Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 07.11.2020

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებში მარცხს არ აღიარებს, სასამართლოს დასკვნებს დაელოდება

მას მერე, რაც აშშ-ის უმსხვილესმა მედია საშუალებებმა გამოაცხადეს დასკვნა, რომ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის რეაქცია, რომ არ აღიარებს მარცხს. აშშ-ის მედიამ გამოაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში არჩევნები მოიგო ჯო ბაიდენმა და შედეგად, მან არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობაზე, საარჩევნო კოლეგიის 270-ხმაზე მეტი მოიპოვა ამ შტატში, რომელსაც 20 ხმა აქვს კოლეგიაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცხოეთი ქვეყნების ლიდერები ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ

აშშ-ის მოკავშირეები დაუყოვნებლივ მიესალმნენ ჯო ბაიდენის აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად არჩევას. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც 7 ნოემბრის საღამოს გავრცელდა.  გერმანიამ ტრანსატლანტიკური ურთიერთობის „ახალი და ამაღელვებელი“ თავი უწოდა ფაქტს და სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს სურვილი სწრაფად დაიწყონ თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კამალა ჰარისის მიერ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ისტორიული მოვლენა იქნება აშშ-ისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის არჩევა ისტორიული მომენტი იქნება ვიცე-პრეზიდენტისთვის, რადგან ამ პოსტს დაიკავებს კალიფორნიელი სენატორი, კამალა ჰარისი, პირველი ქალი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც ამავე დროს, პირველი აზიური წარმოშობის ქალი იქნება მნიშვნელობით მეორე თანამდებობაზე ქვეყანაში. ადრე ერთადერთი არათეთრკანიანი, რომელსაც ამ ორი მნიშვნელოვანი თანამდებობიდან ერთ-ერთი ეკავა, იყო ბარაკ ობამა, რომელიც პრეზიდენტის სავარძელში იყო 2009-2017 წლებში. ჯო ბაიდენს ობამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი პირი დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე

აკაკი ხუსკივაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ხალხის ხმების ქურდები ციხეში" - ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქცია გიმართა

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატი გაეკრათ, რომლის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. „ხალხის ხმების ქურდები ციხეში“, - ამ შინაარსის პლაკატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ მაინც გააკრა შენობაზე. წარწერის პარალელურად მასზე გამოსახულები არიან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიის წევრები. ამის შემდეგ აქცია დასრულდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი იმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა.   ბაიდენი 77 წლისაა, ის ადრე აშშ-ის სენატორი იყო. ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი კალიფორნიელი დემოკრატი კამალა ჰარისი იქნება.

Radiotavisupleba.ge 

მინსკში ექიმების საპროტესტო აქციის დროს ათეულობით პირი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მილიციამ დააკავა მედიკოსების საპროტესტო აქციის ათეულობით მონაწილე, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში არსებული პირველი საავადმყოფოს წინ შეიკრიბნენ 7 ნოემბერს. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, რომ 7 ნოემბერს, რომელიც ამ ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება, მედიკოსები სოლიდარობის აქციას გეგმავდნენ. ხალხის დაკავება დაიწყო პრაქტიკულად მაშინვე, რომ მისი მონაწილეები შენობიდან გამოვიდნენ და თეთრი ხალათების ჩაცმა დაიწყეს. უფლებადამცველი ცენტრი, „ვიასნა“ იტყობინება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" - ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ფსკერსა" და "ამორალურობას" უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. „რა გჭირთ, ხალხო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი; ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალელი ექიმები კატასტროფაზე საუბრობენ - კოვიდინფიცირებულები უჟანგბადობის გამო იღუპებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ქვეყნების საავადმყოფოები გადატვირთულია, კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა

ევროპის ქვენებში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა 300 ათასს და რუსეთიდან იტალიამდე, თითქმის ყველა ქვეყანაში, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი სარეკორდოა, ყველგან შემოღებულია ახალი შეზღუდვები, კარანტინიდან კომენდანტის საათამდე. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნუსხა 6 ნოემბერს მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი. ფრანსპრესის სააგენტოს თანახმად, ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით 300688 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ რიცხვის ორი მესამედი მოდის გაერთიანებულ სამეფოზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები: საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია სანდო სამართლებრივი პროცესი

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოთქვამენ მზადყოფნას - შეიტანონ თავიანთი წვლილი საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობის მიზნების მისაღწევად. საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს - განაგრძონ საარჩევნო დარღვევების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. „მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვოლტის“კურიერი სამსახურში დაბრუნდა და ისევ გაუშვეს

მასლა განახლებულია მიტანის სერვისის - „ვოლტის“ კურიერი სამსახურში 7 ნოემბერს დაბრუნდა და იმავე დღეს გაუუქმდა კონტრაქტი. ოთო გიორგაძეს ეცვა სვიტერი, რომელზეც ეწერა - „სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით“ - ფრაზა, რომელიც მანამდე, სამსახურიდან მისი 10 დღით დათხოვნის მიზეზი გახდა. ფეისბუკზე კურიერსა და მომხმარებელ ქალს შორის მიმოწერის სკრინშოტის გავრცელებას დიდი დისკუსია მოჰყვა. ქალი რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ მისი კონფიდენციალობის დარღვევით, კურიერისგან მიღებული შეტყობინება - „სხვათაშორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ევროპულმა საქართველომ" ბოლო საპარლამენტო არჩევნები წინა ორ არჩევნებს შეადარა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო შემაჯამებელ ოქმებში წარმოდგენილი მაჩვენებლები. 7 ნოემბერს პარტიამ დარღვევების ტიპები და მასშტაბები წლების მიხედვით შეადარა. პარტიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით: დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა: 2020 წელს - 1175 ; 2012 წელს - 893; ხოლო 2016 წელს - 967; ურნებში ჩაყრილი ცარიელი კონვერტების რაოდენობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მას მერე, რაც თვითონ ორჯერ გამოაცხადა გამარჯვება, ტრამპი ბაიდენს მიმართავს, ნუ გამოაცხადებს წინასწარ თავს გამარჯვებულად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მერე, რაც თვითონ 3 ნოემბერს მცდარად გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, თავის დემოკრატ მეტოქეს მიმართა, არ გააკეთოს იგივე. ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიუახლოვდა, როცა საკვანძო შტატებში, სადაც ხმების დათვლა არ არის დასრულებული, მცირე, მაგრამ უპირატესობა აქვს მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან და წინ არის ნევადაშიც. ბაიდენის შტაბბინამ გამოაცხადა, რომ დემოკრატი კანდიდატი გეგმავდა გამოსვლას 6 ნოემბრისთვის, გვიან, თავის თანამებრძოლ კამალა ჰარისთან ერთად, თუმცა ბოლომდე ეს დადასტურებული არ იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავითულიანი ხელახალ არჩევნებზე: გამორიცხულია ხალხის ნების გადახედვა

გამორიცხულია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რამდენი აქციაც უნდა მოაწყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. მედიის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობებს შეეხებოდა, დავითულიანმა თქვა, რომ გამორიცხულია დიალოგი 31 ოქტომბრის არჩევნების „წართმევასა“ და შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით: „მოლაპარაკება ვერ შედგება ქართველი ხალხის არჩევნის რევიზიაზე და არჩევნის წართმევაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ ატომური ელექტროსადგური გახსნა და დაიქადნა, რომ ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო გახდება

ალექსანდრ ლუკაშენკამ ოფიციალურად გახსნა პირველი და ერთადერთი ატომური ელექტროსადგური თავის ქვეყანაში და დაიქადნა, რომ აღმოსავლეთევროპული ქვეყანა „ბირთვული სახელმწიფო გახდება“. „ასტრავეცის ბირთვული სადგური ახალი ნაბიჯია მომავლისკენ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, თქვა მან 7 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით. ქალაქ ასტრავეცთან მდებარე ელექტროსადგური რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსატომის“ მიერ იქნა აგებული და დაფინანსებული მოსკოვისგან მიღებული 10 მილირდი დოლარის ოდენობით კრედიტით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერებს დანაშაულის მტკიცებულებად მიიჩნევს

"ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მტკიცებულებად მიიჩნევს უკრაინული ონლაინპლატფორმის (obozrevatel.com) სახელით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე ელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას. "გუშინ გავრცელდა ეს ჩანაწერები, როგორც იცით, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინსტრუქციებს ათანხმებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორში აქცია მოაწყვეს

გორში პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ავტომანქანებით აქციას მართავენ. ქალაქის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მანქანების კოლონა მოძრაობს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 8 ნოემბერს, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გორის ოფისთან შუადღით შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრატეგია აღმაშენებელი: „არჩევნების გაყალბებისთვის ვინმემ პასუხი უნდა აგოს!“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიიტანეს, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ოქმები და საპროტესტო შეძახილებით დაგმეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები. „დროა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაისაჯონ გაყალბებისთვის. ვინმემ პასუხი უნდა აგოს, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს ხმების მოპარვა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 8 ნოემბერს აუცილებლად იქნება პარლამენტთან დანიშნულ საპროტესტო აქციაზე“, -... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო პენსილვანიაში გვიან მისული ბიულეტენების დათვლის შეჩერების მოთხოვნა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მოთხოვნაზე, რომელიც პენსილვანიის შტატის რესპუბლიკურმა პარტიამ შეიტანა გვიან მოსული ბიულეტენების დათვლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. მოსამართლე სამუელ ალიტოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას მერე, რაც შტატის რესპუბლიკელებმა მოსთხოვეს უზენაეს სასამართლოს, შეეწყვიტათ არჩენების დღეს უბნების დახურვის შემდეგ შესული ბიულეტენების დათვლა. მათი საჩივარი 6 ნოემბერს შევიდა სასამართლოში, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ბაიდენის უპირატესობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" ენმ-ის აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ქართული ოცნება" ითხოვს გამოძიების დაწყებას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხელაშვილმა, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. "ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: დიდ ქალაქებში იხურება საბავშვო ბაღები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. ეს შეზღუდვა შეეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება მოხდა "საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით". უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: დიდ ქალაქებში იზღუდება გადაადგილება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. ეს შეზღუდვა შეეხებათ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე იმ პირებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქცია-პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წინააღმდეგ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების ჯგუფმა, რომელიც რუსთავში სამოქალაქო აქტივიზმით არის ცნობილი, 7 ნოემბერს საარჩევნო სუბიექტ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ რუსთავის ორგანიზაციის შტაბთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყო.   აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბთან  მიიტანეს ტომრები,  სადაც ჩაყრილი იყო სიმბოლური ბიულეტენები. ტომრებზე გაკრული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო  წარწერები: „გაბათილებული ბიულეტენების გუდა“, „წართმეული ქონების გუდა“, ტყუილების გუდა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: 14 612 ინფიცირებულიდან 354 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

COVID 19-ით ინფიცირებული 345 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ხოლო მძიმედ არის შეფასებული სულ 585 პაციენტის მდგომარეობა  - ამის შესახებ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში სულ 14 612 პაციენტი აღირიცხება და აქედან, საავადმყოფოში მკურნალობს 4 670 პაციენტი - „მათ შორის - თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740“. კოვიდ-სასტუმროებში განთავსებულია 2 599 პაციენტი... Читать дальше...


Экспертный совет Фестиваля геобрендов «Земля открытий» определил лучшие фильмы в 19 номинациях

Названа предположительная причина развода Алсу и Абрамова: слухи ходили давно

Shot: состояние актрисы Заворотнюк резко ухудшилось две недели назад

Певица Иванова из «Комбинации» пожалела Кологривого на съемках сериала



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

45% самарцев выбирают профессию только после школы

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу

Более 11 тысяч велосипедов городского проката стало доступно в Москве

Музыкальные новости

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

«Моя душа всегда с тобой»: дочь Анастасии Заворотнюк попрощалась с матерью

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

Более 11 тысяч велосипедов городского проката стало доступно в Москве

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Муруджинские озера

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *