Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 19.11.2020

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, შეკვეცოს თანამშრომლობა ბელარუსთან

ევროპის კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირს, შეკვეცოს თანამშრომლობა ბელარუსთან, სხვათა შორის, ვაჭრობასა და უშიშროების სფეროში, მაგრამ, ამავე დროს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს კიდეც სამოქალაქო საზოგადოებისთვის და გარემოს დაცვის სფეროში მხარდაჭერა. კომისიამ ყველა წევრს, 27 ქვეყანას, ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობის შესახებ გაუგზავნა მიმოხილვა, რომლის ტექსტის ასლი იხილა რადიო თავისუფლებამ 19 ნოემბერს. მოელიან რომ მიმოხილვას მინისტრები დაამტკიცებენ, როცა 7 დეკემბერს შეიკრიბებიან. ამ დროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნება“ მეორე ტურისთვის, ოპოზიცია კი აქციისთვის ემზადება - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ნოემბერს

ვინ რას აპირებს 21 ნოემბერს? "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებენ, რომ არ აპირებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩეველს გუშინ თავად მიმართეს. ამომრჩეველს მიმართა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმაც. ის 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მისულ ადამიანებს პასუხისმგებლობას აკისრებს. ენმ-ს უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც და ისინი არც პარლამენტში შესვლას აპირებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია“ - ირაკლი კობახიძე საარჩევნო დავების შესახებ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული შენიშვნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „რუსთავი 2“-ის ეთერში შეკითხვაზე, თუ ყველაფერი კარგად არის, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში, რატომ გახდა ამდენი კითხვის ნიშანი, კობახიძე პასუხობს: „თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია“. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თქვენ ფიქრობთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადამიანთა ბედი და ძალთა ბალანსი

20 ნოემბერს, აზერბაიჯანთან რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების (ოფიციალურად - ერთობლივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს აღდამის რაიონი, რომელსაც სეპარატისტები 1992 წლიდან აკონტროლებენ.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აფართოებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააფართოონ სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ და ისინი საწარმოებს, ბიზნესსაც შეეხოს. სანქციები ბელარუსს დაუწესეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ „სასტიკი მოქმედების“ გამო ხელისუფლების მხრიდან აგვიტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.   ევროკავშირი თვლის, რომ ბელარუსის მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკასა და სხვა მაღალი რანგის ათეულობით მოხელესთვის დაწესებულმა სანქციებმა რეპრესიების შეჩერება არ მოიტანა და როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ. როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, კაკაჩია თავისი სურვილით გადადის სხვა კლინიკაში. „რეანომობილს ელოდებიან. გადადის თბილისში, არ ვიცი რომელ კლინიკაში“, - აღნიშნავს აკობია. კლინიკური მენეჯერის თქმით, კორნელი კაკაჩიას აქვს ორმხრივი პნევმონია და უგრძელდება ცხელება. „მკურნალობა მიდის, როგორც საჭიროა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა

პრაღაში ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი დაიწყო და სამდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. კვარცხლბეკზე ქართული გვარის მქონე ძიუდოისტებიც ავიდნენ, ოღონდ არა საქართველოს სახელით. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძემ და იაგო აბულაძემ ოქრო-ვერცხლი რუსეთის ნაკრებს მოუპოვეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან მიზანთან ყველაზე ახლოს ვაჟა მარგველაშვილი მივიდა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის ქართველმა ძირითად ბადეში მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს სამედიცინო რეზიდენტების იმედი და პირიქით

კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სამედიცინო პერსონალის კვალიფიციურობის აუცილებლობა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურია რეზიდენტურის სისტემა საქართველოში, სისტემა, რის შედეგადაც ქვეყანაში ექიმები ხდებიან; აქვთ თუ არა მათ პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების შესაძლებლობა და რა პირობებს უქმნის მათ სახელმწიფო. „ აზრი არ აქვს რეზიდენტურაში სიარულს, მაინც არაფერს გასწავლიან. პირველკლასელივით დადიხარ და დასცქერი პაციენტებს. ჯობია, რომ იმორიგეო. თან, ორგან ვმუშაობ. მარტო სწავლის ფული ხომ არაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში" - გამართლდება თუ არა მოლოდინი

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს წინ უსწრებდა ერთგვარი  მოლოდინი, რომ ვიზიტისას შესაძლოა რეგიონული  უსაფრთხოების ჭრილში საქართველოსთვის  ახალი, განსაკუთრებული როლის მინიჭების  საკითხიც განხილულიყო. რუსეთის მედიაში ჩანდა შეშფოთება საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებისა და ნატოში გაწევრიანების გაზრდილ პერსპექტივებთან დაკავშირებით.  მოლოდინი საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების ფონზე. რა გავიგეთ საბოლოოდ მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად? რამდენად გამართლდა მოლოდინი? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკეთესი, უარესი თუ იგივე - როგორ (ვერ) მუშაობს ცესკო 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები და მოქალაქეები ინტერნეტში კოლექტიურად  განიხილავენ ოქმებს, ოქმების  ჩასწორებებს, დარღვეულ ბალანსს, მეტობას და ნაკლებობას საარჩევნო დოკუმენტაციაში.

Radiotavisupleba.ge 

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. უახლესი ისტორია ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ დაწერა. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა ახლახან, ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად, დამატებით დროში დაამარცხა ყაზახეთის ჩემპიონი „ოქჟეტპესი“. დღეს კი, კვლავ გასვლით მატჩში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მინიმალური ანგარიშით სძლია რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონ „ოლიმპია კლუჟს". ერთადერთი გოლი „ლანჩხუთელთა“ ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა, მატჩის 68-ე წუთზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი Covid-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. პრესსამსახურის განცხადებით, ვინაიდან თენგიზ ცერცვაძე წარმოადგენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი გაახსენდათ - ექსპერტიზის დასკვნით აღშფოთებული ოჯახი

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი და მისი საქმე გუშინ კიდევ ერთხელ გაახსენდათ. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში წამებით მოკლული ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად მაშინ როსტოვში ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა. რუსეთიდან ცხინვალში კიდევ ერთი ექსპერტიზის პასუხი 17 ნოემბერს მოვიდა - ამჯერად ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეზე. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული აბსტინენტური სინდრომის (ე. წ. ნარკოტიკული „ლომკა“) ფონზე ისევ გულის შეტევაა დასახელებული. ამ ამბის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიის ელიტურ ჯარებს ავღანეთში 39 ავღანელის „უკანონო მოკვლა“ ბრალდებათ

ოთხწლიანი გამოძიების შედეგად გამოვლინდა „ღრმად შემაშფოთებელი“ ბრალდება, რომ ავსტრალიის ელიტურმა ჯარებმა მოკლეს 39 ავღანელი სამხედრო ტყვე ავღანეთში მისიის დროს თალიბანთან აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის  ბრძოლისას. ავსტრალიის თავდაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ აგნუს კემპბელის თქმით, სამარცხვინო ანგარიში წარმოადგენს გამოძიების შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა 19 ნოემბერს და ავლენს „სამხედრო ქცევის და პროფესიული ფასეულობების ყველაზე სერიოზულ დარღვევას“. გამოძიებამ გამოავლინა ბრალდებები ავღანეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძე ოპოზიციას: უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა და ერთად შევეჭიდოთ გამოწვევებს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს და არჩევნების პროცესში არსებულ ხარვეზებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მან "ფეისბუკით" გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამომრჩევლის დაკვეთა მრავალპარტიული პარლამენტი იყო, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით დადგა. "იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება. შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სახელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისი იქნება. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკანონო „ბორდერიზაციის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილს საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. დღესვე გავიდნენ ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ), მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. ვაჟა მარგველაშვილმა ძირითად ბადეში რუსი მიხაილ პულიაევი, რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გასულ წელს მილიონ ლარად ნაყიდი იტალიური ნაძვის ხის მორთვა-განახლება 196 ათასი ჯდება

თბილისის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც გასულ წელს ბიუჯეტს 997 ათას ლარამდე დაუჯდა, 2020 წლისთვის გადაკეთდება. იტალიური ნაძვის ხის განახლება-მორთვის სამუშაოები ბიუჯეტს 195,8 ათასი ლარი უჯდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე დაზიანებული არ არის და მას ტოტები დაემატება. ნაძვის ხის არსებული ტოტების დაჭრა და ახლების დამზადება 103 850 ლარი ჯდება, ნათურები და გირლიანდები 70 950 ლარი, "სტრინგი კაბელით" კი 21 ათასი ლარი. სამუშაოებს შპს “ღამის შოუ სტუდია” ასრულებს. შარშან ნაყიდ ნაძვის ხეს, რომელის განახლებაც იგეგმება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეგნანის თქმით, პომპეომ საქართველოს მოუწოდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებისკენ  

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, საელჩო ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში. დიპლომატი საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის მიზნის შესახებ ლაპარაკობს და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოს წინაშე დააყენა - საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. „სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კულტურის სახლის აღსადგენად ნაყიდი 70-ათასლარიანი პროექტი და მიტოვებული შენობა

უკვე 35 წელია, ლაგოდეხის კულტურის სახლის აღდგენა იგეგმება. რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი გადაიხადეს შენობის მდგრადობის შესამოწმებლად და პროექტის მოსამზადებლად, თუმცა ეს პროექტი, წლებია, თაროზეა შემოდებული, რადგან მერიამ სამუშაოების დასაწყებად თანხა ვერ მოიძია.

Radiotavisupleba.ge 

პომპეო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებას ესტუმრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ისრაელში თავისი ვიზიტის ფარგლებში ეწვია ებრაელთა დასახლებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ის არის პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც სტუმრობდა არელას, რომელიც არ წარმოადგენს ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიას და რაზეც პალესტინელები გამოთქვამენ პრეტენზიას.    გავრცელებული ცნობით, პომპეო ეწვია ღვინის საწარმო პსაგოტს, ამავე დასახელების ებრაული დასახლების მახლობლად. ეს საწარმო უშვებს ღვინოს სახელწოდებით „პომპეო“, სახელმწიფო მდივნის პატივსაცემად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EMC ასაჩივრებს მიხაილოსთვის შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგის ცენტრი", EMC, ასაჩივრებს DJ მიხაილოს, მიხეილ თოდუას, მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას, რაც ნაცვლად 21:00-დან 08:00 საათამდე პერიოდისა, მის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნას 19:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინების საფუძველზე მიიღო. წარდგინების თანახმად, მიხაილომ არასაპატიო მიზეზით დაარღვია შინაპატიმრობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის პრემიერი ჩავიდა ქაბულში, აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას ამზადებს   

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ქაბულში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან სასაუბროდ ავღანეთის მთავრობის და თალიბანის უშედეგო  სამშვიდობო მოლაპარაკების და ძალადობის ზრდის ფონზე. ეს არის ხანის პირველი ვიზიტი ამ პოსტზე და პაკისტანის ამ რანგის მმართველის პირველი სტუმრობა მას მერე, რაც ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო სექტემბერში. ვიზიტი დაიწყო რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ აშშ 4500-დან 2500-მდე შამცირებს თავის ჯარს ავღანეთში იანვრის შუა რიცხვებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა სასამართლო: როინ შავაძის მიმართ დაირღვა სიცოცხლის უფლება

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს. „2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაატაროს ხელახალი არჩევნები" - მოქალაქეები "შეურიგებლობის მანიფესტს" ავრცელებენ

მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ოპოზიციური პარტიების მსგასად, უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და "შეურიგებლობის მანიფესტს" ავრცელებენ. ისინი ამით აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში; საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიებს მიმართავენ. მანიფესტის ხელმომწერი მოქალაქეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველო უმძიმესი რეალობის წინაშე დგას. კერძოდ, კვლავ პრობლემურია: ​უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და უკიდურესი სიღარიბე; კორუფცია... Читать дальше...


Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Все будет КРТ и МФК: к таким выводам пришли на традиционном форуме коммерческой недвижимости MALLPIC SOCHI

150 литров ухи сварят на фестивале «Москва — на волне. Рыбная неделя»

В Москве скончалась звезда сериала «Моя прекрасная няня»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тысячи квадратов

С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новости России

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Московский театр Табакова предложил провести прощание с актрисой Заворотнюк

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Муруджинские озера

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

На закате.

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *