Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 20.11.2020

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძე: მე მჯერა „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ბოიკოტი გამოუცხადა, გამარჯვებაში დარწმუნებულია თბილისის მერი კახა კალაძე. „ოპოზიციური ლიდერები საუბრობენ არჩევნებში არმონაწილეობაზე, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ და გააკეთეს იმისთვის, რომ 21 ნოემბერს თავიანთი ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს იმისთვის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურებში, ყველა იმ ოლქში, სადაც გაიმართება არჩევნები. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ცნობით, 17 მოქალაქე ჰყავდა მძევლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდამსხმელს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის" ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმელის 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტრო აცხადებს, მას თავდაპირველად 17 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი.  განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება გრძელდება საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარია: არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე თავდამსხმას ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მას მიაჩნია, რომ არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება. „ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვის უფრო დააზიანებს არჩევნები ერთი პარტიის მონაწილეობით - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? 

21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე ორი კანდიდატი დახვდება ასარჩევად, თუმცა ოპოზიციის ყველა კანდიდატისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობაა.

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე: პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეებისთვის სტაბილური პოლიტიკური მმართველობის შეთავაზების შესაძლებლობაა.  „2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ ცხრა პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთიან ყარაბაღში დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება

მთიან ყარაბაღში დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება. ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მისი სიტყვებით, კონფლიქტის რაიონში გადასროლილი არიან მე-15 მოტომსროლელთა ბრიგადის ქვედანაყოფები. ისინი სამშვიდობო კონტინგენტის ბირთვს ქმნიან. „მთლიანობაში შესრულდა 250 ავიარეისი, გადაყვანილია 1960 ადამიანი და 552 ერთეული ტექნიკა,“ დააზუსტა შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თათბირზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანად განნაღმულია ლაჩინის დერეფანი, რომელიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ათიოდ დღის წინ მოპოვებულ ოქროს მედალს, დღეს უფროსებს შორის ევროპირველობის ოქრო მიამატა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 20 წლის ძიუდოისტმა, პრაღაში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის, თანაგუნდელი ლუკა მაისურაძე, რომელსაც მეოთხედფინალში სძლია. საჩემპიონო ბრძოლაში კი, გრიგალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს 45 წამში აჯობა. პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WHO ექიმებს ურჩევს, COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოიყენონ რემდესივირი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა რჩევა, COVID-19-ით დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი. WHO-ს თანახმად, მედიკამენტი „მნიშვნელოვან გავლენას“ ვერ ახდენს პაციენტის გადარჩენაზე ან გამოჯანმრთელების დაჩქარებაზე. WHO-ს ექპერტებმა 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ „არ მოიპოვება ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დამყარებული მტკიცებულებები, რომ ის აუმჯობესებს პაციენტისთვის მნიშვნელოვან შედეგს“. აშშ-მა, ევროპის კავშირმა და რამდენიმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შეიძლება მოხდეს "ოცნების" უკონკურენტო მეორე ტურის შემდეგ

მხოლოდ „ქართული ოცნება“ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს იმართება. ოპოზიციური პარტიები/ბლოკების მტკიცე უარი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, 20 ნოემბერს კიდევ ერთხელ მოისმინეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა, მათთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების დროს. სიტუაცია ისევ ჩიხშია. ხელისუფლება უარს ამბობს ვადამდელ არჩევნებზე, ხოლო ოპოზიცია - ახალ პარლამეტში შესვლას გამორიცხავს. როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და რა საკანონმდებლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისზე თავდამსხმელი დააკავეს - ყველა მძევალი თავისუფალია

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თქვა, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. როგორც მან თქვა, მძევლად ცხრა ადამიანი იყო აყვანილი. „რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და პოლიციის სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული. შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია", - თქვა ვაჟა სირაძემ. „ემ-ბი-სიში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოკერია: მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ნულოვანი ნდობა აქვს. ბოკერია მთავარ მოთხოვნად ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს. „ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა. მარტო თამარ ჟვანიას საკითხს კი არ ვგულისხმობ, მთელი რიგი საკითხებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერევანში პოლიციამ დააკავა საპროტესტო გამოსვლების მინიმუმ 25 მონაწილე

პარასკევს ერევანში პოლიციამ დააკავა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების მინიმუმ 25 მონაწილე. აქციის მონაწილეები საკუთარი ავტომანქანებით ხერგავდნენ ცენტრალური ქუჩების საავტომობილო ნაწილს. გამოსვლების მონაწილეები აცხადებენ, რომ ამგვარად გამოხატავენ პროტესტს ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებთან ერთად ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების წინააღმდეგ, რომელიც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ეხებოდა. საპროტესტო აქციები იმართება სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდამსხმელმა მოთხოვნების გადასაცემად ფეისბუკის LIVE-ი გამოიყენა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სიში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ვიდეოში, რომელიც 06:05 წუთი გრძელდება, ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვს და არა კონკრეტული თანხის გადაცემას. თავდამსხმელი ოფისში ნიღბის გარეშე იმყოფება და მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს. თავდასხმის შესახებ დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გახდა ცნობილი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ვაშაძე: ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრაზე მან გაიმეორა ის მოთხოვნები, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აყენებს. „ჩვენს ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებებს ელოდება, რადგან 2021 წელი „ძალიან სახიფათო იქნება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა სირაძის ცნობით, 9 მძევალია აყვანილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ-ბი-სის" ოფისში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე შეიარაღებული თავდასხმაა. ადგილზე იმყოფება პოლიციის ჯგუფები. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფისში იმყოფება ცხრა მძევლად და ერთი შეიარაღებული პირი“, - ამბობს ვაჟა სირაძე. როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის მედიას დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან თავდამსხმელის შეიარაღების შესახებ. სირაძემ სთხოვა მედიას, რომ შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვა, რადგან, მისი თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომპანია MBC: სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა, განცხადებას აკეთებს. აღნიშნული განცხადების თანახმად, კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მისი მითითებების შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა”, - აღნიშნულია MBC-ის განცხადებაში. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს პირველადი ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის" ოფისთან პოლიციის მობილიზების შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. „ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთის გადადებული შეხვედრა და გახელაძეების გულისტკივილი

20 ნოემბერს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო  ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისი იქნება. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში ბოლო, 97-ე, შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკანონო „ბორდერიზაციისა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გასვლას მოითხოვს

როგორც მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მას სწამს, რომ ქვეყანაში „ოდესმე გაჩნდება გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაერთიანებისთვის“, ანუ  თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის კიშინიოვის კონტროლქვეშ დაბრუნებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს 1992 წელს „გაყინული“ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. სანდუს თქმით, აუცილებელია გამოინახოს დარეგულირების პრინციპი, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, წერეთლის გამზირზე  მდებარე ერთ-ერთ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სამართალდამცავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში  შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც სავარაუდოდ მძევლებიც ჰყავს აყვანილი. შემთხვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

Radiotavisupleba.ge 

ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს მამაკაცთა შორის მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს და ორივე წონის ფინალში ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს - ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ. დილის პროგრამაში ოთხ-ოთხი შეხვედრა ჩაატარეს, ყველა მოიგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. 81 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი კი, ლუკა მაისურაძე, რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე: კრიზისის გადაწყვეტის მექანიზმი არა ოპოზიციის, არამედ "ქართული ოცნების" ხელშია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების შუამავლობით გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილია მოწოდება შეთანხმებისა და კომპრომისისკენ. თუმცა, მისი თქმით, კრიზისის გადაწყვეტის მექანიზმი არა ოპოზიციის, არამედ „ქართული ოცნების“ ხელშია. „მე კვლავ დავაფიქსირე ის პოზიციები, რაც ვფიქრობ, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია ყველა ოპოზიციურ პარტიას და პირდაპირ ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის და ევროკავშირის პოზიცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმება შესაძლებელია უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოს მიუხედავად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ ჩიხში შესულ მოლაპარაკებებზე საბოლოოდ მიღწეული იქნება შეთანხმება, მიუხედავად უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოსი. ლაპარაკია ევროკავშირის გეგმაზე, დაფინანსება გახდეს კანონის უზენაესობაზე დამოკიდებული. „შესაძლებელია სხვადასხვა სახის რეზოლუცია, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია“, განაცხადა ორბანმა 20 ნოემბერს რადიოინტერვიუში. უნგრეთისა და პოლონეთის მემარჯვენე მთავრობებმა 16 ნოემბერს ვეტო დაადეს ევროკავშირის შორი პერსპექტივის ბიუჯეტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძე: ჩანს მცდელობა, რომ მესამე რაუნდისთვის დადგეს შედეგი

პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ფასილიტატორების ძალისხმევა მიმართულია მოლაპარაკების მესამე რაუნდისკენ, რათა მასზე დადგეს კონკრეტული შედეგი. „არანაირი გზავნილები არ ყოფილა, ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ რაიმე გზავნილები მიგვეღო ჩვენ. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე შთაბეჭდილება დამრჩა, ეს იყო შეხვედრები, რომელსაც მართავენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის ელჩი იმისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი - პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დადებითად აფასებს პარტიების მცდელობას, აწარმოონ დიალოგი გამოსავლის მოსაძებნად. ამის შესახებ მან მედიასთან საუბარში განაცხადა, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე. „ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი, რომ პარტიები კვლავაც მუშაობენ ერთად და გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. მე ვფიქრობ, ეს უაღრესად პოზიტიურია, რომ ისინი ერთად მოდიან. პრობლემის გადაჭრა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის კი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის. Читать дальше...


В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

В Москве мужчина с ножом набросился на людей в продуктовом магазине

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Музыкальные новости

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Новости России

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *