Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2020

Новости за 11.11.2020

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა ახალი სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ამჯერად მიჩიგანში კენჭისყრაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში შეიტანა ახალი სარჩელი, რაც მიზნად ისახავს, გაუქმდეს ხმების დათვლა საკვანძო მნიშვნელობის შტატ მიჩიგანში, სადაც მისმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მიჩიგანში მოგებამ დიდი როლი ითამაშა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებაში. სარჩელი, რომლის შესახებ 11 ნოემბერს გამოცხადდა, უკანასკნელია სარჩელების სერიაში, რომლებიც ტრამპის საარჩევნო შტაბმა შეიტანა სასამართლოში 3 ნოემბრის, არჩევნების დღის შემდეგ. 7 ნოემბერს აშშ-ის მედიამ ბაიდენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა ნოდარ რუხაძე, გიორგი მჯავანაძეს შეუფარდა 3 დღით პატიმრობა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ცნობით, 9 ნოემბერს საპროტესტო აქსიის დროს დაკავებული აქტივისტების ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. რუხაძე დააჯარიმეს 1500 ლარით, გიორგი მჟავანაძეს კი შეუფარდეს 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.  ადვოკატ ივანე ჩიტაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მის გასაჩივრებას აპირებს.  „ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. ორი დღის განმავლობაში ვისმენდით მოწმეების ჩვენებებს, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ვერცერთი ფაქტი ან მტკიცებულება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ვაშაძე: სულაც არ მაქვს პრობლემა საერთოდ დავუპირისპირდე ყველას

ოპოზიციურ პარტიებს შორის ოფიციალური მონაცემებით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივას ვერ ხედავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მზად არის თუნდაც მარტო დარჩენისთვის. „საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. რა დემოკრატიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, რა პარტიების. მე პირადად დავიღალე. იმიტომ, რომ მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ლაპარაკობს ხელისუფლებასთან ჩაშლილი დიალოგის შესახებ. სწორედ, ამას უკავშირებს ვაშაძე საკუთარი განცხადების გამოქვეყნებას. „განცხადების გამოქვეყნების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა, რომელიც მომზადებული იყო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ“, - თქვა ვაშაძემ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად არაერთხელ ჰქონდა დიპლომატებთან კომუნიკაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ოლქმა არჩევნების შედეგები დაამტკიცა - ეჭვები ისევ რჩება

ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს ხმათა უმრავლესობით 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ოლქმა არჩევნების შედეგები დაამტკიცა და ორი უბნის შედეგები გადათვალა

ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს ხმათა უმრავლესობით 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა.

Radiotavisupleba.ge 

ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობიდან გადადგა

ხაშურის მერიის ოფიციალურ გვერდის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის ამ ნაბიჯს პირადი მიზეზით ხსნის.  „მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ. სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში აქციების ფონზე რუსეთი იწყებს სამშვიდობო მისიას ყარაბაღში

11 ნოემბრის შუადღით ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, სპეცდანიშნულების რაზმი და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ეროვნული ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის გადადგომას მოითხოვენ აზერბაიჯანთან გაფორმებული კაპიტულანტური შეთანხმების გამო. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, დღევანდელი ანტისამთავრობო მიტინგის ერთ-ერთი ინიციატორი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მერს დაუდასტურდა Covid - 19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დაუდასტურდა კორონავირუსი.  „ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!”, - აცხადებს გიორგი შენგელია. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 294 შემთხვევა დადასტურდა.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა კორონავირუსის პირველი ვაქცინა მომავალი წლის დამდეგს შეიძლება მიიღოს

ევროპის კავშირში კორონავირუსის პირველი ვაქცინა მომავალი წლის დამდეგს შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი, განაცხადა 11 ნოემბერს ევროკავშირის ჯანდაცვის უწყებამ. რუსეთმა კი განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ, Sputnik V-მა 92%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამასობაში დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების 595 ახალი შემთხვევა აღირიცხა და 11 ნოემბერს COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 50 ათასს გადააჭარბა. ორი დღის წინ ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა Covid-ინფიცირებული პაციენტი 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის Covid-დადებითი პაციენტი. კაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. როგორც სამინისტრო განმარტავს, „ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეფასებები მოსკოვიდან: რუსეთის  „მართვადი ვარდნა“ კავკასიაში თუ?..  

მთიანი ყარაბაღის 6-კვირიანი ომის მოულოდნელმა დასასრულმა დიდი თავსატეხი გაუჩინა სამხედრო ექსპერტებსა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს თვითონ რუსეთშიც. დაბნეულობას იწვევს რუსეთის პასიური როლი ომში, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორის კაპიტულაციით დასრულდა. რა იყო ეს - რუსეთის შურისძიება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, თუ რუსეთის რეგიონალური პოლიტიკის კრახი და „მართვადი ვარდნა“? რუსულ მედიაში შექმნილია ცხადი, მკაფიო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ომის გამარჯვებული აზერბაიჯანი და თურქეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლსკი: მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.    „მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი", - ამბობს ვოლსკი.  პარლამენტის წევრი ამბობს, რომ არიან პარტიები, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც გრიგოლ ვაშაძე.  „რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში, მაგრამ ეს არ ცვლის კენჭისყრის შედეგების საერთო სურათს. აშშ-ის მედიასაშუალებებმა 11 ნოემბერს, არჩევნების დღიდან მერვე დღეს გამოაცხადეს ტრამპი ამ შტატში გამარჯვებულად. ამგვარად, ტრამპმა ალასკაში საარჩევნო კოლეგიის წევრთა სამი ხმა მოიპოვა და დღეისთვის საბოლოო ჯამში 217 ხმა აქვს. მის მეტოქეს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა აქვს, რაც 9-ით უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვებისთვის არის აუცილებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება — პირველადი ესკიზი

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძე/ვერის დაღმართი) იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში 22 სექტემბერს შევიდა. პროექტი 65 500 კვ.მ ფართობზე სასტუმროს, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფართების განთავსებას ითვალისწინებს და მისი წინასწარი ესკიზი დადებითად შეაფასა მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.  ესკიზი არ მოეწონა საბჭოს 4 წევრს. ერთ-ერთის შეფასებით, ამ ზომის მოცულობის, გეგმარებითი სტრუქტურის და არქიტექტურული სახის განაშენიანება არ არის მისაღები ისტორიული უბნისათვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბავშვები პროსტიტუციაში

თუ დაფიქრებულხართ, რამდენი ბავშვია საქართველოში ჩართული პროსტიტუციაში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს არის დანაშაული, რომელზეც ყველა დუმილს ამჯობინებს. დასჯილა ვინმე, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არასრულწლოვნისგან სექსმომსახურება მიიღო? პასუხი ისევ გაურკვეველია. ნამდვილად ხდება ასეთი რამ საქართველოში? ხდება. ეს ამბები ინგას და ელენეს (მათი სახელები შეცვლილია) გადახდათ თავს. არიან კი ისინი გამონაკლისები? სავარაუდოდ, არა. რადგან ამ თემაზე პირველი მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ისევ მოგვდის ცნობები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრის შექმნის თაობაზე

თურქეთმა და რუსეთმა ოთხშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა. მისი თქმით, ანკარა შეუერთდება სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგდებიან. თავად მონიტორინგის ცენტრი იმოქმედებს ტერიტორიაზე, რომელიც ადრე სომხეთის ძალების კონტროლქვეშ იყო, მაგრამ ამჟამად აზერბაიჯანის ხელში გადადის, როგორც ეს მიღწეულ შეთანხმებაშია აღნიშნული. ერდოანის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Anadolu აქვეყნებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძე: დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს

„ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის შესაჩერებლად ორ გზას ასახელებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ის ამბობს, რომ მიუღებელია ხალხმრავალი შეკრებები. „ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თელავს ახალი ავტობუსები გადაეცა. ჯერ არ არსებობს სამსახური, რომელიც ტრანსპორტის მართვას შეძლებს

„დღეს ახდა თელაველების ოცნება და აღდგა სამოქალაქო ტრანსპორტის მომსახურება“, - ეს განცხადება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა, იმ დროს, როცა თელავისთვის განკუთვნილი 5 ახალი ავტობუსი ქალაქში ჩაიყვანეს. შიოშვილის სიტყვები, რომ თელავში სამოქალაქო ტრანსპორტის მომსახურება აღდგა, ნაადრევი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. უფრო მეტიც, მერიას ამ დრომდე არ შეუქმნია სამსახური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სიკვდილობის მიზეზებს ფუნდამენტურად მოგვიანებით გააანალიზებენ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ხელმძღვანელობს კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფს, ლაპარაკობს ვირუსით გამოწვეულ სიკვდილის მიზეზებზე. იმუნოლოგის თქმით, ხდება სიკვდილობის მიზეზის გაანალიზება, ოღონდ ოპერატიულად. ის აღნიშნავს, რომ მოგვიანებით იმუშავებენ ფუნდამენტურ გაანალიზებაზე. კლინიცისტი გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტები გვიან მიმართავდნენ ექიმს. „ყოველ 24 საათში ხდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ოპოზიცია ხელმოწერებს აგროვებს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოსაწვევად

სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „გაბრწყინებული სომხეთის“ ინიციატივით გროვდება ხელმოწერები ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა. მისი სიტყვებით, სხდომაზე, მის მიერ წარდგენილი დღის წესრიგის მიხედვით, იმსჯელებენ შექმნილ ვითარებასა და მისგან გამოსვლის გზებზე, ასევე განცხადების კანონიერებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა ხელი 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ ვაისი: „ეს იქნება არა ტექნიკის და ტაქტიკის, არამედ გულის თამაში“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშის შესახებ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს, „დინამოარენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში უპასუხა. შეხვედრას 12 ნოემბერს, სწორედ „დინამოარენა“ უმასპინძლებს და გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. „ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, უმნიშვნელოვანესი დღეა. მართალია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერევანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები

სომხეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული აკრძალვის მიუხედავად, ერევანში გრძელდება ოპოზიციის მიტინგი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციის მოწოდებით გამოვიდა 17 პოლიტიკური პარტია. პოლიციამ დილიდან შემოარტყა ალყა თავისუფლების მოედანს ქალაქის ცენტრში, სადაც იგეგმებოდა ღონისძიება და მისი მონაწილეების დაკავება დაიწყო. ხელისუფლების თანახმად, დაკავებები ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი სამხედრო მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ოპოზიციური პარტიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანული და სომხური ინტერნეტმიმები ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ძალით გაღვივდა დაპირისპირება ინტერნეტშიც. საერთაშორისო მედია წერდა „საინფორმაციო ომზე“, - კოორდინირებულ კამპანიაზე სოციალურ მედიებში, - რომელსაც ორივე მხარე აწარმოებდა და რომლის მიზანიც მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვება იყო. თუმცა, ხელისუფლებების მიერ კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის გარდა, ორი ქვეყნის მიერ ამ კონფლიქტის მათეულ ხედვას სპონტანურად შექმნილი დაჯგუფებებიც ავრცელებდნენ. Читать дальше...


Глава Ступина проверил ход работ по установке детской площадки на ул Хвойная

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

Более 4,5 тыс ям устранили на дорогах Королева с начала года

14 гимнасток представят Якутию на VIII международных играх «Дети Азии»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

14 гимнасток представят Якутию на VIII международных играх «Дети Азии»

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Названы самые дорогие ДТП с начала этого года

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Новости России

Мертвым найден пропавший в Ростовской области Владимир Брежнев

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Глава Ступина проверил ход работ по установке детской площадки на ул Хвойная

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *