Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 16.11.2020

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებისთვის თავისი პასუხისმგებლობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო კონფლიქტის შედეგისთვის თავისი პასუხისმგებლობა აღიარა. ამის თაობაზე მან განცხადება გააკეთა 16 ნოემბერს ონლაინ პრესკონფერენციაზე სააგენტო არმენპრესს მოჰყავს მისი სიტყვები: „წარვდგები ჩვენი ხალხის სასამართლოს წინაშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხმა უნდა შეძლოს გააკეთოს დასკვნები... საჭიროა, მოვუსმინოთ ჯარისკაცებს, ოპოზიციას, მთავრობას“, თქვა ფაშინიანმა, რომელმაც განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთი ვითარების წინაშე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციას შესთავაზა დებატები. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კონკრეტულ თემასაც ასახელებს: „საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია“. კობახიძე ამბობს: „დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ (გარდა ტექნიკური ხარვეზებისა), არის სპეკულაციები და მანიპულაციები“. დეპუტატის მტკიცებით, რიცხვები, სტატისტიკა და კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ ვაისმა უკვე დაასრულა საქართველოს ნაკრებში მუშაობა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართ მატჩში ვლადიმირ ვაისი არ უხელმძღვანელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ გადაწყვეტილება სლოვაკ სპეციალისტთან შეთანხმებით მიიღო, სომხეთის ნაკრებთან 15 ნოემბერს განცდილი მარცხის შემდეგ. წინასწარი გეგმით, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა დამშვიდობებოდა, წასვლა მას ერთი ტურით ადრე მოუხდა. უკვე ისიც ცნობილია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამინისტროს განმარტებით, 12 წლის Covid-პაციენტი სხვა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა 

ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის ბავშვს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს.    „დღეს გახდა ჩვენთვის ეს ფაქტი ცნობილი. ძალიან სამწუხარო შემთხვევა და პირველ რიგში მინდა გამოვხატო უდიდესი თანაგრძნობა ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველივე დღიდან იყო საყურადღებო და ლეტალური შემთხვევა სამწუხაროდ დაფიქსირდა მაშინ, როცა ბავშვი უკვე გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნების მეორე ტური - მარტო სახლში

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული იმ 17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, სადაც 31 ოქტომბერს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმების მობილიზება. ამავე დღეს უნდა აირჩეს ქუთაისის მერიც.

Radiotavisupleba.ge 

კალაძე მელიას „პარტიის უუფლებო წევრს" უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას მისი ოფისის დაწვასთან კალაძის კავშირის შესახებ და მას სამარცხვინო უწოდა.  „საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შემთხვევას

​ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2"-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას. „საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - თქვა გაბუნიამ. ბოლო 24 საათში საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რუსეთსა და დასავლეთთან გაწონასწორებული ურთიერთობების პირობას დებს

მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, მაია სანდუ, რომელიც ევროკავშირის მომხრეა, პირობას დებს, რომ რუსეთთან და დასავლეთთან გაწონასწორებული ურთიერთობა ექნება. სანდუ აპირებს ებრძოლოს კორუფციას და მიიზიდოს ინვესტიციები თავის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში.   როგორც წინასწარი მონაცემებიდან ჩანს, მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა, მაის სანდუმ დამაჯერებლად აჯობა პრორუსულ პოლიტიკოსს, იგორ დოდონს, არჩევნების მეორე ტურში 15 ნოემბერს. კენჭისყრას მიიჩნევდნენ თავისებურ რეფერენდუმად იმის გასარკვევად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო-ს ცნობით, ე.წ დისბალანსი საერთო ჯამში აღმოჩნდა 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში  

ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას აქვეყნებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსის შესახებ. როგორც ცესკო აღნიშნავს, ე.წ დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში (14 ნოემბრის მდგომარეობით) საერთო ჯამში აღმოჩნდა 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში (უმეტეს შემთხვევაში ეს იყო გამოწვეული ბიულეტენების ნაკლებობით და ცალკეულ შემთხვევებში ბიულეტენების მეტობით). სულ საპარლამენტო არჩევნებში გახსნილი იყო 3847 საარჩევნო უბანი. ცესკო-ს ინფორმაცით, გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Moderna-მ თითქმის 95%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა

აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა ფირმა Moderna-მ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც წერს, რომ მის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა, გამოცდის მესამე ფაზაში გამოავლინა ეფექტიანობის 94,5 პროცენტი. 16 ნოემბერს გავრცელებული ამ დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ ხუთი პირი, რომელსაც ვაქცინა ჰქონდა მიღებული, დაავადდა კოვიდ-19-ით, დანარჩენებს ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით ჰქონდათ. კომპანია ამტკიცებს, რომ გამოცდის მესამე ფაზის განმავლობაში, რომელშიც 30 ათასი პირი იღებდა მონაწილეობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლა ნამახვანის გამო - კიდევ ერთი დიდი ჰესი რიონის ხეობაში?

მაკა სულაძემ თავისი სოფლიდან, მექვენიდან სოფელ ჟონეთამდე, სადაც ახლა ნამახვანის ჰესის აშენებას აპროტესტებენ, 15 კილომეტრი უნდა გაიაროს. „სახლში მოვედი, რომ 87 წლის მამაჩემს დავხედო და ისევ უნდა გავვარდე, მე იქ ჩემს ადგილს ცარიელს არ დავტოვებ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებ“ - ჩქარობს, რადგან ჟონეთამდე წამსვლელ ტრანსპორტს უნდა მიუსწროს. მაკა ყოველდღე იქ დგას, როგორც სამსახურში. სოფელი მექვენა კი, ჰესის აშენების შემთხვევაში, მისი სიტყვებით, დატბორვის ზონაში ხვდება. მოსახლეობის ნაწილს იქ კომპანიამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეორე ტური მხოლოდ "ოცნებისთვის" და ახალი არჩევნების იმედი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. არჩევნების მეორე ტურისთვის მხოლოდ „ქართული ოცნება“ ემზადება; ოპოზიციური პარტიები ახალ კენჭისყრას ითხოვენ და მათი ერთადერთი შესაძლო კომპრომისი შესაძლოა დაუკავშირდეს მხოლოდ იმას, იქნება ეს ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები. ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ელოდება ხელისუფლების პასუხს - როდის ჩატარდება ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლაზე ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთის დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე 16 ნოემბერს იმართება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას. მსგავსი მოთხოვნით გამოსვლა გაიმართა 15 ნოემბერსაც. ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს, რომ ვითარების შეფასებას წარმოადგენენ 16 ნოემბერს და განიხილავენ შემდგომი მოქმედებების საგზაო რუკას. ონლაინპრესკონფერენციაზე, 16 ნოემბერს, ფაშინიანმა შეკითხვაზე, დგას თუ არა მისთვის დღის წესრიგში გადადგომის საკითხი, უპასუხა, რომ „მის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოლონი – ბრძენი და პოეტი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს ანტიკურობის ერთ-ერთ ცნობილ ბრძენზე, პოეტზე, სტრატეგოსზე, პოლიტიკოსზე, რეფორმატორსა და მოგზაურზე, თავისი ქალაქ-სახელმწიფოს არქონტ-ეპონიმზე ძვ.წ. 594-593 წლებში, სოლონ ათენელზე. სოლონმა დაიწყო, როგორც პოეტმა. პირდაპირ აკრძალული თემისთვის მიუმართავს - კუნძული სალამისი ახსენა პოეზიაში, თუმცა ეს კანონით აკრძალული იყო. შემდეგ ამ ლექსს მოაყოლა ბრძოლა სალამისისთვის, რომელიც ათენის გამარჯვებით დამთავრდა. სოლონი აქტიურ პოლიტიკაში იყო ერთი წელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გადააყენოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი. ამის თაობაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 16 ნოემბერს ეროვნულ კრებაზე, რომ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა. ამ განცხადებიდან სულ მალე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა, განაცხადა ფეისბუკის საშუალებით, რომ მნაცაკანიანმა განცხადება წარადგინა გადადგომის შესახებ. მან გამოაქვეყნა მნაცაკანიანის ხელნაწერი განცხადება, სადაც ის გადადგომას ითხოვს და მადლობას უხდის ფაშინიანს „ნდობისა და თანამშრომლობისთვის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავები ფეხბურთსა და პოლიტიკაში

მათემატიკოსებს რომ დავესესხოთ, ფეხბურთი სპორტის არაწრფივი სახეობაა და მისი ეს არაწრფივობა კარგად ჩანს გამონათქვამში, „ბურთი მრგვალია“ ანუ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის ძლიერიც კი დამარცხდეს სუსტთან. ალექსანდრე გენისიც, თავის ცნობილ ესსეში „როგორ ვუყუროთ ფეხბურთს“, სწორედ ამ არაწრფივობაზე წერს: „გოლი შეიძლება იყოს თამაშის კანონზომიერი გაგრძელება, მაგრამ მას ასევე შეუძლია ხაზი გადაუსვას ყველაფერს. უსამართლო, როგორც ცხოვრება, ფეხბურთი მასზე [ცხოვრებაზე] არც ბევრად ლოგიკურია. ზოგჯერ მარცხდება ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია თავისი ოფისის დაწვას უკავშირებს „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას

ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ იმ ოფისის წინ ილაპარაკა ჟურნალისტებთან, რომლის მინებიც ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მელია კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომელთა მეშვეობითაც, მისი თქმით, გადაწვეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი. „კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

50 ათასით ნაკლები ტურისტი ლაგოდეხში, 12 ათასით ნაკლები სიღნაღში - შემცირებული ტურიზმი ციფრებში

​ზაფხულში გახსნილი შიდა ტურიზმი ნელ-ნელა კვლავ იკეტება, ადგილობრივი ვიზიტორების იმედად დარჩენილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კი ზარალს ითვლიან.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დაკავებულ ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში 16 ნოემბერს მიმდინარეობს იმ პირების სასამართლო პროცესები, რომლებიც დააკავეს გასული კვირის საპროტესტო აქციებზე. ბრალდებულებს შორის არიან ჟურნალისტები. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაკავებული რჩება სულ 24 ჟურნალისტი. 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კვირას მინსკში დაკავებულ ანდრეი რიბჩიკს. Tut.By-ს განყოფილების უფროსს, მარია იარომეს 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 13 ნოემბერს დაკავეს მინსკში, როცა მოკლული რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილ სოლიდარობის ჯაჭვში მონაწილეობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე მხარდამჭერებს ახსენებს, რომ 21 ნოემბერს არჩევნებზე მისვლა აუცილებელია

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის მხარდამჭერებს ახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში, 21 ნოემბერს კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო შესაძლოა ამომრჩეველს არასწორი განცდა გაუჩნდეს. "როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იღებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ზოგიერთ ადამიანს ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება - ეს ასე არაა", - თქვა მდინარაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციმბირში მოყინვის საწინააღმდეგოდ გზაზე მოყრილ ქვიშაში ადამიანის ძვლები აღმოჩნდა

რუსეთის ციმბირის რეგიონში, მოყინვის საწინააღმდეგოდ გზაზე მოყრილ ქვიშაში ნახეს ადამიანის ძვლები, იტყობინება რუსეთის სააგენტო ინტერფაქსი. ირკუტსკის ოლქის ქალაქ კირენსკში მომხდარ ფაქტს ადასტურებს რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო. შესაბამისი უწყება ფაქტს იძიებს. სამმართველოს პრესსამსახურის თანახმად, გამოძიება დაიწყო, როცა 15 ნოემბერს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირენსკში გზაზე ნახეს ადამიანის ძვლები მას მერე, რაც მოყინვის საწინააღმდეგოდ მოაყარეს ქვიშა. უწყების თანახმად, „ფაქტი დადასტურებულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბა ბუაძე - "ხმების გადათვლა იყო წინადადება? ეს ხომ ტყუილია! ხმების გადათვლაზე ჩვენ ხელისუფლებასთან დათანხმება არ გვჭირდებოდა!"

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები თითქოსდა ოპოზიციისთვის ხმების გადათვლის შეთავაზებაზე არის სიცრუე. საბა ბუაძის შეფასებით, ასეთი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ წიაღში იბადება: „რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ნამდვილად არის ხალხის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება, რადგან თქვეს - ოპოზიციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისი საერთაშორისო პარტნიორებს საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

ახალგორელ ქირურგს, დაბის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილეს, ონისე გათენაშვილს სამშაბათს დაასაფლავებენ. მისი ცხედარი ამჟამად წეროვნის დევნილთა დასახლებაშია დასვენებული. გათენაშვილს კორონავირუსი ახალგორში, დაახლოებით, ათი დღის წინ დაუდასტურდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Crew Dragon-მა მეორედ აიღო სტარტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ

SpaceX-მა განახორციელა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მეორე გაშვება საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. რაკეტმზიდმა, Falcon 9-მ სტარტი აიღო აშშ-ში, ფლორიდაში, კანავერალის კონცხიდან. NASA იტყობინება, რომ Crew Dragon-ი წარმატებით გავიდა ორბიტაზე მას მერე, რაც მას ორი ელემენტი ჩამოშორდა და ატლანტის ოკეანეში დაეშვა. სავარაუდოდ, კოსმოსურ სადგურამდე ფრენას 27 საათი დასჭირდება. სტარტი დაგეგმილი იყო 14 ნოემბერისთვის, მაგრამ ძლიერი ქარის გამო გადაიდო. ხომალდის ბორტზე იმყოფება საერთაშორისო ეკიპაჟი... Читать дальше...


На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Музыкальные новости

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Новости России

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тысячи квадратов

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

ONYX отправляется в Большой тур по России

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Рождественское утро...

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *