Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2023

Новости за 26.05.2023

Radiotavisupleba.ge 

ყველა ყველას წინააღმდეგ - თბილისის გაუხსნელი სატრანსპორტო კვანძი

ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე თბილისის მერი კახი კალაძე ამბობდა, რომ “ქალაქი ყველასია” და მას ყველასი ესმის - მძღოლისაც, ქვეითისაც, ველოსიპედისტისაც, ყველას გაითვალისწინებს და სივრცეს ყველას მისცემს. ამ სიტყვიდან სამი წლის თავზე “რადიო თავისუფლება” თბილისის ხუთ მცხოვრებს ელაპარაკა, რომ გაეგო, რამდენად შესრულდა მერის პირობა და მართლაც გრძნობენ თუ არა, რომ ქალაქი მათია. თეონას გზა - სამი ტრანსპორტი ვარკეთილიდან დილის შვიდი საათია. თეონა ისე ჩადის სახლიდან გაჩერებამდე, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოფხიზლებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა წიგნები დაგხვდებათ წიგნის 25-ე ფესტივალზე?

25-დან 28 მაისის ჩათვლით, თბილისში, ექსპო ჯორჯიაში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მე-11, მე-6 და მე-5 პავილიონებში, წიგნები, ტრადიციულად, ფასდაკლებით გაიყიდება. ათასობით გამოცემიდან რადიო თავისუფლებამ რამდენიმე, ახლად დაბეჭდილი წიგნი შეარჩია. გამომცემლობა „მედუზა“ ფესტივალზე პირველადაა. ის ფენტეზის ჟანრის წიგნებს გამოსცემს. წელს ხუთი წიგნი მოამზადა: 80-იანი წლების ქართული ფანტასტიკა და თანამედროვე ავტორის, გიორგი კვიტატიანის „ბრინჯაოს ქალაქი“. „ადრე ფენტეზის ჟანრში ქართველი მწერლები შედარებით იშვიათად მუშაობდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი გმობს ბელარუსისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ შეთანხმებას

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა, დაგმო რუსეთსა და ბელარუსს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც მინსკისათვის არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს. "ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს შემდგომ სახიფათო ესკალაციას", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჟოზეპ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმში იკისრა. ამ დოკუმენტის თანახმად, ბელარუსმა თავისი ტერიტორიიდან ყველა ბირთვული იარაღი გაიტანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასპინძის მუნიციპალიტეტში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

სოფელ საყუდაბელში, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ხშირია, როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ბრუცელოზის კერად მიიჩნევა ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლები. ასპინძის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ მესაქონლეობა 2010 წელს დაიწყო. მალევე ბრუცელოზის გამო პირუტყვის ქართული ჯიში სრულად გამოცვალა. იმ პერიოდში სოფელ რუსთავში ცხოველებსა და ადამიანებში გავრცელებული ბრუცელოზის გამო 40 სული პირუტყვით იზარალა ფერმერმა თამაზ შავაძემაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა გამო დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში, შაბათს, 27 მაისს, გლოვის გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ პარასკევს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე ორი ადამიანი შეეწირა. ქალაქის მერის ბორის ფილატოვის განცხადებით, დაბომბვის მსხვერპლთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება. ქალაქი პროკურატურის ინფორმაციით, რაკეტა სამედიცინო დაწესებულებისა და ვეტერინარული კლინიკის შენობას მოხვდა. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი სახლები და ავტომობილები. 26 მაისის საღამოს მდგომარეობით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. მას ჯილდო 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გადაეცა. 2014 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება წამოიწყეს, მამუკა მამულაშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უკრაინაში მოხალისეთა რაზმი „ქართული ლეგიონი“ შექმნა. 2022 წლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სრულიად შეიშალნენ თუ რა?" - პუტინი გამოეხმაურა საქართველოში გამოწვეულ რეაქციას სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. „ჩემთვის იყო სრული მოულოდნელობა ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მე ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ რაღაც გაუგებარი ქარიშხალი წარმოიშვა ამ საკითხზე. ძალიან უცნაურია. და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. მე, როდესაც გვერდიდან ვუყურებ [ვფიქრობ]: სრულიად შეიშალნენ თუ რა? გაუგებარია, რაც იქ მათთან  ხდება“, - თქვა პუტინმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „საქმიან რუსეთთან“ შეხვედრაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოკო ონო და Cut Piece სოხუმში

სოხუმში კულტურის პლატფორმა SKLAD-ში გაიმართა ცნობილი არტისტის იოკო ონოს მიერ 1964 წელს შესრულებული პერფორმანსის, Cut Piece-ის რეკონსტრუქცია, რომლის ავტორი ახალგაზრდა აფხაზი მხატვარი ქალი ნიკოლ ბარციცია. SKLAD-ის კურატორებმა პერფორმანსში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ათეული მსურველი მიიწვიეს. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იტყობინება, პერფორმანსზე ოცდაათამდე ახალგაზრდა მივიდა, რათა გამოეცადათ საკუთარი თავი, ყური დაეგდოთ თავიანთი გრძნობებისათვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

316 - მიენდე.

"ბედფორდების" ალბომია. მოუსმინეთ, კარგია

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში შეტაკება მოხდა ადგილობრივ სერბებსა და პოლიციას შორის. ბელგრადმა გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა

კოსოვოს რესპუბლიკის ჩრდილოეთით, პარასკევს მოხდა შეტაკება პოლიციასა და ადგილობრივ სერბთა ჯგუფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ დაებლოკათ ახლად არჩეული ადგილობრივი მოხელეების მუნიციპალურ შენობებში შესვლა. Associated Press-ის ცნობით, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციას ეეყრდნობა, არეულობების დროს რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებებზე რეაგირებისას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, სახელმწიფო ტელეარხ „რტს“-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იდენტიფიცირებულია უკრაინაში დაღუპული 24 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი

„ბიბისის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, მოახერხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპული 24 005 რუსი ჯარისკაცის სახელის ამოცნობა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა კიდევ 1361 მსხვერპლის სახელი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს კვლავაც აღემატება 2022 წლის განმავლობაში დადასტურებული ყოველკვირეული დანაკარგების საშუალო მაჩვენებელს. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი მსჯავრდადებულებისგან შემდგარმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ განიცადა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პირველივე გასროლით მივხვდი, რომ ეს იყო იარაღი" - თავდასხმები საჯარო სივრცეებში

მოსაშვილის 11 ნომერში მდებარე რესტორანი „სტრადა“, სადაც 25 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, დღეს ჩვეულებრივად მუშაობს. რესტორნის ღია სივრცეში, სადაც რამდენიმე საათის წინ სროლის ხმა ისმოდა და ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული, ახლა კვლავ სტუმრები სხედან. იმ მაგიდასთანაც, სადაც გუშინ დამიზნებით ესროლეს ახალგაზრდა კაცს. მოსაშვილის ქუჩაზე არც სხვა რესტორნებისა და კაფეებისთვის შეცვლილა რამე. ვაკის პარკის შესასვლელის გასწვრივ მდებარე ამ პატარა ქუჩისთვის, სადაც დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს - ზურაბიშვილი თავისი გამოსვლის დროს შეძახილზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს რეპლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე ისმოდა მისი სიტყვით მიმართვის დროს. მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეძახილზე. "არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს... [შევხვედრილვარ] და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონია", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკოსი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მიმართვის დროს უკმაყოფილება შეძახილით გამოხატა, თვითონ იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილებს უგზავნის. პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ალიევი წერს, რომ მისთვის სასიხარულოა ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობის დონე: "ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა და დიდი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტური ფაქტორებია. დღეს არის კარგი შესაძლებლობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებში კრემლის პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევაც მოხვდა

იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 17 ფიზიკურ და 78 იურიდიულ პირს, მათ შორის ცნობილ „სკოლკოვოს“ ფონდს, „სკოლტექსს“, ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტ „ელექტროპრიბორსა“ და რამდენიმე ქარხანასა და საწარმოს. სანქცირებულ ინდივიდუალურ პირთა სიაში შედიან საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური მიხაილ ტეპლინსკი, სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური სერგეი კარაკაევი, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო დირექტორატის ხელმძღვანელი ნიკოლაი პარშინი და რუსეთის ჯარების დასავლეთ დაჯგუფების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარტიაში განმარტავენ, რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, თბილისში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ დასწრებია. ღონისძიების მსვლელობის პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც  მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო აღბეჭდილი - ფოტოზე ირაკლი კობახიძე ირუჯებოდა, ვიდეოში კი  სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა და არ პასუხობდა კითხვას, რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს. რადიო თავისუფლებამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტსა და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ და დღესაც მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს ამ გზას. საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა და დიდი იმედი მაქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის მილიარდამდე დოლარის გადახდა დაეკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ  ბიძინა ივანიშვილის მიმართ 926 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ბანკის მიერ კლიენტის აქტვების დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის. გადაწყვეტილებით სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა. „მოსარჩევლებმა დაადგინეს, რომ მოპასუხემ დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების წინაშე, დაეცვა ტრასტის აქტივები 2008 წლის 30 მარტის მადგომარეობით“, - სააგენტოს როიტერსის თანახმად ნათქვამია სინგაპურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით თბილისში მსვლელობა "ლელომაც" გამართა

პარტია „ლელოს” წევრების ორგანიზებით თბილისში,  თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად - ეს დღეს მეორე აქციაა, რომელიც მოქალაქეებმა გამართეს იმის საჩვენებლად, რომ მათთვის საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშის არსებობა მნიშვნელოვანია. აქციები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის პროკურატურამ პუტინის ყოფილი სიძის მიწის ნაკვეთი დააყადაღა

ნიდერლანდის პროკურატურამ დააყადაღა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილის, მარია ვორონცოვას, ყოფილი სამოქალაქო ქმრის, იორრიტ ფაასენის, მიწის ნაკვეთი. ამის შესახებ პროექტი Follow the money და გამოცემა „გარდიანი“ წერენ. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფელ დიუვენდრეჰტში მდებარეობს. იგი დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა პუტინის მეგობრების, არკადი და ბორის როტენბერგების კუთვნილ სტრუქტურებს. 2019 წელს ფაასენმა, როგორც Follow The Money იტყობინება, მიწა 450 ათას ევროდ იყიდა, ხოლო ორი წლის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა თბილისში

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა ჯერ საქართველომ, ორი დღის მერე კი სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს. როგორ მოხდა, რომ სამივე სახელმწიფომ ამის შესახებ მსოფლიოს თბილისიდან აუწყა?  „...დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო - სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო...“ ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში. აქტი მოკლე, ლაკონიური და პირდაპირია: „მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე-XVIII-ე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დრონის ჩამოვარდნამ კრასნოდარის ცენტრში შენობები და მანქანები დააზიანა

26 მაისის დილით კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა ერთ-ერთი საოფისე შენობა და რამდენიმე მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩნდა ძრავა უპილოტო საფრენი აპარატისა, რომელმაც სავარაუდო თავდასხმა განახორციელა აღნიშნულ შენობაზე. თვითმხილველების მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დაზიანებულია კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანია МТС-ის შენობის ფასადი და სახურავი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ეს არის პირველი საავიაციო ინციდენტი კრასნოდარის ოლქში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩარლზ III საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. "მინდა მხურვალე მილოცვა გავუგზავნო თქვენს აღმატებულებას და საქართველოს ხალხს თქვენი ქვეყნისათვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ. ველი, რომ გაგრძელდება გულთბილი მეგობრობა და მყარი პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ამ რთულ პერიოდში". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მეფის მისალოც ტექსტში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გაატაროს, ამ დღეს გვართმევს - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის დღეს ბრალდებებისა და "ქიშპის" დრო არაა. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, იზეიმოს. პარლამენტის სპიკერი ამით 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. "ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. ამ დღეს გვართმევს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს", - თქვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა კრიტიკას იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე." ღარიბაშვილის თანახმად,  ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ "წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი." იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს იქნება ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან. "დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი... Читать дальше...


Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Лето удовольствий в Mango House Seychelles



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сергей Алещенко: «Обеспечение ТСР – право, гарантированное государством»

Врачи НИКИ детства выступят на конгрессе «5П Детская медицина» в Гомеле

7 самых известных московских призраков

Тверские танцоры стали призерами всероссийского инклюзивного танцевального конкурса

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Новости России

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Экология в России и мире

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Спорт в России и мире

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Moscow.media

В Подмосковье наркодилер сдался полиции из-за суеверий

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *