Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 19.11.2021

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, განაცხადა, რომ თავისი პირველი ვიზიტისას აშშ-ში ახალ რანგში, მან სამხედრო დახმარება მოითხოვა რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე. ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის საელჩოში, ვაშინგტონში, 19 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის მეორე დღეს, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება თავისი საჰაერო და საზღვაო საშუალებების გაძლიერება რუსეთის მუქარების შესაჩერებლად. "[რუსეთის] აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორებმა აშშ-ის საბანკო მეთვალყურის პოსტზე წარდგენილ ყაზახ-ამერიკელს მის საბჭოთა წარსულზე ჰკითხეს

ყაზახმა-ამერიკელმა, საულე ომაროვამ, სამართლის პროფესორმა, რომელიც აშშ-ის საბანკო სამეთვალყურეო უწყების  ამყვან თანამშრომლად დასახელეს, თავისი კვალიფიკაცია დაიცვა სენატის სადავო მოსმენაზე, სადაც ზოგიერთმა კანონმდებელმა, რომელთა უმეტესობა რესპუბლიკელი იყო, უფრო მეტი ყურადღება მის საბჭოთა აღზრდას დაუთმო. 55 წლის საულე ომაროვა, თეთრი სახლის მიერ იქნა წამოყენებული სავალუტო ინსპექციის ოფისის ფროსის პოზიციაზე, რომელიც ფართო კონტროლს ახორციელებს აშშ-ის საბანკო სისტემაზე. ომაროვა ყაზახეთში დაიბადა და 1991 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიაში მომავალი კვირიდან კვლავ სრული შეზღუდვები, ე.წ. "ლოკდაუნი" დაიწყება

ავსტრიამ მომავალი კვირიდან სრული შეზღუდვები, ე.წ. "ლოკდაუნი" გამოაცხადა კოვიდ-19-ის შემთხვევების სარეკორდო რიცხვების გამო მთელ ევროპაში პანდემიის ტალღის აზვირთების ფონზე. სრული შეზღუდვები დაიწყება 22 ნოემბერს და თავდაპირველად 10 დღეს გასტანს, განაცხადა ქვეყნის კანცლერმა, ალექსანდერ შალენბერგმა, 19 ნოემბერს, რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც ხელისუფლებამ აუცრელებს დაუწესა "ლოქდაუნი".  შალენბერგმა განაცხადა, რომ ასევე, 2022 წლის 1 თებერვლიდან, კანონის მოთხოვნით, აცრა სავალდებულო იქნება. გასული 24 საათის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელია: სანამ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, დასრულდა. როგორც მან განმარტა, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე, არ სურთ, რომ ხელისუფლებას შეფერხების საბაბი მისცენ. გარდა ამისა, მელია იხსენებს პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალთან არ გაიმართება აქციები. „ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ იქ არანაირ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ. ვინმე თუ გამართავს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის პროვოკაცია. ეს იმას არ ნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება, როცა ორსულობა წყდება - რას ჰყვებიან ქალები

შეწყვეტილ ორსულობაზე, „მუცლის მოშლაზე“ ხშირად არ საუბრობენ, ერთი, რომ ქალებს ეს თემა ტკივილს აყენებთ, და მეორე - საზოგადოების ნაწილი ამ თემის საჯარო განხილვას ან ერიდება, ან მნიშვნელოვნად არ თვლის.

Radiotavisupleba.ge 

23 ევროპარლამენტარი იმ პირების სანქცირების განხილვას ითხოვს, ვინც სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზეა" პასუხისმგებელი

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირს და ევროსაბჭოს მიმართავენ. გავრცელებულ წერილში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან მიმართებაში და ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა.  წერილის ადრესატები ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.  „მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით. და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუე ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და განაგრძობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასე ახლოს თუ ასე შორს მიზნებთან? - მინისტრი პარლამენტში, პროტესტი ქუჩაში

ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 19 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზით სიარულის ტემპს ოპოზიციის მიერ შექმნილი "ხელოვნური კრიზისი" და პოლარიზაცია ანელებს.

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი 9 დეპუტატი შიმშილობას წყვეტს

"ნაციონალური მოძრაობის" კოალიციაში მყოფი ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას წყვეტს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. "ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც გვქონდა იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ და ვწყვეტთ შიმშილობას", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარლამენტში შიმშილობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტი სასამართლომ გაამართლა: „მასალებში მე არც შეურაცხყოფა და არც ცუდი სიტყვა გამიგია“

მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, აქტივისტი თამარ კურატაშვილი ბათუმის საქალაქო სასამრთლომ უდანაშაულოდ ცნო. ის ბათუმში, სუს-ის შენობასთან, პოლიციამ საპროტესტო ბანერის გაშლის მცდელობისას დააკავა 13 ნოემბერს და წინასწარი დაკავების იზოლატორში, ოზურგეთში გადაიყვანა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ აქტივისტის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და თქვა, რომ 166-ე მუხლით წარდგენილი ბრალი საერთოდ ვერ დაინახა და წვრილმან ხულიგნობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამია: სააკაშვილი თანახმაა გორში გადაყვანაზე, იქ შეწყვეტს შიმშილობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას იქ განთავსებისთანავე. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან  შეხვედრის შემდეგ განუცხადა. "სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად არის აღჭურვილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია პირველ მოლაპარაკებებს მართავს თალიბანთან ავღანეთში

გერმანიამ მაღალი რანგის წარმომადგენლები გააგზავნა ქაბულში თალიბანთან შესახვედრად, პირველად მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ისლამისტურმა გაერთიანებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ავღანეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, იასპერ ვიკი და დანიშნული ელჩი, მარკუს პოტცელი, 18 ნოემბერს შეხვდნენ თალიბანის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. დელეგაციას ახლდა ნიდერლანდის საგანგებო წარმომადგენელი, ემიელ დე ბონტი. "ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია

გორის სამხედრო ჰოსპიტალს სტუმრობდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. სწორედ იქ გადაყვანა შესთავაზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრმა. როგორც ტიკარაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს აქამდეც უტარდებოდა საჭირო მკურნალობა. ამასთან, მინისტრი ყურადღებას ამახვილებს სხვა პირების მიერ გამოცხადებულ შიმშილობაზე. „პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე, მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: სააკაშვილისთვის გადაყვანის შეთავაზების ამოსავალი წერტილი ხოშტარიას ფაქტორი იყო

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისევ არ არსებობდა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა, თუმცა გაითვალისწინეს სხვა მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასე ახსნა მან ხელისუფლების გადაწყვეტილება, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებასთან დაკავშირებით. "სააკაშვილის შემთხვევაში ამის [გადაყვანის] აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმება. პრეზიდენტის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს. "მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხერხეულიძე: არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს "წინააღმდეგობა არ აქვს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. ხერხეულიძემ ამ დეტალებზე სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. "მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი - ის განიცდის ამას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელსაც რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი დასავლეთს აკრიტიკებს, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი ღიაა "დიალოგისთვის"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა აშშ, ევროპის კავშირი და ნატო მათი პოზიციის გამო იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში (და სხვა საკითხების გამო), თუმცა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის "კონტაქტებისა და დიალოგისათვის". მოსკოვში, 18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ვრცელი სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან 16 ივნისს "საბოლოო ჯამში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს მინისტრის მკვლელობის დაგეგმვის ეჭვით

აშშ-ის მოქალაქე დააკავეს უკრაინაში, აგვისტოში ქვეყნის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის, რომან ლეშჩენკოს, მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ 18 ნოემბერს კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი და მისი სავარაუდო თანამზრახველი, უკრაინელი ქალი, ერთი დღით ადრე იქნენ დაკავებული. მონასტირსკის თანახმად, აშშ-ის მოქალაქე, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ეჭვმიტანილია დაუდგენელი ვინაობის უკრაინელი ქალის გამოყენებაში, დაქირავებული მკვლელის მოსაძებნად, ლეშჩენკოს მკვლელობის მიზნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზალკალიანი საერთაშორისო კრიტიკაზე: უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არა შეურაცხმყოფელი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 19 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მათ აზრის გამოთქმისას ბალანსის დაცვა მოეთხოვებათ. „ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ [საქართველო] სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხერხეულიძე: სააკაშვილმა მოითხოვა ადვოკატთან და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობაა, ციხიდან არ გადაიყვანონ ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე. "მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნაა, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი ექნება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს პირადი ადვოკატები. მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბრალდებულმა თქვენ მოგკლათ?“ - რა პრობლემებს აწყდებიან ქალები დაკითხვისას

ცინიკური და დამამცირებელი კითხვები, კითხვები, რომელიც დაზარალებულს დააშინებს ან თავგზას აურევს... სასამართლო სხდომების შესწავლამ აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები დაკითხვისას ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ანგარიში სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ წარმოადგინეს. შს სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის ათასობით შემთხვევა მოხდა, აქედან 2587 შემთხვევა ფიზიკურ ძალადობაზე მოდის, 9503 - ფსიქოლოგიურზე. ოჯახური ძალადობის ფაქტები ხშირად ისევ ოჯახშივე იმალება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა პოზიციები არსებობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით

შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია: ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ჯერი უკვე სტრასბურგის სასამართლოზეა

"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს. ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში..." - წერს სახალხო დამცველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვატო სურგულაძე მიხეილ სააკაშვილზე - "ადამიანს სჭირდება ადამიანური მოპყრობა"

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.


Кадеты школы №338 приняли участие в московском параде «Не прервется связь поколений!»

Названы самые криминальные округа в Москве с начала года

Источник назвал короткое замыкание причиной задымления в метро Москвы

Брутальность — новый тренд. Первое знакомство с Haval H3



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Около 30 вагонов с углем сошли с рельсов в Амурской области

Международный день защиты детей: какие мероприятия будут проходить в Москве 1 июня 2024 года  

Новый детский сад в Климовске откроется летом

Более трех тонн продовольственной помощи для нуждающихся семей собрали в Свердловской области

Музыкальные новости

Концерт студии "Жерминаль"

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Новости России

Новую школу на 600 мест откроют в поселке Заречье Одинцовского округа в 2024 г

Специалисты МОДКТОБ приняли участие в XV съезде травматологов Подмосковья

Мужчина погиб в результате удара молнией в Балашихе

«Это чудо». Спортсмену пересадили сердце, а он сбросил 40 кг и покорил гору

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Дары природы в Hilton Seychelles Labriz Resort & Spa

Спорт в России и мире

Андреева назвала важнейшей в карьере победу над Азаренко на "Ролан Гаррос-2024"

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»

Россиянин Котов уступил итальянцу Синнеру в третьем круге "Ролан Гаррос"

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Жулан.

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *