Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 25.11.2020

Radiotavisupleba.ge 

პელე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე საკუთარ ტვიტერის გვერდზე ეხმაურება დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას:  "მე დავკარგე დიდი მეგობარი, სამყარომ კი - ლეგენდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს" - დაწერა პელემ ტვიტერზე.  მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ფეხბურთელი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Radiotavisupleba.ge 

ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანმა ავსტრალიელი მეცნიერი სამ ირანელში გაცვალა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანმა უცხოეთში დაპატიმრებული სამი ირანელის სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლა ბრიტანელ-ავსტრალიელი მეცნიერი, კაილი მორ- გილბერტი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ათწლიან პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. „ერთი ბიზნესმენი და ორი სხვა ირანელი, რომლებიც უცხოეთში იყვნენ დაპატიმრებული ყალბი ბრალდებით გაათავისუფლეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჯაშუშის სანაცვლოდ, რომელიც ისრაელისთვის მუშაობდა“, იტყობინება „ირიბნიუსი“. მორ-გილბერტი, რომელიც მელბურნის უნივერსიტეტში ისლამისტიკას ასწავლიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Covid - 19 აღმოაჩნდა სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს

სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით გადაყვანილ მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ Covid - 19. სპეციალური პენიტენციური სამსახურის​ ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR-ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეიძლება თუ არა პანდემიამ “დაკარგული თაობა” გააჩინოს?

UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, 3 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 87 ქვეყანაში ბავშვებსა და მოზარდებზე მოდიოდა კორონავირუსით ინფიცირების 9-დან 1 შემთხვევა. სკოლების დახურვა 30 ქვეყანაში 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო. გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და საერთო კეთილდღეობაზე შესაძლოა ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს. 2020 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიოში 150 მილიონით გაიზარდა მრავალმხრივ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წითელი ხაზი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ნოემბერს

ოპოზიციის კონსულტაციები მესამე რაუნდის წინ სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება ფასილიტატორების მონაწილეობისთ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე დასხდებიან, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის რაწმომადგენლებს კონსულტაციებზე შეხვდნენ. „ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით ფასილიტატორებს აინტერესებდათ დარჩა თუ არა სივრცე იმისათვის, რომ იყოს მიღწეული რამე შეთანხმება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩადიან

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან, ტოივო კლაარი, ჯიხან სულთანოღლუ და რუდოლფ მიხალკა, ხუთშაბათს ცხინვალში ჩავლენ, ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგის განსახილველად. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი ჯერ კიდევ მარტში უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ გადაიტანეს ოქტომბერში, თუმცა ვერც ოქტომბერში ჩატარდა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო. - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სააგენტო „რესი“ იუწყება. თუმცა ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიის ჩაშლაში რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს განიხილა და და მიიღო რეზოლუცია, რომლშიც მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობას, ცნოს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.   სენატის 305 წევრი მიემხრო რეზოლუციას „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის“ შესახებ, რომელშიც გამოთქმულ მოწოდების მიზანი „რეგიონში ხანგძლივი მშვიდობაა“. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა  სენატის მხოლოდ ერთმა წევრმა. რეზოლუციაში დაგმობილია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინავალის საოკუპაციო-სამხედრო ბაზას ახალი მეთაური ჰყავს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ახალი მეთაური ჰყავს. რომან ვიაზოვსკი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს უკვე წარუდგინეს. -ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. ბიბილოვი შეხვდა რუსეთის 58-ე არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ მიხაილ ზუსკოს, რომელმაც მეოთხე სამხედრო ბაზის ახალი მეთაური წარუდგინა. ბიბილოვმა ვიაზოვსკის დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედროების თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მე-4 ბაზაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე - თბილისის ანძა ნარინჯისფრად გაანათეს

დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. როგორც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია აცხადებს, ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. „ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება“, - აღნიშნავს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია . Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრომ კომუფლირებული “მინი ახალი აღთქმა” და “მინი ყურანი” დაბეჭდა

რელიგიური ლიტერატურა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციტივით პანდემიის დროს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დაიბეჭდა, სახელმწიფოს 80 000 ლარამდე დაუჯდა;

Radiotavisupleba.ge 

დამუხრუჭებული მილოცვა "ოცნებისთვის" - რას ელოდება საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვას ისევ არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მონაცემები უკვე ცნობილია - საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 90 მანდატი მიიღო. 25 ნოემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალაში რჩება მისი 23 ნოემბერის კომენტარი და მილოცვასთან დაკავშირებული თემის გაშლას აღარ აპირებს. რატომ იკავებს თავს და რას ელოდება საქართველოს საპატრიარქო? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ფეხბურთელი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მარადონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ნოემბრის დასაწყისშიც მოხვდა კლინიკაში - ტვინში სისხლის გაჟონვის გამო, სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა და 11 ნოემბერს გაწერეს. სამწუხაროდ მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონს დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ დანებდა ბჟანია

2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტები, ექვს-ექვს წლიანი ინტერვალებით, მესამე მნიშვნელოვან დოკუმენტს აფორმებენ, რაც ყოველ ჯერზე იწვევს ოფიციალური თბილისის გულისწყრომას. ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი უწოდა „რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას“, თუმცა, როგორც ქართველი კონფლიქტოლოგები შენიშნავენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისაშვილი: წითელი ხაზები ისევ არსებობს ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის  წინ გადადგმული ნაბიჯები

მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ლაპარაკობს აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი. „მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს. აშკარად არის პროგრესი - შემიძლია ვთქვა. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ტენდენცია არის პოზიტიური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰააგის სასამართლო არ განიხილავს უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის ალტერნატიულ ვერსიას

ჰააგის საოლქო სასამართლომ, რომელიც არჩევს 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმეს, უარყო დაცვის შუამავლობა მომხდარის ალტერნატიული ვერსიის განხილვის შესახებ.   მოსამართლის თანახმად, ალტერნატიულ ვერსიებს კონკრეტულ პროცესთან კავშირი არ აქვთ. მასში ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, „ბუკმა“ რომელიც რუსეთიდან იქნა იქ ჩატანილი.    მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17-ს,  ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იქცევა თუ არა „რუსთაველი“ - სასტუმროსა და კინოთეატრის ჰიბრიდად?

დაკარგავს თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ თავის პირვანდელ, კინოთეატრის ფუნქციას და გარდაიქმნება თუ არა ის სასტუმროსა და კინოთეატრის ჰიბრიდად, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 11 ნოემბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში, სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველის“ განცხადება შევიდა. განმცხადებლები მოითხოვენ, რომ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების დამტკიცებული ესკიზის საფუძველზე (ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2019 წელს დაამტკიცა), მოხდეს პროექტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას. „ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე პრინციპში არის პოზიციის თანხვედრა, მათ შორის, დიპლომატებთან. ისინიც ხედავენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე ფაქტობრივად ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“, - ამბობს ვაშაძე. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა უნდა შედგეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალთა ჰიგიენის საშუალებები უფასო გახადა

მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა შოტლანდია, რომელმაც დაამტკიცა კანონი ქალთა უფლების შესახებ, უფასოდ მიიღონ ჰიგიენის საშუალებები, ტამპონები და საფენები. გაერთიანებული სამეფოს ამ ნაწილის, შოტლანდიის, პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ლეიბორისტების წარმომადგენლებმა შეიტანეს. კანონი მიიღეს სიღარიბის დაძლევის მიზნით. შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა ტვიტერით სიამაყე გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა პირველია, რომელმაც მიიღო კანონი, „რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ჰიგიენის საშუალებებს ყველასთვის, ვისაც ის ჭირდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ვაშაძე კონსულტაციების შესახებ: ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფასილიტატორებთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე საუბრისას. „ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე იმისათვის, რომ იყოს მიღწეული რამე შეთანხმება. გესმით, რომ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით - ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით - უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან

ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ის ასახელებს წითელ ხაზს, რომლის გადალახვასაც მმართველი პარტია არ აპირებს. „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა 930 000-მა ამომრჩეველმა. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ მილიონამდე ამომრჩევლის გამარჯვება. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანის გამარჯვება ასე მარტივად დავთმოთ. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა საჯაროდ უწოდა უიღურებს „დევნილი“ ხალხი, რასაც ჩინეთი „უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს

რომის პაპმა, ფრანცისკემ, პირველად მოიხსენია საჯაროდ უიღურები, ჩინეთის სინიანის პროვინციის მოსახლეობა, მსოფლიოს დევნილ ხალხებს შორის, ამ რეგიონში ადამიანის უფლებების ფართო დარღვევის შესახებ ინფორმაციის ფონზე. მსოფლიოს კათოლიკეთა მამამთავარი 23 ნოემბერს გამოცემულ თავის წიგნში, „მოდით, ვიოცნებოთ, უკეთესი მომავლის გზა“, წერს: „ხშირად ვფიქრობ დევნილ ხალხებზე, როჰინგაზე, უბედურ უიღურებზე, იეზიდებზე, როგორი, მართლაც, სისასტიკით მოექცა მათ [ისლამური სახელმწიფო], თუ ქრისტიანებზე ეგვიპტესა და პაკისტანში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა საქართველოს გადმოურიცხა ტრანში, 100 მილიონი ევრო

მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში დღეს, 25 ნოემბერს, ევროკავშირმა საქართველოს გადმოურიცხა ტრანში, 100 მილიონი ევრო. მისი მიზანია, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერა და საბიუჯეტო-საფინანსო საჭიროებების შემსუბუქება. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იტყობინება, მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ამ დახმარების შემადგენელი ნაწილებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი და გაყინული საკვები - რატომ აკრძალა ჩინეთმა ზოგიერთი პროდუქტის იმპორტი

ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის კვალი აღმოაჩინა იმპორტირებული გაყინული საკვების შეფუთვაზე. რამდენად სანდოა მსგავსი განცხადებები და რამდენად სერიოზულია ამ გზით ვირუსის გავრცელების საფრთხე? პეკინმა რამდენჯერმე დროებით აუკრძალა უცხოურ კომპანიებს გაყინული პროდუქციის იმპორტი. მორიგი აკრძალვა 24 ნოემბერს ეკვადორული კომპანიის წარმოებულ გაყინულ კრევეტებს შეეხო, რომლის ჩინეთში შეტანაც ერთი კვირით აიკრძალა. ექსპერტები, მართლაც, ამბობენ, რომ ვირუსს რაღაც ხნის განმავლობაში შეუძლია გაძლოს მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე: არც ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვა

„ეს შეხვედრა და ამის წინა შეხვედრაც არის მოსამზადებელი შეხვედრა მესამე რაუნდისთვის, რომ მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და რაღაცა ტიპის შედეგით დასრულდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.  „რა გამოვა, ვერ გეტყვით. არც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან. კომენტარისას მას ელჩებთან საუბრის დეტალები არ გაუმხელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო მრევლის ნაწილს მსახურებებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

პატრიარქ ილია მეორის კურთხევით საქართველოს საპატრიარქო მიმართავს მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე. ხოლო მრევლის ნაწილს, საპატრიარქო მსახურებებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე... Читать дальше...


Один из старейших театров России представит четыре постановки в Москве

На студенческом мосту появится смотровая площадка-амфитеатр над водой

Концертное агентство TCI опровергло слухи о выступлении Канье Уэста в Москве

В Рязанской области потушили пятый с начала года лесной пожар



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Дмитрий Артюхов представил президенту предложения регионов по нацпроекту «Молодёжь и дети»

Чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага» пройдет в Москве

Парковку на 150 машино-мест обустроят у мечети в Звенигороде

Один из старейших театров России представит четыре постановки в Москве

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Новости России

Дмитрий Артюхов представил президенту предложения регионов по нацпроекту «Молодёжь и дети»

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Суд арестовал 8 участков земли и другое имущество экс-замглавы МВД Дагестана

Парковку на 150 машино-мест обустроят у мечети в Звенигороде

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *