არმიის თანახმად, ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, სადაც რუსეთის ჯარი ცდილობს განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დიდი ხანია არაფერი მწყინს" - პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ფეხზე იდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია პროტოკოლი, როცა დიასპორის ფორუმზე არ დაიცვა წესები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ადგილის გამოყოფის დროს. ის სიტყვით გამოსვლამდე ფეხზე იდგა და სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო მიმართვა. "არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს უსაფრთხო ტურიზმზე ვიდეოს დამზადებაში 160 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ქვეყანაში უსაფრთხო ტურისტული გარემოს შესახებ ვიდეორგოლის დამზადებას. ამ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო უწყება ტენდერის გარეშე აპირებს და გათვლილი აქვს 159 777 ლარი. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა - უწყების ვებგვერდზე წერია, რომ ამ რგოლის დასამზადებლად 10 დღე საკმარისია. "გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში, რის გამოც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს... Читать дальше...


Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Показ мод и фестиваль красок пройдут в Видном ко Дню защиты детей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Показ мод и фестиваль красок пройдут в Видном ко Дню защиты детей

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

Музыкальные новости

ONYX отправляется в Большой тур по России

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Новости России

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

В Отрадном заработало бесплатное колесо обозрения

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

ONYX отправляется в Большой тур по России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

Рождественское утро...

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *