Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 10.05.2023

Radiotavisupleba.ge 

პუტინის "საჩუქარი" და თბილისის კმაყოფილება - ვის სჭირდება რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა?

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ საზოგადოების პროდასავლურმა ნაწილმა აღიქვა „მოსკოვის საჩუქრად“, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და სასარგებლო მხოლოდ რუსეთისთვის არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმა.

Radiotavisupleba.ge 

არის თუ არა ლუკაშენკა ავად და თუ ასეა, ვინ შეცვლის მას? 

არის თუ არა ავად ბელარუსის 68 წლის ავტოკრატი ლიდერი? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სტუმრად ჩასულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რამდენიმე ასეული მეტრი დამოუკიდებლად ვერ გაიარა.

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობა": „ოცნებამ" დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მისი შეფასებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი. „საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა;  დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა. ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. „2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით.  საზეიმო კონცერტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას

რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მონაწილეებისთვის შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებაში, რომელიც გამოქვეყნდა იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე. ტექსტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში ხელშეკრულების დენონსირების განხილვისას ოფიციალურ წარმომადგენლად ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული

65 წლის ედუარდ აბრამიანი, რომლის კუთვნილ ატრაქციონზე ორი თვის წინ ბათუმში ბავშვი დაიღუპა, პატიმრობაში რჩება. 10 მაისს სასამართლოს სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტები არ მიიღო. „გამოძიება დასრულებულია და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია. მისი პიროვნული მახასიათებლები გაითვალისწინეთ, მას უმწიკვლო რეპუტაცია აქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CNN-ი: იაპონია მოლაპარაკებებს აწარმოებს ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნის თაობაზე

ოთხშაბათს გამოაცხადა ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნის გეგმების შესახებ, იტყობინება CNN-ი. ეს იქნება ნატოს პირველი ოფისი აზიაში. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჰაიასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გავლენას ახდენს მსოფლიოს სტაბილურობაზე და იაპონიამ უნდა გააძლიეროს თავისი რეგიონის უსაფრთხოება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მოლაპარაკებები. მან იაპონიას ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წყნარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გავრილოვმა დაუშვა, რომ ავიამიმოსვლის აღგდენის შემდეგ საქართველოში ჩამოვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ. როგორც გავრილოვი ამბობს, ეს გადაწყვეტილება ათასობით ქართველს სურდა. „ეს უნდოდა ათასობით ქართველს, ეს ხომ ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტების გაფართოებას და ახალგაზრდულ გაცვლას, სავაჭრო პროცედურების გამარტივებას, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განბლოკვას, რეალიზაციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტატამიზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული ბრწყინვალე ჭიდაობით შეინარჩუნა. ფინალის გზაზე გრიგალაშვილმა მაროკოელი, ტაჯიკი, ავსტრიელი და სამხრეთკორეელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელგიელ მატიას კასეს აჯობა. დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მაისს დაიწყო. უკვე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა გააჩერებს პუტინის ოპრიჩნიკს?! - პრიგოჟინის მზადება პოსტპუტინური რუსეთისთვის

9 მაისმა ისე ჩაიარა, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ბახმუტის მონაკვეთზე, რომლისკენაც იყო მიპყრობილი ყურადღება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ: პრიგოჟინი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჯერ პოზიციების მიტოვებით, შემდეგ კი ბახმუტის აღებით იმუქრებოდა. რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ მეთაური არანაკლები სისასტიკით იბრძვის ძალაუფლებისთვისაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ალპებსა და არქტიკაში აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ. ეს შეიძლება გარღვევას მოასწავებდეს ნარჩენების გადამუშავების სფეროში. მეცნიერებმა შეაგროვეს ნიმუშები და 19 სახეობის ბაქტერია და 15 სახეობის სოკო გაზარდეს ბნელ ლაბორატორიაში 15°C ტემპერატურაზე. ამის შემდეგ მკვლევრებმა მიკრობებს სხვადასხვა სახის პლასტმასა „აჭამეს“. აღმოჩნდა, რომ მიკრობებმა შეძლეს პოლიურეთანისა და ზოგიერთი პლასტმასის ნარევების მონელება. თუმცა, ვერც ერთმა მიკრობმა ვერ შეძლო გადაემუშავებინა პოლიეთილენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგია - გახარია პუტინის გადაწყვეტილებაზე

ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე და ამბობს, რომ ეს "საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგია".  მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. "[ბიძინა] ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ", - წერს გიორგი გახარია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუდიტმა აფხაზეთის დევნილი მთავრობის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადასცა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების 2020-2021 წლების საქმიანობა შეისწავლა და ისეთი დარღვევები გამოავლინა, რომელიც შესასწავლად პროკურატურას გადასცა.

Radiotavisupleba.ge 

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება. მისი თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს. „საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნაწილია საერთაშორისო შეთანხმებების და ჩვენ ფინანსურ სანქციებზე, როდესაც ვსაუბრობთ, იცით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საჭიროდ არც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია

მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა მტკიცებულებად არ იქნება წარმოდგენილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ მიიჩნია საჭიროდ ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, არის თუ არა ბრალდების მხარის მტკიცებულებებად გამოყენებულ ვიდეოჩანაწერებში მოქმედი პირი და ლაზარე გრიგორიადისი ერთი და იგივე ადამიანი. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება გრიგორიადისის ადვოკატებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი, ეს მათი გადაწყვეტილებაა - ქადაგიშვილი ფრენების აღდგენაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ თუკი რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლაზე "პროვოკაციაა", "არ ავყვეთ". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. "როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, თუ ეს პროვოკაციაა, მე მოვუწოდებ მასაც და ყველას, პროვოკაციას არ ავყვეთ. ეს არის ნომერ პირველი ანტიდოტი ასეთ შემთხვევაში... საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეს აესი შიშს გამოთქვამს მუშების "კატასტროფული ნაკლებობის" გამო

უკრაინულმა კომპანია Enerhoatom-მა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა, განაცხადა, რომ რუსეთი ძალადობრივ „ევაკუაციას“ უპირებს დაახლოებით 3100 თანამშრომელს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც უკვე განიცდის „კვალიფიციური პერსონალის კატასტროფულ ნაკლებობას“. Enerhoatom-ის 10 მაისის განცხადების თანახმად, თავდაპირველად 2700 თანამშრომელს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტებს რუსეთის ენერგეტიკის წარმომადგენლებთან, გაიყვანენ ქალაქ ენერგოდარიდან, რომელიც ქარხნის მახლობლად მდებარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მთავრობის სხდომას დაველოდებით, შემდეგ აქციებს გავაგრძელებთ" - ფერმერების პროტესტი კახეთში

ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა წნორში საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე მივიდა, ხორბლის და ქერის გასული წლის მოსავალი თითქმის სრულად გასაყიდი აქვს - ჯამში დაახლოებით 20 ათასი ტონა. ფერმერები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილე გურამ ტურაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 120 ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი და თუ რეალიზაციას დროულად ვერ შეძლებს, მოსავალი გადასაყრელი გახდება. „იმის გამო, რომ საქართველოში პურის გამოსაცხობად რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილი შემოდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქვრივიშვილის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი უქმდება. ქვრივიშვილის შეფასებით, ეს დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. „ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ასე გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში, ბერლინში გააკეთა, სადაც  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება, ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს. ხაზარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. "რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას "ქართული ოცნების" მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლარი დოლართან თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა

რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ხვალიდან, 11 მაისიდან, დოლარი 4,64 თეთრით ძვირი ეღირება. განახლებული ოფიციალური კურსის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,5294 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,7707 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური კურსის გამოცხადების მომენტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. მან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა სავიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენების აკრძალვა საქართველოსთან, ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა. "მე კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში არის ერთიანი. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება შეეწინაარმდეგოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაშაძე პრეზიდენტის ვეტოზე: ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვფიქრობ, საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, დამტკიცების შემთხვევაში ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს ერთხელ მაინც წარედგინა ღირსეული კანდიდატი: „კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუსის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი კომისია და ერთხელ მაინც წარმოედგინა ცესკოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭო: ფაშინიანი და ალიევი 14 მაისს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას

ევროპული საბჭოს თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, 14 მაისს ბრიუსელში გამართონ შეხვედრა. მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს, რომლის ფონია განახლებული დაძაბულობა ბაქოს მიერ ლაჩინის დერეფნის დასაწყისში გაკეთებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამო. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს აკავშირებს სეპარატისტულ მთიან ყარაბაღთან. მოლაპარაკებებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, წინ უსწრებდა... Читать дальше...


Певица Иванова из «Комбинации» пожалела Кологривого на съемках сериала

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

8-9 июня в Москве пройдет третья большая ежегодная конференция «Доходная Недвижимость 2024»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Моя душа всегда с тобой»: дочь Анастасии Заворотнюк попрощалась с матерью

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

45% самарцев выбирают профессию только после школы

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Музыкальные новости

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

Новости России

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

заметка 6 лет там пахал три месяца заплатили тока

​В команде профессионалов

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Лето в урочище Кокоря

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *