Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 10.11.2021

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა

სააკაშვილის ადვოკატების განმარტება  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა ევროსასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება. გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და ადვოკატებს მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. „რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, თუმცა იქვე დაამატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ბრალეულობას განიხილავენ "7 ნოემბრის საქმეში"

1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის  პატიმრობის 40 დღის შემდეგ მისი პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც თავად არ დასწრებია. საქალაქო სასამართლოში 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს მის ბრალეულობას „7 ნოემბრის საქმეში”.

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რაციონი არასამარხვოა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. საპატრიარქოს შეფასებით, ორივე შემთხვევაში მიტროპოლიტისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. „თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილის მიმართ დაირღვია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია

უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია, როცა არ მისცა მას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება. „საქართველოს სასამართლო სისტემის ასეთი მოქმედებები არღვევს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვა“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დენისოვამ ფეისბუკში გამოაქვეყნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ითქვა უარი სიკვდილით დასჯაზე

1997 წლის ნოემბერში, როცა საქართველო აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს, პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: 11 ნოემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ. 1996 წლიდან, ფაქტობრივად, ისედაც შეჩერებული იყო  სასიკვდილო განაჩენის აღსრულება, კანონის მიღებამდე ოთხი თვით ადრე კი, 1997 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ყველა, 54-ვე სიკვდილმისჯილი, რომლებიც განაჩენის „სისრულეში მოყვანას“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაზიანებები

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულება დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი მონახულების შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები.  „ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ, სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით", - თქვა ყიფშიძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მერე შეიქმნება სააკაშვილის ხსოვნის საზოგადოება“ - რა ახარებთ მოსკოვში, რა აწუხებთ სხვაგან

მოშიმშილე პატიმართან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები რუსეთში დიდ ინტერესს იწვევს და ეს კრემლის მედიის საგანგებო ძალისხმევასაც ეტყობა. ის, თუ როგორ ეპყრობა უკრაინის მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიცაა.

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის განცხადებით, ოჯახის წევრები ეძებენ 10 ნოემბერს აქციებზე დაკავებულებს

10 ნოემბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიას" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველის აპარატი.  როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით, 46 პირი დააკავეს. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი. განცხადების თანახმად,  სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში მცხოვრები რუსი ანალიტიკოსი, რომელიც რუსეთსა და ტრამპს შორის კავშირს იკვლევდა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

აშშ-ში მცხოვრები რუსი ანალიტიკოსი, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა ე.წ. „სტილის დოსიესთვის“, - კვლევისთვის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირის თაობაზე, - განაცხადა, რომ უდანაშაულოა ბრალდებაში, რომ თავისი კვლევის წარმოშობის თაობაზე ტყუილი უთხრა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებს. იგორ დანჩენკომ ეს განცხადება 10 ნოემბერს გააკეთა, თითქმის ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წარუდგინა. დანჩენკო 100 ათასი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს. მანამდე მას პასპორტის ჩაბარება უბრძანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ესწრაფვის ლუკაშენკა - და რა შეუძლია იღონოს ევროკავშირმა მის საპასუხოდ?

რა შესაძლებლობები აქვთ ევროპის კავშირს და მის წევრებს, როგორ მოაგვარონ მიგრანტთა კრიზისი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე: მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს? დამატებით სანქციები დაუწესონ მინსკს? თუ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტთა მზარდი ტალღა გააკონტროლონ?     რომელ საერთაშორისო კანონს არღვევეს მინსკი, თუ, როგორც ფიქრობენ და ვარაუდობენ, ლუკაშენკასა და მისი უშიშროების სამსახურების ორგანიზებულია პოლონეთთან საზღვარზე მიგრანტების მოზღვავება?   თუ ეს ადამიანების ტრეფიკინგია, ცხადია,  საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მის მიმდებარედ აქციები არ გაიმართება - ენმ-ის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".  პარტია და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. განცხადების თანახმად, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გორმედის" ცნობით, მის ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია

„გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორის ანდრია მიზანდარის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა გაწერის ხარჯზე. მისი თქმით, სტაციონარში მყოფ პაციენტებში მძიმე შემთხვევების 90% არავაქცინირებულ პირებზე მოდის. „ზუსტად 1 წელი შესრულდა, რაც „გორმედის“ ქსელის 3 კლინიკა ჩართულია კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარულ მართვაში. სამედიცინო ქსელმა გამოძებნა რესურსები და კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად გორში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაბრუნება თუ სათანადო მოპყრობა - რის მიღწევა სურს კიევს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?

8 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას მიმართა ოფიციალური შეტყობინებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება ქმნის დამატებით საფრთხეებს და დაძაბულობას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში. მანამდე, უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის დეპუტატთა ჯგუფმა შეიმუშავა ერთობლივი მიმართვის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ რეგიონში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

მოსახლეობამ ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვა ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქსუისში. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. დე ფაქტო სამინისტროს განმარტებით, აღმოჩენილია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და F-1 ტიპის ხელყუმბარები. „ყუმბარების და ნაღმების გვერდით იყო 5,45 და 7,62 კალიბრის ვაზნები. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რესპუბლიკის კგბ-ს თანამშრომლები სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა სახურავები, წაქცეულია ხეები

დედაქალაქში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შესახებ იუწყება თბილისის მერია. „ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. როგორც მერია აღნიშნავს, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ. მისი ინფორმაციით, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ყველაზე სწფრაფი ზრდა აღინიშნა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები შარშან ოქტომბრის შემდეგ 8,6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა უკანასკნელი 11 წლის განმავლბაში. ამის შესახებ აშშ-ის შრომის სამინისტრომ გამოაცხადა. ამგვარად, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია 1990 წლის შემდეგ. 1990 წლის ნოემბრის მონაცემებით, ინფლაცია 6,3% იყო. აშშ-ში სურსათის ფასები ოქტომბერში თითქმის 1%-ით გაიზარდა, ენერგომატარებლებისა - თითქმის 6%-ით. წლიური გაანგარიშებით, სურსათის ფასები თითქმის 5%-ით გაიზარდა, ენერგომატარებლებისა კი - თითქმის 50%-ით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 10 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობა ცდილობს, მხარდაჭერა გამოუხატოს უკრაინას, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიას განიცდის, ასევე ზეწოლა განახორციელოს მის ხელმძღვანელობაზე, რომ პროდასავლური რეფორმები გაატარონ. კულებასთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან ბლინკენის მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სექტემბერში მიღწეული შეთანხმება, რომ განაახლონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალაში რჩება მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. „ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტ მიკალაი ძიადოკს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის ანარქისტული მოძრაობის აქტივისტ მიკალაი ძიადოკს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან შარშანდელ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ იყო მიმართული. მინსკის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბერს გამოაცხადა განაჩენი მას შემდეგ, რაც ძიადოკი დამნაშავედ ცნო აქციის ორგანიზებაში, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე მოწოდებებში, რომლებიც ძირს უთხრის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გლდანის ციხის დერეფნები - სად არის სააკაშვილი და საიდან ისმის "შუმოკი"

ვინც ერთხელ მაინც შესულა გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან იცის, რომ ერთ ეზოშია განთავსებული გლდანის ე.წ. მერვე საპყრობილე, ციხის სხვა კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და თავად მე-18 სამედიცინო დაწესებულება (ციხის საავადმყოფო), სადაც ორიოდე დღის წინ გადაიყვანეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 40 დღის განმავლობაში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. ეს ნიშნავს, რომ პატიმრების ნაწილი მაინც ხედავს ეზოში გამვლელ, კერძოდ კი, მე-18 დაწესებულებისკენ მიმავალ ადამიანებს. ერთი ვერსიით, პატიმრებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა - მიიღო. საქმის განხილვას თავად მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა, თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, რაც, უწყების თანახმად, მისი გადაადგილებისას შეიძლება მომხდარიყო. "დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

11 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა მორიგი მანიფესტაცია. მისი თქმით, საპროტესტო აქცია გაიმართება 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან). „ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - თქვა ნიკა მელიამ. როგორც ენმ-ის ლიდერი აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება" - „ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი განცხადებას აქვეყნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში „წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის" შესახებ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტთა ჯგუფმა, მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სპეციალობის 7 ექიმი-ექსპერტის მონაწილეობით, დაასრულა მუშაობა სტამბოლის პროტოკოლით მიმდინარე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე. შემაჯამებელ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მერკელმა პუტინს სთხოვა, ლუკაშენკაზე გავლენა გამოიყენოს მიგრანტთა კრიზისის შესაწყვეტად

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სთხოვა მას, ბელარუსს შეაწყვეტინოს მიგრანტების „არაჰუმანური“ ინსტრუმენტალიზაცია. მერკელმა „აღნიშნა, რომ ბელარუსის რეჟიმის მიერ მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაცია არაჰუმანური და დაუშვებელია“ და სთხოვა პუტინს, „გამოიყენოს თავისი გავლენა“ ბელარუს მოკავშირეზე, ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე, რომ შეწყვიტოს ეს, დაწერა 10 ნოემბერს ტვიტერში მერკელის პრესსპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტთა გარშემო კრიზისის ესკალაციის ფონზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლოში შეწყდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა - მოსამართლემ უარი თქვა დარბაზში ადვოკატები შეშვებაზე

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ უარი თქვა გამოცხადებულიყო შესვენება და სხდომაზე დასწრების უფლება მისცემოდათ მის ადვოკატებს, ნიკა გვარამიას და დიტო საძაგლიშვილს, რომლებიც სხდომის გახსნისას არ იყვნენ დარბაზში. ბექა ბასილაიამ, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა რამდენჯერმე სთხოვა მოსამართლეს კოლეგების დარბაზში დაშვება. ის აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ შესაძლოა ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი ფლობდნენ უახლოს და საქმისთვის მნიშვნელოვან... Читать дальше...


Тыловая база. Почему Владивосток – город воинской славы

Синоптик рассказал о погоде на выходных в Москве

Поздравить с Днем защиты детей стоит 1 июня 2024 года

Священный Синод принял решение о назначении епископа Канского и Богучанского



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Из Тамбова планируют запустить авиарейсы в Казань

Команда Технического университета УГМК победила в международном инженерном чемпионате Case-in

Оборот пищевой промышленности столицы в первом квартале текущего года вырос почти на 11%

Эксперт Абрамычев: офисная недвижимость в Москве подорожает до 15% до конца года

Музыкальные новости

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

ONYX отправляется в Большой тур по России

Новости России

Массовая авария с участием автомобилей и мотоцикла парализовала движение на ТТК в Москве

День Ивана Долгого отмечают 1 июня 2024 года: приметы, традиции, обряды праздника

В челябинском горсаду откроется фестиваль песочной скульптуры

Стали известны подробности лечения Анастасии Заворотнюк

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Девятый вал...

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *