Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 01.11.2020

Radiotavisupleba.ge 

ეგზიტპოლის შედეგად მოლდოვაში პრეზიდენტს მეორე ტურის არჩევნები გამოავლენს

მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს, - ასეთი დასკვნა გამომდინარეობს ხმის მიცემის პროცესში ჩატრებული ეგზიტპოლის შედეგად, რომელიც მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა. WatchDog.md-ისა და საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანხმად 1 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ხმათა 41%-ს ღებულობს, მისი მეტოქე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მაია სანდუ - 35%ს. პირველ ტურში გასამარჯვებლად ვერც ერთი კანდიდატი ვერ აგროვებს საჭირო 50%-ზე მეტს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია: მინიმუმ ბოლო 8 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგებს „ფეისბუკზე" ეხმაურება. როგორც ლომჯარია წერს, პარალელური დათვლის თანახმად, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანი - საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი; აღნიშნულ უბნებს და მის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე 4.1%-ის ფარგლებში ზეგავლენა. სახალხო დამცველის შეფასებით, საყურადღებოა, აგრეთვე ისიც, რომ ISFED-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ტრამპი და ბაიდენი „მოყოყმანე შტატებში“ მართავენ შეხვედრებს

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონლად ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აქტიურ შეხვედრებს მართავენ ე.წ. „მოყოყმანე შტატებში“, რომლებზეც, ექსპერტთა აზრით, დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგი. „ამერიკის ხმის“ ცნობით, კვირას ტრამპი შეხვედრებს გამართავს ხუთ შტატში - მიჩიგანში, აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში. ხოლო ბაიდენი ეწვევა პენსილვანიას. წელს „მოყოყმანე შტატებს“ განეკუთვნებიან ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია, რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება 2020 წლის პარლამენტში

ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა და უკვე ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში. ყველაზე მეტი დეპუტატი მოქმედ მმართველ პარტიას ეყოლება. პროპორციული წესით მიღებული ხმების მიხედვით 120 მანდატი პარტიებზე ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 61 დეპუტატი; „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 35 დეპუტატი; „ევროპული საქართველო“ – 5 დეპუტატი; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 დეპუტატი; „ლელო“ – 4 დეპუტატი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 დეპუტატი; „გირჩი“ – 4 დეპუტატი; „მოქალაქეები“ ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართულ ოცნებას" უკვე 75 მანდატი აქვს

ამ დროის მონაცემებით, როცა ხმების 100 პროცენტი დათვლილია, "ქართულმა ოცნებამ" 150-კაციან პარლამენტში 75 მანდატი უკვე მოიპოვა. მას სულ ერთი მანდატიღა დასჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს უმრავლესობა. პროპორციული წესით ქართულმა ოცნებამ 61 მანდატი მოიპოვა, მაჟორიტარული წესით კი 14-მა კანდიდატმა პირველივე ტურში დააგროვა ხმების ნახევარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტის დეპუტატები გახდებიან. არსებული მდგომარეობით, მეორე ტური 16 სამაჟორიტარო ოლქში იმართება, აქედან 15-ში ქართული ოცნება ლიდერობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად არ იქნებოდა სწორი 

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება არის არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. კობახიძის განმარტავს, რომ დაკავების საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა ამატებს: „პოლიტიკურად ეს არ იქნებოდა სწორი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდა - ცესკომ ხმების 100% დათვალა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდა. ის პირველივე ტურში დამარცხდა თავის კონკურენტთან, რომელიც მმართველმა პარტიამ დააყენა. გამარჯვებისთვის ხმების 50 პროცენტზე მეტის დაგროვება იყო საჭირო. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში პირველ ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 51,02%; ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) - 31,52%. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში გაიმარჯვეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ბურჯანაძე 2020 წლის მოწვევის დეპუტატი ვერ ხდება - ხმების 100% დათვლილია

ნინო ბურჯანაძის პარტია "ერთიანი საქართველო" 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ვერ შევა. ცესკომ ხმების 100 პროცენტი დაითვალა და ამ მონაცემბით პარტია 1-პროცენტიან ზღვარს ვერ ლახავს. შესაბამისად, პარლამენტში ვერ შედის სიის პირველი ნომერი, ნინო ბურჯანაძეც. ეს მონაცემები საბოლოო არა არის და შეიძლება მცირედით შეიცვალოს. ამ მონაცემებით, ბურჯანაძის პარტიას 16 328 ხმა აქვს მიღებული, რაც 0,85 პროცენტია. ცესკოს მონაცემების მიხედვით, პარლამენტში სულ 9 პარტია შედის. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“ - 926 959... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაქო „ბოლომდე გასვლით" დაიმუქრა, თუ კვლავ გაგრძელდება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მორიგი მკაცრი განცხადება გააკეთა მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით. 1 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს ილჰამ ალიევმა კვლავ მოუწოდა სომხეთს, რომ დატოვოს მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ხოლო თუ მოლაპარაკება მიზანს ვერ მიაღწევს, ალიევმა დაიმუქრა, რომ აზერბაიჯანის არმია „ბოლომდე გავა“. ამ განცხადების ფონია მორიგი ურთიერთბრალდებები მთიან ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნების მეორე ტური 16 ოლქში იმართება - ხმების 100% დათვლილია

30 ოლქიდან 16 შემთხვევაში 31 ოქტომბრის არჩევნებით მაჟორიტარი კანდიდატი ვერ აირჩიეს. ამიტომ ყველა ამ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. დარჩენილი 16 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობს ოპოზიცია. პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვეს: გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 52,83%, ლევან ბეჟაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 27,88%; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) - 50... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო შეფასებები - იყო თუ არა არჩევნები "თავისუფალი და სამართლიანი"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან - თინი კოქსი ამბობს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები - თავისუფალი იყო, მაგრამ სამართლიანობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ბარიერს ქმნის განსაკუთრებით ორი პრობლემა - მმართველი პარტიის აბსოლუტური დომინირება და უხილავი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. 1 ნოემბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ერთობლივი წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური იმართება - ხმების 100% დათვლილია

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით თბილისში მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ხმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ ვერცერთმა კანდიდატმა აიღო ხმების 50 პროცენტი, რაც აუცილებელი იყო პირველივე ტურში გასამარჯვებლად. 8 ოლქიდან მხოლოდ ერთ ოლქში, გლდანში ლიდერობს ოპოზციური კანდიდატი, დანარჩენ შემთხვევებში კი ლიდერი მმართველი პარტიაა. მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 44,81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) - 29,45%, ვაკე - ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) - 42,24%... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პეტერ სტანო: საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები

საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანი, პეტერ სტანო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარდა „კონკურენტული“ არჩევნები, რომლის დროსაც „მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“. ეყრდნობა რა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(OSCE/ODIHR) წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხმების 100% დათვლილია: "ქართული ოცნება" - 48,15%, "ნაციონალური მოძრაობა" - 27,14%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ამ მონაცემებით ხმების თითქმის ნახევარი - 48,15 პროცენტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მას რამდენიმე მანდატიღა სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად. პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 926 959 ხმა (48,15 %); „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 522 463 ხმა (27,14 %); „ევროპული საქართველო“ – 72 752 ხმა (3,78 %); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 592 ხმა (3,15 %); „ლელო“ – 60 691 ხმა (3,15 %); „პატრიოტთა ალიანსი“ ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. მათი ძირითადი ნაწილი კი განიხილავს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას. ნიშნავს თუ არა მანდატებზე უარის თქმა ავტომატურად ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესუსტებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებელ პირობას? რას ამბობს ოპოზიცია? „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილი და ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მოიპოვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს განახლებული მონაცემებით, მეორე ტურში დოლიძის ნაცვლად ჯაფარიძე გადადის

ბოლო მონაცემებით, ანა დოლიძის ნაცვლად დიდუბე-ჩუღურეთში მეორე ტურში ზურა ჯაფარიძე იყრის კენჭს. მონაცემები ცესკოს საიტზე რამდენიმე წუთის წინ აისახა. ამ დროის მონაცემებით, ჯაფარიძე დოლიძეს 91 ხმით უსწრებს. მონაცემები იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ოქმები ჩასწორდება. პირველ სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გია ვოლსკი, "ქართული ოცნება" - 29 414 ხმა (42,69%); ზურაბ გირჩი ჟაფარიძე, "გირჩი" - 14 529 (21,09%); ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 14 438 (20,96%). მეორე ტური "ქართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე. ის ბოლოს მედიის წინაშე გუშინ, ხმის მიცემის დროს გამოჩნდა. "მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", - წერს ის. მოქმედი რეგულაციებით დაუცველი კონტაქტის დროს, პირბადის გარეშე ორ მეტრზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველი აღარ არის

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის 1 მილიონი ხმა მიიღო, რაც მცირედით ჩამორჩება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობას - 1,2 მლნ-ს. ამ ორ არჩევნებს შორის იყო 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მმართველ პარტიას ხმა მისცა 856 ათასმა ამომრჩეველმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში კი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მხოლოდ 615 ათასი ხმა მიიღო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთი სრული იზოლაციის რეჟიმს უბრუნდება, სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად

5 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთში ამოქმედდება საყოველთაო კარანტინი - ლოკდაუნი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. კარანტინის განმავლობაში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ დატოვონ სახლები. დასაშვები იქნება გარეთ გასვლა პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამსახურებსა და სკოლებში სიარული, მოხუცების მოვლა და ღია ცის ქვეშ ვარჯიში. ლოკდაუნის შემოღების შესახებ 31 ოქტომბერს განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციამ პარლამენტთან კარავი გაშალა

პარლამენტის შენობის წინ პროტესტის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ამ პროცესს იქ შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ. დღეს კარვის გაშლის კიდევ ერთი შემთხვევა წარუმატებლად დამთავრდა. მათ პოლიციამ არ მისცა უფლება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 16:00 საათიდან დაიწყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ მოქალაქეები და პოლიტიკოსები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "წასვლას" და გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციას ოპოზიცია ერთ კვირაში გეგმავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცველებმა მინსკში 120 დემონსტრანტი დააკავეს

1 ნოემბერს მილიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით დაშალეს „ტერორის საწინააღმდეგო მარში“ და დააკვეს 120-ზე მეტი დემონსტრანტი. ამის შესახებ უფლებათდაცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“ აცნობა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს. თუმცა დაკავებულთა რაოდენობის დასადგენად უფლებათდაცველები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. 1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო მარშის“ მონაწილეები მინსკის ცენტრალური ქუჩების გავლით ცდილობდნენ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან მისვლას, სადაც აღმოჩენილ იქნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო: დარღვევები მიუღებელია, თუმცა შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არაა საკმარისი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები - ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა - მიუღებელია, თუმცა შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი. „ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ქართული მარში" ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით იწყებს „ოცნების" ოფისის პიკეტირებას

ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში", რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. ის არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. „მე მინდა მივმართო ქართველ ერს, რომ ეს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ „ქართულმა ოცნებამ" დააყაჩაღა ქართველი ხალხის ნება. ქართველი სოროსი აღმოჩნდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს „ქართული მარშის" ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი. მას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა არჩევნების გაყალბება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივანიშვილის რეზიდენციასთან მისული აქციის მონაწილეები მის "წასვლას" ითხოვენ

მსვლელობამ, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართა, დანიშნულების ადგილს მიაღწია. აქციის მონაწილეებს იქ პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დახვდათ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციის კორდონი გაიხსნას და პარალელურად სკანდირებენ "მიშას", "საქართველოს" და "წადის". მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მილიციამ მინსკში ცრემლსადენი გაზით და მასობრივი დაპატიმრებით უპასუხა მშვიდობიან მსვლელობას

ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ, პირდაპირ დაიწყეს დემონსტრანტების დაკავება კვირას გამართული საპროტესტო მსვლელობის დროს, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით. მინსკის ცენტრში მობილიზებულია სპეციალური საევაკუაციო მანქანები, ე.წ. ავტოზაკები, რომელსაც მილიცია იყენებს დაკავებულთა იზოლირებისა და ტრანსპორტირებისათვის. 1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო... Читать дальше...


прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

СДЭК начал выдачу отправлений в московском регионе

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава Ступина проверил ход работ по установке детской площадки на ул Хвойная

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Формула преодоления: три основные причины стресса и способы борьбы с ним

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Музыкальные новости

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Новости России

В Москве выбрали лучших педагогов в рамках городского конкурса — Собянин

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Спорт в России и мире

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

На закате.

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *