Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 15.11.2021

Radiotavisupleba.ge 

ბოკუჩავას თქმით, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გლდანში, #18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. „ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ყველა ტანამშრომლის შესახებ არ ვამბობ ამას, - თქვა მან ციხის დატოვების შემდეგ და დაამატა, - პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის საზღვარზე კრიზისის შესახებ მერკელი ლუკაშენკას ესაუბრა, მაკრონი - პუტინს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, იტყობინება Reuters-ი. მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთს გრძელდებოდა. პოლიტიკოსებმა განიხილეს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ისინი ასევე შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან. ეს მერკელის პირველი მოლაპარაკებებია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კედლის დაზიანების გამო ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეები გაჰყავთ

ბათუმში რურუას ქუჩაზე მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 72 ოჯახი დროებით საცხოვრებელში გაჰყავთ. საბჭოთა პერიოდის ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიულია, საყრდენი კედელი დეფორმირებულია და იქ მცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ. „სახლი წლებია ავარიულია, ვითხოვდით დახმარებას. დღეს კედლის ნაწილი ჩამოიშალა. სახლის კედლები დაბზარულია და გადაწეულია. მანქანების გადაადგილებისას კი სახლი მოძრაობს. ვითხოვთ უსაფრთხო გარემოში გადაყვანას," - აცხადებენ მობინადრეები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ლოკდაუნი გაუქმდა

ხანგრძლივი ლოკდაუნის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტი, კოლეჯები და სხვა დაწესებულებები სამუშაოს გრაფიკს 15 ნოემბერს დაუბრუნდნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო დე ფაქტო რესპუბლიკაში ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო, 19 ოქტომბრიდან ოკუპირებულ რეგიონში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. ამას, 1-7 ნოემბრამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არასამუშაო კვირის გამოცხადებაც დაემატა, ამის შემდეგ სასწავლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

16 ნოემბერს აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა 16 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დრო და ფორმა. მელიას განცხადებით, 16 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია თბილისში: აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. პოლიტიკოსმა 14:00 საათზე შეკრების სამი ადგილი დაასახელა: პირველი რესპუბლიკის მოედანო; აღმაშენებლის ხეივანი, ცესკო-ს შენობასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი. „ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი საზოგადოებას გააცნო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.  „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?

დასავლეთის დაზვერვა, „მაღალი ალბათობით“, უკვე ამ ზამთარშივე შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან „უკრაინის ისეთ დესტაბილიზაციას“, რომელიც მან 2014 წელს გამოსცადა.

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ონიანმა კლინიკა „გორმედი" დატოვა

გოგა ონიანი, რომელიც  ორი დღის წინ, „გორმედის“ კლინიკაში გულის შეტევის ნიშნებით, მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, კლინიკიდან გამოწერეს. იმის გამო, რომ თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ იყო, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პოლიციამ გორში გადაიყვანა, ის იზოლატორში შეყვანისთანავე შეუძლოდ გახდა. ონიანი ამბობს, რომ მას ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო, სწორედ, ეს გახდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.

Radiotavisupleba.ge 

ვინ არიან "კრიმინალების მფარველები" და ვისთან აღარ ითანამშრომლებს "ოცნება"

გამწვავებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაჩნდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ აღარ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც აკრიტიკებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს სასამართლო სისტემის სანდოობას.

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში? - კითხულობს მდინარაძე და განაგრძობს, - დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“. საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი რკინის ფარდა

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია განვჭვრიტოთ, თუ რა მოხდება ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე კრიზისში, სავარაუდოდ, ეს მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარებს ევროპაში კედლების მშენებლობისა და ღობეების გავლების პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ჩვენ შეიძლება მალე ვიხილოთ ახალი „რკინის ფარდის“ ჩამოშვება, რომელიც კიდევ ერთხელ გაყოფს კონტინენტს. და მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის გადაჭიმული „ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე“, როგორც ეს უინსტონ ჩერჩილმა თქვა 1946 წელს, თავის ლეგენდარულ გამოსვლაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დონბასის მოსახლეობისთვის "ჰუმანიტარულ დახმარებაზე"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისთვის“. ბრძანებულება 15 ნოემბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. როგორც ტასი იტყობინება დოკუმენტის ტექსტზე დაყრდნობით, დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის საქმის პროკურორმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურორმა, გიორგი მუჯირმა, დღეს, სასამართლო სხდომის შემდეგ ამ საქმეზე საუბრისას თქვა, რომ “114 000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში.” პროკურატურისავე საიტზეგამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ამ საქმეს შეეხება, ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში გადახდილ თანხად 26 388 ლარია დასახელებული. პროკურორის მიერ დასახელებული თანხა არც "კოსმეტიკური პროცედურების" იმ ჯამურ თანხას ემთხვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძე კუჭავას იმ დეპუტატების დასახელებას სთხოვს, ვინც სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე იყო თანახმა

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას პირველივე შესაძლებლობისთანავე ჰკითხავს,  ვინ იყვნენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები,  ვინც  პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე იყო თანახმა. ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველთან" საუბარში გაიხსენა კახა კუჭავასთან რამდენიმე დღის წინ შემდგარი შეხვედრა, რომელსაც  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა. მისი თქმით, საჯაროდ ცნობილი არ შეხვედრის მიზანი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EEA: ევროპაში ჰაერის დაბინძურებით წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი კვდება

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ (EEA) განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა ნაადრევმა სიკვდილიანობამ იკლო, მაგრამ ამ მიზეზით მაინც კვდება წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი. 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში EEA აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრებმა ჰაერის ხარისხის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ წესებს რომ მისდიონ, სიკვდილიანობის მაჩენებლის განახევრება იქნებოდა შესაძლებელი. 2,5 მიკრომეტრზე მცირე ზომის ნაწილაკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2019 წელს სავარაუდოდ 307 ათასი იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტერვიუ თამარ კურატიშვილთან: შურისძიებას დავარქმევდი ჩემს დაკავებას, სხვა არ ვიცი ამას რა ჰქვია

თამარ კურატიშვილი, „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, პოლიციამ 13 ნოემბერს სუს-ის ოფისთან მაშინ დააკავა, როცა რამდენიმე ადამიანთან ერთად ტროტუარზე საპროტესტო ბანერის გაშლას ცდილობდა. ბანერზე ეწერა: „ყველას ვერ დაგვაკავებთ“.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა მის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 3 დღეა, თითქმის არ ამდგარა საწოლიდან. ამასთან, ექსპრეზიდენტი ეხმაურება 15 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას და მასში მონაწილეებს მადლობას უხდის. „დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით", - წერს სააკაშვილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ედუარდ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს მამის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თხოვნით

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს თავისი, თავისი ძმის და დედის სახელით და ხელისუფლებას მოუწოდებს გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექსპრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ და მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა უზბეკეთის ნაკრებს და მინიმალური ანგარიშით აჯობა. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, დავით ვოლკოვმა გაიტანა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას

გლდანში, მე-18 დაწესებულებაში მოინახულეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა. როგორც სააკაშვილის ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, დღეს, 15 ნოემბერს, რამდენჯერმე იყვნენ სააკაშვილთან შესულები, იმის გამო, რომ ვერ ახერხებდა წამოდგომას. როგორც ადვოკატმა თქვა, აღსანიშნავია, რომ დღესაც არ ყოფილა ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატომ რუსეთი გააფრთხილა უკრაინის საზღვართან ჯარების „დიდი და უჩვეულო კონცენტრაციის“ გამო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს „გამჭვირვალობისკენ“ მოუწოდა სამხედრო მოქმედებებში და უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების „დიდი და უჩვეულო კონცენტრაციის“ შესახებ ილაპარაკა. აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები საგანგაშოდ მიიჩნევენ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის მახლობლად, სადაც კრემლის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ და სადაც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს 13200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კუჭავას თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანახმა იყვნენ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხზე. გარდა ამისა, ის შეეხო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. „პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის - ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში გაცემული COVID-19-ის სერტიფიკატები დაშვებულ იქნეს ევროკავშირში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ტესტირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ სერტიფიკატის აღიარების შესახებ. ევროკომისიის თანახმად, მან საქართველოს თხოვნის საფუძველზე 14 ნოემბერს ჩაატარა ტექნიკური ტესტები, „რომლებმაც აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ტესტირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ სერტიფიკატი, რომელსაც საქართველო გასცემს, შესაბამისობაშია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ზუგდიდელი ექიმები უერთდებიან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ზუგდიდელი ექიმები შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “გადაიყვანე უმკურნალე”, “არა კაც კლა”,  “პრეზიდენტს აქვს სიცოცხლის უფლება”, “მოვითხოვთ შესრულდეს სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილება”. აქციის მონაწილეებს შორის იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ზუგდიდის საკრებულოში ხუთმა პირმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთახში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი - მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია - ახლადარჩეული საკრებულოს წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. განცხადება ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ გააკეთა: "განსაკუთრებით ბოლო თვეებში მას შემდეგ... Читать дальше...


Мостовой высказался о матче между «Балтикой» и «Зенитом»

Более 250 детей поучаствовали в масс-старте на беговелах и самокатах в Раменском

«У России есть возможности оказать давление на ХАМАС». Посол Израиля рассказала, как можно спасти пленных евреев из рук террористов

Альпинисты в костюмах супергероев поздравили пациентов онкодиспансера Подмосковья



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В столичном музее-заповеднике «Царицино» организуют выставку к его 40-летию

Кавер-группа Blitz выступит на фуд-корте ТРЦ «Нора»

В Москве значительно увеличат число операций по удалению атеросклеротических бляшек

Урок по безопасному обращению с электричеством прошел в школах Балашихи

Музыкальные новости

ONYX отправляется в Большой тур по России

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Московские производители представляют новые решения в области лабораторного оборудования

Более трех тонн продовольственной помощи для нуждающихся семей собрали в Свердловской области

"Спартак" и ЦСКА понесли убытки в размере более 1 млрд рублей в 2023 году

Производство полиэтиленовой упаковки расширят в Серпухове

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Муруджинские озера

Девятый вал...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *