Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 29.11.2020

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯი სასამართლოს მიმართავს მის მიმართ უკანონო თვალთვალისთვის

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯის აცხადებს, რომ იგი უკანონო თვალთვალის მსხვერპლია და სასამართლოში უჩივის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც თავის დროზე საიდუმლო თვალთვალის ორდერი მოითხოვა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების დასადგენად. კარტერ პეიჯის სარჩელის თანახმად საგარეო დაზვერვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბევრი შეცდომა და უზუსტობა დაუშვეს თვალთვალზე უფლების გამცემ საგარეო დაზვერვის სასამართლოზე (FISA)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძე პოლიციისგან ითხოვს, დატოვონ სპორტდარბაზი, რადგან მისი ბინაა

ბათუმის იმ სპორტდარბაზში, რომელშიც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და ტრენაჟორებს ლუქავდა, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მივიდა. ის პოლიციისგან ითხოვს, დატოვოს ტერიტორია, რადგან მისი სახლია. ჯაფარიძე ამბობს, რომ "არ აპირებს სახლიდან წასვლას", პოლიცია კი მოითხოვს, მან დატოვოს ტერიტორია. "მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში... ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა", - აცხადებს ჯაფარიძე. კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფიტნესკლუბში, რომელიც დააჯარიმეს, ახლა პოლიცია ტრენაჟორებს ლუქავს

ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, ახლა პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ტრენაჟორებს ლუქავს. პოლიციის თანამშრომლები აღწერენ იმ ინვენტარს, რაც სპორტდარბაზშია. "მშიერი რანაირად ვებრძოლო და რო ვერ ვივარჯიშებ და რომ არ ვიქნები ჯანმრთელი, როგორ ვებრძოლო? დამთავრდება ეს სიგიჟე და თვალებში როგორ შევხედოთ ერთმანეთს?! მართლა რამეს რომ ვაშავებდე... ნახეთ, რა უქნეს დარბაზს, მომითხვარეს და ესენი ებრძვიან ვირუსს", - ამბობს პირდაპირი ეთერის დროს სპორტდარბაზის მეპატრონე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის ნაკრებთან წააგეს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპი ბოლო - მეოთხე ადგილით დაასრულა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) განცდილი მარცხის შემდეგ, ირლანდიასთანაც წააგო, ანგარიშით 10:23. დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ დღეს გამართულ შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი ლელოს გატანა შეძლეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი კვესელაძემ შეიტანა. გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დარჩა დასკვნითი პლეი ოფები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში 130-მდე გაიზარდა კვირას საპროტესტო აქციის გამო დაკავებულთა რიცხვი

ბელარუსის პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა 130 ადამიანი დააპატიმა კვირას გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. დამოუკიდებელ უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ ინფორმაციით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი რეგიონული გამოცემის ორი ჟურნალისტიცაა. კვირას საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება მინკსსა და სხვა ქალაქებში. მილიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და სასტიკად დაშალა ადამიანები, რომლებსაც ხელთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

30 ნოემბრიდან თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ გაიმართება

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ონლაინ გაიმართება. ციფრულ ფორმატში ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა COVID 19-ის პანდემიის გამო მიიღეს. ფესტივალი წელს 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენება. "ინდუსტრიული დღეები" ორგანიზატორების განმარტებით, ინდუსტრიული დღეები მრავალფეროვან და დინამიურ პროგრამას წარადგენს, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები და გაუქმდება ღამის კომენდანტის საათი

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები, კაფეები, არასასურსათო მაღაზიათა უმრავლესობა და ზოგიერთი სხვა დაწესებულება, რომლებიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო. სასურსათო მაღაზიები კვლავ შეძლებენ მუაობას კვირა დღეს. ასევე მომავალ კვირას გაუქმდება ღამიხ კომენდანტის საათის მოქმედება და მუზეუმებსა და გალერეებს უფლება ექნებათ, კვლავ მიიღონ დამთვალიერებლები მაქსიმალური რაოდენობის მხოლოდ 25%-ის ფარგლებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველი გარემოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ, ტანსაცმლით მოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის შეზღუდვებს. მათ რეგულაციის დაცვა 29 ნოემბერს ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს. მოვაჭრეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან იკამათეს. "ჩვენს ბავშვებს ვინ აჭმევს?! მე რომ ვაჭრობა შევწყვიტო, როგორ ვიარსებოთ?!", - მიმართა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, აკაკი ხვედელიძეს. "მოგვეცით კომპენსაცია. მე ის 100-ლარიანი დახმარებაც არ მეკუთვნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პოლიციამ 1,1 მილიონი კაცი დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაღვევისთვის

რუსეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპაში მეხუთე ადგილზეა, პოლიციამ 1 მილიონზე მეტი კაცი დააკავა COVID-19-თან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 976 000 ადამიანი დააჯარიმეს საგანგებო ვითარების დროს სანიტარიული წესების დარღვევისათვის, რაც 1000 რუბლის (13$) გადახდით ისჯება. თანარჩენებს ადმინისტრაციული ოქმები გაუფორმეს. რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში 2,2 მილიონი კაცი დაავადდა, ხოლო 39 000-ზე მეტი გარდაიცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ-ის ელჩს მიმართავს

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. აქციის მთავარი მიზანი ამერიკის ელჩისადმი გზავნილია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა კელი დეგნანს სთხოვს საკითხით დანტერესებას და დახმარებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, რომ კომპანია "ენკამ" შეაჩეროს სამუშაოები. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 35-ე დღეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩოხატაურის ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

გუშინ, 28 ნოემბერს, საღამოს სამუშაო ადგილზე, ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, კაცი დანადგარს წმენდდა, რა დროსაც ნაწილი გამოძრავდა და მუცლის ღრუში დაშავდა. "იყო მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ძლიერი სისხლდენით, შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის მიღებული ტრავმა და გარდაიცვალა", - ამბობს კლინიკა "მედალფას" დირექტორი, ანტონ ხუნდაძე. საქმეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დეკემბერში განახლდება

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელი აშშ-ის სანქციების გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, დეკემბერის დასაწყისიდან კვლავ განხლდება. ამის შესახებ გერმანულმა მედიამ ინფორმაცია მიიღო კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან, რომლის თანახმად ბალტიის ზღვის ფსკერზე დაწყებული გაზსადენის მშენებლობა 5 დეკემბრიდან განახლდება მილსადენის ორივე ხაზზე 2,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე და უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეციალური ხომალდები განაახლებენ მილების ზღვის ფსკერზე გაყვანის სამუშაოებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შრომის ინსპექციამ ბათუმის ფიტნესკლუბის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად შსს-ს მიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ბათუმის ერთ-ერთი ფიტნესკლუბის წინააღმდეგ, რომელიც მათ მითითებებს არ ემორჩილებოდა, საქმის აღსაძვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაცია თავად შრომის ინსპექციამ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის აღძვრის შემთხვევაში კომპანიას ან დააჯარიმებს, ან საქმიანობის უფლებას ჩამოართმევს, ან გააუქმებს და დააჯარიმებს. კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. სწორედ ამ მოტივით მიმართა შრომის ინსპექციამ შსს-ს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 30 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 30 წარმომადგენელი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული იერიშის შედეგად პროვინცია ღაზნიში მდებარე სამხედრო ბაზაზე. გავრცელებული ცნობით, მოიერიშემ თავი დილის 8 საათზე აიფეთქა სამხედრო ბაზის შესასვლელთან, სხვა დეტალები უცნობია. თავდასხმაზე მომხდარისთანავე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ღაზნის პროვინციაში რეგულარულად ხდება შეტაკებები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში მიმდინარეობს აქცია ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გადაკეტილი აქვთ ქუჩა აჭარის მთავრობის სახლის წინ და გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი

28 ნოემბრის მონაცემებით, ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი იმ ფონზე, როდესაც კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანა თანდათანობით არბილებს მრავალკვირიან მკაცრ საკარანტინო ზომებს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის 8 თვის განმავლობაში ვირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (57 551), მეორეზე - იტალია (53 677), ხოლო მესამეზე - საფრანგეთი (51 914). კორონავირუსის შედეგად 44 668 კაცი გარდაიცვალა ესპანეთში, რუსეთში - 39 068. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შრომის ინპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა იძულებით შეაჩერებინა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა შეაჩერებინა. უწყებაში აცხადებენ, რომ 2 738 ობიექტი გააფრთხილა, 2 კი დააჯარიმა. გარდა ამისა, როგორც შრომის ინსპექცია განმარტავს, მათ აღმოაჩინეს ორი კომპანია, რომლებიც დაჯარიმების მიუხედავად, განაგრძობდნენ საქმიანობას და მათ შესახებ საქმის წარმოების დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. დაჯარიმებული და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემულია კომპანია შპს "ონლაინ მეჯიქ", რომლის ბრენდული სახელიც "რეფორმერი ფიტნესია". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დაშალეს მორიგი საპროტესტო აქცია, ათამდე კაცი დააკავეს

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მილიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქციაზე გამოსული ადამიანები. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, დაკავებულია ათზე მეტი კაცი. საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება. სხვა აქციების მსგავსად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე 119-ედ რომ იმართება ბელარუსში, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

Radiotavisupleba.ge 

ფიტნესკლუბს, რომელიც 10 ათასით დაჯარიმდა, ზურა ჯაფარიძე "სახლად" ქირაობს და ხალხს ეპატიჟება

"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ბათუმში დაჯარიმებულ ფიტნესკლუბს ქირაობს. ის ამბობს, რომ არ აამუშავებს გადახდის აპარატს და მისი "სახლი" იქნება, სადაც ყველას ეპატიჟება. "ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც გვაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება, სანამ ეს რეგულაცია არსებობს, საცხოვრებელი სახლი. აქ არის სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებენ ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლომახლო ვარჯიშობს, შეუძლია, ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდეს და ივარჯიშოს", - აცხადებს ჯაფარიძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მართვის მოწმობის აღება ხვალიდან დროებით ჩერდება

კორონავირუსის პანდემიის გამო ხვალიდან, 30 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო პროცედურები დროებით ჩერდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. "ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი აფხაზეთში 85 პირის, ცხინვალის რეგიონში კი 23 პირს დაუდასტურდა

​საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჯამში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო უწყებები ავრცელებენ. აფხაზეთში ბოლო დღის განმავლობაში 238 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, პოზიტიური პასუხი კი 85 შემთხვევაში დაფიქსირდა.  ამ დროის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 5 883-ია, 81 - გარდაცვლილი, გამოჯანმრთელდა - 3 678 ადამიანი. ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ტესტირება 168 პირს ჩაუტარეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის4 426 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი ნაწილი კვლავ თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის. ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 1 802; აჭარა - 554; იმერეთი - 637; ქვემო ქართლი - 268; შიდა ქართლი - 258; გურია - 119; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 400; კახეთი - 219; მცხეთა-მთიანეთი - 108; სამცხე-ჯავახეთი - 50; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი 4,4 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 4 426 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში დათვლილი მონაცემების მიხედვით, თებერვლიდან, როცა პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე კორონავირუსით 132 368 პირი დაინფიცირდა. დღემდე ვირუსი 110 049 პირმა დაამარცხა, 1 230 კი გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. მოგვიანებით მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. „იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგრო და სერბეთი ერთმანეთის ელჩებს გააძევებენ

მონტენეგროს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სერბეთის ელჩი და მოუწოდა დიპლომატს სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა, მის მიერ მეზობელი სახელმწიფოს ასი წლის წინანდელი ისტორიული სიმართლის დამახინჯებისთვის. მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, სერბეთმა მონტენეგროს ელჩი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და მოუწოდა მას 72 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყან. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი გახდა პოდგორიცის აზრით, სერბეთის ელჩის... Читать дальше...


Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Новости России

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

8-9 июня в Москве пройдет третья большая ежегодная конференция «Доходная Недвижимость 2024»

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *