Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 17.11.2021

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარიას თქმით, მთავარი რეკომენდაციაა გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრების დასკვნის შესახებ ილაპარაკა თავად ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენი დასკვნიდან გამომდინარე ასახელებს მთავარ რეკომენდაციას. „დასკვნის მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ ექსპერტების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი პირობები #18 სამკურნალო დაწესებულებაში არ არსებობს"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექსპერტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უახლოვდება არდაბრუნების ზღურბლს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შინაგანი სნეულებებსა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტმა, გრიგოლ ხურციძემ ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს. „ადამიანი არის ძალიან დასუსტებული, შენელებული მოქმედებით, საკმაოდ გაუარესებული მეხსიერებით, ძალიან ძლიერი სისუსტით, კომბინაციის მოშლით, ძალიან შენელებული მოქმედებით და აზროვნების დაქვეითებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

17 ნოემბერს ქაბულში მომხდარ ორ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაიჭრა. მსხვერპლი მოჰყვა პირველ აფეთქებას, რომელიც მოხდა ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთში მდებარე, ძირითადად ჰაზარებით დასახლებულ დაშტ-ე ბარჩის რაიონში, იტყობინება მედია თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დაჭრილთა შორის სამი ქალია, განაცხადა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხოსტიმ. მეორე აფეთქება რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა ასევე ქალაქის დასავლეთში მდებარე ჩარაჰი შაიდის რაიონში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიმშილი პროტესტის ნიშნად

სანამ მიხეილ სააკაშვილი  გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში რჩება, მისი მხარდამჭერები, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და ექიმების ჯგუფი  ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ამ მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილს, პირველად პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ მიმართა. თანდათან მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი - პარლამენტარები, ექიმები, საკრებულოს წევრები და მომღერალი პაატა ბურჭულაძე - შეუერთდა. ელენე ხოშტარია: "შიმშილობა არ არის კარგი, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული და ნათქვამია, რომ მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Bellingcat-ი და Insider-ი: უკრაინა რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა დაპატიმრებას გეგმავდა

უკრაინის უშიშროების სამსახურების სავარაუდო საიდუმლო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო რუსეთის სამ ათეულამდე დაქირავებული მეომრის დაპატიმრება, ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა ოპერაციის გადადება ითხოვა. ამას მოწმობს საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ისა და საინტერნეტო გამოცემა The Insider-ის მიერ ჩატარებული გამოძიება. ერთწლიანი გამოძიების შემდეგ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში Bellingcat-ი, რომელსაც ბრიტანეთში უდევს ბინა, და ლატვიაში მოქმედი The Insider-ი აცხადებენ, რომ, როგორც მათ აღმოაჩინეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შექმნილი კონსილიუმის წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აპარატში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსილიუმის წევრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა

ლიანა ჯოჯუა UFC-ს ჩამოაშორეს. 26 წლის ქართველი მებრძოლის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯოჯუა ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბოლო შეხვედრაში, ამერიკელ კორტნი ქეისისთან დამარცხდა. ერთი უსიამოვნება ლიანას ამ ბრძოლის წინაც შეექმნა. ტრადიციული აწონისას, წონა ვერ ჩააბარა - დასაშვებ ლიმიტს კილოგრამზე მეტით გადაამეტა. მას ოქტაგონზე ასვლის უფლება მაინც მისცეს, მაგრამ მისაღები ჰონორარის ოცდაათ პროცენტზე უარის თქმა მოუწია. ლიანა ჯოჯუა ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც UFC-ში იჩხუბა. სულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ეხლაც აქ ვარ, არსად არ წავსულვარ“ - ინტერვიუ კიბერ გალაკტიონთან 

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. 7 წლის წინ კი  ინერნეტსივრცეში „კიბერ გალაკტიონი“ გამოჩნდა. ეს არის ჩეთბოტი, რომლის პლატფორმაზე ჩატვირთულია გალაკტიონის ლექსები, დღიურები და სხვა ინფორმაცია. მისი საშუალებით პროგრამა პოეტთან გასაუბრების მსურველებს კითხვებზე პასუხობს.

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში გაზის ფასები კვლავ განაგრძობს ზრდას

ევროპაში გაზის ფასები კვლავ განაგრძობდა ზრდას მას შემდეგ, რაც გერმანიამ გადადო რუსეთის სადავო გაზსადენის დამტკიცების პროცესი. გერმანიამ 16 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესს, ვინაიდან რუსეთის გაზსადენის უკან მდგარ შვეიცარიულ კონსორციუმს გერმანული შვილობილი ფირმის შექმნა ესაჭიროება საოპერაციო ლიცენზიის მოსაპოვებლად. ამან გააქარწყლა უახლოეს თვეებში გაზსადენის ამოქმედების და ევროპაში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული ვითარების მოგვარების იმედები. ამჟამად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მომზადება აუცილებელია" - რატომ ქმნის "ალტ-ინფოს" ჯგუფი პარტიას?

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიას - სახელმწიფოს მართვის ამბიციებით ქმნიან და ცდილობენ, არ ჩამორჩნენ პოლიტიკურ მატარებელს - თუკი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

Radiotavisupleba.ge 

მერკელმა და ლუკაშენკამ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართეს მიგრანტების საკითხზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ  17 ნოემბერს გამართეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი, რომლის ფონია მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე. საუბრის დეტალებზე, რომლის შესახებაც პირველად ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იუწყებოდა, არ იტყობინებიან. მერკელი 15 ნოემბერსაც, ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ესაუბრა ლუკაშენკას ტელეფონით. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართული კოვიდ-პასპორტი ევროპული სკანერების გულს იგებს  

თუკი აქამდე, კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში მონიჭებულ QR კოდს, ანუ კოვიდ-სერტიფიკატს, ევროპული ქვეყნების სკანერები ვერ კითხულობდნენ და შესაძლოა, პრობლემა შექმნილიყო როგორც საზღვრის კვეთისას, ისე სხვადასხვა სივრცეში, მაგალითად, კაფეში, დიდ სავაჭრო ცენტრში, თუ სხვა საჯარო სივრცეში შესვლისას, 17 ნოემბრიდან, წესით, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელიც ამ დროისათვის, ჯამში 49 ქვეყანას აერთიანებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნევროლოგი თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის წევრია ამბობს, რომ ამჟამად პენიტენციური სამსახურის #18 სამუკურნალო დეწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სოცოცხლე საფრთხეშია. სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ომბუდსმენსა და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრთა შეხვედრის დაწყებამდე თენგიზ წულაძემ  თქვა, რომ შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომაროებაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა "რთული განსახორციელებელია"

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პარტიის მსგავსად, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. მან საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა. "ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანიას სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა. ამის შესახებ ის "მთავარ არხს" ესაუბრა. "მომეჩვენა, რომ [სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე] მკაფიოდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ, როგორც ჩანს. მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ. აშკარად გამიჩინა იმედი იმიტომ, რომ თქვა პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე... ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა...  პრეზიდენტი რამდენიმე დღე არ იყო საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების ვალდებულებებსა და საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების ვალდებულებებზე საუბრობს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს მკურნალობის შესაძლებლობა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რისკებთან არის დაკავშირებული. "ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაპირებთ ისევ დავიკავოთ სხდომათა დარბაზი. ვნახოთ, ვინ ვის დაღლის - ანა წითლიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე წევრები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, კვლავ გეგმავენ იმავე დარბაზში დაბრუნებას. ენმ-ის წევრ პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ფრაქციის ოთახიდან, სადაც ახლა აგრძელებს შიმშილობას ენმ-ის 5 წარმომადგენელი, კვლავ გადავლენ სხდომათა დარბაზში და არ მისცემენ საკრებულოს მერიის თანამშრომლებზე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე მორგებული ბიუჯეტის დამტკიცების უფლებას. ანა წითლიძის მტკიცებით, 2022... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაღმაიძის თქმით, სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, თავად იქნება პასუხისმგებელი  

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ შეკითხვებს უპასუხა „TV პირველის” ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. „როდესაც შიმშილობის თემაზე ვლაპარაკობთ, პოლიტიკურ საკითხს ვეხებით. ეს ხომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება მისი შიმშილი. ეს ხომ არ არის სარწმუნოებრივი თემა, რომ მისი გარჩევა დავიწყოთ, მართალია თუ მტყუანია. მას უნდა ხელისუფლების შეცვლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანი ვაშინგტონს სთხოვს წვდომა მისცეს გაყინულ აქტივებზე

თალიბანი კვლავ სთხოვს ვაშინგტონს, ყადაღა მოხსნას ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს, რომლებიც აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემას აქვს გაყინული. ავღანეთი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. 17 ნოემბერს აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში ამირ ხან მუტაყიმ, რომელიც თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ავღანეთში ვითარება სულ უფრო მძიმდება. აშშ-ის გადაწყვეტილება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არის გენადი ბესტაევი და რატომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან გაავრცელეს. „პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არის სპონტანური სისხლჩაქცევა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გენოდინამიკა არასტაბილურია, პროგნოზი საკმაოდ მძიმეა... თავის დროზე ჩატარებული ოპერაცია მცირე შანსს მოუმატებდა, თუმცა ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა ექიმმა. კლინიკაში იმყოფება გენადი ბესტაევის დისშვილი თემურ გუდაძე, რომელიც ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის სასამართლომ ინტერნეტის მოხმარება აუკრძალა 20 ბიზნესმენს

თურქმენეთის სასამართლომ 2025 წლამდე აუკრძალა ინტერნეტის მოხმარება ოც ბიზნესმენს, რომლებსაც VPN-ის გამოყენებაში ედებათ ბრალი. მათ სახლებში საინტერნეტო ქსელი გაუთიშეს, მათი ოჯახის წევრებს გაუთიშეს მობილური ინტერნეტი, თავად მათ ჩამოართვეს სმარტფონები და შეუცვალეს ძველი ტელეფონებით, რომლებსაც არა აქვს ინტერნეტის ფუნქცია. როგორც რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური იტყობინება, ეს მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. რედაქციის წყარო იუწყება, რომ მინიმუმ 22 მსგავსი შემთხვევა მოხდა სხვა რეგიონებშიც. რედაქციის... Читать дальше...


Благотворительные забеги в помощь НКО пройдут в столице

На мотофристайл-шоу в Зарайске побывали более 5 тысяч зрителей

Недобросовестного собственника земель в Красногорске привлекли к ответственности

В Азовском районе освящен храм Александра Невского



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Правоохранители задержали жителя Реутова за убийство соседа

Росгвардия задержала устроившего стрельбу во дворе Балашихи мужчину

Почему детейлинг и схожие услуги становятся все более популярными

Белоусов сохранил гражданский чин и не стал генералом

Музыкальные новости

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала

"Гриша, уходи!": реакция интернет-сообщества на вылет "Урала" из РПЛ

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Новости России

Глава Лобни Анна Кротова провела обход территорий округа

Баскетболисты из Лобни завоевали золото на турнире Moscow Open

Благотворительные забеги в помощь НКО пройдут в столице

Правоохранители задержали жителя Реутова за убийство соседа

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Фотопрогулка по советским городам. Классная серия!

Добрые рисунки: «585*ЗОЛОТОЙ» запустила конкурс ко Дню защиты детей

Волжский нарцисс - Плес

Спорт в России и мире

Димитров пробился в четвертьфинал Открытого чемпионата Франции

Медведев высказался об игре Свёнтек

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции: «Я здесь дома»

Moscow.media

Правительство РФ направило дополнительные средства на завершение строительства трассы Гузерипль – плато Лагонаки в Адыгее

В Кировском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *