Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 06.11.2020

Radiotavisupleba.ge 

დაანონსებულ აქციას აუქმებს „პატრიოტთა ალიანსი"

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა პარტიის მიმართ დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, სწორედ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე გააუქმოს აქცია ქუთაისში. ამავე დროს, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პარტია საპროტესტო აქციებს არ ჩაატარებს. ირმა ინაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას" აკისრებს. „მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამადაშვილი ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების გამო მიმართავს დიპლომატიურ მისიებს

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი „ფეისბუკზე წერს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერის შესახებ. აუდიომასალა გამოქვეყნდა obozrevatel.com-ზე, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, სამადაშვილი ელაპარაკება უცნობ კაცს. „დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო „კგბშნიკ" დირექტორს თუ მიაჩნია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED: მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები ხელახლა არ გადათვალეს

საოლქო კომისიებს სულ 162 საარჩევნო უბნის გადათვლის მოთხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა". მისი მონაცემებით, აქედან საოლქო კომისიებმა: უარი თქვეს 152 უბნის გადათვლაზე; თანხმობა განაცხადეს მხოლოდ 10 უბნის გადათვლაზე; უარის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადათვალეს 2 უბანი; საერთო ჯამში მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები ხელახლა არ გადათვალეს.  ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ჟვანია ამბობს რომ დამსახურებისთვის ჯილდო მიიღო 2017 წელს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ილაპარაკა საკუთარი დამსახურების შესახებ. „დამსახურებისთვის ჯილდო მე მიღებული მაქვს 2017 წელს, რომელიც გადმომეცა ვაშინგტონში, როდესაც დაფასდა ჩემი მოღვაწეობა, როგორც საარჩევნო პროცესში გაწეული ძალიან დიდი წვლილისთვის. მე საერთაშორისო ჯილდო მაქვს მიღებული. ჩემთვის ჯილდო გახლავთ ის, რასაც ეს ინსტიტუცია [ცესკო] აკეთებს, რომელიც არა მხოლოდ ჩემი ჯილდოთი, არამედ შვიდი საერთაშორისო ჯილდოთი იწონებს თავს და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“, - თქვა ჟვანიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროგრამისტები არჩევნებს იცავენ - მოხალისეები ცესკოს აკონტროლებენ

არჩევნების მეორე დღეს შექმნილ გვერდს “გაყალბებული ოქმები”, 5 ნოემბერს გამოუჩნდა “მოპასუხე” გვერდი, “ვითომ გაყალბებული ოქმები”, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ ოქმებში ნანახ დისბალანსზე საუბარი დეზინფორმაციული კამპანიაა. ამ შინაარსის მესიჯების გასავრცელებლად “მოპასუხე” გვერდი სარეკლამო გზავნილებს იყენებს, იგივეს აკეთებს ფეისბუქში ცესკოც. კომისია ცდილობს დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ შემაჯამებელ ოქმებს დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებენ. გიორგი ლუბარეცკი პროგრამისტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე" მიმდინარე გამოძიებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე. შესაძლო დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარია კალესნიკავას პატიმრობა 8 იანვრამდე გაუგრძელეს

მარია კალესნიკავას, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს კიდევ ორი თვით, 8 იანვრამდე გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობა. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ერთ-ერთმა ტელეგრამის არხმა, რომელიც ასევე პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ვიქტარ ბაბარიკას ეკუთვნის. მანამდე კალესნიკავას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ლიუდმილა კოზაკმა, მედიას აცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა უარი თქვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას. ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება 

კორონმავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. ის ამბობს, რომ მთავრობა არ მიიღებს მასშტაბურ ზომებს. „სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება, იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის „მომენტ იქსში" სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილია სულამანიძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა 19 წლის ძიუდოისტმა, ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე, დილის პროგრამაში ფრანგ კენი ლივეცსა და შვეიცარიელ დანიელ აიხს მოუგო. ფინალში კი თურქ მერტ სისმანლარს აჯობა. დღესვე, ევროკონკურენციაში ჩაერთნენ მიხეილ ბექაური (90 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და ორივემ რეპეშაჟის ფინალით დაასრულა ჩემპიონატზე გამოსვლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიტალი კლიჩკომ შეინარჩუნა კიევის მერის პოსტი

კიევის მერის არჩევნების საბოლოო შედეგებით, უკრაინის დედაქალაქის მოქმედმა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გადალახა 50%-იანი ბარიერი და მეორე ვადით შეინარჩუნა კიევის მერის პოსტი. არჩევნების საბოლოო შედეგები პარასკევს გამოაცხადა კიევის ტერიტორიულმა საარჩევნო კომისიამ. ვიტალი კლიჩკოს მხარი დაუჭირა დედაქალაქის ამომრჩევლების 50,52-მა პროცენტმა, რაც ნიშნავს, რომ განმერებითი ტურის ჩატარება აღარ არის საჭირო.  უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქების მერების არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების მოქმედებებს აფასებს და უკმაყოფილოა მათი ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლებით. „ჩემს პერსონალურ აზრს მოგახსენებთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. სამწუხაროდ, და მე აქ არ ვგულისხმობ ყველას, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.  პრემიერის აზრით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: პრინციპს რომელსაც ოპოზიცია მისდევს - ყველაფერი ან არაფერი, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების მოქმედებას ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. გიორგი გახარიას თქმით, „პრინციპს, რომელსაც დღეს ჩვენი ოპოზიცია მისდევს - ყველაფერი ან არაფერი, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან და ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომელმაც მანდატით დააჯილდოვა ამდენი ოპოზიციური ძალა". როგორც პრემიერი ამბობს, მოქალქეებმა დაავალეს ოპოზიციას და მმართველი პარტიას, ერთობლივად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარიას თქმით, გამოცხადდა პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალის და სტუდენტების მობილიზება

ტელეკომპანია „იმედისთვის“ იზოლაციიდან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის კლინიკური მართვის მექანიზმში სუსტი წერტილად დაასახელა არა საწოლების, არამედ  სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მათი ინფიცირების მაჩვენებელი. პრემიერის თქმით, ამ პრობლემის გასამკლავებლად გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა, ასევე მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც უკვე ტესტირება და სპეციალური შემოწმება გაიარეს. ამასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკვანძო პენსილვანიის შტატში დაწინაურდა დემოკრატების კანდიდატი, ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც კვლავ გრძელდება ხმების დათვლა რამდენიმე საკვანძო შტატებში, დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი დღეს დაწინაურდა ჯორჯიაში და ბოლო მონაცემებით ასევე მცირედით ლიდერობს პენსილვანიაში. ჯო ბაიდენს ჯერჯერობით მიღებული აქვს პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა ხმების 49,5 %, ხოლო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - 49,4%. მაგრამ ამ შტატში ჯერ კიდევ დასათვლელი რჩება ხმათა 4,6%-ი. თუ პესილვანიაში ჯო ბაიდენს 6 819-ით მეტი ხმა აქვს, კიდევ უფრო მცირეა განსხვავება ჯორჯიაში. იქ ჯო ბაიდენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციამ ბიბილოვის მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარების გამწვავებასთან ერთად, პოლიტიკური კრიზისიც ღრმავდება. ადგილობრივი ოპოზიცია ეგრეთ წოდებული  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს და დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს არალეგიტიმურად აცხადებს.

Radiotavisupleba.ge 

"გირჩის" ხმაურიანი იდეა - არსებობს თუ არა ბოიკოტის ალტერნატივა

ოპოზიციიური პარტიები აცხადებენ, რომ კვლავაც ერთსულოვნებაა პარლამენტის ბოიკოტის იდეის გარშემო; სამართლებრივი დავის პარალელურად ისინი ქუჩის აქციების გაგრძელებას აპირებენ. ისმის მოსაზრებები ალტერნატიულ გამოსავალთან დაკავშირებითაც, რის გამოც, მაგალითად, პარტია „გირჩი“ თავდასხმის სამიზნე გახდა. რა სურს „გირჩს“? რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური ძალები? არსებობს თუ არა ოპოზიციის ერთიანობის რღვევის საფრთხე? ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ განცხადებას, პირობა დადეს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ფეისბუკმა“ წაშალა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუკმა“ წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ და პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები და „ინსტაგრამის“ ანგარიშები. მიზეზი, სოციალური ქსელის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ გახდა. „ჩვენს შეფასებას დაეხმარა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მოხსენებებიო“, - ნათქვამია განცხადებაში.  „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ვერ გაირკვა დღემდე, ვინ არის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული

რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა და სხვა, რომლებმაც გამოიწვია ის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ გვაქვს და რომელთა განმარტებას შეეცდება რადიო თავისუფლება.

Radiotavisupleba.ge 

კრემლი უარყოფს ჯანმრთელობის გამო პუტინის სავარაუდო გადადგომის შესახებ ცნობებს

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, უარყო ბრიტანულ ტაბლოიდში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმად ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარების გამო პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას აპირებს. „ეს არის სრული ნონსენსი. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია“, - განაცხადა პესკოვმა 6 ნოემბერს ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად. ბრიტანული „სანის“ თანახმად, პუტინს, რომელსაც პარკინსონი აწუხებს, ოჯახის წევრები მოუწოდებენ, გადადგეს თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯოზეფ ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე

დელავერის შტატის ყოფილი სენატორი, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო პარტიის გულის მოგება. 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ფავორიტმა, ბარაკ ობამამ, ბაიდენს, რომელიც აშშ-ის სენატში დელავერის შტატს 35 წელი წარმოადგენდა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. თეთრ სახლის გვერდით, ეიზენჰააუერის სახელობის შენობაში გატარებული 8 წლის შემდეგ, 2016 წელს, ბევრი ფიქრობდა, რომ ბაიდენი კიდევ ერთხელ ჩაებმებოდა საპრეზიდენტო მარათონში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის შვილს

ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს, - ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. გარდა ამისა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი, იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი. ამ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბინასა და სასტუმროში მყოფ COVID-ინფიცირებულებს 3 სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკა. როგორც კლინიცისტი ამბობს, ახლად მიღებული გადაწყვეტილებით, ბინაში დატოვებულ პაციენტთა ნაწილს და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პაციენტს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. „ეს შერჩევით ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან ეს იქნება სავალდებულო და სისტემური“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ევროპის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ში მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ჰკითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო გადატრიალების ახალ საქმეს იძიებს და ამ მოტივით უწყებაში მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს იბარებენ. ამ საქმეზე გამოჰკითხეს "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე. ამ საქმეზე გამოსაკითხად დაბარებული რამდენიმე პირის ადვოკატი, გიორგი გოგინავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ლექტორი და ტაქსის მძღოლია. ადვოკატი მათ ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ ისინი უარს ამბობენ სუს-ში გამოკითხვაზე და მაგისტრი მოსამართლე გამოჰკითხავთ. როგორც "მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე: აქციები ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს  

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აქციები კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესს ვერ შევაჩერებთ, საჭიროა დაწესებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა: "კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და არ ყოფილიყო აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის გარკვეული ნაწილის მოსახლეობის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით. დაიცვან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის დროს გაისროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ ისროლა, როცა იქ ხალხმრავალი აქცია იმართებოდა. მას ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენებენ. "ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნავენ შსს-ში. Читать дальше...


В Петербурге мужчина отправился в колонию строгого режима за кражу электросамоката

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

«Моя душа всегда с тобой», – дочь Анастасии Заворотнюк трогательно обратилась к матери в день ее кончины и опубликовала фото с актрисой

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Достижения Подмосковья в нейроиммунологии представили в Санкт-Петербурге

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

В Петербурге мужчина отправился в колонию строгого режима за кражу электросамоката

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Заявление Союза армян России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

В Петербурге мужчина отправился в колонию строгого режима за кражу электросамоката

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

Современную детскую площадку открыли в деревне Дубнево

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Лето в урочище Кокоря

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *