Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 26.11.2020

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ ერთობლივად ვეტოს დაადებენ ევროკავშირის ბიუჯეტს

უნგრეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დებენ პირობას, რომ ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის და პანდემიის მასშტაბური დახმარების ბლოკირების საქმეში, რადგან მასში გათვალისწინებულია მექანიზმი, რომელიც ბიუჯეტს კანონის უზენაესობის დაცვასთან აკავშირებს.  ვიქტორ ორბანმა და მატეუშ მორავიეცკიმ 26 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ეს მექანიზმი ბლოკს აღებული კურსიდან გადახვევის საფრთხეს უქმნის. ერთობლივ დეკლარაციაში პრემიერ-მინისტრები წერენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პარლამენტი გამოდის მოწოდებით საფრანგეთი გამოეთიშოს მთიანი ყარაბაღის შუამავლებს

26 ნოემბერს აზერბაიჯანში კანონმდებლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ საფრანგეთი გამოეთიშოს მინსკის ჯგუფს, რომელიც შუამავალია მთიანი ყარაბაღის საკითხზე უთანხმოებაში - მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა სეპარატისტული რეგიონის განაცხადს დამოუკიდებლობაზე.  საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 25 ნოემბერს მიიღო არასავალდებულო ძალის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთს მოუწოდებს მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამ ნაბიჯს მიმდინარე თვეში წინ უძღოდა სომხეთის თანხმობა მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანის საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენა

ოკუპირებულ ცხინვალში დასრულდა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა, რომლის გამართვაც დეკემბერშია დაგეგმილი. თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთოდან, ტოივო კლაარს, ჯიხან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ პრეტენზიებზე ესაუბრნენ. „საქართველოს უკანონო საგუშაგო სოფელ უისტაში (წნელისი) არის მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაოსურ და გასაიდუმლოებულ ვითარებაში: აზერბაიჯანში მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილებს ეძებენ

მაშინ, როცა აზერბაიჯანში გრძელდება ეთნიკურ სომეხთა მიერ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით გამოწვეული ზეიმი, მრავალი მშობელი კვლავ ამაოდ ცდილობს დაადგინოს 45-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული თავიანთი შვილების ბედი. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ავტორიტარული ხელისუფლება დღემდე მკაცრად ასაიდუმლოებს ცნობებს ექვსკვირიანი ინტენსიური საომარი ოპერაციის განმავლობაში განცდილი დანაკარგის თაობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე უგულებელყოფენ ჟურნალისტთა შეკითხვებს ცალკეული შემთხვევების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის დამრღვევების დაკავების ფაქტები დაადასტურა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების დაკავების შესახებ იუწყება. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის სიახლოვეს 11 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთით, სოფელ ოძისში მცხოვრები ნათესავებისთვის პროდუქტების მიწოდებას. დე ფაქტო ხელისუფლებას ოძისი ხაშურის რაიონად აქვს მოხსენიებული, ეს სოფელი კი მცხეთის მუნიციპალიტეტში შედის. დე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ლოკდაუნებით" სიარული ვაქცინამდე: ვის რას მოუტანს შეზღუდვები?

28 ნოემბრიდან, მზიურის პატარა კაფე იმ არაერთ კაფესა და რესტორანს შეურთდება, პანდემიით გამოწვეული „წერტილოვანი შეზღუდვების“ გამო რომ დაიხურება.

Radiotavisupleba.ge 

რა ფულს (არ) იღებს ოპოზიცია - რას ნიშნავს თანხმობა დაფინანსებაზე?

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, სხვადასხვაგვარად უყურებენ საპარლამენტო საბიუჯეტო დაფინანსების მიღების პერსპექტივას. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია: რვა პარტიიდან/ბლოკიდან, რომლებსაც ასეთი დაფინანსება ეკუთვნით, ორი - უარს ამბობს, ორი - ჯერ ისევ ფიქრობს, ხოლო დანარჩენმა ოთხმა - დაფინანსების მიღების თანხმობით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ბლოკებში შემავალი პარტიების ჩათვლით, ამ ეტაპისთვის დაფინანსების მიღება განზრახული აქვს 9 ოპოზიციურ პარტიას. პარალელურად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობამ უპასუხა დაწესებული შეზღუდვების შესახებ შესაძლო შეკითხვებს

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გამკაცრებული ზომების შესახებ შესაძლო აქტუალურ შეკითხვებს საქართველოს მთავრობამ უპასუხა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში. გადაადგილება 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა? დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს ბელარუსის საქმეებში ჩარევაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთს ბელარუსის საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკასთან, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში თვეებია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, კამათის საგნად ქცეული არჩევნების გამო.  ლავროვმა მინსკში გამართა შეხვედრები ლუკაშენკასთან და ბელარუსის სხვა მაღალჩინოსნებთან, რაც მორიგი გამოვლინება იყო მოსკოვის მხარდაჭერისა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ.  9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკის ქუჩებში ყოველ შაბათ-კვირას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატის მოწოდების მიუხედავად, საფრანგეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ცნობს – კახა გოგოლაშვილი

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საფრანგეთის სენატის რეზოლუციას „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის“ შესახებ? რატომ მიიღო რეზოლუციამ უმრავლესობის მხარდაჭერა? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ მიმართა კახა გოგოლაშვილს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს. - საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ცნოს აზერბაიჯანსა და სომხებს შორის სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ გაძვირდა თელავში გამომცხვარი პური, რა ხდება სხვა ქალაქებში და რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს?

თელავის მუნიციპალიტეტში გამომცხვარი პური 20 თეთრით გაძვირდა. მომხმარებლებმა ამის შესახებ გაიგეს  დღეს, როცა პურის საყიდლად საცხობებში მივიდნენ. ლაპარაკია პურზე, რომელიც ადგილზევე ცხვება და შეფუთვის გარეშე იყიდება.

Radiotavisupleba.ge 

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად

არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ფეხბურთის ლეგენდის,  დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო. 60 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში ებრძოლდა ნარკოტიკულ საშუალებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.  25 ნოემბერს ბუენოს-აირესში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სპონტანურ თავყრილობაზე, სადაც პატივი მიაგეს ხსოვნას ფეხბურთელისა, რომელმაც არგენტინას გამარჯვება მოუტანა 1986 წელს, მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.  სამდღიანი გლოვის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა გამოაცხადა. ამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში, მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს.  „პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია (რადგან შვრია იყო შეფუთული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო ექვს თვეში

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში COVID-19-ით დაღუპული ადამიანების რიცხვმა 2,400-ს გადააჭარბა, რაც ერთი დღე-ღამისთვის ყველაზე მაღალი მონაცემია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.  ბოლო მონაცემები და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული აკრძალვები ზღუდავს მადლიერების დღის აღნიშვნას 26 ნოემბერს, როცა ამერიკელები ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებიან ხოლმე ტრადიციულ სადილზე.  25 ნოემბერს აღრიცხულმა სიკვდილის 2,439-მა შემთხვევამ აშშ-ში კორონავირუსის ინფექციის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა გაზარდა 262,080-მდე, რაც ყველაზე მაღალი მონაცემია მსოფლიოში.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშით წააგო მალტის ნაკრებთან

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეცხრე თამაში ჩაატარა და მეცხრედ წააგო. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მალტის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 0:4 და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაკარგა ჯგუფში ბოლოსწინა - მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი. საქართველოს ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში გამოდის, დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეზღუდვების მიუხედავად, ტაქსით გადაადგილება შესაძლებელი იქნება

საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტაქსითი გადაადგილება შესაძლებელი იქნება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან პირადი მანქანითაც შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობაც შეზღუდულია. თუმცა არც ეს შეზღუდვა ვრცელდება ტაქსებზე. ტაქსებს არ შეუძლიათ: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობა; 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა (ორივე მათგანი უკანა სავარძლებზე უნდა იჯდეს); ტაქსითი გადაადგილება დასაშვებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი სამხედრო კონტრაქტორი აფხაზეთში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში უბედური შემთხვევის შედეგად რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა. მის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ჯარისკაცს, რომელიც ტექნიკის დათვალიერებას აწარმოებდა. აღნიშნავენ, რომ ეს მოხდა პარკში საავტომობილო ტექნიკის ბუქსირით გადაყვანის სამუშაოებისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ სატვირთო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: შეზღუდვების შედეგი მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ახალი შეზღუდვების მთავარი დანიშნულება ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის შეჩერებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შედეგები დაახლოებით მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, რისთვისაც აუცილებელი პირობა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის სოლიდარობაა. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას სათანადოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა შეზღუდვების საფუძვლები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, გამოყენებული იყო „მრავალი ცვლადი“ იმის დასადგენად თუ რომელ ქალაქზე რა სახის შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო. „ეს, არის რა თქმა უნდა, იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონთან და ქალაქთან მიმართებით, ასევე კლინიკების და იმ სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც პაციენტების სამკურნალოდ ვიყენებთ, იქ არსებული საწოლფონდი და რეზერვი, რომლის მობილიზაციაც შესაძლებელი იყო, ასევე ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობის სიმჭიდროვე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია: 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში

საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები დარჩნენ სახლში. კორონავირუსის პანდემიის დროს მოწყვლად ჯგუფთან დაკავშირებით რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა. "თებერვლის ბოლომდე საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა", - თქვა გახარიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, გარდა მედიცინის პროგრამებისა

პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ ფორმატზე გადადიან, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, - ამის შესახებ მედიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, ვინაიდან მედიცინის მიმართულება ქვეყნისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია,  უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურად ჩაატარონ: „ეს ეხება მხოლოდ მედიცინის პროგრამებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოციალურად დაუცველები და შშმ პირები მიიღებენ ფულად დახმარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მიზნობრივ დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და  შშმ პირები. „ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში ერდოანის წინააღმდეგ ამბოხის მონაწილეთა კიდევ ერთ ჯგუფს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა

თურქეთის სასამართლომ 26 ნოემბერს მორიგი განაჩენები გამოუტანა 2016 წელს გადატრიალების მცდელობის მონაწილეებს. დამნაშავედ ცნეს პუტჩის სავარაუდო 400-ზე მეტ მონაწილე. მათგან რამდენიმე ათეულ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს არიან უპირატესად არმიის მეთაურობის წარმომადგენლები და  მფრინავები, რომლებმაც 15 ივლისის ღამეს დარტყმები მიაყენეს სამთავრობო ობიექტებს.  როგორც სააგენტო ანადოლუ იტყობინება, მათ შორის, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, არიან პოლკოვნიკი ვეისელ ქავაქი, რომელსაც სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურობის მდივნის თანამდებობა ეკავა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინც სამსახური დაკარგა 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი გახარიას განცხადებით ეკონომიკური კრიზისი საქართველოში მომავალ წელსაც გაგძელდება და სამკაოდ მძიმე 2021 წელია მოსალოდნელი, ამდენად საქართველოს მთავრობა ყველა სახის კომუნალური გადასახადს 4 თვის განმავლობაში დაფარავს. ამასთან, ფორმალურ სფეროში დასაქმებულები, ვინც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 200- ლარიან დახმარებას, ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3-15 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი უქმედ ცხადდება.  „იმისთვის, რომ მოქალაქეების მობილობა არ იყოს ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ, გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“, - განმარტავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, დიდ ქალაქებში მოხსნილი ყველა შეზღუდვა, კვლავ ძალაში შევა 3 იანვრიდან, დასვენების დღეებთან ერთად.  ახალი შეზღუდვები 28 ნოემბერს შედის ძალაში. დეტალურად წაიკითხე აქ.


Электромобиль Xiaomi SU7 начали продавать в России

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Девелопер построит в Подмосковье модульные медицинские пункты для приема более 10 тыс. жителей

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

На закате.

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *